imedi /  08 სექტემბერი 2019, 08:19 / სანდო წყარო

ტრამპმა „თალიბანთან“ მოლაპარაკებები გააუქმა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რადიკალურ მოძრაობა „თალიბანთან“ მოლაპარაკებები ჩაიშალა. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

„დღეს ავღანეთში ქვეყნის პრეზიდენტს და „თალიბანის“ ლიდერებს უნდა შევხვედროდი. თუმცა მას შემდეგ რაც ყალბი ბერკეტების შესაქმნელად მათ ქაბულში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს, მე შეხვედრები გავაუქმე და მოლაპარაკებების პროცესი გავაუქმე.

როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ საკუთარი პოზიცია გაამყარო? მათ არ იცოდნენ, რომ ყველაფერს აფუჭებდნენ. თუ ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დროს ცეცხლს ვერ წყვეტ და 12 უდანაშაულო ადამიანს კლავ, სავარაუდოდ, არ ხარ უფლებამოსილი შინაარსობრივი შეთანხმების შესახებ სალაპარაკოდ. კიდევ რამდენიმე წელი უნდა იომონ?“, - წერს ტრამპი.

7 სექტემბერს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა თალიბანთან პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიოს.

„თალიბანთან“ აშშ-ის შეთანხმების თანახმად, ვაშინგტონი ავღანეთიდან 5 400 სამხედროს გაყვანას გეგმავდა. ამის შესახებ 2 სექტემბერს შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა ზალმაი ხალილზადმა განაცხადა. შეთანხმება მოლაპარაკებების 9 რაუნდის შედეგი გახდა.

ხალილზადის ინტერვიუს ეთერში გასვლისას ქაბულში აფეთქება მოხდა, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. როგორც BBC წერს, მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ვაშინგტონსა და „თალიბანს“ შორის შეთანხმებით ავღანეთში ყოველდღიური ძალადობა არ შეწყდება.

დღეისათვის ავღანეთში 14 000 ამერიკელი სამხედრო მსახურობს. კონტინგენტის სრულად გაყვანა რამდენიმე პირობაზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე.

ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2022, 11:32

სამართალი

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასრულების დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პროკურატურის ორგანიზებით და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასრულების დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

გივი მიქანაძე

05 დეკემბერი 2022, 11:32

პოლიტიკა

გივი მიქანაძე საარჩევნო ბარიერის დაწევაზე: სანამ რადიკალური ოპოზიცია კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადავა, პროცესი წინ ვერ წაიწევს, თუმცა ჩვენ ამის პოლიტიკური მზაობა გაგვაჩნია

„ჩვენ ვთქვით, რომ სანამ ოპოზიციის შესაბამისი წარმომადგენლები კონსტრუქციულ რეჟიმში არ გადავლენ, ეს პროცესი წინ ვერ წაიწევს, თუმცა პოლიტიკური მზაობა ჩვენ ამის გაგვაჩნია. ამ ეტაპზე არანაირი ნიშანწყალი ამ კონსტრუქციულობის არ იკვეთება, რის გამოც ეს პროცესი ჯერჯერობით გაჩერებულია“, - განაცხადა მიქანაძემ.

05 დეკემბერი 2022, 11:31

რეგიონი

რუსთავში კიდევ ერთი რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავში ახლად რეაბილიტირებულ მერვე ბაგა-ბაღში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მოადგილე კახა გურულთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, #8 ბაღი დაათვალიერა.

გივი მიქანაძე

05 დეკემბერი 2022, 11:29

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენი მიზანია, 12-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული უმეტესი აქტივობები 2022 წლის ბოლომდე შესრულდეს

რამდენიმე მიმართულებით 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილი სრულყოფილად შესრულდა, ხოლო დანარჩენზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. ჩვენი მიზანია, ამ გეგმით გათვალისწინებული უმეტესი აქტივობების შესრულება 2022 წლის ბოლომდე განხორციელდეს, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

05 დეკემბერი 2022, 11:25

საზოგადოება

ComCom-მა „გამარჯობა რუბის“ წიგნები 150-ე სკოლას გადასცა

კომუნიკაციების კომისიამ 25 ქვეყანაში აღიარებული და წარმატებული ფინური საბავშვო წიგნების სერია „გამარჯობა რუბი“ თბილისის 150-ე საჯარო სკოლას უსასყიდლოდ გადასცა. „თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში“ და „მოგზაურობა კომპიუტერში“ - აღნიშნული წიგნებით დაწყებითი კლასის 116 მოსწავლე პროგრამირებას, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და კოდის წერის საწყისებს ისწავლის. ახალი სახელმძღვანელო მოსწავლეებს სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების პედაგოგმა გააცნო, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ სპეციალურად „გამარჯობა რუბის“ წიგნებით სწავლების მეთოდოლოგიით გადაამზადა. მასწავლებელმა III კლასის მოსწავლეებს „გამარჯობა რუბის“ წიგნების გამოყენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და სახელმძღვანელოში გადმოცემული „კლავიატურის გამოყენების“ აქტივობები შეასრულებინა.

05 დეკემბერი 2022, 11:19

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გივი მიქანაძე

05 დეკემბერი 2022, 11:18

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ პოზიტიურად შეაფასეს

საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ პოზიტიურად შეაფასეს, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

05 დეკემბერი 2022, 11:14

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ 12 პუნქტის შესასრულებლად, შემდეგ ჯერი ევროკავშირზე იქნება, პარტნიორებისგან მხარდამჭერ სიტყვებს ვისმენთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტს განაგრძობს. მისივე თქმით, ვიზიტების მიზანია პარტნიორებთან საუბარი ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების გარშემო და იმის ჩვენება, თუ რას აკეთებს საქართველო ამ პუნქტების შესასრულებლად.

გივი მიქანაძე

05 დეკემბერი 2022, 11:12

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: თანაზიარი ვართ, იმ მწუხარების, რომელსაც განიცდიან უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და სრულიად საქართველო

„მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო უკრაინაში ჩვენი თანამემამულეების დაღუპვასთან დაკავშირებით. თითოეული ადამიანის დაღუპვა არის ჩვენთვის უდიდესი ტრაგედია და ამ მძიმე ჟამს ჩვენ თანაზიარი ვართ, იმ მწუხარების, რომელსაც განიცდიან მათი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები და სრულიად საქართველო“, - აღნიშნა მიქანაძემ.

05 დეკემბერი 2022, 11:05

კულტურა

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დასრულდა

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022 დასრულდა. გამოვლინდა ლაურეატები ხალხური მუსიკისა და გალობის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი ხელოვნების მიმართულებით. მომავალი კვირიდან ლაურეატების დაჯილდოება დაიწყება და დასკვნითი კონცერტები გაიმართება. პირველი საღამო თუმანიშვილის თეატრში 6 დეკემბერს 19 საათზეა დაგეგმილი. ანზორ ერქომაიშვილის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე საზოგადოებას ეროვნული ფესტივალის ზეპირსიტყვიერების ლაურეატებს გააცნობს. კონცერტში ასევე მონაწილეობენ: ანსამბლი ,,პანკისი”,ანსამბლი ,,ჩხოროწყუ”, ანსამბლი „ოდილა“,ფოლკლორული ანსამბლი „ერობა“,ხალხური სიმღერის ანსამბლი ,,მუსიკელი”,ფოლკლორული ანსამბლი ,,კოლხა''და ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“, რომლის წევრი, სვანური ს

05 დეკემბერი 2022, 11:03

საზოგადოება

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

მათივე განცხადებით, მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო კონკურენციის კვირეულის თემატიკას მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობას 20 ქვეყნის დელეგაცია იღებდა. მათ შორის, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა და სხვა მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები. თემატური სესიების ფორმატში, მონაწილეებმა ერთმანეთს კონკურენციის და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოსა და ევროპაში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.

05 დეკემბერი 2022, 10:53

მსოფლიო

მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლება ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესის შეცვლაზე მსჯელობს

ირანის ხელისუფლება ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წესის შეცვლაზე მსჯელობს - ამის შესახებ ირანულ ოპოზიციურ მედიაზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება.

სალომე ზურაბიშვილი

05 დეკემბერი 2022, 10:35

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჟეი დუდას პირისპირ შეხვდება. ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებები გაკეთდება.

ანა ბიერდე

05 დეკემბერი 2022, 10:20

მსოფლიო

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: ომის შემდეგად დაზარალებული უკრაინის აღსადგენად, 500-600 მილიარდი ევრო იქნება საჭირო

ომის შემდეგად დაზარალებული უკრაინის აღსადგენად, 500-600 მილიარდი ევრო იქნება საჭირო, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბიერდემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკომისიისა და უკრაინის მთავრობის დაანგარიშებით, ეს ციფრი ივნისისთვის 350 მილიარდ ევროს შეადგენდა, თუმცა ბოლო თვეებში უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ზარალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინის აღსადგენად „მარშალის გეგმის“ მსგავსი გეგმა უნდა შემუშავდეს, რომელშიც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიც იქნება ჩართული

შალვა პაპუაშვილი

05 დეკემბერი 2022, 10:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს, ახლობლებსა და მთლიანად საქართველოს უსამძიმრებს

მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიდერლანდებში ვიზიტისას განაცხადა.

05 დეკემბერი 2022, 10:06

პოლიტიკა

გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის ხუთი დეპუტატი საქართველოს ეწვევა

გერმანიის ბუნდესთაგის კულტურისა და მედიის კომიტეტის ხუთი დეპუტატი 5-დან 9 დეკემბრამდე საქართველოს ეწვევიან. დელეგაციის წევრები არიან დეპუტატები კატრინ ბუდე (სოციალ-დემოკრატიული პარტია), მაქსიმილიან მიორზებურგი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/მწვანეები), თომას ჰაკერი (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) და მარკ იონგენი (ალტერნატივა გერმანიისთვის).

ოლაფ შოლცი

05 დეკემბერი 2022, 09:55

მსოფლიო

ოლაფ შოლცი: ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნებოდა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ომი დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით არ დასრულდება და პუტინის დიდი რუსული მისია ჩაიშლება.

ენტონი ბლინკენი

05 დეკემბერი 2022, 09:36

პოლიტიკა

ენტონი ბლინკენი: რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებით არ არის დაინტერესებული

რუსეთის ხელისუფლება უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებით არ არის დაინტერესებული, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ენტონი ბლინკენის თქმით, კიევთან მოლაპარაკების ნაცვლად, პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას აძლიერებს და უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს, რაც დიალოგის დაწყებას შეუძლებელს ხდის.

05 დეკემბერი 2022, 09:13

საზოგადოება

უამინდობის გამო, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს.

05 დეკემბერი 2022, 08:50

მსოფლიო

რა ხდება უკრაინაში ომის 285-ე დღეს

ომის 285-ე დღე. საოკუპაციო ძალა აღმოსავლეთის ფრონტზე, უკრაინულ მხარეს უტევს. ყველაზე ცხელ წერტილად, კვლავ ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულება რჩება, სადაც უკრაინელი მებრძოლები ოკუპანტთა მასირებულ იერიშებს იგერიებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინულ პოზიციებზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. 10-მდე თავდასხმა განხორციელდა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებითაც. როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ვითარება რთული, თუმცა კონტროლირებადია.