imedi /  11 აგვისტო 2019, 10:33 / სანდო წყარო

ჩინეთში ტაიფუნის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდა

ტაიფუნი ჩინეთში

ტაიფუნი ჩინეთში

ჩინეთში ტაიფუნ „ლეკიმამ“ 28 ადამიანი იმსხვერპლა და 10 დაკარგულად ითვლება. ბოლო მონაცემებს ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს. 10 აგვისტოს მონაცემებით, 13 დაღუპულის და 16 დაკარგულის შესახებ იყო ცნობილი. 

ტაიფუნმა 200-მდე შენობა დაანგრია, ხოლო 3 ათასამდე ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. ტაიფუნის საფრთხის გამო ჩინეთში მილიონი ადამიანი ევაკუირებულოია. 

BBC-ის ცნობით, ახლა „ლეკიმა“ უახლოვდება შანხაის, რომლის მოსახლეობაც 20 მილიონს შეადგენს. ხელისუფლებამ გააუქმა ათასობით ავიარეისი და სარკინიგზო მარშრუტებზე მიმოსვლა, რადგან ქალაქი ტაიფუნის შტურმის მოლოდინშია. 

გამოცემა წერს, რომ ვიდრე ტაიფუნი შანხაიმდე მივა, შესაძლოა სიმძლავრე დაკარგოს და ქალაქს ნაკლები ზიანი მიადგეს. ქალაქიდან 250 000 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ჩჟეციანიდან კი საცხოვრებელი სახლებიდან 800 000 მოქალაქე გაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლოებით 2,7 მილონი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა. 

2019 წელს ეს რიგით 9 ტაიფუნია, რომელიც ჩინეთს თავს დაატყდა. თუმცა ტაიფუნის შედეგად გამოწვეული შტორმი ბოლო წლებში ყველაზე ძლიერია. „ლეკიმა“ წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში სიძლიერით მეორე ტაიფუნია.

ჯერ კიდევ 9 აგვისტოს  BBC-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი ტაიფუნი უახლოვდებოდა, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ საფრთხის ყველაზე მაღალი, წითელი დონე გამოაცხადა.

ყველა სიახლე

ლორენ სანჩესი ჯეფ ბეზოსი

25 იანვარი 2020, 08:49

ტაბლოიდი

ცნობილია ვინ მიჰყიდა მედიას ჯეფ ბეზოსის ინტიმური ფოტოები

კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ინტიმური ფოტოები გამოცემა The National Enquirer-ს მისი შეყვარებულის ძმამ, მაიკლ სანჩესმა მიჰყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს. მათი მტკიცებით, სანჩესმა The National Enquirer-ისგან 200 ათასი დოლარი მიიღო.

რეპერი YG

25 იანვარი 2020, 08:31

კულტურა

ამერიკელი რეპერი YG ძარცვის ბრალდებით დააკავეს

ამერიკელი რეპერი YG (ნამდვილი სახელი - კინონ დეიკუონ რეი ჯექსონი) ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TMZ ავრცელებს. პოლიცია ლოს-ანჯელესში, 29 წლის შემსრულებლის სახლში ჩხრეკის ორდერით მივიდა. ჩხრეკის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა რეპერი დააკავეს.

ჩინეთი ვირუსი

25 იანვარი 2020, 08:10

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსს კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხუბეის პროვინციაში კორონავირუსს კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 1287 ადამიანია.

25 იანვარი 2020, 00:53

მსოფლიო

გერმანიაში Tesla-ს ქარხნის მშენებლობის ადგილზე მიწა დანაღმული აღმოჩნდა

გერმანიაში, ის ადგილი სადაც ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla ევროპაში პირველი ქარხნის მშენებლობას გეგმავს, მიწა დანაღმული აღმოჩნდა. businessinsider-ის ცნობით, მშენებლობისთვის შერჩეული ადგილის დათვალიერების დროს სპეციალისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 7 ნაღმი იპოვეს. თითოს წონა 50 კილოგრამია.

25 იანვარი 2020, 00:35

საქართველო

საგარეო უწყება: თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თურქეთში ძლიერი მიწისძვრას ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

კორონავირუსი

25 იანვარი 2020, 00:17

მსოფლიო

საფრანგეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა

საფრანგეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა, ამის შეასახებ AFP წერს. ასევე ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ ანიეს ბიუზენზე დაყრდნობით ტელეარხი BFMTV ავრცელებს. კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტი მკურნალობას ბორდოში, მეორე კი პარიზში გადის.

მიწისძვრა

24 იანვარი 2020, 23:53

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრას ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროც ავრცელებს. თურქეთის აღმოსავლეთით, ელიაზიგის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დღეს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯთან დაფიქსირდა.

ბორის ჯონსონი

24 იანვარი 2020, 23:22

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა Brexit-ის შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა Brexsit-ის შესახებ კანონს ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერა. BBC-ის ცნობით, პრემიერს ბრიტანეთის დროშის ფერებში ეცვა და დოკუმენტს ხელი Parker-ის კალმით მოაწერა. ბრიტანეთის პრემიერმა ხელშეკრულებას ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში არსებული კამათი და უთანხმოება დასრულდება.

კახა კალაძე

24 იანვარი 2020, 23:04

საქართველო

კახა კალაძე: ოპონენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში სტუმრობისას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპონენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია.

კოსმოსი

24 იანვარი 2020, 22:37

ტაბლოიდი

ისტორიაში პირველად ასტრონავტებმა კოსმოსში ორცხობილა გამოაცხვეს

ასტრონავტები კრისტინა კოხი და ლუკა პარმიტანო ისტორიაში შევლენ როგორც პირველი ადამიანები, რომლებმაც კოსმოსში ორცხობილები გამოაცხვეს. გასული წლის ბოლოს, შობის დღესასწაულამდე კოხმა და პარმიტანომ 5 ორცხობილა მოამზადეს. ამასთან, მათ თავიანთი ნახელავი არ გაუსინჯავთ.

24 იანვარი 2020, 22:18

საქართველო

ხულოსა და შუახევის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა რეგიონის მასშტაბით სრული დატვირთვით მუშაობს. ამ დროისთვის აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 40 ერთეული ტექნიკა წმენდს გზებს. მუშაობას სამსახური გვიან ღამემდე გააგრძელებს.

ამირა გამყრელიძე

24 იანვარი 2020, 22:00

საქართველო

ამირან​ გამყრელიძ​ე: საქართველო კორონავირუსის გავრცელების დაბალი რისკის ზონაშია

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კლასიფიკაციით, საქართველო ე.წ. მწვანე, ანუ დაბალი რისკის ზონაშია. მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება, რათა ინფექციის შემოტანის პრევენცია მოხდეს.

ბოლივია კუბა

24 იანვარი 2020, 21:46

მსოფლიო

ბოლივიამ კუბასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა

ბოლივიის დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირეკო ნუესმა კუბასტან დიპლომატიური კავშირის შესახებ განაცხადა, ამის შესახებ რუსული მედია წერს. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზი კუბის საგარეო მინისტრის მხრიდან გამოთქმული შეურაცხმყოფელი ფრაზები გახდა.

ლუკა მაისურაძე

24 იანვარი 2020, 21:20

სპორტი

ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ თელ-ავივის გრანპრი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 21 წლის მაისურაძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქეთის სახელით მოჭიდავე ქართველი ვანო რევაზიშვილი ვაზარით დაამარცხა, რომელიც ახლა ვედათ ალბაირაქის სახელით და გვარითაა ცნობილი.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 20:58

მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთიდან აშშ-ში დაბრუნებულ კიდევ ერთ ადამიანს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ვირუსის მეორე შემთხვევა ილინოისის შტატში გამოვლინდა. აშშ-ში საშიში ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ცნობა 21 იანვარს გავრცელდა.

პრომოდი

24 იანვარი 2020, 20:53

ეკონომიკა

ქალის ტანსაცმლის ბრენდი Promod-ი საქართველოს ბაზრიდან გადის

ქალის ტანსაცმლის ფრანგული ბრენდი Promod-ი საქართველოს ბაზრიდან გადის. მაღაზიის დახურვის შესახებ ინფორმაცია ბრენდის Facebook-ზე გავრცელდა. Promod-ი Adress-ის ჯგუფშია, რომელიც საქართველოს ბაზარზე რამდენიმე უცხოური ბრენდის ოფიციალური შემომყვანია.

გიორგი შარვაშიძე

24 იანვარი 2020, 20:47

საქართველო

გიორგი შარვაშიძე: ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც რექტორის არჩევნების მოახლოებას უკავშირდება

მისი თქმით, დისერტაციაში გამოყენებული აქვს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც არის საჯარო დოკუმენტი და მისი გამოყენება სქოლიოში მითითების გარეშეა შესაძლებელი. შარვაშიძის განცხადებით, სქოლიოსთვის განკუთვნილ ადგილზე არა, თუმცა მას მაინც აქვს აღნიშნული, რომ ეს არის კოლექტიური შრომა.

24 იანვარი 2020, 20:26

საქართველო

ზურაბიშვილმა ისრაელის წარმატებული ქალები საქართველოში მოიწვია

სტუმრებმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისათვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საზოგადოებრივ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება.

მოძრაობა გზებზე

24 იანვარი 2020, 20:07

საქართველო

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კორონავირუსი

24 იანვარი 2020, 19:35

მსოფლიო

ჩინეთის მთავრობამ კარანტინი ხუბეის პროვინციის 13 ქალაქში გამოაცხადა

ჩინეთის მთავრობამ ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო ხუბეის პროვინციის 13 ქალაქს შორის სატრანსპორტო მოძრაობა შეაჩერა. ამრიგად, კარანტინი 41 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო.ქვეყანაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 830 ადამიანია.