imedi /  03 სექტემბერი 2026, 15:32 / სანდო წყარო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე,, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულმა სხვადასხვა ქვეყნის სახელით გაცემული, ყალბი პასპორტებით გახსნილი საბანკო ანგარიშები გამოიყენა, რომლებზეც დანაწევრებით შეიტანა დაახლოებით 1.9 მილიონი ლარის ექვივალენტი უცხოური ვალუტა. საბანკო ანგარიშებზე განთავსებული, კანონიერ შემოსავლად შენიღბული დაუსაბუთებელი თანხები, ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის მიზნით, ბრალდებულმა მრავალჯერადი ტრანზაქციებით მის მიერ კონტროლირებად და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა, ხოლო თანხის ნაწილის ინვესტირება უძრავ ქონებაში მოახდინა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) დაუსწრებლად წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში, მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

გამოძიების ფარგლებში დაყადაღებული უძრავი ქონების და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოსართმევად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ყველა სიახლე

03 სექტემბერი 2026, 16:26

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

ჰანო პევკური

03 სექტემბერი 2026, 16:25

მსოფლიო

POLITICO: ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა - გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სახელმწიფო აუდიტის ბრალდებები სამინისტროში ფინანსური დარღვევებისა და უკრაინისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მიუწოდებლობის სკანდალის შესახებ

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური ოთხშაბათს საღამოს გადადგა - გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სახელმწიფო აუდიტის ბრალდებები სამინისტროში ფინანსური დარღვევებისა და უკრაინისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მიუწოდებლობის სკანდალის შესახებ, - წერს გამოცემა POLITICO.

თენგიზ შარმანაშვილი

03 სექტემბერი 2026, 16:24

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ლაზარე ჯორბენაძის ამბავზე ყველამ ხელი დაიბანა, ამ საკითხის წამომჭრელის ადვოკატმაც კი. გამოტყდით სხვები, ვისი წამოწყებულია, თქვით. 24 საათიანი აჟიოტაჟის გამოწვევაც არ შეუძლიათ

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ნინო მშვიდობაძე

03 სექტემბერი 2026, 16:20

საზოგადოება

ნინო მშვიდობაძე სკოლის ფორმებზე: პოლიესტერი არის ხელოვნური ბოჭკო, მაგრამ ის მხოლოდ პიჯაკის სარჩულის შემადგენლობაშია, ქვედაბოლო და შარვლის სარჩული კი 100% ბამბაა- სკოლებში მოსწავლეებს უნდა ეცვათ ფორმები და ეს ინდივიდუალობას არავის უკარგავს

ჟურნალისტი ნინო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში სკოლის ფორმებთან დაკავშირებით გავრცელებულ უკმაყოფილებას ეხმაურება და რამდენიმე ძირითად არგუმენტს გამოყოფს. მისი თქმით, მოსაზრება, თითქოს სკოლის ფორმა ბავშვს ინდივიდუალობას უკარგავს, მცდარია, რადგან ევროპისა და ამერიკის წამყვან სკოლებშიც უნიფორმა სავალდებულოა.

რადოსლავ სიკორსი

03 სექტემბერი 2026, 16:13

მსოფლიო

პოლონეთი ევროკავშირში რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის წესების გამკაცრებას ითხოვს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროპაში კრემლის მიერ მხარდაჭერილი ჰიბრიდული თავდასხმების ბოლო ტალღა ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსი დიპლომატებისა და მოქალაქეების გადაადგილებაზე შეზღუდვების გამკაცრებას მოითხოვს.

03 სექტემბერი 2026, 15:42

საზოგადოება

საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება

„იწყება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ დაარსებული და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ გაგრძელებული მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთოთხმეტე ეტაპი“.

ანიტა ორბანი

03 სექტემბერი 2026, 15:42

მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მტკიცეა - ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვუჭერთ მხარს დაჩქარებულ პროცედურას

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა მას შემდეგ, რაც უნგრეთმა მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერის სკრინინგის ანგარიშების დამტკიცებაზე უარით ის კვლავ დაბლოკა.

03 სექტემბერი 2026, 15:39

ტექნოლოგიები

Uber-ი ლონდონში რობოტაქსის მგზავრებთან ერთად ტესტირებას პირველად დაიწყებს

ჯერჯერობით, ყველა რობოტაქსიში ​მძღოლი-ოპერატორი იმყოფება, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში მართვას საკუთარ თავზე აიღებს. თუ რომელიმე უპილოტო ავტომობილი ხელმისაწვდომი იქნება, Uber-ის აპლიკაცია შეკვეთისას კლიენტს ჰკითხავს, სურს თუ არა ასეთი მანქანით სარგებლობა. უარის შემთხვევაში, მასთან ჩვეულებრივ, მძღოლიან ტაქსის გააგზავნიან.

ისრაელ კაცი

03 სექტემბერი 2026, 15:31

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელზე ირანის თავდასხმა ყოველგვარი შეზღუდვისგან გაგვათავისუფლებს - ჩვენ დარტყმას მივაყენებთ მთელ ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ჩათვლით, და ირანს ქვის ხანასა და სიბნელეში დავაბრუნებთ

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი ირანს აფრთხილებს, რომ თუ თეირანი ისრაელს თავს დაესხმება, სამხედროები რეჟიმის მთლიან ინფრასტრუქტურას ამოიღებენ მიზანში, „მათ შორის, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასაც“.

03 სექტემბერი 2026, 15:24

მსოფლიო

სომხური მედია: სომხეთსა და ირანს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ ამოქმედდება

სომხეთსა და ირანს შორის „გამარტივებული საბაჟო დერეფანი“ ამოქმედდება. „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის მთავრობამ შესაბამისი ოქმი 3 სექტემბერს დაამტკიცა.

03 სექტემბერი 2026, 15:20

საზოგადოება

შპს ბლექ სი პეტროლიუმი: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება

23 აგვისტოდან შპს ბლექ სი პეტროლიუმის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო - ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება, - ინფორმაციას შპს ბლექ სი პეტროლიუმი ავრცელებს.

ვახტანგ ცინცაძე

03 სექტემბერი 2026, 15:11

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: მეორე კვარტლის ჭრილში წელს რეკორდულია როგორც ბიზნეს სექტორის ბრუნვა, ასევე გამოშვება, რეკორდულია დასაქმებულთა მაჩვენებელიც - ის 828 ათასს აჭარბებს

„აღნიშნული სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას გააჩნია სწორი, თანმიმდევრული და განჭვრეტადი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც საბოლოო ჯამში, აისახება ბიზნეს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს აქვს კონკრეტული მექანიზმები და აქტიურად უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას, სხვადასხვა დივერსიფიცირებული ინსტრუმენტებით თუ პროგრამებით, ჩვენ მიზნობრივად ვეხმარებით როგორც საშუალო, ისე მცირე მეწარმეებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პედრო სანჩესი

03 სექტემბერი 2026, 15:06

მსოფლიო

პედრო სანჩესი: მაროკოს წინააღმდეგ მტკიცებულებები რომ არსებობდეს, ვიმოქმედებდით, თუმცა მყარი მტკიცებულებები არ გვაქვს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა სეუტის კრიზისთან დაკავშირებით კონგრესში გამართულ დებატებზე მაროკოს შესახებ რიტორიკა შეცვალა, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

03 სექტემბერი 2026, 14:50

მსოფლიო

დანიის კონტრდაზვერვა: რუსეთი დანიელებს დივერსიების მოსაწყობად იბირებს

რუსეთი დანიის მოქალაქეებს უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებული ადგილობრივი თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ დივერსიების მოსამზადებლად იბირებს. ამის შესახებ ხუთშაბათს, დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურის (PET) კონტრდაზვერვის უფროსმა, ემილ გრეშოლმმა განაცხადა.

03 სექტემბერი 2026, 14:41

ეკონომიკა

საქსტატი: მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 67 მილიარდ ლარს გადააჭარბა

საქსტატის მონაცემებით, მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა თითქმის 12%-ით გაიზარდა და 67 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გაზრდილია პროდუქციის გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობაც. ამ მხრივ ბიზნესსექტორში ლიდერობდნენ ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები. ამ ყველაფერს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სწორ პოლიტიკას უკავშირებს

03 სექტემბერი 2026, 14:40

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პირველკლასელ შვილს სასკოლო ფორმა შეუძინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ 51-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელი შვილისთვის სასკოლო ფორმა შეიძინა.

03 სექტემბერი 2026, 14:24

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი გელიაშვილს, 2 ათასი ლარი დააკისრა

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი გელიაშვილს 2 ათასი ლარი დააკისრა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით თავად დაზარალებულმა მიმართა. სამართალდამრღვევი პროცესს არ დაესწრო.

ნიკა გვარამია

03 სექტემბერი 2026, 14:24

პოლიტიკა

ნიკა გვარამია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს, ბუნებრივია ამით არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ საზოგადოებაც ინტერესდება - ჩვენ არც მკითხავები ვართ და არც გამოცანებს ვიცნობთ, ეს უნდა გაირკვეს

პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არ აქვს.

დავით მათიკაშვილი

03 სექტემბერი 2026, 14:23

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე: ადამიანმა სამწუხაროდ, სუიციდით დაასრულა სიცოცხლე, ეს ტრაგედია გამოყენებული იყო როგორც ღარიბაშვილის, ასევე რადიკალი ოპოზიციონერების მხრიდან მანიპულაციებისთვის, რომ ისრები სხვისკენ გადატანილიყო. კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით

კეთილი ინებონ რადიკალებმა და პასუხი გასცენ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ რა ინფორმაციას ფლობენ ამ თემასთან დაკავშირებით, - განაცხადა საპროცედურო და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყებულ გამოკითხვებთან დაკავშირებით.