Imedi /  23 ივნისი 2019, 21:03 / სანდო წყარო

სტამბოლის მერის ხელახალ არჩევნებს ისევ ოპოზიციის კანდიდატი იგებს

თურქეთის მერის ხელახალ არჩევნებში კვლავ ოპოზიციის კანდიდატი ეკრემ იმამოღლუ იმარჯვებს. BBC-ის ცნობით, ასეთია ხმების 90%-ის დათვლის შედეგი.  

სტამბოლში მერის არჩევნები მეორედ ტარდება, ამის მიზეზი ისააა, რომ ერდოღანი 31 მარტის არჩევნების მეორედ ჩატარების მომხრე იყო, რადგან მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესი დანაშაულებრივი ქმედებების ფონზე ჩატარდა. 

თურქეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქალაქ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა. არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა ეკრემ იმამოღლუმ გაიმარჯვა, რომელმაც ეს პოსტი 17 აპრილს ოფიციალურად დაიკავა.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

27 იანვარი 2021, 09:58

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს თანდებოდაზე დანიშვნა მიულოცა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს თანდებოდაზე დანიშვნა მიულოცა.

მარიამ ქვრივიშვილი

27 იანვარი 2021, 09:49

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო წარადგენს COVID-19-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ გეგმას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე COVID-19-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხსენებით გამოვიდნენ.

ირაკლი ჩიქოვანი

27 იანვარი 2021, 09:36

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარვუდგენთ იმ პოზიტიურ შედეგებსა და შთამბეჭდავ გეგმებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ასევე, იმ გეგმებზე ისაუბრებს, რომლებიც ქვეყანას ვაქცინაციის თვალსაზრისით აქვს.

27 იანვარი 2021, 09:28

პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 27-28 იანვარს საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

27 იანვარი 2021, 09:20

ტაბლოიდი

ჯო ბაიდენი ჟურნალისტს ეხუმრა

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბაიდენი ჟურნალისტს ეხუმრა. ამის შესახებ thewrap წერს. კითხვაზე, თუ რაზე ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან, ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს უპასუხა: „მან თქვენთან მოკითხვა გადმომცა“. აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბარი 26 იანვარს გაიმართა.

27 იანვარი 2021, 09:10

საზოგადოება

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 27 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

27 იანვარი 2021, 08:38

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია პანდემიის საკითხზე მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას

​​​​​​​კოვიდპანდემიას და ჯანდაცვის უპრეცედენტო კრიზისს ევროპის საბჭო დღეს განიხილავს. დილიდან სტრასბურგში ამ თემაზე საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დებატებია დანიშნული.

27 იანვარი 2021, 08:20

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება

პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. დღის წესრიგშია რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვა, რომელთა მიხედვითაც კონკრეტული ოპოზიციური ფრაქციების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ, უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.

27 იანვარი 2021, 08:12

პოლიტიკა

დღეს პარლამენტი ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ხვალ კი დანარჩენი 49 ოპოზიციონერის მანდატების შეწყვეტაზე.

27 იანვარი 2021, 08:00

COVID19

Astrazeneca აღიარებს, რომ კოვიდვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს

ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს. ამის შესახებ BBC წერს. კომპანიის გენერალური დირექტორის, პასკალ სორიოს თქმით, ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.

ანგელა მერკელი

27 იანვარი 2021, 04:45

COVID19

ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ მრავალმხრივი ძალისხმევა კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის საუკეთესო გზაა.

ჯო ბაიდენი

27 იანვარი 2021, 03:46

COVID19

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.

27 იანვარი 2021, 03:25

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 206 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

27 იანვარი 2021, 03:20

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

27 იანვარი 2021, 02:57

მსოფლიო

ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

27 იანვარი 2021, 02:28

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 593 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 541 ადამიანი გარდაიცვალა.

27 იანვარი 2021, 02:22

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 22 086 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 086 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 352 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

27 იანვარი 2021, 02:17

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 410 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 410 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 413 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კამალა ჰარისი

27 იანვარი 2021, 01:58

COVID19

კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო. კამალა ჰარისი Moderna-ს ვაქცინით აიცრა.

27 იანვარი 2021, 01:41

ეკონომიკა

როგორ აშენდა ენგურჰესი და რა მნიშვნელობა აქვს მას დღევანდელი საქართველოს ენერგომომარაგებაში - ტელეკომპანია „იმედის“ დოკუმენტური ფილმი

ენგურჰესი საქართველოს ყველა დროის ყველაზე დიდი, მონუმენტური და ტექნიკურად რთული ნაგებობაა, რომლის შექმნასაც 30 წლის ლოდინი დასჭირდა. ჰესის ორმაგი თაღოვანი კაშხალი დღემდე უნიკალური საინჟინრო-არქიტექტურული ქმნილებაა. ენგურის ჰიდროელექტროსადგური 1978 წელს გაიხსნა და მას 2010 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალი ჰქონდა.