imedi /  07 სექტემბერი 2019, 16:34 / სანდო წყარო

რეჟისორი ოლეგ სენცოვი სამშობლოში დაბრუნდა

რეჟისორი, ოლეგ სენცოვი.

რეჟისორი, ოლეგ სენცოვი.

დღეს რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებული გეგმის მიხედვით პოლიტპატიმრები გაცვალეს. მათ შორისაა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, რომელიც მოსკოვმა კიევს გადმოსცა. სენცოვი ტერორიზმში იყო ბრალდებული და მას 20 წელი ჰქონდა მისჯილი.

უკრაინის ყოფილი ომბუდსმენის ნინა კარპეჩოვას განცხადებით პატიმრების გაცვლის ჩარჩო პროცესის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11 ადამიანი შეიწყალა, ვოლოდიმირ ზელესკიმ 16. 

რუსული მედიის ცნობით,  დილის 00:09 საათზე მოსკოვის სპეციალური დანიშნულების „ლეფორტოვოს“ იზოლატორიდან ვნუკოვოს აეროპორტის მიმართულებით ორი სამგზავრო ავტობუსი გავიდა. რუსული მედიის ცნობით, ასევე კიევში, ბორისპოლის აეროპორტში მივიდა ავტობუსი, რომელშიც რუსი პატიმრები ისხდნენ. 

09:30 ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოებით, რომელიც პრეზიდენტის ავიაპარკს ეკუთვნის. ხოლი 10:30 საათზე ბორისპოლის აეროპორტში თვითმფრინავი რუსეთიდან ჩაფრინდა. ლაინერებში ჩასვეს პატიმრები. თვითმფრინავები შესაბამისად რუსეთის და უკრაინის მიმართულებით გაფრინდნენ. 

რუსული მედიის ცნობით, პატიმრების გაცვლა 35/35 სქემით მოხდება. რუსული მხარე გაათავისუფლებს 24 უკრაინელ მეზღვაურს, რომლებიც ქერჩის ყურეში დააკავეს. 

ადვოკატ მარკ ფეიგინის ინფორმაციით, პატიმრების გაცვლის სიაშია ასევე რომან სუშენკო, ევგრნი და არტურ პანოვები, ალექსანდრე კოლჩენკო, სტანისლავ კლიხი, ნიკოლაი კარპიუკი, ალექსეი სიზონოვიჩი, ვლადიმირ ბელუხი და ედემ ბეკიროვი. 

უკრაინულმა მხარემ თავის მხრივ უნდა გაათავისუფლოს „რია ნოვოსტი უკრაინის“ (РИА Новости Украина) რედაქტორი კირილ ვიშინსკი და ვლადიმირ ცემახა. რომელიც მაილაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის საქმეში მოწმეა. ამ დროისთვის გათავისუფლებულთა ზუსტი სიის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. უკრაინული მედია 35 პატიმრის გადაცემის შესახებ წერს. 

რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის აგვისტოში გავრცელდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, პროცესი 66 ადამიანს შეეხება. სწორედ ამას უკავშირებენ 28 აგვისტოს კიევის სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი-უკრაინის“ დირექტორის, კირილ ვიშინსკის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

ყველა სიახლე

ცხინვალი

09 დეკემბერი 2019, 21:44

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ ახმაჯთან საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

დაკავებულები არიან სოფელ ბოჟამის მკვიდრი ემზარ გამხიტაშვილი, სოფელ ლამისყანას მკვიდრი გიორგი ზარიძე და სოფელ სამთავისის მკვიდრები მერაბ და ავთო გამხიტაშვილები. 2005 წელს დაბადებული ავთო გამხითაშვილი, როგორც არასრულწლოვანი გაათავისუფლეს.

ოპოზიცია

09 დეკემბერი 2019, 21:31

საქართველო

ოპოზიციამ 12 დეკემბრისთვის პარლამენტის პიკეტირება დაგეგმა

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავს. აქციების შესახებ გეგმები ოპოზიციის ლიდერებმა „ლეიბორისტების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე დასახეს. ოფისიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პიკეტირება პარლამენტში მოსამართლეების საკითხის განხილვას დაემთხვევა.

პოლ უოლკერი

09 დეკემბერი 2019, 21:23

მსოფლიო

ამერკელი ეკონომისტი პოლ უოლკერი გარდაიცვალა

პოლ უოლკერი 60 წელზე მეტ ხანს აშშ-ის ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა. 1979-1987 წელს ის ფედერალურ სარეზერვო სისტემის მმართველი იყო. სააგენტოში მუშაობისას ის ინფლაციასთან ბრძოლის კომპანიას ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში აშშ-ში ინფლაცია 11,20%-დან 3,66%-მდე შემცირდა.

პაველ კოლობკოვი

09 დეკემბერი 2019, 21:01

სპორტი

რუსეთის სპორტის მინისტრი: დოპინგსკანდალის მოსაგვარებლად ყველაფერს ვაკეთებთ

ეს კომენტარი მსოფლიოს ანტიდოპინგურის სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც რუსეთს 4 წლის განმავლობაში საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა აეკრძალა.

ნორმანდიული ოთხეული

09 დეკემბერი 2019, 21:00

მსოფლიო

პარიზში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა იმართება

პარიზში, ელისეს სასახლეში საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებები „ნორმანდიული ოთხეული“ ფორმატში იმართება და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის დარეგულირებას ეძღვნება.

ვაჟა გაფრინდაშვილი

09 დეკემბერი 2019, 20:15

საქართველო

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გმობს დეფაქტო ხელისუფლების მიერ ექიმის უკანონო დაკავებას და მოუწოდებს, მოიხსნას მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება და უზრუნველყოფილი იყოს რეგიონისადმი დაუბრკოლებელი წვდომა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად;

ევრონესტი

09 დეკემბერი 2019, 19:59

საქართველო

არჩილ თალაკვაძე ევრონესტის სესიის გახსნაზე: აღმოსავლეთ პარტნიორობამ არაერთი შესაძლებლობა მოგვცა

ყოველწლიური სესია მისასალმებელი სიტყვით არჩილ თალაკვაძემ გახსნა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სესიას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი მიმდინარეობისას იმ სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ, რომელიც საერთო მიზნების მისაღწევად უნდა გადაიდგას.

„მოჩვენებებზე მონადირეები“

09 დეკემბერი 2019, 19:36

კულტურა

„მოჩვენებებზე მონადირეების“ ახალი ნაწილის პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

სიუჟეტის თანახმად, დედა და მისი 2 შვილი პატარა ამერიკულ ქალაქ სამერვუილში გადადიან. ფილმის რეჟისორი ჯეისონ რაითმანია. ის აივან რაითმანის შვილია, რომელმაც კინოსერიალის პირველი და მეორე ნაწილი გადაიღო. უფროსი რაითმანი ამჯერად პროდიუსერია.

ჯენერალ მოტორსი

09 დეკემბერი 2019, 19:32

ეკონომიკა

ავტოკონცერნი General Motors-ი რუსეთის ბაზრიდან გავიდა

ამერიკული ავტოკონცერნი General Motors-ი რუსეთში თავის ბოლო აქტივს ყიდის. კომპანიის 50-%-ს რუსული „ავტოვაზი“ ყიდულობს, რის შემდეგ GM ავტოვაზი 100%-ით რუსული კომპანია გახდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მანქანათმშენებელი საწარმო ამ დრომდე ერთობლივი იყო.

09 დეკემბერი 2019, 19:25

თემა

კონტრაცეფტივი ქალის ჯანმრთელობას ვნებს? ვისთვის შეიძლება და ვისთვის არა?

თანამედროვე სამყაროში აქტიური კამპანიაა, რომელიც კულტურული, რელიგიური და სოციალური სტერეოტიპებისგან ადამიანის გათავისუფლებას გულისხმობს. ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალის რეპროდუქციულ თავისუფლებას უკავშირდება, რაციმას ნიშნავს, რომ ქალს აქვს უფლება საკუთარი სხეული სურვილისამებრ განკარგოს:მას უნდა ჰქონდეს ისეთი სექსუალური ცხოვრება, როგორიც თავად სურს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, დაფეხმძიმებისთვის არის თუ არა მზად ან არასასურველი ორსულობა ხელოვნურად შეწყვიტოს. ჰორმონალური კონტრაცეფციის გაჩენამ ქალებს საკუთარი ორგანიზმის კონტროლის საშუალება მისცა. სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ში 15-დან 44 წლამდე ქალების 45%-ი ჰორმონალურ კონტრაცეფციას ანიჭებს უპირატესობას.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

09 დეკემბერი 2019, 19:05

ეკონომიკა

საქართველოს 20 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ცნობილია

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, აზერბაიჯანმა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის სტატუსი დაკარგა, რაც პირველ რიგში მაგისტრალური მილსადენის პროექტის მშენებლობის დასრულებას უკავშირდება. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზეა თურქეთი.

ოქროს გლობუსი

09 დეკემბერი 2019, 18:55

კულტურა

ოქროს გლობუსის ნომინანტები დასახელდნენ

ნომინაციების მიხედით, ნოა ბაუმბაკას „ქორწინების ისტორია“ ლიდერობს, რომელშიც მთავარ როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ადამ დრაივერი ასრულებენ. ნომინაციაში „საუკეთესო დრამატული ფილმი“ „ქორწინების ისტორიასთან“ წარდგენილია „ირლანდიელი“, „1917“, „ჯოკერი“ და „ორი მამით“.

iPhone 11

09 დეკემბერი 2019, 18:48

ტექნოლოგიები

2020 წელს iPhone-ს შესაძლოა უფრო გამძლე ბატარეა ჰქონდეს

ინსაიდერების თქმით, უკვე 2020 წელს iPhone-ებში Apple-ი მცირე ზომის ბატარეის კონტროლერებს გამოიყენებს. მათი მიმწოდებელი კი კორეული კომპანია ITM Semiconductor-ია, რომელმაც შეძლო ელემენტის დამცავი კომპონენტის ზომის შემცირება.

კარლ ჰარცელი

09 დეკემბერი 2019, 18:30

საქართველო

ევროკავშირის ელჩი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება

ევროკავშირის ელჩი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 8 დეკემბერს გამართულ შეხვედრას Twitter-ზე ეხმაურება. ახალ ინიციატივაზე მხარეები შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ წინადადებას გუნდში განიხილავენ.

ხანძარი

09 დეკემბერი 2019, 18:16

მსოფლიო

ტყის ხანძრის გამო ავსტრალიის დედაქალაქი კვამლითაა დაფარული

უკვე 1 კვირაა ანალოგიური მდგომარეობაა ქალაქ სიდნეიშიც, სადაც რესპირატორული დაავადებებების მაჩვენებელი გაიზარდა. ავსტრალიაში ტყის ხანძრებს უკვე თვენახევარია ებრძვიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ახალი უელსის შტატში. სტიქიასთნ ბრძოლას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.

ლარის კურსი

09 დეკემბერი 2019, 17:58

ეკონომიკა

ლარი ძირითად ვალუტებთან გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 9 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გამყარდა და 2.9446 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9466 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.20 თეთრი შეადგინა.

ატრაქციონი

09 დეკემბერი 2019, 17:46

მსოფლიო

ეგვიპტეში აქტრაქციონის ჩამოვარდნის შედეგად 14 ბავშვი დაშავდა

ეგვიპტეში ატრაქციონიდან ჩამოვარდნის შედეგად 14-მა ბავშვმა ტრავმები მიიღო. შემთხვევა ელ-დაკაჰლიას პროვინციაში მდებარე პარკში „პარადაისი“ მოხდა. 50 მოსწავლე პარკში სკოლის ორგანიზებით წაიყვანეს. 14 მოსწავლე ე.წ. „ამერიკულ მთებზე“ იყო, როდესაც ატრაციონი ჩამოვარდა.

ხანძარი დელიში

09 დეკემბერი 2019, 17:43

მსოფლიო

დელიში ქარხანაში ხანძრის საქმეზე შენობის მფლობელი და მენეჯერი დააკავეს

დელის სახანძრო სერვისის უფროსის ათულ გარგის თქმით, ხანძარი შენობის მეორე სართულიდან დაიწყო და მას მხოლოდ ორი კიბე ჰქონდა. მათგან ერთი დაკეტილი და ბლოკირებული იყო, ხოლო შენობიდან ერთადერთი გასასვლელი შიგნიდან იყო ჩაკეტილი.

ივანე მაჭავარიანი

09 დეკემბერი 2019, 17:38

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: საგადასახადო შემოწმებების მიმართ მიდგომა შევცვალეთ

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა „სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ უწყების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. მინისტრის განცხადებით, არსებითად შეიცვალა მიდგომა საგადასახადო შემოწმებებთან მიმართებაში და ნაცვლად 3-წლიანი სრული გასვლითი შემოწმებებისას, აქცენტი გაკეთდა თემატურ შემოწმებებზე.

დავით გარეჯი

09 დეკემბერი 2019, 17:17

საქართველო

საპატრიარქო დავით გარეჯში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას მხარს არ უჭერს

საპატრიარქოს განცხადების თანახმად, ისინი მხარს არ უჭერენ დავით გარეჯთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის იდეას, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, გეოგრაფიულ ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნას გულისხმობს.