imedi /  09 ივლისი 2019, 20:58 / სანდო წყარო

ტრამპმა აშშ-ში ბრიტანეთის ელჩს სულელი უწოდა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

"დიდი ბრიტანეთის ექსცენტრული ელჩი აშშ-ში ძალიან სუსულელი ბიჭია", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის ელჩთან კიმ დეროჩთან დაკავშირებით Twitter-ზე დაპოსტა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ეს კომენტარი ტრამპმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კიმ დეროჩს მხარდაჭერა გამოუცხადა. კვირას გავრცელებულ ელექტრონულ წერილებში, ელჩი ტრამპის ადმინისტრაციას "უმოქმედოს" უწოდებს. 

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ დეროჩი თავის ქვეყანას ცუდად ემსახურება. აშშ-ის პრეზიდენტმა ელჩს არაკომპეტენტური უწოდა, ხოლო მის პოლიტიკას არათანმიმდევრულიც უწოდა. 

საიდუმლო მიმოწერაში, რომელიც მედიას ჩაუვარდა ხელში, ბრიტანელი დიპლომატი წერს, რომ თეთრი სახლი ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს. ბრიტანელი დიპლომატი ოფიციალურ ლონდონს ატყობინებს იმასაც, რომ ტრამპის პოლიტიკა ირანის მიმართ ქაოტურია.

ყველა სიახლე

ხვიჩა კვარაცხელია

20 ოქტომბერი 2020, 15:48

სპორტი

უეფას ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გამოარჩია

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის კარში გატანილი ბურთი გამოარჩია. ვიდეოს ასეთი სათაური აქვს: „უყურეთ ბრწყინვალე გოლს, ვინ არის თქვენს ნაკრებში საუკეთესო ახალგაზრდა?“. ეს ბურთი კვარაცხელიასთვის საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო იყო.

აკაკი ზოიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:42

COVID19

აკაკი ზოიძე: საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ საზოგადოება ვერ გავითავისებთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული ხვალ რა იქნება

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება. „ძალიან გასაფრთხილებელ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ საზოგადოება ვერ გავითავისებთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხვალ რა იქნება: ვატარებთ პირბადეს, მინიმუმ დახურულ სივრცეში; დავიცავთ 2, ან მინიმუმ 1 მ ფიზიკურ დისტანციას ურთიერთობისას, ხშირად დავიბანთ ხელებს, მოვერიდებით დროებით დიდ წვეულებებს, - ინფიცირებულთა პიკი იქნება ნოემბრის ბოლოსკენ დღეში არაუმეტეს 4000 ინფიცირებულისა და მერე დაიწყებს კლებას ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეკონომიკას დააქცევს“, - წერს ზოიძე Facebook-ზე.

20 ოქტომბერი 2020, 15:40

რეგიონი

ნათია თურნავა: ბაკურიანში რეკორდულ დროში დავასრულეთ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ახალი პროექტების და სიცოცხლისა, რომელსაც ბაკურიანს ვაძლევთ

საქართელოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ეკატერინე მიქაბაძე

20 ოქტომბერი 2020, 15:38

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: პოზიტიურია, რომ ექსპორტის სტრუქტურაში ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად იზრდება

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის ძირითადი ზრდა დაფიქსირდა ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, სპილენძის მადნების და კონცენტრატების, თხილისა და კაკლის, ოქროს, სპირტიანი სასმელებისა და ტრიკოტაჟის ნაწარმის მიმართულებით.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა

ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ქალაქ რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე. მისი თქმით, დღევანდელი პრეზენტაციის თემა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკაა, რამდენადაც ეს არის ის თემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საზოგადოებას.

20 ოქტომბერი 2020, 15:31

სამართალი

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დ.გ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ნ.გ.-ს მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ზ.მ. ერთხმად ცნო დამნაშავედ.

20 ოქტომბერი 2020, 15:30

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 220 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 220 ათასს გადააჭარბა.

20 ოქტომბერი 2020, 15:29

COVID19

ეპიდემიოლოგი: კორონავირუსი უკან არ იხევს, პირიქით, მას გადამდებლობა უფრო მეტი აქვს

„შეიძლება ეს ვირუსი ყველამ მოიხადოს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისეთ დროში, რომ არც ძალიან გაწელოს, რომ ძალიან დიდხანს არ გაჩერდეს და არც ძალიან სწრაფად, რომ ერთდროულად, მოკლე დროში იმდენად ბევრი შემთხვევა იყოს, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა ვერ გაუძლოს“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

20 ოქტომბერი 2020, 15:26

COVID19

პრემიერ-მინისტრმა აჭარის რეგიონში არსებული ეპიდვითარება და კლინიკებში, მათ შორის საწოლფონდის კუთხით არსებული მდგომარეობა ადგილობრივ შტაბთან განიხილა

აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას, რომელიც აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარების მართვის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმში იმყოფება.

20 ოქტომბერი 2020, 15:19

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს, რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დღევანდელ შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების თანმიმდევრობით და სწორად შესრულებაზე, ხარვეზების აღმოფხვრაზე, კოვიდინფიცირებულების მკურნალობასა და მართვაზე იმსჯელა.

20 ოქტომბერი 2020, 15:18

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: 2021-2024 წლებში საერთაშორისო მაგისტრალის სიგრძე კიდევ 200 კილომეტრით გაიზრდება, აშენდება 200 ხიდი და 70-მდე გვირაბი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რუსთავში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაში განხორციელებული პროექტები შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

ნინო ლაცაბიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:11

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით, 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე დასაბუთებული განაცხადის გაკეთების საშუალება გვექნება

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით ჩვენ 2024 წელს ევროკავშირის სღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით ჩვენ 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე დასაბუთებული განაცხადის გაკეთების საშუალება გვექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავში, ნინო ლაცაბიძემ რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ძლიერი ეკონომიკის შესაქმნელად.

20 ოქტომბერი 2020, 15:05

COVID19

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ობიექტს ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯია”. კაფსულის ჩაგდების ცერემონია დღეს გაიმართა და მასში მონაწილეობა სოკარის პრეზიდენტმა, კომპანიის ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა და ადგილობრიივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ირაკლი კობახიძე

20 ოქტომბერი 2020, 15:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რუსთავი დაფუძნდა, როგორც ინდუსტრიული ქალაქი და ამ ქალაქისთვის ეკონომიკური განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს. პირველი - მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაცია რუსთავში იმართება და ის პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. მდგრადი განვითარების პროგრამა ეკონომიკური განვითარებას, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის პროგრამული მიმართულებებს მოიცავს.

გიორგი გახარია

20 ოქტომბერი 2020, 14:57

ეკონომიკა

პრემიერ-მინისტრი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება

შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა განუცხადა, კონკრეტული ბიზნეს სექტორისთვის კორონაპანდემიის პირობებში დაწესებული საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია.

20 ოქტომბერი 2020, 14:52

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 16 000-ს პირველად გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 16 319 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1 431 635-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 269 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 24 635-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 1 085 608 პაციენტი.

კახა კალაძე

20 ოქტომბერი 2020, 14:42

COVID19

კახა კალაძე: ნინო წილოსანთან კონტაქტი ყველა რეგულაციის დაცვით მქონდა, თავის დაზღვევის მიზნით ტესტი გაკეთებულია

თბილისის მერის განცხადებით, დეპუტატ ნინო წილოსანთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტი ჰქონდა, თუმცა რეგულაციების დაცვით. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ნინო წილოსანთან კონტაქტი მას პირბადის გარეშე არ ჰქონია, ტესტი მაინც ჩაიტარა.

20 ოქტომბერი 2020, 14:42

COVID19

ეპიდემიოლოგი: თუ ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დასტაბილურდება, ვიტყვით, რომ პიკს მივაღწიეთ

„ეს ციფრები საკმაოდ საყურადღებო და საგანაგაშოა, მაგრამ ამ შემთხვევაში პანიკა არაფერს არ მოგვცემს, ეს სიტუაციას უფრო ართულებს. ყველაზე სწორია რეგულაციების შესრულებაა, რომ მეტად გავრცელებას ხელი შევუშალოთ. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეულ მოქალაქეს დღეს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე მას ჰგონია. არის ადამიანების ნაწილი, რომელიც რეგულაციებს არ იცავს განსახვავებული მოსაზრების გამო, მათ, სამწუხაროდ, ვირუსის არსებობის დღესაც არ სჯერათ“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

გოგა ხაინდრავა

20 ოქტომბერი 2020, 14:41

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: დავით გარეჯის საქმეზე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს

რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამ თემაზე მან დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე ილაპარაკა.

ზურაბ ნოღაიდელი

20 ოქტომბერი 2020, 14:15

სამართალი

რა წერია დავით-გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებაში

როგორც ნოღაიდელი ამბობს, ამ სხდომაზე დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ წარადგინა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე ამბობდა, რომ დავით-გარეჯში შემავალი ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერები საზღვრების დადგენის შემდეგ, აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა და ეს საკითხი სადავო კომისიის არც ერთ წევრს არ გაუხდია.