imedi /  02 ივლისი 2019, 21:34 / სანდო წყარო

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენი წარადგინეს

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპულმა საბჭომ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარადგინა. ინფორმაცია ამის შესახებ საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პირველი პრეზიდენტი ქალი იქნება. ის ამ თანამდებობაზე ჟან-კლოდ იუნკერს შეცვლის.

რაც შეეხება სხვა საკვანძო თანამდებობებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრი შარლ მიშელი აირჩიეს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი, ფრანგი კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟოზეპ ბორელი კი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის პოსტზე წარადგინეს.

რაც შეეხება ევროპარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმებას ახალი მოწვევის დეპუტატებმა უნდა მიაღწიონ.

„თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ 5-წლიანი ვადის პირველ ნახევარში ევროპარლამენტის თავმჯდომარეობა სოციალისტების ფრაქციას, მეორე ნახევარში კი „ევროპის სახალხო პარტიას“ უნდა დაეთმოს“, - განაცხადა ტუსკმა.

აღსანიშნავია, რომ კანდიდატურების შესათანხმებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ოთხი შეხვედრის ჩატარება დასჭირდათ. ახალი ხელმძღვანელი პირები საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას 2019 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგებიან.

ევროკავშირის სტრუქტურის შესახებ ვრცელი სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

08 აგვისტო 2020, 17:58

მსოფლიო

ბეირუთში ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში, ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა. გამოცემის ცნობით, ქალაქის ცენტრში, მოწამეთა მოედანზე 5 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტთა ნაწილი სამართალდამცველებს ქვებს ესროდა.

08 აგვისტო 2020, 17:51

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 105 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 105 ადამიანს გამოუვლინდა. 360 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 ინფიცირებული კი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 481 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 488 ადამიანი.

08 აგვისტო 2020, 17:42

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში კოვიდინფიცირების 50 ათასზე მეტი შემთხვევა დამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 50 230 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 079 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 2 068 394 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 99 572 ადამიანი გარდაიცვალა.

მარკ ცუკერბერგი

08 აგვისტო 2020, 17:31

ეკონომიკა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, მარკ ცუკერბერგის ქონება $100 მილიარდი მას შემდეგ გახდა, რაც მისი კუთვნილი სოციალური ქსელის Facebook-ის აქციების ღირებულება გაიზარდა.

08 აგვისტო 2020, 17:26

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში დაინფიცირებული სამი ადამიანიდან ორი თურქეთის მოქალაქეა

გასული დღე-ღამის მანძილზე საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. საუბარია სატვირთო ავტომანქანების მძღოლებზე, რომლებსაც COVID 19-ით ინფიცირება ბათუმში დაუდგინდათ. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებულები სამკურნალოდ უკვე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

08 აგვისტო 2020, 17:18

რეგიონი

ფოთში, 2008 წლის ომში დაღუპულთა სახელობის ქუჩებზე, საქართველოს რუკის ფორმის სანომრე აბრები განთავსდება

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კონკურსის ფარგლებში „ახალგაზრდების იდეა ფოთს“, დღეს პირველი გამარჯვებული პროექტი განხორციელდა. 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპული, ფოთელი რეზერვისტის ოთარ კიკალეიშვილის სახელობის ქუჩაზე, ახალგაზრდების მიერ შემუშავებული ნუმერაციის აბრები გაიკრა.

08 აგვისტო 2020, 16:59

საზოგადოება

ვარკეთილში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, სამგორის რაიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა.

08 აგვისტო 2020, 16:57

მსოფლიო

ჩინეთში ახალი ვირუსი გავრცელდა. გარდაცვლილია 7 ადამიანი

ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი SFTS-ი გავრცელდა, რომელიც ტკიპებისგან ვრცელდება. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილილია სულ მცირე 7 ადამიანი, 60 კი დაინფიცირდა. ვირუსი ჯერ კიდევ 2011 წელს გამოვლინდა. სპეციალისტების განმარტებით, ის ტკიპისგან დაინფიცირებული ადამიანიდან სხვა ადამიანს სისხლით ან ლორწოთი გადაეცემა.

08 აგვისტო 2020, 16:55

საზოგადოება

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“.

08 აგვისტო 2020, 16:41

რეგიონი

გიგი წერეთელი: ამ ქვეყანაში ოკუპაციას არავინ შეეგუება და ის უზარმაზარი მსხვერპლი, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიღო, უკვალოდ არ ჩაივლის

ზეტაფონი-თერჯოლა-ბაღდათი-ტყიბულის საარჩევნო ოლქში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ზესტაფონის რაიონის სოფელ შორაპანში იმყოფებოდა, სადაც გვირგვინით შეამკო ზაზა ფერაძის სახელობის მემორიალი, რომელიც 2008 წლის ომში დაიღუპა და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მაურიციო სარი

08 აგვისტო 2020, 16:41

სპორტი

ტურინის „იუვენტუსმა“ მაურიციო სარი დაითხოვა

ტურინის „იუვენტუსმა“ მაურიციო სარი დაითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური საიტი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 7 აგვისტოს გამართულ მატჩში„იუვენტუსი“, ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური სტადიიდან გამოეთიშა. ტურინული გუნდი 2 მატჩის ჯამში ფრანგულ „ლიონთან“ დამარცხდა. იტალიელმა სპეციალისტმა გუნდი 1 წლის წინ ჩაიბარა და გუნდს იტალიის „სერია ა“ მოაგებინა.

08 აგვისტო 2020, 16:33

მსოფლიო

იტალიამ ამკრძალავი ზომები 7 სექტემბრამდე გაახანგრძლივა

იტალიის მინისტრთა კაბინეტმა ჯუზეპე კონტის მეთაურობით კორონავირუსთან დაკავშირებით ამკრძალავი ზომები 7 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამ ზომებს შორისაა ნიღბის სავალდებულო ტარება და სოციალური დისტანციის წესების დაცვა. გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობა 25 მილიარდი ევროა.

08 აგვისტო 2020, 16:28

სამართალი

თბილისში ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდა

თბილისში, ფონიჭალაში მცირეწლოვანი მე-14 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ. „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

08 აგვისტო 2020, 16:23

საზოგადოება

ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა. თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, კასკადის პირვანდელი ისტორიული იერსახე შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი კასკადის პირვანდელი ვერსიის არქიტექტორის მემკვიდრეებთან იქნა განხილული.

08 აგვისტო 2020, 16:17

რეგიონი

გურჯაანში დაკარგული 89 წლის კაცი ტყეში იპოვეს

კახეთში იპოვეს 89 წლის კაცი, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში ეძებდნენ. პენსიონერი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობს. ძებნის პროცესში პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იყო ჩართული. საძიებო სამუშაოებში 30-მდე მეხანძრე-მაშველიც მონაწილეობდა.

08 აგვისტო 2020, 15:59

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელიამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ, წალენჯიხასა და აბაშაში 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გმირი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკო.

08 აგვისტო 2020, 15:57

მსოფლიო

გულისამაჩუყებელ ვიდეოში ჩანს პატრონი, რომელმაც ვანკუვერში თავისი როტვეილერი გზის პირას მიატოვა. ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, ქალი, რომელიც ძაღლს ატყუებს ვითომ სასეირნოდ მიჰყავს, თუმცა მოგვიანებით მანქანისკენ გარბის და ძაღლს ტოვებს. მოქმედება კანადაში, ქალაქ ვანკუვერში ვითარდება. საბედნიეროდ ყოველივეს შემდეგ ძაღლი ორგანიზაცია I Paw'd It Forward-მა გადაარჩინა. „გვინდა, რომ ეს ყველასთვის გაკვეთილი იყოს და გვინდა, რომ დაფიქრდეთ მანამ სანამ თქვენი შინაური ცხოველის მიტოვებას გადაწყვეტთ“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მიხეილ რამიშვილი

08 აგვისტო 2020, 15:53

სამართალი

ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროში, თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი გახსნილი დახვდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს ის ექსპერტიზის ბიუროში, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, იმისთვის დაიბარეს, რომ მობილური ტელეფონისთვის ლუქის მოხსნის პროცესს დასწრებოდნენ, თუმცა, ბიუროში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ტელეფონი უკვე გახსნილი იყო.

გიორგი ტყემალაძე

08 აგვისტო 2020, 15:48

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ეს იყო უმძიმესი დღეები ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. შეიარაღებულ კონფლიქტს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა, რომლებიც ქვეყნის მთლიანობისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ ტერიტორიების დაბრუნებას მშვიდობიანი გზით შევძლებთ,“ - განაცხადა ტყემალაძემ.

გიორგი ბაჩალიაშვილი

08 აგვისტო 2020, 15:36

საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის ძმა: არ დავუშვებ, რომ მამაჩემის ღირსება შელახონ, მისი ყურადღება არც მე და არც ჩემს დას არ მოგვკლებია

დღეს ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ. გიორგი ბაჩალიაშვილმა გადაწყვიტა, ეპასუხა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, მისი განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახის ღირსების შელახვით არიან დაკავებულნი.