imedi /  18 ოქტომბერი 2019, 21:32 / სანდო წყარო

საფრანგეთმა ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება დაბლოკა

ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე უარი მიიღეს. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის სამიტზე მიიღეს. კერძოდ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი მხოლოდ საფრანგეთი იყო, ალბანეთის საკითხში კი მას დანია და ნიდერლანდები შეუერთდნენ. 

ამან ევროპელი ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა მომხდარს „უზარმაზარი ისტორიული შეცდომა“ უწოდა. „იმედია ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა“, - დასძინა მან. 

მის აზრს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც იზიარებს: „ეს წარუმატებლობა კი არა შეცდომაა. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ“, - განაცხადა მან. 

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განმარტა, რომ არსებულ წესებს რეფორმა სჭირდება და ევროკავშირმა ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის დასახმარებლად მეტი უნდა გააკეთოს. მაკრონი აღიარებს, რომ ორივე ქვეყანამ რეფორმების მხრივ დიდ პროგრესს მიაღწია, მაგრამ ბლოკის წევრობისთვის ჯერ მზად არ არიან.

ევროკავშირმა ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ივნისშიც გადადო. ბლოკი ამ საკითხს სავარაუდოდ ნოემბერში დაუბრუნდება. 

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2026, 16:47

სამართალი

შემოსავლების სამსახური: საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

13 აგვისტო 2026, 16:45

პოლიტიკა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე ქუთაისში აღნიშნა

ცესკოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ქალაქის ცენტრში შეკრებილ ახალგაზრდებს საარჩევნო ტექნოლოგიები წარუდგინა და მსურველებს კიდევ ერთხელ საშუალება ჰქონდათ თავად გამოეცადათ თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები.

13 აგვისტო 2026, 16:43

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბათუმის, ჭიათურის, ახმეტის, ყვარლის მუნიციპალიტეტებში და თბილისში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

13 აგვისტო 2026, 16:39

საზოგადოება

აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტო, ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების გამოტანის მიზნით, აქტიურ კონტროლს განაგრძობს.

13 აგვისტო 2026, 16:15

ეკონომიკა

მსოფლიო დონის გასტრონომიული ექსპერტები და გავლენიანი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და „გასტროტურის“ მოწვევით, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული ექსპერტები, Michelin Guide-ის, Forbes-ის, The World's 50 Best-ის ჟურნალისტები, კულინარიული მკვლევრები, დოკუმენტალისტები, ინფლუენსერები და შეფ-მზარეულები ეწვივნენ.

13 აგვისტო 2026, 16:04

სამართალი

შსს: დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა

დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აღნუსხავს, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა.

13 აგვისტო 2026, 15:54

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო🏀

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა აგვისტოს მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა 15 კალათბურთელი დაასახელა, რომელთაგანაც უშუალოდ სათამაშო განაცხადში 12 მოთამაშე მოხვდება.

13 აგვისტო 2026, 15:45

რეგიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 36 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

13 აგვისტო 2026, 15:41

მსოფლიო

მედია: ავიამზიდზე ვითარება გაუარესებულია, მცირდება აუცილებელი მარაგები და სამხედროების ფსიქოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება

აშშ-ის კონგრესის „დემოკრატი“ წევრები პენტაგონსა და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებს პასუხს სთხოვენ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

13 აგვისტო 2026, 15:16

მსოფლიო

რუსეთმა უკრაინას 261 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა

რუსეთის ფედერაციამ უკრაინულ მხარეს 261 დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

13 აგვისტო 2026, 15:16

საზოგადოება

13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

13 აგვისტო 2026, 15:03

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძე: აფხაზეთის მთავრობა დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად ახალი პროგრამების განხორციელებას აგრძელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

13 აგვისტო 2026, 14:56

მსოფლიო

Der Spiegel: ბავარიაში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა

გერმანიაში ბავარიის რეგიონის ქალაქ ტროიხტლინგენში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა, რადგან რკინიგზის სადგურზე საეჭვო საგანი აღმოაჩინეს. ინფორმაციას Der Spiegel-ი ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

13 აგვისტო 2026, 14:56

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული გამოცდილებისა და დასაქმების რეალურ შესაძლებლობას აძლევს

„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, შეიძინონ პროფესიული გამოცდილება და კარიერა საკუთარი პროფესიის შესაბამისად დაიწყონ”, - განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

13 აგვისტო 2026, 14:55

სამართალი

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირთან ერთად, „ქურდული გარჩევების“, საკუთარი კრიმინალური გავლენის და სხვა უკანონო ქმედებების გამოყენებით აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ მართვასა და ორგანიზებაში. უკანონო „ქურდული გარჩევების“ შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, მიმართული იყო ბრალდებულების ძალაუფლებისა და კრიმინალური გავლენების განმტკიცებისა, სარგებლის და უპირატესობის მიღებისკენ.

13 აგვისტო 2026, 14:53

ეკონომიკა

გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა

გლობალური ადაპტაციის ინიციატივამ 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც ნოტერდამის უნივერსიტეტში იწარმოება, ზომავს ქვეყნების მოწყვლადობის და მედეგობის დონეს გლობალური გამოწვევების მიმართ, მათ მზადყოფნასთან ერთად, გააუმჯობესონ მდგრადობა.

პაატა ზაქარეიშვილი

13 აგვისტო 2026, 14:52

პოლიტიკა

პაატა ზაქარეიშვილი 2012 წელს: ომისკენ სვლა საქართველომ დაიწყო 2008 წლის 3 ივლისს, როდესაც წვერიახოს მთაზე სანაკოევის ესკორტს დაესხნენ თავს

ომისკენ სვლა საქართველომ დაიწყო 2008 წლის 3 ივლისს, როდესაც წვერიახოს მთაზე სანაკოევის ესკორტს დაესხნენ თავს, - ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილი 2012 წელს აცხადებდა.

დუეინ ჯონსონი

13 აგვისტო 2026, 14:38

კულტურა

დუეინ ჯონსონმა ქალიშვილებისთვის სიმღერა ჩაწერა და მუსიკალური კარიერა წამოიწყო

„ეს სიმღერა ჩემგან ჩემი ქალიშვილებისთვის გზავნილია. აქ არ არის არანაირი წნეხი ან მოლოდინი გაყიდვებსა თუ რეიტინგებზე - ეს უბრალოდ გულიდან მოდის. ჩემს ოჯახში და ზოგადად პოლინეზიურ კულტურაში, სიმღერა და ცეკვა ყოველდღიურობის ნაწილია“, - განმარტა მან.

13 აგვისტო 2026, 14:37

რეგიონი

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საპლაჟო ფრენბურთში ბათუმმა ტურნირს უმასპინძლა

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საპლაჟო ფრენბურთში ბათუმმა ტურნირს უმასპინძლა

13 აგვისტო 2026, 14:34

სამართალი

ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის ენაზე სასამართლო პროცესები იმართება

ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის ენაზე სასამართლო პროცესები იმართება. სამტრედიის რაიონული სასამართლომ ბაქარ დვალიშვილი კანონდამრღვევად ცნო. მან შეურაცხყოფა მიაყენა თენგიზ ჭანტურიძეს.