სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა

ფოტო: shutterstock.com
ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 9 კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს, 2017 წლის რეფერენდუმის საქმესთან დაკავშირებით, 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კიდევ სამი ბრალდებული დამოურჩილებლობისთვის ცნეს დამნაშავედ, თუმცა არა პატიმრობა, არამედ ჯარიმა დააკისრეს. თორმეტივე პოლიტიკოსი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს.
ამასთან, ბრალდების მხარე კატალონიის ყოფილი ვიცეპრეზიდენტისთვის 25-წლიან პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ 9 კატალონიელ პოლიტიკოსს ამბოხის ბრალდება მოუხსნა, თუმცა, „არეულობების ორგანიზების“ ბრალდება დაუტოვა.
ესპანეთის ხელისუფლებამ 2017 წლის ნოემბერში კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმი გახდა.
სისხლის სამართლის დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო. კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა და მისმა ოთხმა მომხრემ ბელგიაში გაქცევა მოახერხა. 25 მარტს ის გერმანიაში დააკავეს, მოგვიანებით კი, გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.
ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2023, 11:51
საზოგადოება
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსისთვის ბათუმში 70-ზე მეტი სტუდენტი გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, რომელიც მიზნად ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა. შეხვედრაზე მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს და BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის მეთოდებს გაეცნენ.

05 დეკემბერი 2023, 11:38
მსოფლიო
კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, ბოლივიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი დააკავეს
ამერიკელ დიპლომატს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ვიქტორ მანუელ როჩას, რომელიც 2000-დან 2002 წლამდე ბოლივიაში შეერთებული შტატების ელჩი იყო, სხვა, მრავალ ფედერალურ დანაშაულშიც ედება ბრალი.

05 დეკემბერი 2023, 11:28
მსოფლიო
ინდოეთის ქალაქ ჩანიში ციკლონს მსხვერპლი მოჰყვა
ინდოეთის ქალაქ ჩანიში ციკლონს მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიამ 4 ადამიანი იმსხვერპლა. გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები და აეროპორტის საფრენი ბილიკებიც დატბორა. კიდევ ორ შტატში კი, ციკლონის გამო, ელექტრომომარაგება შეწყდა. საგანგებო სამსახურები მოსახლეობას მდინარის ადიდების რისკის შესახებ ატყობინებენ და ევაკუაციისათვის მზადყოფნას ურჩევენ.

05 დეკემბერი 2023, 11:25
მსოფლიო
ოქსფორდის ლექსიკონმა 2023 წლის სიტყვა დაასახელა
Rizz ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს სტილი, ქარიზმა და მიმზიდველობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს მოხიბლოს სექსუალური პარტნიორი. უფრო კონკრეტულად კი, Rizz სიტყვა ქარიზმის შემოკლებული ვერსიაა.

05 დეკემბერი 2023, 11:22
კულტურა
ხელოვნების სასახლეში სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, პერსონალური გამოფენა გაიხსნა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში საზეიმოდ გაიხსნა სიურრეალისტი მხატვრის, ნინო ლორთქიფანიძის, პერსონალური გამოფენა და გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული მხატვრის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 11:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი 8 დეკემბერს დასრულდება.

05 დეკემბერი 2023, 11:09
საზოგადოება
ირაკლი ლექვინაძე: საქართველო მსოფლიო კონკურენციის დღეს მესამე წელია საერთაშორისო კონფერენციის ფორმატით უერთდება
5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე სხვადასხვა აქტივობით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომელსაც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში, უკვე მესამე წელია უერთდება.

05 დეკემბერი 2023, 11:02
საზოგადოება
ნიადაგის ნაყოფიერების მდგომარეობის შესწავლის მიზნით, 200 000 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობია გამოკვლეული
მონაცემების დამუშავებისთვის ლაბორატორია ევროკომისიის გაერთიანებული კვლევითი ცენტრის (JRC) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ნიადაგის საერთაშორისო თანამშროლობის სამდივნოს (GSP) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიებს იყენებს.

05 დეკემბერი 2023, 11:00
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ნოემბრის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 12 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 10:54
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ყველა პარტიას, რომელიც პოლიტიკურ ველზე შემოდის, „ნაცმოძრაობა“ „ჭამს“
მოსახლეობას მივანდოთ, რამდენი და რომელი პარტია სურს პარლამენტში, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 10:50
რეგიონი
სოფელ გუდანისა და ხახმატის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
სოფელ გუდანისა და ხახმატის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გზის კმ53-კმ67 (სოფ. კორშა-სოფ. ხახმატი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

05 დეკემბერი 2023, 10:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

05 დეკემბერი 2023, 10:37
საზოგადოება
ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეგერონი: ქვევრის ღვინო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ
ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2023”, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 15 მარანი მონაწილეობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 10:35
რეგიონი
კახეთში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან
მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან კახეთში. ცეცხლი თუშეთის გზაზე მდებარე ტყეში, სოფელ ლეჩურის სიახლოვეს გაჩნდა. კვამლი გუშინ ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს.

05 დეკემბერი 2023, 10:22
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი: ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს, ამ პერიოდში ჩვენ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას
ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს, ამ პერიოდში ჩვენ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა. „აუცილებელია განსხვავებული მოსაზრებების მქონე პოლიტიკური ჯგუფებისა და პოლიტიკური ლიდერების როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ მონაწილეობა. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქვეყნისთვის იქნება კარგი და მათთვისაც კარგია“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

05 დეკემბერი 2023, 10:17
პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: რეკომენდაცია ცალსახად ამბობს, რომ შესრულების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია
რეკომენდაცია ცალსახად ამბობს, რომ შესრულების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 10:17
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველას წყევლიდნენ - დაიშლებიან და უბედურებას მოხდებაო და სინამდვილეში თვითონ დაიშალნენ
„როცა არ აქვთ შესაძლებლობა, რომ აწამონ და დაგესლონ საქართველოს მოსახლეობა, მერე ერთმანეთს აწამებენ და ერთმანეთს ებრძვიან. ებრძოლონ ერთმანეთს, დაიშალონ - ეს მათთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგია, ამით ქართულ პოლიტიკას არაფერი დაუშავდება“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

05 დეკემბერი 2023, 10:06
საზოგადოება
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

05 დეკემბერი 2023, 09:59
მსოფლიო
ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს, ბოლო მონაცემებით, 63 ადამიანი ემსხვერპლა
სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ კატეშს მიაყენა, სადაც რამდენიმე დასახლება დაიმეწყრა. ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების ზონაში 400 მაშველი გაგზავნა.

05 დეკემბერი 2023, 09:51
მსოფლიო
პარიზის გარეუბანში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა
საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიულად ეშვებოდა, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა. ამის შესახებ BBC წერს.