imedi /  02 აგვისტო 2019, 20:18 / სანდო წყარო

ინდოეთი ტურისტებს და მომლოცველებს ქაშმირში ტერორისტული აქტის შესახებ აფრთხილებს

ქაშმირი

ინდოეთის მთავრობა ტურისტებს და მომლოცველებს მოუწოდებს, რომ ქაშმირი დატოვონ, რადგან ტერორისტული თავდასხმაა მოსალოდნელი, - წერს france24.  

ხელისუფლებამ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ჰიმალაის რეგიონში 25 ათასი სამხედრო გააგზავნა. ინდური მხარე აცხადებს, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებულ მასალებს ეყრდნობა. ტერორისტული აქტი პაკისტანის მხრიდანაა მოსალოდნელი. 

ინდოეთმა და პაკისტანმა ქაშმირი 1947 წელს გაიყვეს, როცა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქაშმირისთვის მხარეებმა ორჯერ იომეს. 

ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გასულ კვირას ქაშმირში 10 ათასი სამხედრო შეიყვანა. 

ყველა სიახლე

Boston 168

25 აგვისტო 2019, 12:37

კულტურა

Echowaves-ის მესამე დღეს მსმენლის წინაშე Boston 168 წარდგა

Echowaves-ის ფესტივალი დღეს დაიხურება. წელს ანაკლიის სანაპირომ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი დიჯეები ერთმანეთს 8 სცენაზე ენაცვლებოდნენ. ფესტივალი დღეს იხურება, ხვალ კი დილის 8:00 საათიდან მხოლოდ ერთი, ე.წ. კუნძულის სცენა იმუშავებს.

ინტერნეტტერორიზმი

25 აგვისტო 2019, 12:36

მსოფლიო

ტერორიზმის რისკის გასანეიტრალებლად ავსტრალია საეჭვო ვებგვერდებს დაბლოკავს

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ექსტრემისტების მიერ ციფრული პლატფორმებზე ძალადობრივი კონტენტის მოზიდვას არ დაუშვებს და საეჭვო ვებგვერდებს დაბლოკავს. ეს განცხადება სკოტ მორისონმა დღეს დიდი შვიდეულის ფორუმზე საფრანგეთში გააკეთა.

ვარსკვლავური ომები

25 აგვისტო 2019, 12:10

კულტურა

„ვარსკვლავური ომების“ მე-9 ნაწილის პირველი პოსტერი გამოქვეყნდა

კომპანია Disney-იმ ფესტივალ D23-ის ფარგლებში „ვარსკვლავური ომების“ მე-9 ნაწილის პირველი პოსტერი გამოაქვეყნა. პოსტერის ცენტრში ახალი ეპიზოდის მთავარი გმირები - რეი და კაილო რენი, მათ ზემოთ კი იმპერატორი პალპატინი არიან გამოსახულები.

25 აგვისტო 2019, 11:57

მსოფლიო

პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან განთავისუფლების 75 წლისთავს ზეიმობს

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან გათავისუფლების 75 წლისთავს აღნიშნავს. ქალაქი 1944 წლის 25 აგვისტოს ფრანგების აჯანყების შედეგად გათავისუფლდა და 1500 დღიანი პაუზის შემდეგ ეიფელის კოშკზე ნაცისტური სვასტიკის ნაცვლად საფრანგეთის დროშა აფრიალდა.

Breaking bad

25 აგვისტო 2019, 11:40

კულტურა

Breaking Bad-ის ფილმის პირველი თიზერი გამოქვეყნდა

კომპანია Netflix-მა გამოაქვეყნა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის პირველი თიზერი, რომელიც სერიალ Breaking Bad-ის მიხედვით არის გადაღებული. ფილმი სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის ჯესი პინკმანის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მისი პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართება.

ხანძარი ახალსოფელში

25 აგვისტო 2019, 11:20

ძალოვნები

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია. სოფელ ახალსოფელთან ცეცხლის დამატებითი კერები აღარ გაჩენილა. ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ცეცხლის ქრობის პროცესში დილიდან შსს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული.

აქცია მულახში

25 აგვისტო 2019, 11:17

საქართველო

სვანეთში 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს

მულახის თემის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების თხოვნით, სვანეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გზის გახსნას არ აპირებენ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან.

25 აგვისტო 2019, 10:55

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ სარაკეტო დანადგარი წარმატებით გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი სარაკეტო დანადგარი წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ რუსული მედია ქვეყნის საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით წერს. სარაკეტო დანადგარის გაშვებას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა. ტესტირებამ აჩვენა, რომ სისტემა გამართულად მუშაობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების მეშვიდე გამოცდაა.

ადამიანი-ბუ

25 აგვისტო 2019, 10:52

ტაბლოიდი

ბრიტანელმა კაცმა მითურ არსებას ვიდეო გადაუღო

ლეგენდის თანახმად, პირველად ეკლესიის სახურავზე მჯდარი ადამიანი-ბუ 1920-იან წლებში ორმა გოგომ ნახა. მას რქები და ფრთები ჰქონდა, თუმცა ადამიანის სიმაღლის იყო. ამის შემდეგ გოგოების მამამ ოჯახი კორნუოლიდან წაიყვანა, შემთხვევის შესახებ კი გაზეთებმა დაწერეს.

25 აგვისტო 2019, 10:36

მსოფლიო

დიდი შვიდეულის ლიდერებს მიაჩნიათ რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ უნდა ფლობდეს

დიდი შვიდეულის ლიდერები, რომელთა შეხვედრაც საფრანგეთში ბიარიცში მიმდინარეობს, ერთ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ უნდა ფლობდეს. მათ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ახლოაღმოსავლეთის რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა უნდა იყოს. ინფორმაციას რუსული მედია იაპონურ წყაროებზე და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კიოლნის“ გულშემატკივართა ლოცვა

25 აგვისტო 2019, 10:27

სპორტი

გულშემატკივრების მასობრივმა ლოცვამ „კიოლნს“ ვერ უშველა

გერმანული ბუნდესლიგის 2019/20 წლების გათამაშების სტარტის შემდეგ საფეხბურთო კლუბ „კიოლნის“ გულშემატკივრებმა მასობრივი ლოცვა აღავლინეს. ლოცვას „კიოლნის“ 4,5 ათასი გულშემატკივარი დაესწრო. მათ საყვარელი გუნდის წარმატებული თამაშისთვის ილოცეს და კლუბის ჰიმნი იმღერეს.

ენ მაკკლეინი

25 აგვისტო 2019, 10:06

ტაბლოიდი

NYT: NASA-ს ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მეუღლეს უთვალთვალებდა

NASA-ს ასტრონავტ ენ მაკკლეინს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მეუღლის თვალთვალში, კერძოდ კი მის ანგარიშებზე უკანონო წვდომაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, ეს შესაძლოა კოსმოსში ჩადენილი პირველი კანონდარღვევა იყოს.

სოხუმი

25 აგვისტო 2019, 09:41

საქართველო

საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას უწოდებს.

ელისაბედ მეორე

25 აგვისტო 2019, 09:36

ტაბლოიდი

მედია: ელისაბედ მეორემ ტრამპის ვერტმფრენების მიერ გაფუჭებულ სასახლის გაზონზე იხუმრა

დედოფლის თქმით, ივნისში დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში ვიზიტის დროს მისი ორი თვითმფრინავი ბუკინგემის სასახლეში, პირდაპირ გაზონზე დაჯდა, რის გამოც ბალახს ძრავების მუშაობის კვალი ეტყობა. დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად დიდ ბრიტანეთს 3-5 ივნისს სტუმრობდა.

გერმანიის პოლიცია

25 აგვისტო 2019, 09:19

ძალოვნები

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეა დაკავებული

ბერლინის პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს 40 წლის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქეა დაკავებული. ამოღებულია მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი, რომლითაც ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა. დაკავებული რუსეთის მოქალაქის მიმართ პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა

„შავი პანტერა“

25 აგვისტო 2019, 09:09

კულტურა

„შავი პანტერას“ მეორე ნაწილის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ინფორმაცია ამის შესახებ Twitter-ზე კინოსტუდია Marvel Studios-მა გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმის რეჟისორი კვლავ რაიან კუგლერი იქნება. „შავმა პანტერამ“ MTV-ის პრემიის ოთხი ჯილდო, ამერიკის კინომსახიობთა გილდიის ჯილდო და ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო (BAFTA) ვიზუალური ეფექტებისთვის.

სოხუმი

25 აგვისტო 2019, 08:52

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ე.წ. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 118 932 ადამიანს აქვს. თავდაპირველად დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მაისში ოპოზიციამ მისი 23 ნოემბრამდე გადადება მოითხოვა, ვინაიდან ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ასლან ბჟანია ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამასკო

25 აგვისტო 2019, 08:30

მსოფლიო

ისრაელმა სირიაში ირანის ობიექტებზე იერიში მიიტანა

ისრაელმა სირიაში ირანის ობიექტებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დამასკოდან სამხრეთ-აღმოსავლეთში თვითმფრინავებმა „რამდენიმე ტერორისტული სამიზნე“ - ირანული ქვედანაყოფის „ალ-ქუდსისა“ და შიიტური შეიარაღებული დაჯგუფებების ობიექტები გაანადგურეს.

ბორის ჯონსონი

25 აგვისტო 2019, 08:18

ეკონომიკა

ბორის ჯონსონმა აშშ-ს ბრიტანული კომპანიებისთვის შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა

„აშშ-ში ბრიტანული კომპანიებისთვის სერიოზული შესაძლებლობები არსებობს. ვცდილობთ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები, თუმცა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა შეგვიწყონ ამაში ხელი, იმიტომ რომ ამჟამად ძალიან ბევრი შეზღუდვა მოქმედებს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ჯეფრი ეპშტეინი პრინცი ენდრიუ

25 აგვისტო 2019, 00:57

მსოფლიო

პრინცი ენდრიუ: ეპშტეინის ქმედებებში ეჭვი არასდროს შემიტანია

დიდი ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ მის მეგობარ, ამერიკელ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინზე საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის რაიმე სახის კრიმინალური ქმედებები არ შეუმჩნევია. ის ამბობს, რომ თანაუგრძნობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ეპშტეინისგან თვს დაზარალებულად თვლის.