imedi /  21 აპრილი 2017, 02:15 / სანდო წყარო

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საფრანგეთში 11 ტერაქტი მოხდა

პარიზი
საფრანგეთი

პარიზი
საფრანგეთი

20 აპრილს, პარიზის ცენტრში მომხდარი ტერაქტი 2015 წლის იანვრის შემდეგ შემდეგ რიგით მეთერთმეტეა. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ევროპის სახელმწიფოებიდან საფრანგეთში ყველაზე მეტი ტერაქტი მოხდა. 

პარიზი, 2017 წლის 20 აპრილი. 20 აპრილს, საღამოს, ელისეს მინდვრების ქუჩაზე ავტომანქანიდან გადმოსულმა ისლამისტმა რადიკალმა ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს, რომელთაგან ერთი ადგილზე გარდაიცვალა, ორი დაჭრილია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელწმიფომ" აიღო.  

ნიცა, 2016 წლის 14 ივლისი. ბასტილიის აღების დღეს, სატვირთო მანქანა, რომელსაც მართავდა ტუნისის მოქალაქე ნიცის ხალხით გადატვირთულ სანაპიროზე ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა. მან სანაპიროზე 1,8 კილომეტრი გაიარა მანევრებით, რათა რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დაჯახებოდა. დაიღუპა 84 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე.

მანიავილი, 2016 წლის 13 ივნისი. წარმოშობით მაროკოელი საფრანგეთის მოქალაქე, პარიზის შემოგარენში, მანიავილში, დანით თავს დაესხა პოლიციელს მის სახლთან ახლოს. შემდეგ ამ პოლიციელის სახლში გამაგრდა და მის ცოლს დანით ყელი გამოჭრა. თავდამსხმელმა სახლიდან Facebook-ით ტრანსლიაცია დაიწყო და ორმაგი მკვლელობა აღიარა. მას მძევლად ჰყავდა აყვანილი პოლიციელის 3 წლის შვილი, რის გამოც სამართალდამცველები მასთან მოლაპარაკებებს ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს, პოლიციამ სახლი შტურმით აიღო და ტერორისტი მოკლა. პოლიციელის მცირეწლოვანი ვაჟი უვნებლად გადარჩა. პოლიცია ამტკიცებს, რომ დამნაშავე "ისლამური სახელმწიფოს" ბრძანებით მოქმედებდა.

პარიზი, 2016 წლის 7 იანვარი. სატირულ ჟურნალზე Charlie Hebdo-ზე თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ, ტუნისელი მიგრანტი პარიზის გუტ დ'ორის რაიონში, ხორცისსაჭრელი დანით თავს დაესხა პოლიციის განყოფილების დაცვის თანამშრომელს. კაცი მანამდე მოკლეს, ვიდრე მან პოლიციელები დაჭრა. ტერორისტს ჯიბეში უპოვეს ბარათი ტექსტით, რომლითაც ის "ისლამურ სახელმწიფოს" ერთგულებას ეფიცებოდა.    

ვალანსი, 2016 წლის 1 იანვარი. ალპებში, რონის რეგიონის ქალაქ ვალანსში, ტუნისური წარმოშობის 29 წლის საფრანგეთის მოქალაქემ ავტომანქანა ოთხი სამხედროსკენ მიმართა, რომლებიც ადგილობრივ მეჩეთს იცავდნენ. სამხედროებმა ცეცხლი დროულად გახსნეს. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. მძღოლი დააკავეს. პოლიციამ დაასკვნა, რომ ის მარტო მოქმედებდა, თუმცა მის კომპიუტერში უამრავი ექსტრემისტული მასალა იპოვეს.

პარიზი, 2015 წლის 13 ნოემბერი. "ისლამური სახელმწიფოს" წევრი ბელგიელი ისლამისტების ორგანიზებით, ტერორისტების ჯგუფმა პარიზის რამდენიმე უბანში ერთდროულად ტერაქების სერია მოაწყო. პარიზის კაფეებში, ჯგუფ The Eagles of Death Metal-ის კონცერტზე და სტად-დე-ფრანსის სტადიონთან ახლოს მოწყობილი თავდასხმების შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი, 350-ზე მეტი დაშავდა. 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელში ტერაქტების სერია იგივე დაჯგუფების წევრებმა მოაწყვეს.

2015 წლის 21 აგვისტო. Thalys-ის მატარებელში, 25 წლის მაროკოელი იარაღით, დანით და ავტომატით შეიარაღებული მგზავრებისთვის ცეცხლის გახსნას შეეცადა. თუმცა მისმა ავტომატმა ვერ გაისროლა, რა დროსაც ვაგონში შემთხვევით მყოფმა რამდენიმე ამერიკელმა სამხედრომ ის გააუვნებელყო. ტერორისტი მატარებელში ბელგიის ტერიტორიაზე ჩაჯდა, ტერაქტის მოწყობას კი საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ შეეცადა.

სან-კანტენ-ფალავიე, 2015 წლის 26 ივნისი. საფრანგეთის მოქალემ იასინ სალიმ, რომელიც მიწოდების სერვისში მუშაობდა, თავის დირექტორს თავი მოჰკვეთა და ნაჭერში გახვეული ისლამისტური შინაარსის წარწერით, ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე დატოვა. მოგვიანებით, ამ ქარხანაში გაზის ავზების აფეთქებას შეეცადა, თუმცა დააკავეს. დამნაშავე ხელისუფლებას სავარაუდო ტერორისტების სიაში ჰყავდა. რამდენიმე თვეში მან ციხეში თავი მოიკლა.

ვილჟუიფი, 2015 წლის 19 აპრილი. 24 წლის ალჟირელმა, პარიზის რამდენიმე ეკლესიაზე თავდასხმა დაგეგმა. მან 33 წლის ფრანგი ქალი მისსავე მანქანაში მოკლა, მაგრამ შემთხვევით დანით თავი ფეხში დაიჭრა, ექიმებს გამოუძახა, რის შემდეგაც ის დაიჭირეს. მას აღმოაჩნდა უამრავი ირაღი. იმავდროულად პოლიციამ დაადგინა მისი კავშირი სირიელთან, რომელმაც მას ეკლესიებში ტერაქტების მოწყობა უბრძანა.

ნიცა, 2015 წლის 3 თებერვალი. 30 წლის ისლამისტი კაცი დანით შეიარაღებული თავს დაესხა ნიცაში ებრაული ცენტრის დაცვის თანამშრომლებს. სამი ადამიანი დაშავდა. ამ ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე თავდამსხმელი თურქეთში დააპატიმრეს იმის ეჭვით, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობდა გადასვლას და საფრანგეთში გააბრუნეს.

პარიზი, 2015 წლის 7-9 იანვარი. 7 იანვარს, ძმებმა კუაშებმა სატირული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციის შენობაში ცეცხლი გახსნეს. მოკლეს 12 ადამიანი, მათ შორის 2 პოლიციელი. ოფიციალური ვერსიით თავდასხმა ჟურნალზე შურისძიება იყო, რომელმაც წინასწრმეტყველი მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა. იმავე დღეს, კუაშების თანამზრახველმა თავისი სახლის მეზობლად ადამიანს იარაღიდან ესროლა, მაგრამ ვერ მოკლა. მეორე დღეს მან მოკლა პოლიციელი და დაჭრა შემთხვევითი გამვლელი ქუჩაში. 9 იანვარს ძმებმა კუაშებმა მძევლები აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს ტერორისტები მოკლეს. იმავე დღეს მათმა თანამზრახველმა ათობით ადამიანი მძევლად აიყვანა სუპერმარკეტში, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა. შტურმის დროს ტერორისტიც მოკლეს, რომელიც აცხადებდა, რომ "სილამური სახელწიფოს" წევრია.

ყველა სიახლე

ლევან მაჭავარიანი

16 აპრილი 2026, 00:15

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში. 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს

ჩვენ ძალიან ბევრჯერ დაგვისვამს ეს შეკითხვა ჩვენი ოპონენტებისთვის, რომ 2012 წლიდან გვეძახიან რუსულ რეჟიმს, გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

16 აპრილი 2026, 00:10

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ვერავინ დაგვახევინებს უკან იმასთან დაკავშირებით, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის შესახებ მივიღოთ საქართველოში და შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა

ევროკავშირმა იცის, რომ მიუხედავად მათი ამდენი უსამართლობისა, ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩვენი დელეგაციის ვიზიტი, რომელიც წინა წლის 21 ნოემბერს იყო დაგეგმილი და ეს შეხვერდა ევროკავშირმა ჩაშალა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

16 აპრილი 2026, 00:01

მსოფლიო

„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა

„რესპუბლიკელმა“ სენატორებმა მეოთხედ დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც ირანთან მიმართებით პრეზიდენტ ტრამპის სამხედრო უფლებამოსილებების შეზღუდვას ითვალისწინებდა.

ლევან მაჭავარიანი

15 აპრილი 2026, 23:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: დღესაც რომ გვითხრან, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებენ, ოღონდ საქართველოში უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, ეს გამორიცხულია - საქართველოში მოქმედებს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველა უმცირესობის უფლება დაცულია

არსებობს კონკრეტული წერილი, სადაც ჰერჩინსკი მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ არის დატანილი თარიღი, რომ მათი მხრიდან მოხდა ამ [ევროინტეგრაციის] პროცესის შეჩერება 2024 წლის ივნისში, 5 თვით ადრე, სანამ პრემიერი გააკეთებდა განცხადებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:51

პოლიტიკა

პაატა სალია: რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს. გავაცანით ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც 23-25 ივნისს საქართველოში გაიმართება

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ღონისძიება, რომელზეც ჩვენ ვუმასპინძლეთ სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებს, აკრედიტებულ დიპლომატებს და გავაცანით დეტალური ინფორმაცია საჯარო სერვისების ფორუმის შესახებ, რომელიც გაიმართება 23-25 ივნისს საქართველოს დედაქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

სკოტ ბესენტი

15 აპრილი 2026, 23:39

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: აშშ მზადაა მეორადი სანქციები დააწესოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ „ახლა უკვე მზადაა მეორადი სანქციები გამოიყენოს“ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ ან თეირანისგან ფულს იღებენ.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:32

საზოგადოება

პაატა სალია: ვასრულებთ ტენდერს და გამოვლინდება გამარჯვებული ე.წ. ციფრული საფულის ნაწილში. ეს მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ მარტივად, მობილური ტელეფონიდან მიიღოს მომსახურება, რისი მიღებაც დღეს იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი

დღეს შესაძლებელი უნდა იყოს მობილური მოწყობილობებით იგივე სერვისის მიღება, რაც ფიზიკური მისვლით ხდება იუსტიციის სახლების ფილიალებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

15 აპრილი 2026, 23:31

პოლიტიკა

პაატა სალია აშშ-ში ვიზიტზე: აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები

აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. კერძოდ, პაატა სალია უკვე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. დაგეგმილია ასევე შეხვედრები კიდევ ორ მოადგილესთან.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 23:16

პოლიტიკა

სალია: კომიტეტის სხდომაზე ვისაუბრე იმ მიღწევებზე, რაც გვაქვს საჯარო მმართველობის განვითარების სფეროში - ჩვენი მაგალითი ბევრისთვის არის საინტერესო, ბევრი აღიარებს საქართველოს წინსვლას საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესში

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით მონაწილეობას იღებს გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

კეროლაინ ლევიტი

15 აპრილი 2026, 23:15

მსოფლიო

თეთრი სახლი ირანთან შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს

თეთრმა სახლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან „შეთანხმების პერსპექტივებს დადებითად აფასებს“. ამასთანავე აღინიშნა, რომ პირისპირ მოლაპარაკებების პოტენციური მეორე რაუნდის სავარაუდო ადგილი პაკისტანი იქნება.

15 აპრილი 2026, 22:52

საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

15 აპრილი 2026, 21:43

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 21:35

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ

13 მარტს, თეირანის ენყელაბის მოედანზე უზარმაზარი ბილბორდი გამოჩნდა. მასზე გამოსახული იყო ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც სანგარში დგას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლებს მტრების მიმართულებით რაკეტების გაშვების მითითებას აძლევს. ტექსტი მიანიშნებდა, რომ ეს მისია ღვთიური შთაგონებითაა ნაკარნახევი და ხამენეის ადარებდა იმამ ალის - მუსლიმთა შორის პატივსაცემ ფიგურას, რომელიც ებრაულ ტომებზე მოპოვებული ლეგენდარული გამარჯვებითაა ცნობილი - ირანის რეჟიმის ოპონენტებისთვის ეს გამოსახულება მათი ყველაზე საშინელი კოშმარის ვიზუალური გამოხატულებაა: მილიტარიზებული ირანი, რომელსაც უფრო ახალგაზრდა, რადიკალი ლიდერი მართავს და სადაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ.

ბორის პისტორიუსი

15 აპრილი 2026, 21:03

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს

უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

15 აპრილი 2026, 20:53

საზოგადოება

ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყება.

15 აპრილი 2026, 20:50

სამართალი

პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, ბრალდებულმა მიუსაფარ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი, რამაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია.

15 აპრილი 2026, 20:46

საზოგადოება

როგორი იქნება ფორმა საჯარო სკოლებში? - დიზაინი დამტკიცებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება. დიზაინი უკვე ცნობილია.

15 აპრილი 2026, 20:46

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიგა ავალიანის მკვლელობის რეზონანსული საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ.

15 აპრილი 2026, 20:41

რეგიონი

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში - აშენდება 1000-კაციანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 20:41

მსოფლიო

El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს

ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.