imedi /  16 სექტემბერი 2019, 21:26 / სანდო წყარო

Yahoo News: აშშ-ში რუსეთის საელჩოს აგარაკებიდან რუსი ჯაშუშები FBI-ს აგენტებს უთვალთვალებდნენ

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში

რუსეთის საელჩო ვაშინგტონში

2016 წლის დეკემბერში აშშ-ის ხელისუფლებამ ნიუ-იორკსა და მერილენდში მდებარე რუსეთის საელჩოს ორი აგარაკი დახურა და 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-მა ეს ნაბიჯი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო გადადგა. თუმცა, როგორც საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Yahoo News-ი წერს, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის, რომ ზოგიერთი გაძევებული დიპლომატი საელჩოს აგარაკებიდან გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დაშიფრული შეტყობინებების ხელში ჩაგდებაზე მუშაობდნენ.

გამოცემის წყაროების მტკიცებით, მოპოვებული ინფორმაციის საშუალებით რუსი ჯაშუშები მხილებას გადაურჩნენ. სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დაცული კავშირის გარკვეული ტიპებზე წვდომის მოპოვება შეძლეს. გარდა ამისა, ისინი ადვილად პოულობდნენ მოწყობილობებს, რომლებსაც ამერიკელები ჯაშუშებზე თვალთვალისთვის იყენებდნენ. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის სამთავრობო წრეებში შიშობდნენ, რომ სამთავრობო უწყებებთან მიახლოების შემთხვევაში რუს ჯაშუშებს ინტერნეტთან წვდომის არმქონე კომპიუტერებში შეღწევაც შეუძლიათ.

მათი ცნობით, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, სან-ფრანცისკოში და სხვა ქალაქებში რუსი ჯაშუშები ფლობდნენ FBI-ს საიდუმლო აგენტების გაშიფრულ მიმოწერას და ინფორმაციას მათი ადგილსამყოფელის შესახებ. ამ ოპერაციამ აიძულა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) და FBI, უარი ეთქვათ რუსეთში მყოფი საკუთარი ჯაშუშების გამოყენებაზე.

ყველა სიახლე

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:35

COVID19

ივანე ჩხაიძე: მიმაჩნია, რომ ყველა პაციენტი, რომელიც დღეს სტაციონარშია, სტაციონარულ მართვას არ საჭიროებს

ყველა ის პაციენტი, რომელიც დღეს სტაციონარშია, მათი ასივე პროცენტი სტაციონარულ მართვას არ საჭიროებს, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მან სამედიცინო სექტორში არსებული რესურსების მართვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოვიდ შემთხვევების მართვის რესურსი ქვეყანაში არსებობს.

თამთა მეგრელიშვილი

05 აგვისტო 2021, 17:33

სამართალი

თამთა მეგრელიშვილი: საზოგადოება სამწუხაროდ შევეჩვიეთ აზრს, რომ დამნაშავეც უნდა მოკვდეს... დავფიქრდეთ

„ლუკა სირაძის საქმეზე კანონის მოთხოვნათა დაცვით მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა რასაც ის გუშინდელ დღემდე იხდიდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით კანონით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი ვადამდე გათავისუფლების შესახებ“ - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი მარიანა ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლებას.

05 აგვისტო 2021, 17:31

რეგიონი

რიკოთის უღელტეხილზე დროებით მოძრაობა შეიზღუდება

6 აგვისტოს ღამის საათებში, 02:00სთ-დან 05:00სთ-მდე, რიკოთზე მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვის მიზეზი გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის " ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის" საქართველოს ფილიალის მიერ, შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების გატარებაა.

ივანე ჩხაიძე

05 აგვისტო 2021, 17:29

COVID19

ივანე ჩხაიძე: არის პერსპექტივა, რომ წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60% ვაქცინირებული იყოს

საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ დღის განმავლობაში აცრას 20 000 ადამიანი. ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რაც საკმარისია 60%-ის მისაღწევად. თუ ჩვენ ამას გადავიანგარიშებთ თვის ჭრილში, ეს არის 600 000 ვაქცინირებული ადამიანი, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ზაალ ანჯაფარიძე

05 აგვისტო 2021, 17:21

სამართალი

ზაალ ანჯაფარიძე: სიტყვას არ ძრავენ მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, მათთვის ადამიანის უბედურება სპეკულაციის ინსტრუმენტია, რაც არაერთგზის დაამტკიცეს

„ისინი, ჩოლოიანის ვადამდე გათავისუფლების გამო რომ წიკვინებენ, სიტყვას არ სძრავენ მისი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე. მათთვის ადამიანის უბედურება ხომ სპეკულაციის ინსტრუმენტია, რაც არაერთგზის დაამტკიცეს“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის გვერდზე.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 17:10

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: ჩვენი მიზანია, 2025 წელს საინვესტიციო რეიტინგის მიღება

„ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, ვგეგმავთ საკრედიტო რეიტინგებში წინსვლის აღდგენას. საინვესტიციო რეიტინგი ეს არის გაზრდილი ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ჯო ბაიდენი

05 აგვისტო 2021, 17:03

პოლიტიკა

ჯო ბაიდენი ნიკოლ ფაშინიანს: ვიმედოვნებთ, რომ სომეხი სამხედროების გათავისუფლების საკითხში საქართველოს მხარდაჭერით მიღწეული პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საფუძვლად იქცევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

05 აგვისტო 2021, 17:03

კულტურა

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა“ გამარჯვებულები გამოავლინა. კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 253 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს 16-მა განმცხადებელმა მიმართა.

ემინე ჯორბენაძე

05 აგვისტო 2021, 16:56

COVID19

აჭარაში 102 წლის ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, აცრის პროცესმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა და ემინე ჯორბენაძე თავს კარგად გრძნობს.

05 აგვისტო 2021, 16:47

სამართალი

შს სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე ნასამართლევი პირი დაინიშნა

გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუესა და ყალბ ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე დაინიშნა ნასამართლევი პირი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

05 აგვისტო 2021, 16:46

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მშვიდობის საერთაშორისო კომიტეტი შეიქმნა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) ფარგლებში მშვიდობის კომიტეტი ჩამოყალიბდა.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 16:44

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: გაუქმდება არაეფექტური შეღავათები და გამოთავისუფლებული რესურსი, მიიმართება უფრო მაღალი ეფექტების მქონე პროგრამების დაფინანსებაზე

10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საგადასახადო შეღავათების ეფექტურობაზე და აღნიშნა, რომ დაწყებულია საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათის თითოეული კატეგორიის მიხედვით, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება თითოეული შეღავათის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება.

05 აგვისტო 2021, 16:39

საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედში“ მესაკუთრე შეიცვალა

ტელეკომპანია „იმედში“ მესაკუთრის ცვლილებაა. როგორც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ოჯახმა „იმედის“ საკუთრების უფლება გადასცა „ჰანიველ პარტნერზის“ კონტროლირებად კომპანიას.

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 16:38

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი: მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაუმჯობესდება საჯარო ფინანსების მართვის საერთაშორისო ინდიკატორები

„საგადასახადო ორგანოების ეფექტურობა 4 წელიწადში ერთხელ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ფასდება , საგადასახადო ადმინისტრირების დიაგნოსტიკის ინსტრუმენტის - ე.წ. TADAT-ის მიხედვით. ინდიკატორების 53 პროცენტში ქვეყანას აქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება. ამ ეტაპზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მიმდინარეობს მომდევნო 4 წლიანი სტრატეგიის შემუშავება, რომლის მიხედვითაც განახლდება ჩვენი რეფორმების სია. რეფორმების განხორციელების შედეგად, სამიზნე მაჩვენებლად დასახული გვაქვს TADAT-ის მიხედვით კარგი ან უმაღლესი შეფასება გვქონდეს: 2024 წელს - ინდიკატორების 70 პროცენტში, 2028 წელს - ინდიკატორების 90 პროცენტში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

05 აგვისტო 2021, 16:36

კულტურა

კულტურის სამინისტრომ კონკურსის „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” გამარჯვებულები გამოავლინა

კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენდა 700 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს მომართა სულ 27 განმცხადებელმა. ბიუჯეტის ყველაზე დიდი თანხა ინსტრუმენტების განახლების მიზნით მიეკუთვნა სახელმწიფო კონსერვატორიას (300 000 ლარი).

05 აგვისტო 2021, 16:35

COVID19

კატალონიაში ექსპერიმენტის ფარგლებში გამართული სამი ფესტივალის 50 000 მონაწილიდან კორონავირუსი თითქმის 2 300-ს დაუდასტურდა

კატალონიაში კორონავირუსის გავრცელების რისკის შესწავლის მიზნით გამართული სამი ფესტივალის შემდეგ 50 000 მონაწილიდან კორონავირუსი თითქმის 2 300-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ გამოცემა BFMTV წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

05 აგვისტო 2021, 16:30

მსოფლიო

ზელენსკი: თუ დღეს დროებით ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე ცხოვრობ და მიიჩნევ, რომ შენი გზა რუსეთისკენაა და რუსი ხარ, მაშინ უნდა წახვიდე და შენი ადგილი რუსეთში ეძებო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონბასი არასდროს იქნება რუსეთის ტერიტორია, ხოლო ვისაც რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ხილვა სურს, რუსეთში უნდა ეძებოს საკუთარი ადგილი.

05 აგვისტო 2021, 16:27

ეკონომიკა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 650 000-ლარიანი გრანტი სტარტაპმა Phubber-მა მიიღო

მათი ინფორმაციით, Phubber-ი სოციალური შოპინგის პლატფორმაა, რომელიც სოციალური ქსელისა და ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიის მიქსია. აპლიკაციის მოსარგებლე ყველა პირი არის მყიდველიც და გამყიდველიც, მათ აქვთ თავისი პერსონალური მაღაზიები, სადაც შეუძლიათ ნივთების ატვირთვა, აქვთ რეიტინგის სისტემა, შეფასებები და ჰყავთ Follower-ები. აპლიკაცია ლაივ რეჟიმში მუშაობს უკვე 19 თვეა, ჰყავს 120 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი, გაყიდულია 40,000-ზე მეტი ნივთი ჯამური ღირებულებით 5 100 000 ლარი.

05 აგვისტო 2021, 16:26

საზოგადოება

მსჯავრდებულებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება

მსჯავრდებულების კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიზნით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულება მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს. ეს სიახლე მსჯავრდებულებს ასევე შესაძლებლობას მისცემს კარიერა სწორად დაგეგმონ და მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ

ლაშა ხუციშვილი

05 აგვისტო 2021, 16:24

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი: გაგრძელდება საჯარო ფინანსების მართვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები

მისი თქმით, საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებზეა დაფუძნებული და მართვის მაღალი ხარისხი, დასტურდება ყველა საერთაშორისოდ აღიარებული შეფასებითა და რეიტინგით.