Imedi /  31 აგვისტო 2019, 21:59 / სანდო წყარო

ბრაზილიის პრეზიდენტი მაკრონის კრიტიკის გამო ფრანგული Bic-ის კალმებს აღარ გამოიყენებს

ჟაირ ბოლსონარუ

ჟაირ ბოლსონარუ

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ ფრანგული ბრენდის Bic-ის კალმებს აღარ გამოიყენებს. ამის შესახებ  Euronews-ი წერს

ბოლსონარუს ეს გადაწყვეტილება ამაზონის ხანძართან დაკავშირებით მის მიმართ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კრიტიკას უკავშირდება. ჟაირ ბოლსონარუ ამბობს, რომ Bic-ის კალმების ნაცვლად დოკუმენტებზე ხელის მოსაწერად ბრაზილიური ბრენდის Compactor-ის კალმებს გამოიყენებს. 

კომპანია Société Bic-ი საფრანგეთში მდებარეობს, თუმცა მის მიერ ბრაზილიაში გაყიდული კალმები ბრაზილიის ქალაქ მანაუსში გახსნილ ქარხანაში ადგილობრივი მუშების მიერ მზადდება. 

ამაზონის ტყეში ძლიერი ხანძრების გამო ევროკავშირმა ბოლსონარუზე ზეწოლა გააძლიერა, ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ. სწორედ ამის შემდეგ უარყო ბოლსონარუმ განცხადება, რომ სხვა ქვეყნებს ბრაზილიის საშინაო საქმეებში ჩარევა სურთ. 

გასულ კვირას ბოლსონარუმ მაკრონი ამაზონის ტყის ხანძრებთან ბრძოლაში ჩართვის სურვილის გამო გააკრიტიკა. მაკრონმა კი ბოლსონარუს მატყუარა უწოდა. 26 აგვისტოს ბოლსონარუმ სოციალურ ქსელში საფრანგეთის პირველ ლედის ბრიჟიტ მაკრონს გარეგნობის გამო დასცინა. 

ბრაზილიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა ჟაირ ბოლსონარუს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაიძაბა. გასულ თვეში ბრაზილიის ლიდერმა ფრანგ დიპლომატთან შეხვედრა გააუქმა და ამის ნაცვლად ვარცხნილობის შეცვლა გადაწყვიტა, რომელსაც Facebook-ის Live-ით უჩვენებდა.

ყველა სიახლე

ქობულეთი მერია სწავლა

16 სექტემბერი 2019, 12:52

საქართველო

ქობულეთში ბაღებსა და სკოლებს მიღმა დარჩენილი ბავშვები მშობლებმა მერიაში მიიყვანეს

ქობულეთში, ბავშვები რომლებიც საბავშო ბაღსა და სკოლის მიღმა დარჩნენ, მშობლებმა მერიაში მიიყვანეს. მათი განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში ის ბავშვები ვერ მოხვდნენ, რომლებსაც 6 წელი 17 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე უსრულდებათ. ბავშვები არც მოსამზადებელ ჯგუფებში დაუშვეს.

ფორსაჟი

16 სექტემბერი 2019, 12:42

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო პანტიანი-მანგლისის გზის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ გზის კმ4-კმ7 მონაკვეთზე მოძრაობა 2019 წლის 17 და 18 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება ხოლმე. მოძრაობას შსს-ს რეგიონული ქვედაყანოფები დაარეგულირებენ.

ელექტრონული სიგარეტი

16 სექტემბერი 2019, 12:22

საქართველო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ელექტროსიგარეტებზე რეგულაციების შესაძლო შერბილებას აკრიტიკებს

თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, საკანონმდებლო პროექტი თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმის, ე.წ. ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს (აიქოსის) მიმართ რეგულაციების შერბილებას ან გაუქმებას მოითხოვს.

აშშ ირანი დროშები

16 სექტემბერი 2019, 12:15

მსოფლიო

ტრამპი და როუჰანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთმანეთს არ შეხვდებიან

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ირანის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა არ გაიმართება. ამის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება. გამოცემა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის აბას მუსავის კომენტარს ავრცელებს, რომელმაც პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა გამორიცხა.

გია ვოლსკი

16 სექტემბერი 2019, 12:07

საქართველო

უმრავლესობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ „ევროპელების“ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს

ვოლსკის თქმით, "ევროპული საქართველოს" ლიდერებს შეუძლებელია არ ესმოდეთ, რომ მათი ინიციატივა "რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის არის გამიზნული".

ინდოეთი

16 სექტემბერი 2019, 11:48

მსოფლიო

ინდოეთში ტურისტული ნავის გადაბრუნებას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის შტატ ანდრა-პრადეში ტურისტების ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც დაღუპა სულ ცოტა 12 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. უბედური შემთხვევა მდინარე გოდა-ვარზე მოხდა. ნავზე 60 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 27 მათგანის გადარჩენა შეძლეს.

ქარიშხალი „უმბერტო“

16 სექტემბერი 2019, 11:46

მსოფლიო

„უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია

შტორმმა „უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია, - წერს Fox News. მისი სიჩქარე საათში უკვე 120 კილომეტრია. შტორმი სავარაუდოდ ბერმუდის კუნძულებს დაატყდება თავს. „უმბერტომ“ ბაჰამის კუნძულებზეც ძლიერი წვიმა გამოიწვია.

16 სექტემბერი 2019, 11:34

საქართველო

მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამების მეგობრებმა მიიყვანეს

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამების მეგობრებმა მიიყვანეს. მამის მეგობრებმა ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ირაკლი ვეკუა

16 სექტემბერი 2019, 11:30

სპორტი

ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

თბილისში მორიგი რეკორდი დამყარდა. სავაჭრო ცენტრ ისთ პოინთში გამართულ ღონისძიებაზე, ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ქართველმა პაკისტანელი ასად ჰანიფის მიღწევა გააუმჯობესა,

ლარი

16 სექტემბერი 2019, 11:24

ეკონომიკა

საქართველოში საშუალო ხელფასი 76 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა

2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება.

ილია მეორე გიორგი გახარია

16 სექტემბერი 2019, 11:23

საქართველო

ილია მეორემ პრემიერი საპატრიარქოში მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა. ილია მეორემ გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა. პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.

გიორგი აბურჯანია

16 სექტემბერი 2019, 11:18

სპორტი

გიორგი აბურჯანიამ ჰოლანდიის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა

ქართველის ტვენტე ერედივიზიონის მე-6 ტურში სიტარდში ფორტუნას ესტუმრა მეტოქე დაამარცხა. აბურჯანია მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა და 5 წუთში გოლი გაიტანა. ქართველმა ანგარიში 3:0 გახადა. ტვენტემ საბოლოოდ 2:3 მოიგო და მიმდინარე სეზონზე მე-3 გამარჯვება იზეიმა.

ნავთობტერმინალი აფეთება

16 სექტემბერი 2019, 11:11

მსოფლიო

აშშ-მა ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულებები წარადგინა

აშშ-ს დაზვერვამ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე აფეთქებაში ირანის მონაწილეობის მტკიცებულება წარადგინა. ამის შესახებ BBC წერს. ვაშინგტონს მომხდარში ირანის მონაწილეობის დასტურად სატელიტური გამოსახულებები და დაზვერვის თანამშრომლების ანგარიშები მოჰყავს.

მამუკა ხაზარაძე

16 სექტემბერი 2019, 11:11

საქართველო

ხაზარაძე: გახარია ანაკლიის განვითარების გეგმას მინისტრის რანგში ეწინააღმდეგებოდა

გიორგი გახარია აშკარად ეწინააღმდეგებოდა ანაკლიის განვითარების გეგმას და ეს უცხოელ დიპლომატებთანაც არაერთხელ უთქვამს, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

David Koma-ს კოლექცია

16 სექტემბერი 2019, 10:59

კულტურა

ლონდონის მოდის კვირეულზე David Koma-ს ჩვენება გაიმართა

David Koma-მ თავის გულშემატკივრებს განსხვავებული კოლექცია წარუდგინა. დიზაინერი აქამდე თუ ქალებისთვის მხოლოდ საღამოს კაბებს ქმნიდა, ამჯერად ყოველდღიური ტანისამოსი გაიტანა პოდიუმზე. პირველი ლუქები ზებრის ტყავისგან იყო შთაგონებული, რაც ეხმიანებოდა აფრიკის თემას. ჩვენებაში ყველაზე თვალშისაცემი ყოველდღიური

მეტროსადგური

16 სექტემბერი 2019, 10:57

ძალოვნები

მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში გუშინ ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელი თეონა ხუნჭუა ადასტურებს. მისი თქმით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტი მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო.

მუსიკა

16 სექტემბერი 2019, 10:26

კულტურა

მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ დაიწყო

ფესტივალში ქართველი მუსიკოსების გარდა მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები იტალიიდან, ლატვიიდან, და ისრაელიდან, რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ქართველ მსმენელ შეხვდებიან. ფესტივალი უკვე 27-ედ იმართება.

შიშველი

16 სექტემბერი 2019, 10:23

ტაბლოიდი

არგენტინელი ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში შემთხვევით თითქმის გააშიშვლეს

არგენტინელი ტელეწამყვანი სოლ პერესი სატელევიზიო ეთერში შემთხვევით თითქმის შიშველი აღმოჩნდა. პირდაპირი ეთერის დროს დიზაინერი ფაბიან მედინა ფლორესი პერესისთვის კაბის შესწორებას შეეცადა, რა დროსაც წამყვანს ფეხები და ქვედა საცვალი გამოუჩნდა.

ჯამბაზი

16 სექტემბერი 2019, 10:21

ტაბლოიდი

ახალ ზელანდიაში კაცი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეხვედრაზე ჯამბაზთან ერთად მივიდა

ახალ ზელანდიაში კაცმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეხვედრისთვის ჯამბაზი დაიქირავა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი ფირმის სპეციალისტმა ჯოშ ტომპსონმა მიიღო წერილი, რომლითაც ხელმძღვანელობამ აცნობა, რომ ფირმაში ჯოშის მომავლის განხილვას აპირებდნენ.

სკოლა

16 სექტემბერი 2019, 10:14

საქართველო

დარჩელში რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა

დარჩელში „მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა გაიხსნა. სკოლაში სამასამდე მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 31 პირველკლასელია. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მერი დაესწრნენ.