imedi /  05 ოქტომბერი 2019, 21:20 / სანდო წყარო

ედინბურგში დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა მარშში გაიმართა

მარში ედინბურგში

მარში ედინბურგში

შოტლანდიის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად ედინბურგის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ მარშის მონაწილეთა ზუსტი რაოდენობა ვერ დაადგინა, თუმცა აქციის ორგანიზატორების თქმით, შოტლანდიის დედაქალაქი ქუჩებში 200 000 ადამიანი გამოვიდა.

შოტლანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა ნიკოლა სტერჯონმა მარშის მონაწილეებს სოლიდარობა Twitter-ის გვერდზე გამოუცხადა. „არაჩვეულებრივ დღეს გისურვებთ. ეჭვი არ შეგეპაროთ - დამოუკიდებლობა მოდის“, - დაწერა მან.

შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 2014 წლის სექტემბერში გაიმართა. მაშინ რეფერენდუმის მონაწილეთა 55%-მა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას დაუჭირა მხარი. თუმცა Brexit-ის მოვლენების შემდეგ ქვეყანაში კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს, რადგან შოტლანდიის მოსახლეობის უმეტესობამ ხმა ევროკავშირში დარჩენას მისცა. შესაბამის რეფერენდუმის კანონპროექტი მთავრობამ 2019 წლის მაისში წარადგინა

ყველა სიახლე

ნინო ლაცაბიძე

05 დეკემბერი 2023, 13:21

რეგიონი

რუსთავის მედიათეკაში, ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი ,,ნარინჯისფერი კამპანიის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

,,გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება არის სწორედ ამ 16 დღიანი კამპანიის მთავარი აქცენტი. ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებს შევხვდით, ვესაუბრეთ გენდერული ძალადობის ნიშნით შინაარსზე და განსაკუთრებული აქცენტით - კიბერძალადობაზე. დღევანდელ სამყაროში, როდესაც ძირითადად ყველა საქმიანობის სფერო ონლაინ რეჟიმზეა გადასული და განსაკუთრებით აქტიურად არიან ბავშვები ონლაინ სივრცეში, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ინფორმაციის მიწოდება იმაზე თუ ძალადობის რა ფორმები არსებობს“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნანა გაბელია

05 დეკემბერი 2023, 13:10

საზოგადოება

ნანა გაბელია: სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტია აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათ განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აფხაზეთის სკოლის მოსწავლეებს ხმის ჩამწერი სტუდიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი აპარატურა გადაეცათ.

გია აბაშიძე

05 დეკემბერი 2023, 13:06

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ამერიკული გამოცემა Axios გლობალური ინტრიგებისგან დატანჯული უკრაინელი ხალხისთვის საკმაოდ მძიმე მიმოხილვას აქვეყნებს- „უკრაინის ომის მცდელობა ჩიხების ქარიშხალს წააწყდა, რაც ქვეყნის მომავალს კრიზისს უქმნის“

ანალიტიკოსი გვთავაზობს სტატიიდან ამონარიდს, სადაც აღნიშნულია, რომ „ამერიკის მკაცრ სასაზღვრო პაკეტზე სენატის ორპარტიული მოლაპარაკებები, რომელიც დაწყვილებულია უკრაინის დაფინანსებასთან, მიაღწია წყვეტილ წერტილს. ამჟამად დაგეგმილი არ არის შემდგომი შეხვედრები“.

05 დეკემბერი 2023, 12:58

LIVE ისრაელი

WSJ: „ცაჰალი“ ღაზის სექტორში მდებარე გვირაბების დასატბორად ემზადება

ისრაელელი სამხედროები ღაზის სექტორში მდებარე გვირაბების დატბორვის შესაძლებლობას განიხილავს, რომელსაც რადიკალური მოძრაობა „ჰამასი“ იყენებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

05 დეკემბერი 2023, 12:35

საზოგადოება

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამ ეტაპზე დაგეგმილია საახალწლო ილუმინაციების დასამონტაჟებლად საჭირო ბაგირების მოწყობაც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ჯუანშერ ბურჭულაძე
 ბერგლიოტ ჰოვლანდი

05 დეკემბერი 2023, 12:17

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა

„მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ელჩს ნორვეგიის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივ, ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და ტრანსფორმაციის პროცესს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), როგორც ყველაზე ეფექტიანი პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელობა“.

05 დეკემბერი 2023, 12:08

რეგიონი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნოემბერში უკანონო ტყით სარგებლობის 393 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ლი ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყით სარგებლობის 393 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 324 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 69 კი სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ხუანიტა კასტრო

05 დეკემბერი 2023, 12:05

მსოფლიო

ფიდელ და რაულ კასტროების და გარდაიცვალა, რომელიც კუბაზე რეჟიმის შეცვლის მცდელობის მიზნით, ამერიკულ დაზვერვასთან თანამშრომლობდა

„განსაკუთრებული ქალი და დაუღალავი მებრძოლი კუბისთვის, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა“, - დაწერა მისი ბიოგრაფიის თანაავტორმა, მარია ანტონიეტა კოლინზმა Instagram-ზე.

05 დეკემბერი 2023, 11:51

საზოგადოება

ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსისთვის ბათუმში 70-ზე მეტი სტუდენტი გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა. შეხვედრაზე მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს და BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს გაეცნენ.

05 დეკემბერი 2023, 11:28

მსოფლიო

ინდოეთის ქალაქ ჩანიში ციკლონს მსხვერპლი მოჰყვა

ინდოეთის ქალაქ ჩანიში ციკლონს მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიამ 4 ადამიანი იმსხვერპლა. გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები და აეროპორტის საფრენი ბილიკებიც დატბორა. კიდევ ორ შტატში კი, ციკლონის გამო, ელექტრომომარაგება შეწყდა. საგანგებო სამსახურები მოსახლეობას მდინარის ადიდების რისკის შესახებ ატყობინებენ და ევაკუაციისათვის მზადყოფნას ურჩევენ.

05 დეკემბერი 2023, 11:25

მსოფლიო

ოქსფორდის ლექსიკონმა 2023 წლის სიტყვა დაასახელა

Rizz ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს სტილი, ქარიზმა და მიმზიდველობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს მოხიბლოს სექსუალური პარტნიორი. უფრო კონკრეტულად კი, Rizz სიტყვა ქარიზმის შემოკლებული ვერსიაა.

05 დეკემბერი 2023, 11:22

კულტურა

ხელოვნების სასახლეში სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, პერსონალური გამოფენა გაიხსნა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში საზეიმოდ გაიხსნა სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, პერსონალური გამოფენა და გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული მხატვრის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

05 დეკემბერი 2023, 11:19

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი 8 დეკემბერს დასრულდება.

05 დეკემბერი 2023, 11:09

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე: საქართველო მსოფლიო კონკურენციის დღეს მესამე წელია საერთაშორისო კონფერენციის ფორმატით უერთდება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე სხვადასხვა აქტივობით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომელსაც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში, უკვე მესამე წელია უერთდება.

05 დეკემბერი 2023, 11:02

საზოგადოება

ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 200 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობია გამოკვლეული

მონაცემების დამუშავებისთვის ლაბორატორია ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (JRC) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ნიადაგის საერთაშორისო თანამშროლობის სამდივნოს (GSP) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიებს იყენებს.

05 დეკემბერი 2023, 11:00

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ნოემბრის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

05 დეკემბერი 2023, 10:54

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ყველა პარტიას, რომელიც პოლიტიკურ ველზე შემოდის, „ნაცმოძრაობა“ „ჭამს“

მოსახლეობას მივანდოთ, რამდენი და რომელი პარტია სურს პარლამენტში, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 10:50

რეგიონი

სოფელ გუდანისა და ხახმატის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

სოფელ გუდანისა და ხახმატის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გზის კმ53-კმ67 (სოფ. კორშა-სოფ. ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

შალვა პაპუაშვილი

05 დეკემბერი 2023, 10:40

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

05 დეკემბერი 2023, 10:37

საზოგადოება

ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეგერონი: ქვევრის ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ

ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2023”, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.