imedi /  05 სექტემბერი 2019, 13:58 / სანდო წყარო

უკრაინის სასამართლომ მალაიზიური ბოინგის საქმის მთავარი მოწმე პატმრობიდან გაათავისუფლა

მალაიზიური ბოინგი

ბოინგი MH17

კიევის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საჰაერო თავდაცვის ბრიგადების ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმირ ცემახი, რომელიც უკრაინაში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმის ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.

სააპელაციო განხილვის დროს პროკურორი ამტკიცებდა, რომ ვლადიმირ ცემახის პატიმრობიდან გათავისუფლებით მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნება. პროკურორის მოსაზრებით, კრემლი საქმის მთავარი ფიგურანტის "მოშორებას" მოინდომებს. 

უკრაინული მედიის ცნობით, 40-მა ევროდეპუტატმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, რომ არ გაცვალოს მალაიზიური ბოინგის საქმის მთავარი მოწმე რუსეთთან. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინამ და რუსეთმა პატიმრები გაცვალეს. ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის რადის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ანა ისლამოვამ დაწერა. „გაცვლა დასრულებულია: მეზღვაურები, სენცოვი, კარპიუკი, ბალუხი, გრიბი სახლში მოფრინავენ“, - წერია შეტყობინებაში.

2019 წლის ივლისში მალაიზიური ბოინგის საქმეზე ბრალი წარედგინათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს გენერალ-მაიორს სერგეი დუბინსკის, სეპარატისტების ერთ-ერთ ლიდერს იგორ გირკინს, პოლკოვნიკ ოლეგ პულატოვს და უკრაინის მოქალაქეს ლეონიდ ხარჩენკოს.

საერთაშორისო საგამოძიებო გუნდმა, 24 მაისს "მალაიზიის ავიახაზების" ანგარიში წარადგინა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ "ბუკი", რომლიდანაც MH17 ჩამოაგდეს, კურსკთან არსებულ 53-ე საზენიტო ბრიგადიდან წაიღეს. რუსეთი მალაიზიური "ბოინგის" ჩამოგდებას კატეგორიულად უარყოფს.

ამერიკის შეერთებული შტატები სრულებით ენდობა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს, რომლის დასკვნითაც, მალაიზიური „ბოინგი“ რუსული „ბუკით“ ჩამოაგდეს. 

2014 წელს თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა რეისსს, 2014 წლის 17 ივლისს დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა. დაიღუპა 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი. 

ყველა სიახლე

11 დეკემბერი 2019, 12:38

ვიდეო

მხატვრობა მძივებით და ასაკში ნაპოვნი ჰობი

ეროვნული ბანკი

11 დეკემბერი 2019, 12:27

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 იანვარს ჩატარდება.

11 დეკემბერი 2019, 12:26

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.„როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტარანტინო

11 დეკემბერი 2019, 12:20

კულტურა

ტარანტინო „მოკალი ბილის“ მესამე ნაწილს გადაიღებს

კვენტინ ტარანტინო ცნობილი ფილმის „მოკალი ბილის“ გაგრძელების გადაღებას გეგმავს. ტარანტინოს განმარტებით, მესამე ნაწილის გადაღებაზე მუშაობას არანაკლებ 3 წლის შემდეგ დაიწყებს და ფილმი პირველი ორისგან განსხვავებული იქნება. „მოკალი ბილის“ პირველი ნაწილი 2003, მეორე კი 2004 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლს უმა თურმანი ასრულებს.

პეტერ ჰანდკე

11 დეკემბერი 2019, 12:11

კულტურა

5 ქვეყნის ბოიკოტის ფონზე პეტერ ჰანდკეს ნობელის პრემია გადასცეს

ამ პროტესტის მიზეზი კი ავსტრიელ მწერალ პეტერ ჰანდკესთვის ლიტერატურის დარგში ნობელიის პრემიის გადაცემა გახდა. პეტერ ჰანდკე მხარს უჭერდა სერბეთს და მის ყოფილ პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს, რომელიც იუგოსლავიის ომებში გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში იყო ბრალდებული.

ზელიმხან ხანგოშვილი

11 დეკემბერი 2019, 11:54

საქართველო

საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზეც ისაუბრეს. გერმანულმა მხარემ ქართულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობა გააცნო.

11 დეკემბერი 2019, 11:53

ძალოვნები

შსს-მ 9 მილიონამდე ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 9 მილიონამდე ლარია. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

ვიქტორ წილოსანი

11 დეკემბერი 2019, 11:43

საქართველო

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალ უფროსად ვიქტორ წილოსანი წარადგინა. ვიქტორ წილოსანმა ამ პოზიციაზე მამუკა მუმლაძე შეცვალა, რომელიც კალაძის თქმით არ მიდის გუნდიდან და მაღალ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ტრანსპორტის მიმართულებით.

112

11 დეკემბერი 2019, 11:43

საქართველო

112-ში ამერიკული პროგრამა ინერგება

სისტემა არსებობს 25 წელზე მეტია, 50-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი და სამი პროტოკოლისგან შედგება: საპოლიციო, სახანძრო / სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო. სისტემის გამოყენება დაიწყება 12 დეკემბრიდან სახანძრო /სამაშველო პროტოკოლით და მომდევნო წლის გაზაფხულზე, საპოლიციო და სასწრაფო სამედიცინო პროტოკოლებიც სრულად იქნება ამოქმედებული.

კახა კალაძე მიკროავტობუსი

11 დეკემბერი 2019, 11:24

საქართველო

კახა კალაძე: ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებით ტარიფი არ გაიზრდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია და ახალ ავტობუსებს უახლოეს პერიოდში შეიმოიყვანენ. პირველ ეტაპზე 300 ერთეულ მიკრო ავტობუსს დედაქალაქის მერია საკუთარი ბიუჯეტით შეიძენს.

კარლო ანჩელოტი

11 დეკემბერი 2019, 11:18

სპორტი

კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ნეაპოლელებმა საკუთარ მოედანზე "გენკს" 4:0 მოუგეს და მერვედფინალში გავიდნენ, კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელის შეცვლა არ გადაიფიქრა. ამის მიზეზი იტალიის ჩემპიონატში "ნაპოლის" სუსტი თამაშია.

პენსაკოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა

11 დეკემბერი 2019, 11:06

მსოფლიო

აშშ-ში სამხედრო ავიაციის საუდელი სტუდენტები სასწავლო ფრენებს ჩამოაშორეს

ფლორიდაში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, აშშ-ში მყოფი სამხედრო ავიაციის საუდელი სტუდენტები ფრენებს ჩამოაშორეს. თავდაცვის მიდივნის მარკ ესპერის ბრძანების თანახმად, ყველა ფრენა შეჩერდა, თუმცა საკლასო სწავლებები გრძელდება.

ავღანეთი

11 დეკემბერი 2019, 11:03

მსოფლიო

ავღანეთში ტერაქტის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო დაშავდა

მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი განაგრძობენ ტერორისტებთან ბრძოლას კოალიციურ ძალებთან ერთად. მიმდინარე ოპერაციას პიდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია

მიწისძვრა

11 დეკემბერი 2019, 10:55

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან 10:30 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.

ელექტრომობილი

11 დეკემბერი 2019, 10:34

ეკონომიკა

მსოფლიოში ელექტროთვითმფრინავით პირველი კომერციული ავიარეისი შესრულდა

როგორც კომპანიები Harbour Air-ი და magniX-ი აცხადებენ, ეს მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მომუშვე ვერტმფრენით შესრულებული პირველი კომერციული რეისი იყო. ელექტროენერგიის გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ნახშირბადის ემისიების შემცირებას საავიაციო სექტორში.

ჩელსი

11 დეკემბერი 2019, 09:57

სპორტი

„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფშია

ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში ფრანგული „ლილი“ დაამარცხა და პლეიოფში გავიდა. შეხვედრა დიდ ბრიტანეთში „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძლების სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დაასრულდა.

აშშ სწავლება

11 დეკემბერი 2019, 09:26

მსოფლიო

აშშ ევროპაში 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სწავლებას გამართავს

წვრთნის ცენტრი, რომლის ფარგლებში ევროპაში 20 000 ამერიკელი სამხედრო ჩავა, გერმანია გახდება. გეგმის თანახმად, ამერიკელი სამხედროები ატლანტის ოკეანის გავლით ბელგიასა და ნიდერლანდებში ჩავლენ, შედეგ კი მათი დისლოცირება პოლონეთსა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გასწვრივ მოხდება.

11 დეკემბერი 2019, 08:59

ეკონომიკა

გახარია: მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, ყველა შესაბამისი კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, გათვალისწინებულია წინა წლების გამოწვევები და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვითარების უზრუნველყოფა.

აშშ სროლა

11 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

აშშ-ში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-ჯერსის შტატში სროლას 6 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ჯერსი-სიტიში მოხდა. დაჭრილია ასევე 2 სამართალდამცველი. სროლა ჯერ სასაფლაოზე დაიწყო, შემდეგ კი ეჭვმიტანილები ახლოს მდებარე სუპერმარკეტში გამაგრდნენ.

ტრამპი

11 დეკემბერი 2019, 08:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სერგეი ლავროვს შეხვდა

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მათ ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა კონტროლი ბირთვულ იარაღზე, არჩევნებში ჩარევა, ვაჭრობა, აგრეთვე ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხები. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დიალოგი მალე გაგრძელდება“- წერს ტრამპი.