imedi /  19 ივლისი 2019, 22:29 / სანდო წყარო

ირანმა ბრიტანული ტანკერი დააკავა

ირანმა თავის ტერიტორიულ წლებში ბრიტანული ტანკერი დააკავა. ამის შესახებ Guardian-ი წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, ტანკერი საუდის არაბეთის მიმართულებით მიცურავდა, თუმცა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა და ირანის კუნძულისკენ გააგრძელა გზა.

თავად ირანული მედიის ცნობით, დაკავების მიზეზი საერთაშორისო ნორმების დარღვევა გახდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

18 ივლისს ირანმა  სპარსეთის ყურეში კიდევ 1 ტანკერი დააკავა11 ივლისს კი სპარსეთის ყურეში ირანულმა ხომალდებმა ბრიტანული ნავთობმზიდის დაკავება სცადეს. მანამდე აშშ-მა ირანი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

ყველა სიახლე

ილია მეორე

15 ნოემბერი 2019, 23:49

საქართველო

პატრიარქი: ვიმედოვნებთ, დავით გარეჯის საკითხი ძმური სიყვარულით, სამართლიანად გადაიჭრება

ბაქოში, 14-15 ნოემბერს მიმდინარე სამშვიდობო ფორუმის მონაწილეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის მისასალმებელი სიტყვა გააცნეს, რომელშიც ილია მეორე დავით გარეჯის საკითხსაც შეეხო.

შოთა მიშველიძე

15 ნოემბერი 2019, 23:31

სპორტი

შოთა მიშველიძემ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს 2 და ვერცხლის 1 მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში მიმდინარე ნაიმ სულეიმანოღლუს საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო დატვირთვა აქვს, შოთა მიშველიძემ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მიშველიძემ ატაცში 120 კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კლაივ ოუენი

15 ნოემბერი 2019, 23:29

კულტურა

„ამერიკულ კრიმინალურ ისტორიაში“ ბილ კლინტონის როლს კლაივ ოუენი შეასრულებს

სერიალის მესამე სეზონის მთავარი თემა აშშ-ის 42-ე პრეზიდენტის და თეთრი სახლის თანამშრომლის მონიკა ლევინსკის ურთიერთობა იქნება. ლევინსკის როლს მსახიობი ბინი ფელდშაინი შეასრულებს. სერიალი ეკრანებზე 2020 წლის სექტემბერში გამოვა.

თეთრი სახლი

15 ნოემბერი 2019, 23:07

მსოფლიო

თეთრმა სახლმა ტრამპი-ზელენსკის პირველი სატელეფონო საუბრის ტექსტი გამოაქვეყნა

თეთრმა სახლმა დონალდ ტრამპისა და უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი სატელეფონო საუბრის ტექსტი გამოაქვეყნა. ეს საუბარი 21 აპრილს, იმ სატელეფონო საუბრამდე 3 თვით ადრე შედგა, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მიზეზი გახდა.

დროშები რუსეთი უკრაინა საფრანგეთი გერმანია

15 ნოემბერი 2019, 22:52

მსოფლიო

„ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტი 9 დეკემბერს გაიმართება

შეხვედრის თარიღი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაზუსტდა. „ნორმანდიული ოთხეული“ უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის ლიდერებს აერთიანებს.

Curiosity

15 ნოემბერი 2019, 22:26

ტექნოლოგიები

NASA მარსზე ჟანგბადის დონის ცვალებადობის საიდუმლოს არკვევს

ანომალია NASA-ს სპეციალისტებმა მარსმავალ Curiosity-ს მიერ ჩატარებული ცდების შედეგებზე დაკვირვებისას აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში წითელი პლანეტის ჰაერში ჟანგბადის შემცველობა 30%-ით იზრდება. ასეთი შედეგი 6 წლის მანძილზე ფიქსირდება.

ხათუნა გოგორიშვილი

15 ნოემბერი 2019, 22:21

საქართველო

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს აღარ დაესწრება

„ევროპული საქართველო“ პარლამენტის პლენარულ სხდომებს პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებს. ხათუნა გოგორიშვილის თქმით, პარტიის წარმომადგენლები პლენალურ სხდომაზე არ დაესწრებიან კანონპროექტების, მათ შორის არც 2020 წლის ბიუჯეტის განხილვას.

სალომე ზურაბიშვილი

15 ნოემბერი 2019, 22:06

საქართველო

პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი, და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა.

ვაჟა გაფრიდაშვილი

15 ნოემბერი 2019, 21:54

საქართველო

აქციის წევრებმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად პირბადეები გაიკეთეს

პარლამენტთან აქციაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს და თეთრი ნიღბები გაიკეთეს. ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

როჯერტ სტოუნი

15 ნოემბერი 2019, 21:43

მსოფლიო

სასამართლომ ტრამპის მრჩეველი როჯერ სტოუნი დამნაშავედ ცნო

სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საქმეზე ჩვენების მიცემისას სტოუნმა კანონმდებლებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. მათ შორის ვებგვერდ WikiLeaks-თან ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის საკითხზე ურთიერთობის შესახებ.

ბექა კვიციანი

15 ნოემბერი 2019, 21:26

ძალოვნები

მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბექა კვიციანს ბრალი წარუდგინეს

მისი ადვოკატი ბრალდებულის ფსიქიკურ არამდგრადობაზე საუბრობს. მან პროკურატურაში სამედიცინო ექსპერტიზის შუამდგომლობის საკითხი უკვე დააყენა. ასევე ცნობილი გახდა, რომ კვიციანს წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცველებზე თავდასხმის გამო ბრალი ერთი მუხლით დაუმძიმდა.

ოპოზიცია

15 ნოემბერი 2019, 21:15

საქართველო

ოპოზიცია არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რამდენიმესაათიანი შეხვედრა დასრულდა, რომელსაც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვენ.

ჩილე საპროტესტო აქცია

15 ნოემბერი 2019, 20:50

მსოფლიო

ჩილეს მთავრობა და ოპოზიცია რეფერენდუმის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს „შეთანხმებას მშვიდობისა და ახალი კონსტიტუციისთვის“. დოკუმენტის მიხედვით, რეფერენდუმი აპრილში ჩატარდება. საპროტესტო აქციები ქვეყანაში თითქმის 1 თვეა იმართება.

გიორგი გახარია

15 ნოემბერი 2019, 20:26

საქართველო

გახარია: ქვეყანას პროპორციული სისტემა 2024 წლიდან ექნება

„ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხოლოდ 2020 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს.

ცეზარ ტოხოსაშვილი

15 ნოემბერი 2019, 20:17

მსოფლიო

უკრაინაში ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი დააკავეს

უკრაინაში, კიევთან ახლოს საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი დააკავეს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოში“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ეს ინფორმაცია imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

15 ნოემბერი 2019, 20:10

ტექნოლოგიები

Apple ვეიპინგთან დაკავშირებულ აპლიკაციებს App Store-დან წაშლის

Apple ვეიპინგთან დაკავშირებულ 181 აპლიკაციას App Store-დან წაშლის. Axios-ის ცნობით, კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ელექტრო სიგარეტით გამოწვეული ფილტვების დაავადებით 42 ადამიანის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

15 ნოემბერი 2019, 19:53

საქართველო

ზურაბიშვილი: ჩემი მთავარი საზრუნავია სტაბილურობის შენარჩუნება

რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

ანდრიუს კუბილიუსი

15 ნოემბერი 2019, 19:48

საქართველო

ბრიუსელში საქართველოს საარჩევნო რეფორმის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ

„იმედგაცრუებაა, რომ მმართველმა პარტიამ საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვანი რეფორმის გასატარებლად საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა“, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

15 ნოემბერი 2019, 19:47

საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ევროპარლამენტარებს წერილით მიმართავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 750 ევროპარლამენტარს წერილით მიმართავს. ორგანიზაცია ევროპარლამენტარებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებზე აწვდის ინფორმაციას. „მოსალოდნელია, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებმა პოლიტიკურ კრიზისამდეც კი მიგვიყვანოს, რის შედეგადაც უკვე გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის წერილში.

აჭარა

15 ნოემბერი 2019, 19:42

საქართველო

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთანაც განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია განახლდა. მათი თქმით, შეიქმნა სანიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან „ნაციონალური მოძრაობა“, "გირჩი", "ევროპული საქართველო" "სამოქალაქო მოძრაობა" , "შენების მოძრაობა" და რამდენომე არასამთაბრობო ორგანიზაცია.