imedi /  18 სექტემბერი 2019, 19:59 / სანდო წყარო

პაკისტანმა ინდოეთის პრემიერმინისტრის თვითმფრინავს საჰაერო სივრცე დაუხურა

პაკისტანის მთავრობამ ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის თვითმფრინავი საჰაერო სივრცეში არ შეუშვა, ამის შესახებ Dawn-ი წერს. 

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაჰ მეჰმუდ კურეშიმ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ქაშმირში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს. ინდოეთის პრემიერმინისტრი გერმანიაში მიემგზავრებოდა და პაკისტანს საჰაერო სივრცის დათმობა სთხოვა. 

მანამდე პაკისტანმა ანალოგიურ თხოვნაზე უარი უთხრა ინდოეთის პრეზიდენტს. პაკისტანი ინდოეთთან საჰაერო სივრცის ჩაკეტვის საკითხს განიხილავს. 

დაძაბულობამ რეგიონში 2 აგვისტოს იმატა, როდესაც ინდოეთის მთავრობამ ქაშმირში ტერორისტული აქტის საფრთხის შესახებ განაცხადა და შტატში დამატებითი ძალები შეიყვანა.

ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც 6 აგვისტოს ინდოეთმა ჯამუს და ქაშმირის შტატებს განსაკუთრებული სტატუსი გაუუქმა: მათ ადგილზე შეიქმნება ორი ტერიტორია შტატზე ნაკლები თვითმმართველობის უფლებით. ქაშმირის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მუსლიმია; პაკისტანი მათ ტრადიციულად მხარს უჭერს.

ინდოეთმა და პაკისტანმა ქაშმირი 1947 წელს გაიყვეს, როცა დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქაშმირისთვის მხარეებმა ორჯერ იომეს.

ყველა სიახლე

ანტარქტიდა

16 ოქტომბერი 2019, 21:53

მსოფლიო

წარსულში ბირთვული ტესტების გამო ანტარქტიდის ყინული რადიოაქტიურ ქლორს ასხივებს

მეცნიერებმა განსაზღვრეს რადიოაქტიური ნივთიერება ქლორი 36-ის კონცენტრაცია ორივე ტერიტორიაზე და აღმოჩნდა, რომ პირველ (რუსეთის სადგურის) ლოკაციაზე ამ ნივთიერების შემადგენლობა მაღალია, ამასთან, 2008 წელს კი კონცენტრაციის დონე მოსალოდნელს 10-ჯერ აღემატებოდა.

თურქეთი

16 ოქტომბერი 2019, 21:44

მსოფლიო

ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანი დააკავეს

სამხედრო ოპერაცია „მშვიბოდის წყაროს“ კრიტიკისთვის თურქეთში 186 ადამიანია დაკავებული. სააგენტო Anadolu-ს ცნობით, დაკავებულებს სოციალურ ქსელებში „ტერორისტული ორგანიზაციის სასარგებლოდ პროპაგანდაში“ ადანაშაულებენ. ამასთან ერთად, გამოძიება მიმდინარეობს პროქურთული „ხალხთა დემოკრატიის პარტიის“ წინააღმდეგაც.

დავით დვალი ჯარჯი აქიმიძე

16 ოქტომბერი 2019, 21:19

ძალოვნები

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-ზე ადვოკატი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე ავრცელებს.

16 ოქტომბერი 2019, 21:03

მსოფლიო

ჩინეთის სასამართლოები ქალებს მოძალადე ქმრებთან განქორწინებაზეც კი უარს ეუბნებიან

ჩინეთში მოძალადე ქმართან განქორწინება სულ უფრო მეტად ხდება ოჯახის დანგრევისთვის არასაკმარისი მიზეზი. კვლევის თანახმად, რომელიც 2013 წელს ჩინეთის ქალთა ფედერაციამ ჩაატარა, ყოველი მეოთხე ჩინელი ქალი განიცდიდა ოჯახში ძალადობას.

ჯეიმს აპატურაი

16 ოქტომბერი 2019, 20:46

საქართველო

აპატურაი: წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე საქართველოა

ჩვენ ვართ სწორ გზაზე, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე საქართველო არის დისკუსიის ცენტრში. წარმოუდგენელია პარტნიორი ნატოსთან იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ეს საქართველოა, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

შიმშილი

16 ოქტომბერი 2019, 20:34

ეკონომიკა

გლობალური შიმშილის ინდექსში საქართველო 39-ე ადგილზეა

შედეგების მიხედვით, საქართველოს რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელი თუ პოსტსაბჭოთა ქვეყანა. საქართველოს შემთხვევაში მაჩვენებლები ასეთია: მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება - 7.9%; 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები - 4.3%; ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები - 10.5%; 5 წლამდე სიკვდილიანობა - 1.1.%

მაჰენდრაპარვატა

16 ოქტომბერი 2019, 20:18

მსოფლიო

კამბოჯაში არქეოლოგებმა ქხმერების იმპერიის დროინდელი ქალაქი აღმოაჩინეს

სპეციალური ლაზერული სკანირების საშუალებით მკვლევარებმა ზუსტად დაადგინეს ნანგრევების ადგილმდებარეობა. მეცნიერებმა შექმნეს ქალაქის რუკა, რომელიც ქხმერების იმპერიის ცენტრს წარმოადგენდა. ნანგრევები მე-9 საუკუნით არის დათარიღებული.

სირია

16 ოქტომბერი 2019, 20:04

მსოფლიო

„მაესტროს“ ვიდეოკადრები თურქეთ-სირიის საზღვრიდან

"მაესტროს" გადამღები ჯგუფი თურქეთის ქალაქ აქჩაკალეში იმყოფება, რომელიც ერთ-ერთი ყველზე ახლო ქალაქია თურქეთ-სირისიის საზღვართან. დღეს თურქეთის მიერ სირიაში სახმედრო ოპერაციის დაწყებიდან მერვე დღე იწურება და ოფიციალური ანკარა პოზიციების შეცვლას ჯერჯერობით არ აპირებს.

დაკავება

16 ოქტომბერი 2019, 19:46

მსოფლიო

სევეროდვინსკის სარაკეტო პოლიგონთან აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომელი დააკავეს

რუსეთის ქალაქ სევეროდვინსკში აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია РЕН ТВ ავრცელებს. მისი ცნობით, ქალაქ სევეროდვინსკში უცხოელები მხოლოდ სპეციალური საშვების საფუძველზე დაიშვებიან.

ავარია

16 ოქტომბერი 2019, 19:43

ძალოვნები

თბილისი-რუსთავის გზაზე მოტოციკლისტი დაიღუპა. ვიდეო

მძღოლი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტარზანი

16 ოქტომბერი 2019, 19:33

კულტურა

ფლორიდაში „ტარზანის“ ცოლი სახლში მოკლული იპოვეს

1960-იან წლებში გადაღებული სატელევიზიო სერიალის "ტარზანის" მთავარი როლის შემსრულებლის რონ ელის მეუღლე, 81 წლის ვალერი ლანდინი სანტა-ბარბარაში (ფლორიდა) საკუთარ სახშლი მოკლული იპოვეს. ვალერი და რონი 35 წელი იყვნენ დაქორწინებულები და სამი შვილი ჰყავთ.

ლიეტუვა რუსეთი

16 ოქტომბერი 2019, 19:02

მსოფლიო

მედია: ლიეტუვა და რუსეთი ჯაშუშებს გაცვლიან

სააგენტო BNS-ის წყაროების ცნობით, ვილნიუსი მოსკოვს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომელს ნიკოლაი ფილიპჩენკოს, რუსეთი კი ლიეტუვას 2016 წელს დაკავებულ ევგენი მატაიტისს და არისტიდას ტამოშაიტისს გადასცემს.

რუსეთიდან ფრენები

16 ოქტომბერი 2019, 18:53

ეკონომიკა

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანიას ქუთაისისკენ ფრენის ნებართვა მისცა

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების შესრულების ნებართვა მისცა. დოკუმენტი „როსავიაციის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თუმცა როგორც სააგენტო TASS-ს განუცხადეს კომპანიაში ნებართვა თავისთავად არ გულისხმობს ფრენების განხორციელების შესაძლებლობას.

სირიის ჯარი

16 ოქტომბერი 2019, 18:42

მსოფლიო

სირიული ჯარი თურქეთის საზღვართან ქალაქ კობანიში შევიდა

სირიული ჯარი თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ კობანიში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი al-Mayadeen TV ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სირიელმა სამხედროებმა როგორც კობანი, ასევე მისი შემოგარენი დაიკავეს. მანამდე ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც სირიული ტანკები ქალაქ რაქაში შედიან.

ჭკვიანი კრიალოსანი

16 ოქტომბერი 2019, 18:35

ტექნოლოგიები

ვატიკანმა ელექტრონული კრიალოსანი და ჭკვიანი ჯვარი წარადგინა

კრიალოსნის ჩასართავად მისმა მფლობელმა პირჯვარი უნდა გადაიწეროს. სამაჯური შავი აგატის და ჰემატიტის 10 მძივისგან შედგება. ჯვარში კი სპეციალური ჩიპია მოთავსებული, რომელიც მომხმარებლის მონაცემებს აგროვებს. ჭკვიანი კრიალოსნის ყიდვა მსურველებს 99 ევრო შეუძლიათ.

ობობა

16 ოქტომბერი 2019, 18:31

ტექნოლოგიები

კვლევა: ვისაც ობობების ეშინია სახლში 19:35 საათზე ყოფნას უნდა მოერიდოს

კვლევისთვის, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Arachnology-ში გამოქვეყნდა, პროფესორმა გლოსტერშირის უნივერსიტეტიდან ადამ ჰარტმა დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, 250 ლოკაციაზე მდებარე სახლებში ობობების აღმოჩენის 10 ათასი შემთხვევა გაანალიზა.

ელტონ ჯონი

16 ოქტომბერი 2019, 18:27

ტაბლოიდი

ელტონ ჯონი ახალი „მეფე ლომით“ იმედგაცრუებულია

მომღერალმა 1994 წლის ანიმაციისთვის ორიგინალი კომპოზიციები შექმნა და შეასრულა, ახალი ფილმით კი ის იმედგაცრუებულია. იმის მიუხედავად, რომ ის სტუდიაში ჩაწერებზე ისეთი სიმღერების ადაპტაციებზე დასახმარებლად იყო მისული, მუსიკოსი ამბობს, რომ ფილმში „მუსიკა არიეს“ და კომპოზიტორმა ვერ იგრძნო ის „ჯადოქრობა“, რაც ადრინდელს ახლდა.

ველური ბუნება საუკეთესო ფოტო

16 ოქტომბერი 2019, 18:07

კულტურა

ველური ბუნების ამსახველი წლის საუკეთესო ფოტო გამოვლინდა

ველური ბუნების საუკეთესო ფოტოების ყოველწლიური კონკურსის გამარჯვებული ჩინელი იუნცინ ბაო გახდა. ფოტოგრაფმა ჯილდო ტიბეტური მელის ვირზაზუნაზე თავდასხმის გადაღებისთვის მიიღო. მისი თქმით, ვირზაზუნა მელას ვერ გაექცა და მტაცებლის ნადავლი გახდა.

ინგა გრიგოლია

16 ოქტომბერი 2019, 18:07

საქართველო

ტელეკომპანია „პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს

დღეიდან ტელეკომპანია „პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ „ტვ პირველის“ მფლობელმა ვატო წერეთელმა Facebook-ზე დაწერა. ვატო წერეთლის თქმით, ინგა გრიგოლია არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს ჩაუდგება სათავეში.

ბადრი ჯაფარიძე მამუკა ხაზარაძე

16 ოქტომბერი 2019, 18:02

ძალოვნები

მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი: ხაზარაძე-ჯაფარიძის სქემის მიზანი ფულის გათეთრება იყო

საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა იყო, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა“.