imedi /  08 სექტემბერი 2019, 22:42 / სანდო წყარო

ივან გოლუნოვს ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია გადასცეს

ივან გოლუნოვი

ივან გოლუნოვი

რუსულენოვანი გამოცემა Meduza-ს ჟურნალისტ ივან გოლუნოვს "კამერტოვის" პრემია გადასცეს, რომელიც მოკლული ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას ხსნოვნისთვის დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონია 8 სექტემბერს - ჟურნალისტების სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, მოსკოვში კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა. 

"კამერტონით" აჯიდლოვებენ პროფესიონალიზმისთვის, სიტყვის თავისუფლების პრინციპების დაცვაში გამოჩენილი გამბედაობისთვის, პატიოსნებისთვის, ღირსებისთვის, სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის. 

პრემია 2013 წლიდან გაიცემა. Новая газета-ს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში საკუთარი სახლის სადარბაზოში 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს.

გამოცემა Меduza-ს კორესპონდენტს ივან გოლუნოვს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ფლობასა და გასაღების ფაქტზე წარუდგინეს. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული ბრალდება 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

რუსი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოველი მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეს იძიებდა, პოლიციამ 6 ივნისს მოსკოვში დააკავა8 ივნისს მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ივან გოლუნოვის მიმართ საქმის გამოძიება 2019 წლის 11 ივნისს შეწყდა

36 წლის ივან გოლუნოვი Меduza-ს კორესპონდენტია. გამოძიების ცნობით, დაკავებისას მას ნარკოტიკული საშუალების შეკვრა აღმოუჩინეს, მეორე პაკეტს კი ჟურნალისტის სახლში მიაგნეს. 

დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა Meduza-ს ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს.

ყველა სიახლე

სერენა უილიამსი

17 სექტემბერი 2019, 00:47

სპორტი

რუმინელმა ტელეკომენტატორმა სერენა უილიამსი მაიმუნს შეადარა

რუმინელი ტელეკომენტატორი რადუ ბანჩუ, რომელმაც ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი პირდაპირ ეთერში მაიმუნს შეადარა, 2000 დოლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინეთის დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნული საბჭო (CNCD) ავრცელებს.

ვიქტორია ბექჰემი

17 სექტემბერი 2019, 00:43

ტაბლოიდი

ვიქტორია ბექჰემმა ლონდონის Fashion Week-ზე კოსმეტიკის ხაზი წარადგინა

Ashion-ის დიზაინერმა და Spice Girl-ის ყოფილმა წევრმა ვიქტორია ბექჰემმა London Fashion Week Sunday-ზე საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი წარადგინა. ბრენდი Victoria Beckham Beauty მასTან ერთად სარა კრილმა შექმნა, რომელიც ადრე ბობი ბრაუნთან, ტომ ფორდთან და ესტი ლაუდერთან თანამშრომლობდა.

ატლანტის საერთაშორისო აეროპორტი

17 სექტემბერი 2019, 00:11

მსოფლიო

მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აეროპორტები დასახელდა

საერთო ჯამში მსოფლიოს მასშტაბით, მგზავრთნაკადი 6,4%-ით გაიზარდა და 8,8 მილიარდი ადამიანი შეადგინა. აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს ცნობით, 2008 წელს 16 წელიწადში 40 მილიონზე მეტ მგზავრს 16 აეროპორტი ემსახურებოდა, ახლა კი მათი რიცხვი 54-მდეა გაზრდილი.

Skoda-ს ელექტროველოსიპედი

16 სექტემბერი 2019, 23:29

ტექნოლოგიები

Skoda-მ ელექტროველოსიპედი შექმნა

მსოფლიოში ცნობილმა ავტომწარმოებელმა კომპანია Skoda-მ ახალი კონცეფციით ელექტროველოსიპედი Skoda Klement-ი შექმნა. ელექტროველოსიპედით შესაძლებელია გადაადგილება. ველოსიპედი საათში 45 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობს.

ვლადიმერ პუტინი

16 სექტემბერი 2019, 23:25

მსოფლიო

პუტინმა საუდის არაბეთს S300-ის ან S400-ის შეძენა შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთს დრონებისგან დასაცავად S300-ის ან S400-ის ტიპის რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენა შესთავაზა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ პუტინმა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრაზე განაცხადა.

ასლან ბეჟანიძის დაკავება

16 სექტემბერი 2019, 23:05

საქართველო

პრეზიდენტმა დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ imedinews-ისთვის გახდა ცნობილი. ინფორმაციის გადამოწმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვცადეთ, თუმცა ჩვენს ზარებს უწყებაში ამ ეტაპზე არ პასუხობენ.

16 სექტემბერი 2019, 22:49

ტექნოლოგიები

ჩინეთში პირველი კლონირებული კატა შექმნეს

ჩინეთში, ბიოკომპანიამ პირველი კლონირებული კატა შექმნა. კომპანია Sinogene-მ მანამდე 40 ძაღლის კლონირება მოახდინა. ძაღლის კლონირების პროცედურა $53 000 ღირს, კატის $35 000. კომპანიამ პირველი შეკვეთა კატის კლონირებაზე 23 წლის ხუან იუსგან მიიღო.

ჰეილი ბიბერი

16 სექტემბერი 2019, 22:26

ტაბლოიდი

ჯასტინ ბიბერის მეუღლე Vogue-ისთვის გაშიშვლდა

კანადელი მომღერლის ჯასტინ ბიბერის მეუღლე, სუპერმოდელი ჰეილი ბიბერი ავსტრალიური Vogue-ისთვის გაშიშვლდა. ახალი ნომრის გარეკანის ფოტო ჟურნალის Instagram-ზე გამოქვეყნდა. ფოტოსესიის ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ლახლან ბეილი გახდა. სტივენ ბოლდუინის 22 წლის ქალიშვილი ინტერვიუში ქორწინების შესახებ ყვება.

კოლუმბია, ავიაკატასტროფა

16 სექტემბერი 2019, 21:57

მსოფლიო

კოლუმბიაში ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში, ქალაქ პოპაიანში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 9 ადამიანიდან 7 დაიღუპა. თვითმფრინავი ადგილობრივ ავიაკომპანიას ეკუთვნოდა და აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ქალაქ პოპაიანში 270 000 მოქალაქე ცხოვრობს. ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში

16 სექტემბერი 2019, 21:26

მსოფლიო

Yahoo News: აშშ-ში რუსეთის საელჩოს აგარაკებიდან რუსი ჯაშუშები FBI-ს აგენტებს უთვალთვალებდნენ

2016 წლის დეკემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ ნიუ-იორკსა და მერილენდში მდებარე რუსეთის საელჩოს ორი აგარაკი დახურა და 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-მა ეს ნაბიჯი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო გადადგა.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი

16 სექტემბერი 2019, 20:58

მსოფლიო

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ აუდიომიმართვა გაავრცელა

აუდიოჩანაწერში ალ-ბაღდადი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ფრონტზე „ოპერაციებს ახორციელებს“. ალ-ბაღდადი საუბრობს რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის მალიზე და ლევანტზე (ხმელთაშუა აღმოსავლეთ ზღვისპირეთი), მაგრამ კონკრეტულ თარიღებს არ ასახელებს.

ვეშაპები გამორიყა

16 სექტემბერი 2019, 20:53

მსოფლიო

არგენტინაში ზღვამ ვეშაპები გამორიყა

არგენტინაში, კურორტ მარ-დელ-პლატას სანაპიროს მახლობლად ზღვამ ვეშაპები გამორიყა. ერთი ვეშაპი მოკვდა. ინფორმაციას ტელეარხი TN-ი ავრცელებს. შეტყობინება შემთხვევის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ 9:30 საათზე მიიღო.

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარი

16 სექტემბერი 2019, 20:21

მსოფლიო

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა მოხდა

დღეს ყირგიზეთის და ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა მოხდა. ინფორმაციას რუსელი მედია ყირგიზეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. იარაღი პირველად ტაჯიკეთის მხარემ გამოიყენა. ინციდენტს ერთი მესაზღვრე ემსხვერპლა.

 ნორმან ლირი

16 სექტემბერი 2019, 19:58

კულტურა

Emmy Award-ის უხუცესი ლაურეატი ცნობილია

მწერალი, სცენარისტი და პროდიუსერი ნორმან ლირი ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy-ის უხუცესი ლაურეატია. The Hollywood-ის ცნობით, ის ჟიურიმ Creative Arts-ის კატეგორიაში 97 წლის ასაკში შეარჩია. მან გაუსწრო გადაცემა „ჩვენი პლანეტის“ წამყვანს 93 წლის დევიდ ატენბოროს.

არქეოლოგიური გათხრები

16 სექტემბერი 2019, 19:56

ტექნოლოგიები

საფრანგეთში არქეოლოგებმა ნეანდერტალელების 257 ანაბეჭდი აღმოაჩინეს

საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში, კუნძულ კოტანტენზე არქეოლოგებმა ნეანდერტალელების 200-ზე მეტი ანაბეჭდი აღმოაჩინეს, რომელთა ასაკიც დაახლოებით 80 ათასი წელია. ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული კვლევის შესახებ გამოცემა Parisien-ი წერს.

ლიონელ მესი

16 სექტემბერი 2019, 19:28

სპორტი

ლიონელ მესიმ ტრავმა მოიშუშა

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ მატჩის წინ „ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ ტრამვა მოიშუშა და 20 ფეხბურთელს შორის მოხვდა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩისთვის გერმანიაში გაემგზავრნენ. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური კლუბი ავრცელებს.

შემთხვევის ადგილი

16 სექტემბერი 2019, 19:26

ძალოვნები

ზესტაფონში დედა და ორი შვილი გარდაცვლილი ნახეს

უბედური შემთხვევა მოხდა ზესტაფონში. ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სავარაუდოდ ბუნებრივი აირით გარდაიცვალა. imedinews-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 240​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ანდრეი ბაბიში

16 სექტემბერი 2019, 19:05

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერმინისტრს თაღლითობის ბრალდება მოუხსნეს

ჩეხეთის პრემიერმინისტრ ანდრეი ბაბიშს თაღლითობის ბრალდება მოუხსნეს. Euronews-ის ცნობით, მას ბრალი საბიუჯეტო სახსრების მითვსებაში ედებოდა. ამასთან ბაბიშს და მისი ოჯახის წევრებს ფინანსურ მანიპულაციებში ადანაშაულებდნენ. კერძოდ, ბაბისმა შექმნა ფირმა და საკონფერენციო ცენტრი, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირისგან 10 წლის განმავლობაში სუბსიდიებს იზიდავდა.

16 სექტემბერი 2019, 18:59

მსოფლიო

ბასკების სეპარატისტული მოძრაობის 47-მა წევრმა ბრალი აღიარა

ბასკების სეპარატისტული მოძრაობის (ETA) 47 წევრის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა 25 წუთი გაგრძელდა. The Guardian-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება დადეს. შეთანხმების თანახმად ბრალდებულთა უმეტესობას სასამართლო 2-წლიან პირობით სასჯელს გამოუტანს, ორი წევრი კი 5-თვიან რეალურ სასჯელს მოიხდის.

ყირიმ-კონგოს ვირუსი

16 სექტემბერი 2019, 18:57

საქართველო

ასპინძაში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

საქართველოში, კერძოდ ასპინძაში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით კაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია imednews-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული და დაავადება ცხოველთან კონტაქტის დროს ტკიპის ნაკბენის შედეგად განუვითარდა.