imedi /  05 სექტემბერი 2019, 14:11 / სანდო წყარო

ირანმა დაკავებული ბრიტანული ტანკერის 7 მეზღვაური გაათავისუფლა

Stena Impero ტანკერი დაკავებული ტანკერი

შვედური კომპანია Stena Bulk-ის ხელმძღვანელი, რომელსაც ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Stena Impero ეკუთვნის, ირანის მიერ 7 მეზღვაურის გათავისუფლების ფაქტს ადასტურებს. შესაბამისი განცხადება კომპანიის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

„ვადასტურებთ, რომ Stena Impero-ს ეკიპაჟის 7 წევრი გათავისუფლებულია და ახლა უსაფრთხო ადგილისკენ მგზავრობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანმა მეზღვაურების გათავისფულების შესახებ 4 სექტემბერს განაცხადა. გათავისუფლებულებს შორის 5 ინდოელი, ლატვიელი და რუსი მეზღვაურია. ტანკერის ბორტზე ეკიპაჟის კიდევ 16 წევრი რჩება.

ირანმა Stena Impero 19 ივლისს, ჰორმუზის სრუტეში დააკავა. ამის მიზეზად კი საერთაშორისო წესების დარღვევა დაასახელა. ორი კვირით ადრე ბრიტანული ძალების დახმარებით გიბრალტარში ევროკავშირის სირიისთვის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით ირანული ტანკერი Adrian Darya 1 დააკავეს. 15 აგვისტოს გიბრალტარმა ირანული ტანკერი გაათავისუფლა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2020, 10:31

მსოფლიო

Axios: ტრამპი ორსულ ქალებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავს

თეთრი სახლი აშშ-ში სამშობიაროდ ჩასვლის მსურველებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით გამოცემა Axios-ი ავრცელებს. აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა აქვთ გარანტირებული.

ელიმინაციის პროგრამა

20 იანვარი 2020, 10:26

საქართველო

ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის თქმით წამლების ვადის გასვლას C ჰეპატიტის პროგრამაზე გავლენა არ ჰქონია

კომპანია აცხადებს, რომ მედიკამენტების ვადიანობის გასვლის შემთხვევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში ხდება ხოლმე, რადგან საჭიროზე მეტი მედიკამენტის მიწოდება მიმდინარეობს. ისინი საქმის კურსში არიან, რომ მედიკამენტების ნაწილს, ვადა გაუვიდა.

20 იანვარი 2020, 10:06

მსოფლიო

ჩინეთში უცნობი ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

გასული შაბათ-კვირის განმავლობაში, ჩინეთის ხელისუფლებამ უცნობი ვირუსით დაინფიცირების 139 ახალი შემთხვევა გამოავლინა. უხანის გარდა, დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა პეკინსა და შენჯენში. ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს ორ ადამიანს ტაილანდში და ერთ ადამიანს იაპონიაში.

სალომე ზურაბიშვილი

20 იანვარი 2020, 09:50

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი 21 იანვარს ისრაელში მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება.

ტრიბუნა ჩამონგრევა

20 იანვარი 2020, 09:31

სპორტი

ინდოეთში საქველმოქმედო მატჩზე ტრიბუნა ჩამოინგრა

ინდოეთში, კერალას შტატის ქალაქ პალგჰადში საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩზე ტრიბუნა ჩამოინგრა. ამის შესახებ გამოცემა India Today იტყობინება. ინციდენტის შედეგად 50-მდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. მატჩი ცნობილი ფეხბურთელის, რადაკრიშნა დანარაჯანის ოჯახის დასახმარებლად გაიმართა.

Mitsubishi Electric

20 იანვარი 2020, 09:17

ტექნოლოგიები

Mitsubishi Electric-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

იაპონურ კორპორაცია Mitsubishi Electric-ზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ გამოცემა Nikkei Asian Review იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებს შესაძლოა საიდუმლო ინფორმაცია მოეპარათ, რომელიც ბიზნესპარტნიორებთან და სახელმწიფო უწყებებთან კომპანიის კავშირს ეხებოდა. კომპანიის ხელმძღვანელობა თავდასხმაში ჩინელ ჰაკერებს ადანაშაულებს.

დევიდ ოლნი

20 იანვარი 2020, 08:48

კულტურა

ამერიკელი მომღერალი სცენაზე გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი დევიდ ოლნი სცენაზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Variety ავრცელებს. ფლორიდაში, საავტორო სიმღერის ფესტივალზე გამოსვლის დროს 71 წლის მომღერალი შეუძლოდ გახდა და სკამზე ჩამოჯდა. მაყურებლებმა და სცენაზე მყოფმა სხვა მუსიკოსებმა იფიქრეს, რომ ოლნიმ დასვენება გადაწყვიტა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 იანვარი 2020, 08:37

მსოფლიო

ზელენსკი: აშშ-ის შიდა საქმეებში მონაწილეობა არ მსურს

„როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო, რათა ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიული პარტნიორთან, აშშ-თან კარგი, სანდო და ძლიერი ურთიერთობა გვქონოდა. კანონი არ დამირღვევია. რა თქმა უნდა, არ მინდა უკრაინა ან უკრაინის მოქალაქეები ამერიკის შიდა პოლიტიკურ საქმეებში რაიმე ფორმით იყვნენ ჩართულნი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრინცი ჰარი

20 იანვარი 2020, 08:20

ტაბლოიდი

პრინცმა ჰარიმ სამეფო ოჯახის წევრების სტატუსის დატოვების მიზეზები განმარტა

„დიდი ბრიტანეთი ჩემი სახლია, რომელიც ძალიან მიყვარს და ეს არასოდეს შეიცვლება. ბებიის, ჩემი მთავარსარდლის მიმართ ყოველთვის უღრმეს პატივისცემას ვგრძნობდი. იმედი გვქონდა, რომ დედოფლისთვის და გაერთიანებული სამეფოსთვის მსახურების გაგრძელებას შევძლებდით, მაგრამ საჯარო დაფინანსების გარეშე. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ჰარიმ.

ფოსფორი

20 იანვარი 2020, 00:45

ტექნოლოგიები

სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტი შესაძლოა კოსმოსში წარმოიშვა

სპეციალისტებმა ვარსკვლავების ფორმირების რეგიონი AFGL 5142 რადიოტელესკოპ ALMA-ს დახმარებით შეისწავლეს. რადიოემისიის სპექტრის ანალიზით შესაძლებელი გახდა დაედგინათ თუ რომელი მოლეკულები არიან რეგიონში. აღმოჩნდა, რომ ახალი ვარსკვლავების ირგვლივ სივრცეში ფოსფორის მონოქსიდის მოლეკულები არსებობენ.

Bon Jovi

20 იანვარი 2020, 00:32

კულტურა

ჯგუფმა Bon Jovi-მ და ბრაიან ადამსმა ერთობლივი ტურნე დააანონსეს

უკვე ცნობილი ჯგუფის მეთხუთმეტე ალბომის და ტურნეს სახელწოდება „Bon Jovi 2020“. პირველ კონცერტს ჯგუფი 10 ივნისს გამართავს, ბოლოს კი 29 ივლისს, ნიუ-იორკში. სულ ტურნეს ფარგლებში 18 შოუ გაიმართება, 16 მათგანში კი ბრაიან ადამსი მიიღებს მონაწილეობას.

ბეირუთი აქცია

20 იანვარი 2020, 00:10

მსოფლიო

ბეირუთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება

პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ კი სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. „წითელი ჯვრის“ მონაცემებით, ორგანიზაციის თანამშრომელმა დახმარება 52 დაშავებულს გაუწიეს, 38 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იზაბელ დუშ სანტუში

19 იანვარი 2020, 23:51

მსოფლიო

გამოქვეყნდა დოკუმენტები თუ როგორ დააგროვა ქონება ანგოლელმა მილიარდერმა

როგორც ირკვევა, იზაბელ დუშ სანტუშმა მიწებზე, ნავთობზე, ბრილიანტებსა და ტელეკომუნიკაციებზე მომგებიანი გარიგებები მამამისის პრეზიდენტობის დროს ჩაიგდო ხელში. ჟოზე ედუარდო დუშ სანტუში ანგოლას 38 წლის განმავლობაში მართავდა. თავად იზაბელ დუშ სანტუში ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს და სიცრუეს უწოდებს.

ბერლინი ლიბიის სამიტი

19 იანვარი 2020, 23:23

მსოფლიო

ლიბიის საკითხზე სამიტის მონაწილეებმა შემაჯამებელი დეკლარაცია მიიღეს

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი 16 სახელმწიფოს და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, პირველ რიგში ლიბიაში შეიარაღების შეტანაზე ემბარგოს უჭერს მხარს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ შეზღუდვის შესრულების მონიტორინგს ითვალისწინებს.

ნავთობი

19 იანვარი 2020, 23:14

მსოფლიო

ამერიკელმა სამხედროებმა რუსები ნავთობის მომპოვებელ სადავო ტერიტორიაზე არ შეუშვეს

წყაროების ინფორმაციით, რუსული სამხედრო პატრული 18 იანვარს ქურთი მეომრების (YPG) მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გააჩერეს. რუსი სამხედროები რუმეილანის მდელოებისკენ მიემართებოდნენ, რომელზეც პრეტენზიას აშშ, ქურთები და სირია აცხადებს. რუმეილანის ტერიტორიაზე ამერიკული ბაზაა განლაგებული.

ბორის ჯონსონი ვლადიმერ პუტინი

19 იანვარი 2020, 22:37

მსოფლიო

ჯონსონი პუტინს: ნორმალური ურთიერთობები არ იქნება, სანამ დესტაბილიზაცია არ შეწყდება

BBC-ის რუსული გამოცემის ცნობით, დაუნინგ სტრიტის ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ მოლაპარაკებების დროს ბრიტანეთის პრემიერმა "გასაგებად თქვა, რომ სოლსბერში მომხდართან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია არ შეცვლილა". ჯონსონი და პუტინი ერთმანეთს ბერლინში შეხვდნენ.

მწვანე ჩაი

19 იანვარი 2020, 22:18

ტექნოლოგიები

მწვანე ჩაის მოყვარულები უფრო დიდხანს ცხოვრობენ

ამის შესახებ National Geographic-ი ჩინელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს. კვლევა უკვე 22 წელია გრძელდება. მასში 100 902 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც გულისა და სისხლძარღვების დაავადებები არ აღენიშნებოდათ. მონაწილეები ორ ჯგუფად დაყვეს: პირველი ჯგუფის წევრები კვირაში სამჯერ ან უფრო ხშირად სვამდნენ მწვანე ჩაის.

ალან დერშოვიცი

19 იანვარი 2020, 21:46

მსოფლიო

ტრამპს იმპიჩმენტის პროცესზე ჰარვი ვაინშტეინისა და ეპშტეინის ადვოკატიც დაიცავს

ტრამპის ადვოკატები არიან ბილ კლინტონის იმპიჩმენტის საქმეში მონაწილე ყოფილი სპეცპროკურორები კენ სტარი და რობერტ რეი, ასევე ცნობილი ადვოკატი ალან დერშოვიცი, რომელიც ჰარვი ვაინშტეინს, ჯეფრი ეპშტეინს და ო. ჯეი სიმპსონის ინტერესებს იცავდა. დაცვის მხარეს სათავეში უდგას თეთრი სახლის იურისტი პეტ სიპოლონე.

ციხე კედელი

19 იანვარი 2020, 21:25

მსოფლიო

პარაგვაიში ციხიდან 75 პატიმარი გაიქცა

პარაგვაის იუსტიციის მინისტრის სესილია პერეზის განცხადებით, ციხის ხელმძღვანელობას სამსახურიდან გათავისუფლება და დაპატიმრება ელით. მისი თქმით, მთავრობას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაქცევა დაგეგმილი იყო, ოფიციალურმა პირებმა კი ქრთამის სახით $80 000 დოლარი მიიღეს.

ევროკავშირი თურქეთი დროშები

19 იანვარი 2020, 21:04

ეკონომიკა

ევროკავშირი თურქეთს ფინანსურ დახმარებას არ შეუმცირებს

შესაბამისი განმარტება ევროკავშირის პრესსპიკერმა საგარეო საქმეთა და თავდაცვის საკითხებში პიტერ სტანომ გააკეთა. მისი თქმით, ორგანიზაციამ თურქეთისთვის ახალი შეზღუდვების დაწესებას არ გეგმავს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელმა თურქეთს დახმარება 75%-ით შეუმცირა.