პოლონეთი ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის წესების გამკაცრებას ითხოვს
რადოსლავ სიკორსკი
ფოტო: GettyImages
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროპაში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ჰიბრიდული თავდასხმების ბოლო ტალღა ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატებისა და მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვების გამკაცრებას მოითხოვს.
„ბოლოს და ბოლოს, რუსეთი ცდილობს ევროკავშირი შიგნიდან დაშალოს და მას არ უნდა მიეცეს თავისუფალი გადაადგილების პრივილეგიებით სარგებლობის უფლება“, - განაცხადა მან გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად, გერმანიის ქალაქ ვაიმარში გამართული ერთობლივი შეხვედრის შემდეგ.
სიკორსკის განცხადებას წინ უძღოდა გერმანიის მთავრობის მიერ სამშაბათს გაკეთებული განცხადება, რომელმაც ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონების შეჭრაში ბრალი რუსეთს დააკისრა და საპასუხო დიპლომატიური ზომების პაკეტი გამოაცხადა.
სიკორსკის ინიციატივა რამდენიმე ძირითად შეზღუდვას ითვალისწინებს: რუსი დიპლომატების გადაადგილების არეალის შეზღუდვას მხოლოდ აკრედიტაციის ქვეყნებით, შენგენის ვიზების გაცემის შემცირებას, ევროკავშირში შესვლისას ბიომეტრიული საშვების სავალდებულო წესით დანერგვასა და ბლოკში რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობების შემადგენლობის შემცირებას.
„ევროკავშირის მასშტაბით ჯერ კიდევ მეტისმეტად ბევრი რუსი დიპლომატი იმყოფება. ჩვენი შეფასებით, მათი რაოდენობა 2000-ს აჭარბებს და სულ მცირე 40 პროცენტი ისეთ საქმიანობას ეწევა, რაც შეუსაბამოა მათ დიპლომატიურ სტატუსთან. ისინი მუშაობენ უწყებებისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყნებში ტერორისტულ საქმიანობასაც ახორციელებენ“, - განაცხადა მან. - „ამიტომ, გერმანიასთან სოლიდარობის ნიშნად, ჩვენი მოსახლეობის დასაცავად ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომა უნდა გავატაროთ“.
ყველა სიახლე
03 სექტემბერი 2026, 17:11
სამართალი
გია ხუხაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა: ძირითადად საუბარი იყო ჯორბენაძეზე. მე, რაც საჯარო სივრცეში ვთქვი იგივე ვუპასუხე, რომ არ ვიცნობ ამ ადამიანს, არც გარემოებების შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. მე კომენტარი გავაკეთე არა ჯორბენაძეზე, არამედ ღარიბაშვილის წერილზე
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, თბილისის მთავარ სამმართველოში გია ხუხაშვილი გამოიკითხა.
03 სექტემბერი 2026, 17:11
პოლიტიკა
ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო, პროკურატურაში გამოიკითხა
პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია პროკურატურაში ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
03 სექტემბერი 2026, 17:09
ტექნოლოგიები
გაერო: ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის
ელ-ნინიო ცვლის ამინდის კანონზომიერებებს მთელ მსოფლიოში - ზოგ რეგიონში გვალვას იწვევს, მაშინ როდესაც სხვაგან ძლიერ ტაიფუნებსა და წყალდიდობებს განაპირობებს. სინოპტიკოსები ასევე აცხადებენ, რომ ელ-ნინიო ზოგიერთ ადგილას ტემპერატურას გაზრდის, რაც ადამიანის საქმიანობით გამოწვეული კლიმატის გლობალური ცვლილებით განპირობებულ სიცხეს დაემატება.
03 სექტემბერი 2026, 17:02
მსოფლიო
Der Spiegel: გერმანია რუსეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომების ფართომასშტაბურ გეგმას ამზადებს, რაც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს
უკრაინა გერმანიისგან კიდევ უფრო მეტ შეიარაღებასა და მნიშვნელოვან სადაზვერვო მონაცემებს მიიღებს, რათა ფრონტის ხაზსა და მის მიღმა რუსი ოკუპანტები ეფექტურად გაანადგუროს, - იუწყება გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი.
03 სექტემბერი 2026, 16:57
კულტურა
კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, გაიმართება გიორგი მუჩიაშვილის პერსონალური გამოფენა სახლეწოდებით „ფლიუგერების გამოფენა“
„ფლიუგერი არის დეკორატიული მეტალის კონსტრუქცია, რომელიც ქარის მიმართულებას აჩვენებს. ტრადიციულად იგი შენობების სახურავებზე თავსდება და ხშირად გაფორმებულია სიმბოლური ან მხატვრული ფორმებით. თანამედროვე ფლიუგერი აერთიანებს პრაქტიკულ ფუნქციასა და დეკორატიულ ხელოვნებას, ქმნის შენობის იერსახის გამორჩეულ დეტალს და ასახავს კონკრეტულ თემატიკას.
03 სექტემბერი 2026, 16:52
კულტურა
კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის სახელობის საოპერო გალა გაიმართება
პროექტი Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი იმ ეპოქას გააცოცხლებს, რომელმაც ქართული ოპერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა და ევროპულ სცენებზე ეროვნული ხელოვნების აღიარებას ჩაუყარა საფუძველი.
03 სექტემბერი 2026, 16:52
კულტურა
ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი
ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს სახელით წელს რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი. ჟიურის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
03 სექტემბერი 2026, 16:26
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
03 სექტემბერი 2026, 16:25
მსოფლიო
POLITICO: ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა - გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სახელმწიფო აუდიტის ბრალდებები სამინისტროში ფინანსური დარღვევებისა და უკრაინისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მიუწოდებლობის სკანდალის შესახებ
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური ოთხშაბათს საღამოს გადადგა - გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სახელმწიფო აუდიტის ბრალდებები სამინისტროში ფინანსური დარღვევებისა და უკრაინისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მიუწოდებლობის სკანდალის შესახებ, - წერს გამოცემა POLITICO.
03 სექტემბერი 2026, 16:24
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
03 სექტემბერი 2026, 16:20
საზოგადოება
ნინო მშვიდობაძე სკოლის ფორმებზე: პოლიესტერი არის ხელოვნური ბოჭკო, მაგრამ ის მხოლოდ პიჯაკის სარჩულის შემადგენლობაშია, ქვედაბოლო და შარვლის სარჩული კი 100% ბამბაა- სკოლებში მოსწავლეებს უნდა ეცვათ ფორმები და ეს ინდივიდუალობას არავის უკარგავს
ჟურნალისტი ნინო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში სკოლის ფორმებთან დაკავშირებით გავრცელებულ უკმაყოფილებას ეხმიანება და რამდენიმე ძირითად არგუმენტს გამოყოფს. მისი თქმით, მოსაზრება, თითქოს სკოლის ფორმა ბავშვს ინდივიდუალობას უკარგავს, მცდარია, რადგან ევროპისა და ამერიკის წამყვან სკოლებშიც უნიფორმა სავალდებულოა.
03 სექტემბერი 2026, 15:42
საზოგადოება
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
„იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი“.
03 სექტემბერი 2026, 15:42
მსოფლიო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მტკიცეა - ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვუჭერთ მხარს დაჩქარებულ პროცედურას
უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერის სკრინინგის ანგარიშების დამტკიცებაზე უარით ის კვლავ დაბლოკა.
03 სექტემბერი 2026, 15:39
ტექნოლოგიები
Uber-ი ლონდონში რობოტაქსის მგზავრებთან ერთად ტესტირებას პირველად დაიწყებს
ჯერჯერობით, ყველა რობოტაქსიში მძღოლი-ოპერატორი იმყოფება, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში მართვას საკუთარ თავზე აიღებს. თუ რომელიმე უპილოტო ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება, Uber-ის აპლიკაცია შეკვეთისას კლიენტს ჰკითხავს, სურს თუ არა ასეთი მანქანით სარგებლობა. უარის შემთხვევაში, მასთან ჩვეულებრივ, მძღოლიან ტაქსის გააგზავნიან.
03 სექტემბერი 2026, 15:32
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე,, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა სხვადასხვა ქვეყნის სახელით გაცემული, ყალბი პასპორტებით გახსნილი საბანკო ანგარიშები გამოიყენა, რომლებზეც დანაწევრებით შეიტანა დაახლოებით 1.9 მილიონი ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტა. საბანკო ანგარიშებზე განთავსებული, კანონიერ შემოსავლად შენიღბული დაუსაბუთებელი თანხები, ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის მიზნით, ბრალდებულმა მრავალჯერადი ტრანზაქციებით მის მიერ კონტროლირებად და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, ხოლო თანხის ნაწილის ინვესტირება უძრავ ქონებაში მოახდინა.
03 სექტემბერი 2026, 15:31
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელზე ირანის თავდასხმა ყოველგვარი შეზღუდვისგან გაგვათავისუფლებს - ჩვენ დარტყმას მივაყენებთ მთელ ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ჩათვლით, და ირანს ქვის ხანასა და სიბნელეში დავაბრუნებთ
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი ირანს აფრთხილებს, რომ თუ თეირანი ისრაელს თავს დაესხმება, სამხედროები რეჟიმის მთლიან ინფრასტრუქტურას ამოიღებენ მიზანში, „მათ შორის, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასაც“.
03 სექტემბერი 2026, 15:24
მსოფლიო
სომხური მედია: სომხეთსა და ირანს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ ამოქმედდება
სომხეთსა და ირანს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ ამოქმედდება. „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის მთავრობამ შესაბამისი ოქმი 3 სექტემბერს დაამტკიცა.
03 სექტემბერი 2026, 15:20
საზოგადოება
შპს ბლექ სი პეტროლიუმი: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება
23 აგვისტოდან შპს ბლექ სი პეტროლიუმის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება, - ინფორმაციას შპს ბლექ სი პეტროლიუმი ავრცელებს.
03 სექტემბერი 2026, 15:11
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: მეორე კვარტლის ჭრილში წელს რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება, რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელიც - ის 828 ათასს აჭარბებს
„აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც საბოლოო ჯამში, აისახება ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს აქვს კონკრეტული მექანიზმები და აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას, სხვადასხვა დივერსიფიცირებული ინსტრუმენტებით თუ პროგრამებით, ჩვენ მიზნობრივად ვეხმარებით როგორც საშუალო, ისე მცირე მეწარმეებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


