imedi /  17 ივლისი 2019, 13:11 / სანდო წყარო

აშშ-მა მიანმარის სამხედრო ხელმძღვანელობას როჰინჯა მუსლიმების ეთნიკური წმენდის გამო სანქციები დაუწესა

როჰინჯა მუსლიმები

როჰინჯა მუსლიმები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გასულ პერიოდში მომხდარი ძალადობის გამო, რომლის შედეგადაც ბანგლადეშში 740 ათასამდე როჰინჯა მუსლიმი გაიქცა, მიანმარის ჯარის ხელმძღვანელს მინ აუგ ჰლეინგსა და სხვა მაღალი სამხედრო წოდების პირებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

სანქციების შედეგად სამ გენერალსა და მის ოჯახს აშშ-ში შესვლა აეკრძალა. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ შეშფოთებულია იმით, რომ ხელისუფლებამ არ გაატარა შესაბამისი ზომები იმ ადამიანების დასასჯელად, რომლებმაც ადამიანთა უფლებები დაარღვიეს. 

მიანმარში ვითარება 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს „როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის“ დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის საგუშაგოებზე. 

როჰინჯა - ეთნიკური ჯგუფია, რომელიც მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობს და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან მიანმარში ჩაასახლეს.

ყველა სიახლე

ხულიო სესარ განდარილია

17 ნოემბერი 2019, 09:17

მსოფლიო

აშშ-მა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

აშშ-მა კუბის შინაგან საქმეთა მინისტრს ხულიო სესარ განდარილიას სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაშია ნათქვამი. სანქციები ასევე ეხება ხულიო სესარ განდარილიას ორ შვილს. მათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ.

ფილმი ჯოკერი

17 ნოემბერი 2019, 09:08

კულტურა

„ჯოკერის“ შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

„ჯოკერის“ შემოსავალმა 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. ფილმმა, რომლის პრემიერაც აშშ-ში 28 სექტემბერს გაიმართა, შიდა ბაზარზე გაქირავებიდან 316 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, მსოფლიოს მასშტაბით კი მილიარდს გადააჭარბა.

მინსკი

17 ნოემბერი 2019, 08:45

მსოფლიო

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამომრჩეველთა სიაში დაახლოებით 6,8 მილიონი ადამიანია. წარმომადგენელთა პალატის 110 მანდატისთვის 513 კანდიდატი იბრძვის, მათგან 32 კი მოქმედი მოწვევის პარლამენტის წევრია.

აშშ ჩინეთი

17 ნოემბერი 2019, 08:35

ეკონომიკა

ჩინეთმა და აშშ-მა სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს

„ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცეპრემიერმა ლიუ ჰემ ამერიკული მხარის ინიციატივით გამართა სატელეფონო საუბარი სავაჭრო მოლაპარაკებებშ აშშ-ის წარმომადგენელ რობერტ ლაიტჰაიზერთან და აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინთან“, - აცხადებენ ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროში.

ესპანეთი ქალი ფეხბურთელები

17 ნოემბერი 2019, 08:24

სპორტი

ესპანეთში ქალი ფეხბურთელები გაიფიცნენ

ესპანეთში თითქმის ერთწლიანი წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ 16 კლუბის 200-მდე ქალი ფეხბურთელი გაიფიცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. გაფიცულები ითხოვენ პროფესიულ შეთანხმებას, რომელიც მინიმალურ სამუშაო პირობებს, მინიმალური ხელფასის ზღვარს და ორსულობის პერიოდში ანაზღაურების შენარჩუნებას დაარეგულირებდა.

სან-დიეგო სროლა

17 ნოემბერი 2019, 08:12

მსოფლიო

სან-დიეგოში სროლას 5-სულიანი ოჯახი ემსხვერპლა

Associated Press-ის ცნობით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. კერძოდ, მოკლულები არიან 3, 5 და 9 წლის ბავშვები. სამართალდამცველებმა სახლში ასევე აღმოაჩინეს 29 წლის ქალისა და 31 წლის კაცის ცხედრები. კიდევ ერთი დაჭრილი, 11 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

აქცია პარლამენტთან

17 ნოემბერი 2019, 01:02

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ, მათთან ერთად იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. მანამდე პარლამენტის წინ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი დიდი ზომის კარავი გაშალეს.

17 ნოემბერი 2019, 00:52

ტექნოლოგიები

აშშ-ში ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია პირველად ჩატარდა

აშშ-ში, დეტროიტში ჰენრი ფორდის სახელობის კლინიკაში პირველად პაციენტს ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია არ იყო დაგეგმილი. ექიმები რისკზე წავიდნენ და 17 წლის ახალგაზრდას, რომელსაც ვეიპერების დაავადება აღმოაჩნდა ფილტვები გადაუნერგეს.

ირანი

17 ნოემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

ირანში საპროტესტო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ერთი ქალაქ სირჯანის ცენტრში დაპირისპიებას ემსხვერპლა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ადგილზე შეტაკება მოხდა, როდესაც პროტესტის მონაწილეები საწვავის საწყობს დაესხნენ თავს. მეორე მომიტინგე ქალაქ ბეჰბაჰანში დაიღუპა. დაშავებულია აქციის რამდენიმე მონაწილე.

ყვითელი ჟილეტები

17 ნოემბერი 2019, 00:15

მსოფლიო

პარიზში ყვითელი ჟილეტების აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

პარიზში, ყვითელი ჟილეტების აქციაზე, რომლითაც ანტისამთავრობო აქციების ერთი წლისთავს აღნიშნავდნენ, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტები ძალადობრივ დაპირისპირებაში ჩაერთნენ. პოლიციამ 124 ადამიანი დაკითხვაზე გადაიყვანა, 78 კი პატიმრობაშია.

თეირანი

16 ნოემბერი 2019, 23:55

მსოფლიო

თეირანში ამინდის გაუარესების გამო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

ირანის დედაქალაქ თეირანში ყველა დაწყებითი და საშუალო სკოლა დროებით დაიხურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის მიზეზი ამინდის გაუარესება გახდა. სკოლებში სწავლა არც ხვალ განახლდება. კვირა ირანში სამუშაო დღეა. მეტეოროლოგების პროგნოზით, ხვალ თეირანში დიდთოვლობა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

ალექსანდრე გრიცენკო 

16 ნოემბერი 2019, 23:13

მსოფლიო

კიევში სამართალდამცველებმა „უკრექსიმბანკის“ პრეზიდენტი დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ელენა გიტლიანსკაიამ უკრაინულ მედიასთან დაადასტურა, რომ „უკრექსიმბანკის“ პრეზიდენტი ალექსანდრე გრიცენკო დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი თქმით, გრიცენკოს დაკავების მიზეზი დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად ფულის დატაცება და გათეთრება გახდა.

შოპინგი

16 ნოემბერი 2019, 22:50

ტექნოლოგიები

გერმანელი ექიმები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიზმი ფსიქიკურ აშლილობად აღიარონ

ჰანოვერის მედიცინის სკოლის სპეციალისტები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიკები ფსიქიურად არამდგრადებად ცნონ. რადგან ისინი დამოკიდებულები არიან ონლაინშესყოდვებზე, რაც მათი ფსიქიკის აშლილობაზე მიანიშნებს.

ბარაკ ობამა

16 ნოემბერი 2019, 22:30

მსოფლიო

ბარაკ ობამა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს აფრთხილებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატებს აფრთხილებს, ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რას ფიქრობს რეალურად ამომრჩეველი. ობამას შეფასებით, მათ უმრავლესობას სისტემის ჩამოშლა არ სურს. ობამას კონკრეტული კანდიდატის სახელი არ უთქვამს და არც კონკრეტული პოლიტიკური წინადადება გაუკრიტიკებია.

აქცია საქართველოს პარლამენტთან

16 ნოემბერი 2019, 21:55

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე დიდი კარავი გაშალეს

პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლები კიდევ ერთი დიდი ზომის კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ეს კარავი აქციის ორგანიზატორების შტაბის ფუნქციას შეასრულებს.

16 ნოემბერი 2019, 21:25

თემა

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტზე საჯარო მოსმენები დაიწყო. რა ჩვენებები მისცეს მოწმეებმა?

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დონალდ ტრამპისიმპიჩმენტის შესახებ ღია მოსმენები დაიწყო. პროცედურა ჯერ კიდევ 24 სექტემბერს ამოქმედდა. მანამდე, ერთი თვის განმავლობაში მოწმეებსდახურულ რეჟიმში კითხავდნენ. ფორმატის შეცვლა გამოიწვია დემოკრატების სურვილმა, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მიეპყროთიმპიჩმენტის პროცედურისადმი, რომლის მხარდაჭერაც საზოგადოებაში დასტაბილურდა და არ იზრდება. მანამდე მიღებული თითქმის ყველა ჩვენების სტენოგრამა პრესაში გამოქვეყნდა.

პაატა დავითაია

16 ნოემბერი 2019, 21:24

საქართველო

პაატა დავითაია: ოპოზიცია ერთიანია პროპორციული არჩევნების პრინციპზე

„მიმდინარეობს გერმანულ მოდელზე საუბარი. პოლიტიკური აქციაზე რჩება მთავარი მოთხოვნა: ვადამდელი პროპორციული არჩევნები. ოპოზიცია ერთიანია პროპორციული არჩევნების პრინციპზე“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ჰერბერტ ჰაინერი

16 ნოემბერი 2019, 20:26

სპორტი

„ბაიერნს“ ახალი პრეზიდენტი ჰყავს

მიუნხენის საფეხბურთო კლუბს, „ბაიერნს“ ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ჰიონესი „რეკორდმაისტერს“ ორჯერ, 2009-2014 და 2016-2019 წლებში ხელმძღვანელობდა. სამი წლის წინ, გადასახადების დამალვისთვის გაასამართლეს, თუმცა ვადაზე ადრე გამოუშვეს და ძველ თანამდებობაზე კიდევ სამი წელი მუშაობდა.

ბათუმი, აქცია მთავრობის სახლთან

16 ნოემბერი 2019, 20:19

საქართველო

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია გაიმართა

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია დღესაც გაიმართა. შეკრებილებმა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება მოითხოვეს. მათ ქუჩებში მსვლელობაც მოაწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს მოუწოდებს მიიღონ პრინციპული გადაწყვეტილება და აჭარაში არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას დაუჭირონ მხარი.

გიგა მაქარაშვილი

16 ნოემბერი 2019, 19:57

საქართველო

პარლამენტთან საპროტესო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. შეკრებილი საზოგადოების წინ სიტყვით სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გამოვიდა. „ჩვენი პოზიცია არის ურყევი და გეგმა რომელიც დავსახეთ უპრეცედენტო პარტიების კოალიციასთან ბოლომდე მივიყვანთ“, -განაცხადა მაქარაშვილმა.