imedi /  16 ოქტომბერი 2019, 19:46 / სანდო წყარო

სევეროდვინსკის სარაკეტო პოლიგონთან აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომელი დააკავეს

დაკავება

რუსეთის ქალაქ სევეროდვინსკში აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ტელეკომპანია РЕН ТВ ავრცელებს.

მისი ცნობით, ქალაქ სევეროდვინსკში უცხოელები მხოლოდ სპეციალური საშვებით დაიშვებიან. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები უილიამ კერტისი, ჯერი არიოლა და დ.ს. დანი მატარებლით დასახლებულ პუნქტ ნენიოქსადან სევეროდვინსკის მიმართულებით მგზავრობდნენ, რა დროსაც მათ შესაბამისი საშვები ვერ წარმოადგინეს.​ ​

დიპლომატიური პასპორტების წარდგენის შემდეგ დაკავებული ამერიკელები გაათავისუფლეს. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი აშშ-ის საელჩომაც გაავრცელა.

„დიპლომატები სევეროდვინსკში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და წესების დაცვით შეატყობინეს ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს“, - განაცხადა საელჩოს პრესმდივანმა რებეკა როსმა.

8 აგვისტოს სევეროდვინსკთან სამხედრო პოლიგონზე მომხდარ აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. 13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ არხანგელსკის ოლქში ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ აფეთქდა.

19 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ინციდენტმა რადიაციული ფონის მატება არ გამოიწვია და არანაირი საფრთხე არ არსებობს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შემდეგ რადიაციული ფონის მონიტორინგის ოთხმა  სადგურმა მუშაობა შეწყვიტა. რუსმა ექიმებმა კი, რომელბიც დაშავებულებს დახმარებას უწევდნენ, მთავრობა ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულეს. 

30 აგვისტოს  CNBC-მ და „რადიო თავისუფლებამ“  დაწერეს, რომ აფეთქება შესაძლოა არა რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდისას, არამედ წინა, წარუმატებელი გამოცდის შემდეგ თეთრი ზღვის ფსკერიდან მისი ამოყვანის მცდელობისას მომხდარიყო.

ყველა სიახლე

apple card

12 ნოემბერი 2019, 21:50

ეკონომიკა

Goldman Sachs-ი სექსიზმში დადანაშაულების შემდეგ Apple Card-ზე ლიმიტებს გადახედავს

ბანკი Goldman Sachs-ი სექსიზმში დადანაშაულების შემდეგ Apple Card-ის მფლობელებისთვის საკრედიტო ლიმიტების შესწორების იდეით გამოვიდა. ამის შესახებ ბანკის ამერიკული ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა კერი ჰალიომ განაცხადა.

12 ნოემბერი 2019, 21:24

საქართველო

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობა პარლამენტში 13 ნოემბერს გაგრძელდება

პარლამენტში უმრავლესობაში გამართული კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ხვალ, 13 ნოემბერს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები კიდევ ერთხელ შეაჯერებენ პოზიციებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

დუბაი დატბორილი

12 ნოემბერი 2019, 20:55

მსოფლიო

დუბაიში მსოფლიოს ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი დაიტბორა. ვიდეო

დუბაიში მდებარე მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო და გასართობი ცენტრი Dubai Mall-ი ხანგრძლივი წვიმის გამო დაიტბორა. სავაჭრო ცენტრში გადაღებულ ვიდეოს გამოცემა Mirror-ი ავრცელებს. კადრებზე ჩანს, რომ ჭერიდან წყალი ძლიერი ნაკადით ჩამოდის. გამოცემის ცნობით, დატბორვის გამო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი გასასვლელი დაიბლოკა.

12 ნოემბერი 2019, 20:51

საქართველო

მოქალაქემ პარლამენტთან პროტესტის ნიშნად თმა მოიჭრა

მოქალაქემ პარლამეტთან პროტესტის ნიშნად თმა მოიჭრა, როგორც მან თქვა, ამ ქმედებით პატრიარქის შეურაცხყოფა გააპროტესტა. ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოხდა. კონკრეტულად რას გულისხმობდა პატრიარქის შეურაცხყოფაში მოქალაქეს არ უთქვამს.

სასამართლო

12 ნოემბერი 2019, 20:31

მსოფლიო

ტაილანდში პოლიციის გადამდგარმა გენერალმა სასამართლოში ორი ადამიანი მოკლა

შემთხვევა ჩანთხაბურის პროვინციის სასამართლოში მოხდა, სადაც მიწის ნაკვეთის საკუთრების საქმე განიხილებოდა. სროლა მაშინ დაიწყო, როდესაც მხარეები დარბაზში მოსამართლეს ელოდებოდნენ, რომელსაც 10-წლიან დავაზე გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა.

პროპორციული არჩევნები

12 ნოემბერი 2019, 20:29

საქართველო

პარლამენტთან პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქცია „არ გაბედო“ მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით "არ გაბედო!". აქციის მონაწილეები პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ. როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, პარლამენტში დღეს გამოიკვეთა, რომ "უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია".

მატეუშ მორავეცკი

12 ნოემბერი 2019, 20:10

მსოფლიო

პოლონეთის მთავრობა გადადგა

460-ადგილიან სეიმში იაროსლავ კაჩინსკის პარტიას 235 დეპუტატი ეყოლება. ეს შედეგი მას მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტს ისევ მატეუშ მორავეცკი უხელმძღვანელებს.

ჰონგ-კონგი

12 ნოემბერი 2019, 20:08

მსოფლიო

ჰონგ-კონგში სტუდენტ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

შეტაკებას წინ უძღოდა ჰონგ-კონგის პოლიციის უფროსის განცხადება, რომლის თანახმადაც არეულობამ ქალაქი "სრული დაშლის ზღვარზე" მიიყვანა. დემონსტრატები გუშინ აქციის მონაწილისთვის პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტს აპროტესტებდნენ. ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი შიოლაშვილი

12 ნოემბერი 2019, 19:40

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი სადეპუტატო მანდატის დატოვებით დაიმუქრნენ

"ქართული ოცნების" წევრები, დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი სადეპუტატო მანდატის დატოვებით დაიმუქრნენ. ამის მიზეზი კი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებებია, რომელსაც დღეს პარლამენტი განიხილავს.

ნიკა მელია

12 ნოემბერი 2019, 19:24

საქართველო

ნიკა მელია პარლამენტში მივიდა სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობენ

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტში მივიდა, სადაც მალე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყება. ნიკა მელიას განცხადებით, მას სურს დაესწროს სხდომას, სადაც ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

12 ნოემბერი 2019, 18:56

საქართველო

პარლამენტმა სრულად პროპორციულ სისტემაზე ოპოზიციის პროექტს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს, რომელსაც 200 000 მოქალაქის ხელმოწერა ჰქონდა, მხარი მხოლოდ 32-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 55-მა კი წინააღმდეგ მისცა. პროექტის დასამტკიცებლად 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, სხდომას 137 დეპუტატი ესწრებოდა.

ავარია მსხვერპლი

12 ნოემბერი 2019, 18:54

ძალოვნები

საბურთალოზე მიკროავტობუსის ამოტრიალებას მსხვერპლი მოყვა

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავ­რი კი და­შავ­და. რო­გორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმდი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

დროშა ვერ დაკიდენ

12 ნოემბერი 2019, 18:39

ეკონომიკა

ქუთაისის მერიამ დროშა ვერც მეოთხე მცდელობით დაკიდა

წინა სამი ტენდერი ისე გამოცხადდა, რომ ქუთაისის მერიას დროშის მოსაწყობ ტერიტორიაზე აუცილებელი პროცედურა - ნიადაგი შესწავლილი არ ჰქონია. მიმდინარე წლის 18 ივლისს, მერიამ მეოთხე, 5 000-ლარიანი ტენდერი სწორედ ნიადაგის შესასწავლად გამოაცხადა, მაშინ, როცა დროშის აღმართვა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში გადაწყდა.

Volkswagen

12 ნოემბერი 2019, 18:39

მსოფლიო

Volkswagen-ის 4 მოქმედ და ყოფილ ტოპმენეჯერს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

გერმანიის პროკურატურა კომპანია Volkswagen-ის ხელმძღვანელს, მის წინამორბედს და ბორდის კიდევ ორ ყოფილ წევრს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს. გამოძიების მტკიცებით, 2011-2016 წლებში ეჭვმიტანილები Volkswagen-ის საწარმოო საბჭოს წევრებს გადაჭარბებულ ხელფასს და პრემიებს უხდიდნენ.

ნიკ ბატერი მარათონი

12 ნოემბერი 2019, 18:30

სპორტი

ბრიტანელმა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამართულ მარათონში მიიღო მონაწილეობა

ბრიტანელი ნიკ ბატერი პირველი ადამიანი გახდა, ვინც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამართულ მარათონში მიიღო მონაწილეობა. 30 წლის მორბენალის გამოწვევის მიზეზი კი ქველმოქმედება გახდა. ბატერმა დიდი ბრიტანეთის პროსტატის კიბოს ცენტრისთვის 65 000 ფუნტი სტერლინგი შეაგროვა.

ვენეცია

12 ნოემბერი 2019, 18:20

მსოფლიო

გადაუღებელი წვიმის შედეგად ვენეციის ცენტრალური ნაწილი დაიტბორა

ვენეციაში გადაუღებელი წვიმის გამო, ბევრი მაღაზია და კაფე დაიტბორა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. დატბორილია ქალაქის ცენტრი და წმინდა სან მარკოს მოედანი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ, უსაფრთხოების მიზნით საბავშვო ბაღები დაკეტა. მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სამშაბათს საღამოს კვლავ ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი,

მამა ნექტარიოს მჭედლიძე

12 ნოემბერი 2019, 18:12

საქართველო

მამა ნექტარიოსი: მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს

მამა ნექტარიოს მჭედლიძე აცხადებს, რომ ის მზადაა ავტოავარიაში დაღუპულ შაკო ბარამიძეს წესი აუგოს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. მამა ნექტარიოსის თქმით, ის "აუგებს წეს თუნდაც ჯვრის დადება მოუწიოს ტრაპეზზე". გარდაცვლილი ახალგაზრდა წესის აგების გარეშე დაკრძალეს.

პედრო სანჩესი პაბლო იგლესიასი

12 ნოემბერი 2019, 18:03

მსოფლიო

ესპანეთში სოციალისტები და პარტია Podemos-ი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას იწყებენ

ესპანეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოციალისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა პედრო სანჩესმა და მემარცხენე პარტია Podemos-ის ლიდერმა პაბლო იგლესიასმა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

შაკო ბარამიძე

12 ნოემბერი 2019, 18:02

საქართველო

გარდაცვლილი ახალგაზრდა წესის აგების გარეშე დაკრძალეს

სამტრედიაში, ავტოავარიისას გარდაცვლილი შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს. როგორც მისმა ოჯახმა დღეს განაცხადა, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან პოლიტიკური ორგანიზაცია "გირჩის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს.

დისნეი

12 ნოემბერი 2019, 17:48

ტექნოლოგიები

Disney+-მა მაუწყებლობა ხარვეზებით დაიწყო

სტრიმინგ სერვისის ჩართვიდან რამდენიმე საათში კომპანიამ 7500-მდე საჩივარი მიიღო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ ისინი ვერ გადიან ავტორიზაციას, ასევე შეფერხებებია მაუწყებლობაშიც. სირთულეები ძირითადად აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ მომხმარებლებს აქვთ.