აშშ-ში კაცმა სახელად ჯოზეფ ობერჰანსლიმ მეგობარი ქალი სასტიკად მოკლა და შემდეგ მისი ორგანოები შეჭამა.
Daily Mail-ის ცნობით, კანიბალმა ქალის ტვინი, გულის და ფილტვის ნაწილი შეჭამა. 38 წლის მკვლელს სამუდამო პატიმრობა ელოდება. განაჩენს აშშ-ის სასამართლო 19 აგვისტოს გამოიტანს.
გამოცემის ცნობით, კაცმა მკვლელობა აღიარა, თუმცა შემდეგ მეგობარი ქალი ალკოჰოლიზმსა და გარყვნილ ქმედებებში დაადანაშაულა. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მკვლელობის მოტივი.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ინდინას შტატში სასტიკი მკვლელობა 2014 წელს მოხდა. ქალის გვამი აბაზანაში იპოვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალი მრავლობითი ნაჩხვლეტი ჭრილობებისაგან მოკვდა.
პოლიციის ინფორმაციით. მსხვერპლის სახლში, მის სხეულთან ახლოს იპოვეს შინაგანი ორგანოები, შპრიცები და სამზარეულოს ინვენტარი.


