imedi /  29 აგვისტო 2019, 12:31 / სანდო წყარო

უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი შესაძლოა რუს პატიმარში გაცვალონ

ოლეგ სენცოვი

ტერორიზმის ბრალდებით რუსეთის მიერ გასამართლებული უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი ქალაქ ლაბიტნანგის კოლონიიდან მოსკოვის ერთ-ერთ იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ „Интерфакс“-ი და „ТАСС“-ი იტყობინებიან.

Reuters-ის ინფორმაციით, დაგეგმილია სენცოვის გაცვლა რუს პატიმარშისენცოვის ადვოკატი გაცვლას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი და უკრაინა პატიმრების გაცვლისთვის ემზადებიან. გავრცელებული ინფორმაციით, პროცესი 66 ადამიანს შეეხება. სწორედ ამას უკავშირებენ 28 აგვისტოს კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი-უკრაინის“ დირექტორის, კირილ ვიშინსკის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი 2014 წლის მაისში დააკავეს ანექსირებულ ყირიმში და ბრალად ტერაქტების ორგანიზება დასდეს. 2015 წლის აგვისტოში, დონის როსტოვის სასამართლომ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. უკრაინელი რეჟისორი პოლიტპატიმრად აღიარა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა.“

ოლეგ სენცოვის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები რამდენჯერმე გაიმართა მოსკოვსა და ევროპის ქალაქებში. გარდა ამისა, აშშ-ის პენცენტრმა და აშშ-ის საგარეო უწყებამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სენცოვის გათავისუფლების თხოვნით მიმართეს. 

ყველა სიახლე

19 სექტემბერი 2020, 11:29

COVID19

„კლინიკა ბომონდში“ 4 მოზარდის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

ქუთაისში, „კლინიკა ბომონდში“ 4 მოზარდის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ბავშვებისთვის ერთხელ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. განმეორებითი კვლევა დღეს ჩატარდება და თუ პასუხი ამჯერადაც უარყოფითი იქნება, გამოჯანმრთელებულები კლინიკას დატოვებენ.

მარინა ეზუგბაია

19 სექტემბერი 2020, 11:25

COVID19

საქართველოში ამჟამად 1798 კოვიდინფიცირებულია, მათგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში მკურნალობასა და მეთვალყურეობას ჯამურად 1798 პაციენტი გადის. მათგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 70-ზე მეტის კი - მძიმე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 11:21

COVID19

აჭარის რეგიონში გამკაცრებული ეპიდკონტროლი მიმდინარეობს

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარაში 3500-ზე მეტი PCR-ტესტი ჩატარდა, 116 ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა, შემთხვევათა უმეტესობა ბათუმს უკავშირდება. ერთეული შემთხვევები გამოვლინდა ქობულეთში, ქედასა და ხულოში, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 11:20

ეკონომიკა

საქართველოდან 3 430 ტონა თხილია ექსპორტირებული

17 სექტემბრის მონაცემებით საქართველოდან 3,430 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 58 %-ით აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წელს თხილის დაბინავების პროცესში 30-ზე მეტი საწარმოა ჩართული.

19 სექტემბერი 2020, 11:19

COVID19

კახეთში კორონავირუსით 2 ბავშვი დაინფიცირდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ორივე მათგანი მცირეწლოვანი ბავშვია და მათი გადაყვანა თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში იგეგმება, - ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

მარინა ეზუგბაია

19 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

მარინა ეზუგბაიას თქმით, 187 ახალი ინფიცირებულიდან 116 აჭარის რეგიონზე მოდის

187 ახალი ინფიცირებულიდან 116 აჭარის რეგიონზე, 30 კი დედაქალაქზე მოდის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

19 სექტემბერი 2020, 11:00

საზოგადოება

ტერევერკოს ქუჩის პირველ შესახვევში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობამ ტერევერკოს ქუჩის პირველ ჩიხში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა და გზის მოწესრიგება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 2 240 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტისა და ბორდიურის მოწყობა, ასევე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოეწყობა გამწვანების ზოლი. სამუშაოებისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი.

19 სექტემბერი 2020, 10:57

COVID19

დღე-ღამეში ბრაზილიაში 858 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 39 797 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 858 ადამიანი კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 4 495 183 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 35 793 ადამიანი გარდაიცვალა.

19 სექტემბერი 2020, 10:53

რეგიონი

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ატენის ხეობაში, მთის კლდოვან ნაწილში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა ორი ჰექტარი ეკალბარდი, ბალახი და ბუჩქნარი. რთული რელიეფის გამო მეხანძრე-მაშველებს სახანძრო ტექნიკის გარეშე, ინდივიდუალური აღჭურვილობით უხდებოდათ ცეცხლის ქრობა.

19 სექტემბერი 2020, 10:50

მსოფლიო

პაკისტანში ქალის ჯგუფურ გაუპატიურებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა

პაკისტანში მძარცველებმა ქალი ორი შვილის თვალწინ გააუპატიურეს. შემთხვევას ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა. შემთხვევა ქალაქ ლახორში, საავტომობილო გზასთან, 9 სექტემბერს მოხდა. ქალს ავტომობილში საწვავი გაუთავდა და ავზის შესავსებად მიდიოდა, რა დროსაც თავს მძარცველები დაესხნენ, გაძარცვეს და გააუპატიურეს.

კორონავირუსი უკრაინა

19 სექტემბერი 2020, 10:48

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3 240 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3 240 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 172 712-ს აღწევს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

19 სექტემბერი 2020, 10:46

რეგიონი

ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება

ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ვინსენტ დონტო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნენ.

19 სექტემბერი 2020, 10:38

სამართალი

ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა და 10 დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევას ავტობანზე მსხვერპლი მოჰყვა. ხაშური-ქარელის მონაკვეთზე საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

19 სექტემბერი 2020, 10:35

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 93,337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 93,337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5,3 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1,247 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 85,619-ს აღწევს. ჯამში 4,208,431 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

19 სექტემბერი 2020, 10:31

რეგიონი

„რთველი 2020“-ის ფარგლებში 80 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

კახეთში რთველი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 80 ათასი ტონა ყურძენი: 60 ათასი ტონა „რქაწითელი“, 15 ათასი ტონა „საფერავი“, 1,6 ათასი ტონა „კახური მწვანე“ და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყურძნის გადამუშავების დღე-ღამურმა მაჩვენებელმა 13 ათას ტონას მიაღწია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 50-ზე მეტი ღვინის საწარმო.

კორონავირუსი

19 სექტემბერი 2020, 10:28

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 187 ადამიანს დაუდასტურდა, 46 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 46 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

19 სექტემბერი 2020, 10:21

საზოგადოება

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე 26-27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება

26-27 სექტემბერს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი განმარტებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის 16-17კმ მონაკვეთზე „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით, დაგეგმილია დრიფტში საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ეტაპი.

კორონავირუსი გერმანია

19 სექტემბერი 2020, 09:24

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 2 297 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 2 297 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ევროკავშირი კვიპროსი

19 სექტემბერი 2020, 08:57

მსოფლიო

კვიპროსმა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესება კვლავ დაბლოკა

კვიპროსმა კვლავ დაბლოკა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება. Deutsche Welle-ს ცნობით, ნიქოზიის წარმომადგენელმა სანქციების პროექტს ვეტო 18 სექტემბერს, ბრიუსელში, Coreper-ის სხდომაზე დაადო.

სასამართლო

19 სექტემბერი 2020, 08:45

სამართალი

რა ცვლილებებს გულისხმობს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კანდიდატის შეფასებისას წერილობით ასაბუთებს თითოეულ ქულას. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა, ქულების დასაბუთება და შეფასება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვინაობის მითითების გარეშე, ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.