imedi /  18 ივლისი 2019, 15:34 / სანდო წყარო

ირანმა სპარსეთის ყურეში ტანკერი დააკავა

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სპარასეთის ყურეში უცხოური ნაბთობის ტანკერი დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათი განმარტებით, ტანკერს კონტრაბანდული ნავთობი გადაჰქონდა. ამასთან, დაკავაბულია ეკიპაჟის 12 წევრი. მათი ეროვნება და ასევე რომელ ქვეყანას ეკუთვნის ტანკერი, უცნობია. 

11 ივლისს სპარსეთის ყურეში ირანულმა ხომალდებმა ბრიტანული ნავთობმზიდის დაკავება სცადეს. მანამდე კი აშშ-მა ირანი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2020, 11:09

საზოგადოება

რა წესების დაცვით განახლდება სკოლებში სასწავლო პროცესი. დეტალურად

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

14 აგვისტო 2020, 11:09

რეგიონი

ზუგდიდი რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს

ზუგდიდი რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმზე სააგენტო წარადგენს ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებულ ვერსიას, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები თემატურ სამუშო ჯგუფებში გადანაწილედებიან და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

მარინა ეზუგბაია

14 აგვისტო 2020, 11:06

COVID19

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 ლენჯერიდანაა, 3-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია

23 ახალი შემთხვევიდან 6 არის ლენჯერიდან, 11 არის დადასტურებულთან კონტაქტები, 2 შემოტანილი შემთხვევა და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალი და 3 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა​, - ამის შესახებ ჟურნალსიტებს ინფქეციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

14 აგვისტო 2020, 11:04

საზოგადოება

თეა ახვლედიანმა, ირაკლი ღარიბაშვილთან და რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 28 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

მიხეილ ჩხენკელი

14 აგვისტო 2020, 11:01

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსის – „M ვექტორის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, მინისტრმა ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

14 აგვისტო 2020, 10:57

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 51 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 51 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 076 ადამიანი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 10:57

პოლიტიკა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს პოზიტიურად აფასებს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დადებითად აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და აცხადებს, რომ ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია, როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა, - ამის შესახებ DFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ ბოელერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას ისაუბრა.

14 აგვისტო 2020, 10:54

COVID19

ჯანმოში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის საკვებით გადაცემა შეუძლებელია

მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი საკვებით გადაეცემა, არ არსებობს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა. ამით ის ჩინეთის ხელისუფლების მიერ გაყინულ საკვებ პროდუქტებში კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

14 აგვისტო 2020, 10:53

COVID19

სამხრეთ კორეაში პირველად აპრილიდან ბოლო 24 საათში კორონავირუსის ასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

14 აგვისტო 2020, 10:51

COVID19

ბრიტანეთში საფრანგეთიდან ჩასულების 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

ლონდონის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საფრანგეთიდან ჩასულ ადამიანებს მოუწევთ, 14 დღე კარანტინში გაატარონ. ტრანსპორტის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღეს.

14 აგვისტო 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი დაინფიცირდა, 17 კი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1306 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1085-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 334.

14 აგვისტო 2020, 10:40

COVID19

იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 10:35

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება

ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღების ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება. ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge. სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

14 აგვისტო 2020, 10:31

COVID19

მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა.

14 აგვისტო 2020, 10:25

COVID19

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 64 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 64 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 007 ადამიანი კი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 10:22

მსოფლიო

სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად, ავღანეთმა 80 თალიბი გაათავისუფლა

მათი გათავისუფლება, შესაძლოა, 19 - წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად, საფუძველი აღმოჩნდეს. რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ავღანეთი სრულად გაათავისუფლებს 400-ვე თალიბს, რამდენიმე დღეში, მხარეები ყატარში მოლაპარაკების მაგიდასთან მისხდომას გეგმავენ.

14 აგვისტო 2020, 10:20

COVID19

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ვირუსს ორასამდე ექიმი ემსხვერპლა

ინდოეთის სამედიცინო ასოციაციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის წერილით მიმართა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა კორონავირუსის კრიზისის დროს სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების საკითხის გამო.

14 აგვისტო 2020, 10:15

სპორტი

„ლაიფციგმა" „ატლეტიკო“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა

ჩემპიონთალიგის მეოთხეფინალურ შეხვედრაში გერმანიის „ლაიფციგმა“ მადრიდის ატლეტიკოს ანგარიშით 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. 11 წლის დაარსებული გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად გავიდა, სადაც პარი სენ-ჟერმენს შეხვდება.

14 აგვისტო 2020, 09:50

მსოფლიო

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა „გრუს“ შეკვეთით შექმნილი ჯაშუშური პროგრამა გამოააშკარეს

ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, Drovorub-ი შეიქმნა „გრუს“ განყოფილებაში, რომელსაც Fancy Bear-ის, Strontium-ისა და APT 28-ის ჰაკერულ საქმიანობასთან აკავშირებენ. Drovorub-ი Linux-ის ოპერატიულ სისტემაში მოქმედებს და ჰაკერებს კომპიუტერში შენახულ ფაილებზე წვდომის საშუალებას და ასევე კომპიუტერების დისტანციურად მართვის საშუალებას აძლევს.

დარიო ვივასი

14 აგვისტო 2020, 09:27

COVID19

კარაკასის მერი კორონავირუსით გარდაიცვალა

ვენეუელის დედაქალაქის მერი დარიო ვივასი გარდაიცვალა. ამის შესასახებ CNN-ი იუწყება. 70 წლის მერი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას დაავადება ივლისის შუა რიცხვებში აღმოაჩნდა.