უკრაინული მედია პრემიერმინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს

ფოტო: facebook
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პარალელურად, მედია პრემიერმინისტრობის სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს.
სხვადასხვა სააგენტოს ცნობით, ამ თანამდებობაზე განიხილება „ნაფტოგაზის“ ტოპმენეჯერი ანდრეი კობოლევი, ასევე იური ვიტრენკო, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ალექსანდრ დანი-ლიუკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდში უკრაინის წარმომადგენელი ვლადისლავ რაშკოვანი.
გარდა ამისა, ვრცელდება ცნობები, რომ ზელენსკის ადმინისტრაცია ვიცეპრემიერების კადრის შემცირებასაც გეგმავს.
ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ უკრაინის ახალი პრემიერმინისტრი „ეკონომიკის გურუ“ იქნება. პრეზიდენტის აზრით, მთავრობის ხელმძღვანელად უნდა დაინიშნოს „დამოუკიდებელი ძლიერი ადამიანი პროფესიული განათლებით“, რომელიც „პოლიტიკაში არასდროს ყოფილა“. კითხვას, შეიძლება თუ არა პრემიერმინისტრი სვიატოსლავ ვაკარჩუკი გახდეს, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩემი აზრით ეს კითხვა მას, ვაკარჩუკს უნდა დაუსვათ, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა“.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებისთანავე და ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნისთანავე (მოქმედმა რადამ გენერალური პროკურორი იური ლუცენკო არ მოახსნევინა) კორუფციონერებთან ბრძოლა დაიწყება. „ახლა გაჩნდება მთავრობა, ახალი გენერალური პროკურორი, რომლებიც ყველა იმ დაპირების შესრულებაზე იმუშავებენ, რომელიც მე წინასაარჩევნო კამპანიისას გავეცი და რომლებიც ჩემმა პარტია „ხალხის მსახურმა“ დაამტკიცა“, - თქვა მან.
ყველა სიახლე

16 იანვარი 2021, 09:15
პოლიტიკა
ნიკა მელია: ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს
პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ვანო მერაბიშვილზე არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

16 იანვარი 2021, 09:01
მსოფლიო
ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ფეისალ მიკდადს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიკდადის მიმართ გავრცელდება შემზღუდავი ზომები, რომელიც 2011 წელს „სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი რეპრესიების გამოა მიღებული“.

16 იანვარი 2021, 08:44
COVID19
მაიკ პომპეომ კორონავირუსის გაჩენა ჩინურ ლაბორატორიებს დაუკავშირა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კორონავირუსის გაჩენა ჩინურ ლაბორატორიებს დაუკავშირა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ მის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჩინეთში ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის წასვლას უკავშირდება.

16 იანვარი 2021, 08:31
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 16 იანვარს ქუთაისში წვიმა ელჭექით პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

16 იანვარი 2021, 08:21
COVID19
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 69 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 69 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1151 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

16 იანვარი 2021, 08:18
მსოფლიო
აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო თანამდებობა დატოვა
აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის გამო თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 08:09
სპორტი
რომაული დერბი „ლაციოს“ გამარჯვებით დასრულდა
იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება - რომაული დერბი „ლაციოს“ გამარჯვებით დასრულდა.

16 იანვარი 2021, 08:06
მსოფლიო
დონალდ ტრამპის Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა აღდგა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა აღდგა. მანამდე დაბლოკილი გვერდები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 16 იანვრიდან გახდა.

16 იანვარი 2021, 07:57
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ
„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.

16 იანვარი 2021, 01:45
COVID19
გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოებს ვაქცინების ჭარბი დოზების განაწილებისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სახელმწიფოებს ვაქცინების ჭარბი დოზების განაწილებისკენ მოუწოდებს.

16 იანვარი 2021, 01:10
სამართალი
კახეთის პოლიციამ 3 ადამიანის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს.

16 იანვარი 2021, 00:57
ტაბლოიდი
ბრიტანელმა კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე ჩააბარა 🚗
ბრიტანელმა კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე ჩააბარა. ამის შესახებ გამოცემა Times Now წერს.

16 იანვარი 2021, 00:53
COVID19
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 21 271 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 288 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

16 იანვარი 2021, 00:45
მსოფლიო
მედია: დონალდ ტრამპი ვაშინგტონს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დატოვებს
დონალდ ტრამპი ვაშინგტონს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 00:12
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში იმყოფებოდნენ
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

16 იანვარი 2021, 00:08
COVID19
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 709 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 709 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 407 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

16 იანვარი 2021, 00:02
პოლიტიკა
თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება
ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება, თუმცა ტენდენციური ადამიანები ამბობენ, რომ ეს იყო დაკავშირებული მის პოლიტიკურ ამბიციებთან. ვერ დავიჯერებ, რომ 90-იან წლებში, როცა ივანიშვილი გაღატაკებულ საქართველოში ახორციელებდა ქველმოქმედებას, მაშინ პოლიტიკაზე ფიქრობდა. ეს გამორიცხულია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

16 იანვარი 2021, 00:00
მსოფლიო
The Hill: მაიკ პენსმა კამალა ჰარისს ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თავის მემკვიდრესთან, კამალა ჰარისთან სატელეფონო საუბარი გამარტა და ინაუგურაციის საკითხებში თავისი დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Hill-ი წერს.

16 იანვარი 2021, 00:00
COVID19
აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება
აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ მამედოვმა განაცხადა.

15 იანვარი 2021, 23:51
COVID19
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 491 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 127-ს ინფექცია აღმოაჩნდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.