„დორიანმა“ ბაჰამის კუნძულებზე სახლებს სახურავები ახადა და წყალდიდობა გამოიწვია

„დორიანი“ ბაჰამის კუნძულებზე
ფოტო: YouTube
ქარიშხალმა „დორიანმა“ ბაჰამის კუნძულებზე სახლებს სახურავები ახადა და წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა 285 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. „დორიანი“ დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს და აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება. ფლორიდის, ჯორჯიას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატებში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს და ევაკუაციაა გამოცხადებული. მხოლოდ სამხრეთ კაროლინაში ევაკუაცია 800 ათას ადამიანს შეეხება.
ბაჰამის კუნძულების მოსახლეობამ ქარიშხლის შედეგად დაზარალებული სახლების ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
Damn pic.twitter.com/9yqAa3Ebli
— Latrae Rahming (@p0sitivechange) September 1, 2019
„დორიანი“ აშშ-ში ამ სეზონზე მეოთხე ქარიშხალია. „ბარის“ შედეგად ერთი ადამიანია დაიღუპა. მანამდე ფლორიდას „გორდონმა“ და „მაიკლმა“ გადაუარეს. სტიქიამ რამდენიმე ათეული ადამიანი იმსხვერპლა.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, „დორიანი“ შესაძლოა 1992 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი ქარიშხალი გახდეს. 1992 წელს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალ „ენდრიუს“ შედეგად 65 ადამიანი გარდაიცვალა და 63 000 სახლი განადგურდა.
ყველა სიახლე

10 დეკემბერი 2019, 15:09
ძალოვნები
საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
ოჯახმა ცხედრის დროულად გადმოსვენებასთან დაკავშირებით დახმარების თხოვნით ხელისუფლებას მიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

10 დეკემბერი 2019, 15:09
ტექნოლოგიები
Twitter-მა 2019 წელს ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა
Twitter-მა ბლოგში 2019 წელს სოციალურ ქსელში ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა. მათ შორის პირველ ადგილზეა „სამეფო კარის თამაშები“, მეორეა - „ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში“, მესამე კი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებებია.

10 დეკემბერი 2019, 15:08
საქართველო
მაია ცქიტიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის სიმართლეს ამბობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, ყველა საქმე, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, კონკრეტული სოციალური ამოცანის შესრულებისკენაა მიმართული.

10 დეკემბერი 2019, 14:55
საქართველო
რა განცხადებები გაკეთდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
დამოუკიდებელმა დეპუტატებმა 14 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებაზე გაამახვილეს ყურადღება. მმართველი გუნდის წევრებმა კი ოპოზიციურ ჯგუფებთან ერთად მიმდინარე კონსულტაციებსა და საარჩევნო კანონმდებლობაზე ისაბრეს.

10 დეკემბერი 2019, 14:46
ტაბლოიდი
მოკლეს ენოტი, რომელიც გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მთვრალი ეგონათ
ცხოველის გასინჯვის შემდეგ დაადგინეს, რომ ის ავად იყო და მისი გათავისუფლება ეკოსისტემას ზიანს მიაყენებდა. ამიტომ სათანადო ორგანოებმა ენოტის მოკვლის გადაწყვეტილება მიიღეს, რისთვისაც ადგილობრივ მონადირეს მიმართეს. საშობაო ბაზრობაზე ენოტი 8 დეკემბერს იპოვეს. ცხოველი ბარბაცებდა, ბაზრობის ერთ-ერთი სტუმრის თასმას ეთამაშა, რის შემდეგაც საფეხურზე ჩაეძინა.

10 დეკემბერი 2019, 14:39
ეკონომიკა
ISUZU-ს ავტობუსები დამატებით 8 მარშრუტზე გავიდნენ
ახალი ავტობუსების ნაწილი უკვე გადანაწილდა 6 მარშრუტზე N7, N12, N19, N57, N80, N122. გარდა ამისა, N37 სამარშრუტო ხაზზე MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები გავიდა. ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავი MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით კი „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები N15 და N54 მარშრუტებზე ჩანაცვლდა.

10 დეკემბერი 2019, 14:29
საქართველო
თამარ ჩუგოშვილმა მოქმედ საარჩევნო სისტემას უსამართლო უწოდა
„ის სისტემა, რომელიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, უსამართლოა, ეს სისტემა უზრუნველყოფს მარტივ რამეს: მოსახლეობის ნახევარზე ნაკლების მხარდაჭერით, ის აბსოლუტურ ძალაუფლებას აძლევს ერთ პოლიტიკურ ძალას“, - განაცხადა ყოფილმა პირველმა ვიცესპიკერმა. მან აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს კენჭისყრის ჩავარდნის შემთხვევაში მოსალოდნელი სირთულეების შესახებ წინასწარ აფრთხილებდა.

10 დეკემბერი 2019, 14:26
საქართველო
ჟენევაში გაეროს ოფისთან ქართველმა ემიგრანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს
„თავისუფლება ვაჟა ექიმის, საქართველოს მოქალაქე ოკუპანტებმა სასწრაფოდ უნდა გამოუშვან“, - ჟენევაში გაეროს ოფისის წინ შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველებმა აქცია გამართეს. აქცია ქართველმა ემიგრანტებმა მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს დაამთხვიეს და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ.

10 დეკემბერი 2019, 14:16
საქართველო
ალექსანდრე ერქვანიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა. ალექსანდრე ერქვანიამ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ერქვანიამ აღნიშნა, ის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს საქმიანობას. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.

10 დეკემბერი 2019, 14:06
საქართველო
ხელვაჩაურის მერიის სხდომა „ნაციონალებმა“ პროტესტის ნიშნად დატოვეს
„ნაციონალები“ აცხადებენ, რომ მძიმე სოციალურ ფონზე მერიამ ახალი ავტომობილების შესაძენად თანხა არ უნდა დახარჯოს. მათივე მტკიცებით, ეს ავტომობილები საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის კომფორტზეა გათვლილი. ბრალდებას უმრავლესობაში უარყოფენ და განმარტავენ, რომ ახალი ავტომობილები სიპებს გადაეცემა და არა თანამდებობის პირებს.

10 დეკემბერი 2019, 13:33
მსოფლიო
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ მუშაობა დაასრულა
საუბარია საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე, ენერგეტიკის , ციფრული ეკონომიკისა და განათლების მიმართულებით. დოკუმენტის მიღებისას ევროპელმა კანონმდებლებმა არ გაითვალისწინეს ოპოზიციის მოთხოვნა რეზოლუციაში გაკეთებულიყო ჩანაწერი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისისა და პოლიტპატიმრების შესახებ.

10 დეკემბერი 2019, 13:30
მსოფლიო
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა
გავრცელებული ცნობით, ლუჟკოვი გერმანიაში, მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მისთვის გულზე ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ. იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობას 1992-2010 წლებში იკავებდა.

10 დეკემბერი 2019, 13:21
საქართველო
„საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“ მომხმარებელს სალიცენზიო ხელშეკრულებების გაფორმებას სთხოვს
„საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“, (გერა) მომხმარებელს სთხოვს, რომ 2020 წლიდან სალიცენზიო ხელშეკრულებები მხოლოდ „გერასთან“ გააფორმოს. წინააღმდეგ შემთხევვაში ორგანიზაცია, მუსიკალურ პროდუქციაზე საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს მიმართავს.

10 დეკემბერი 2019, 13:11
საქართველო
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს
შენგელია მოვალეობას მანამდე შეასრულებს, ვიდრე საკრებულო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელება ყველა დეპუტატს შეუძლია. დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცონ.

10 დეკემბერი 2019, 13:04
საქართველო
სოფო კილაძე: შესაძლოა ოპოზიცია ცალკეულ ევროპარლამენტარებს არასწორ ინფორმაციას აწვდის
„ცალკეული ევროპარლამენტარები არ უნდა გავაიგივოთ მთლიანად ევროპარლამენტთან, რადგან ევროპარლამენტარებს შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეთ, რაც შესაძლებელია ჩამოუყალიბდათ ოპოზიციის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე,” - განაცხადა სოფო კილაძემ.

10 დეკემბერი 2019, 13:00
მსოფლიო
ჩეხეთში საავადმყოფოში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ჩეხეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში სროლას ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოსტრავაში მოხდა. დამნაშავემ, რომელმაც მიმალვა მოახერხა, ცეცხლი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გახსნა.პოლიციამ თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

10 დეკემბერი 2019, 12:34
ტაბლოიდი
ბორის ჯონსონმა წინასაარჩევნო რგოლში ცნობილი ფილმიდან სცენა გაითამაშა. ვიდეო
ბორის ჯონსონი რეჟისორ რიჩარდ კერტისის პოპულარული სურათის „Love Actually“ იმ სცენარს იმეორებს, რომელშიც მსახიობ ენდრიუ ლინკოლნის გმირი კირა ნაითლის პერსონაჟს სიყვარულს პლაკატების დახმარებით უხსნის. რიგგარეშე საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 12 დეკემბერს ჩატარდება.

10 დეკემბერი 2019, 12:33
საქართველო
2020 წლიდან თსუ-ს საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამები ექნება
2020-21 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტები სტუდენტებს შესთავაზებენ საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს. პირველ ეტაპზე, საუბარია ორ პროგრამაზე: ესენია საბუნებისმეტყველო და ინჟინერულ-კომპიუტერული მიმართულება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ფაკულტეტების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომებს.

10 დეკემბერი 2019, 12:30
ეკონომიკა
Amazon-ი ტარამპს პენტაგონთან კონტრაქტის ჩაშლაში ადანაშაულებს
ინტერნეტგაყიდვების გიგანტმა Amazon-მა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს (პენტაგონი) სასამართლოში უჩივლა. ამის მიზეზი მხარეებს შორის $10 მილიარდიანი კონტრაქტის ჩაშლა გახდა.Reuters-ის ცნობით, სარჩელის თანახმად Amazon-ი აშშ-ის ფედერალურ მთავრობას სთხოვს, რომ პენტაგონთან საკონტრაქტო ხელშეკრულებას გადახედოს.

10 დეკემბერი 2019, 12:25
საქართველო
ომბუდსმენმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა
10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ნინო ლომჯარიას თქმით, 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებაზე.