imedi /  29 ოქტომბერი 2019, 08:34 / სანდო წყარო

ანტისადოპინგო და სპორტულ ორგანიზაციებზე ჰაკერული თავდასხმები მოხდა

ჰაკერები

3 კონტინენტზე არანაკლებ 16 სპორტული და ანტისადოპინგო ორგანიზაცია სავარაუდოდ რუსი ჰაკერების კიბერთავდასხმების სამიზნე გახდა. ამის შესახებ Microsoft-ში განაცხადეს.

საუბარია Strontium-ის (მათ Fancy Bear-სა და APT28-საც უწოდებენ) სახელით ცნობილ კიბერდამნაშავეებზე. ადრე ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარ სამმართველოს დაუკავშირეს.

როგორც Microsoft-ში განმარტავენ, ჰაკერული თავდასხმები 16 სექტემბერს დაიწყო და სპეციალისტებმა უკვე გააფრთხილეს ის კომპანიები, რომლებიც სამიზნეები გახდნენ.

2016 წელს Fancy Bear-მა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს მონაცემთა ბაზა გატეხა და ოლიმპიური თამაშების იმ მონაწილეების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც დოპინგ-ტესტზე დადებითი შედეგი აჩვენეს, თუმცა დისკვალიფიკაცია არ მიუციათ.

აშშ-ის სპეცსამსახურების მონაცემებით, ორი ჰაკერული დაჯგუფება Fancy Bear-ი და Cozy Bear-ი რუსული დაზვერვის ინსტრუმენტებია. კერძოდ, მათი მტკიცებით, სწორედ ამ ჰაკერებმა გახეტეს დემოკრატიული პარტიის სერვერები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ჰაკერების სამიზნეები გუშინ რამდენიმე სამთავრობო და კერძო ვებგვერდი საქართველოშიც გახდა: ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად, ჰაკერებმა მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით "I'll be Back" ("დავბრუნდები").

სავარაუდოდ კიბერშეტევა განხორციელდა ასევე ტელეკომპანია „იმედზე“, „მაესტროსა“ და GDS-ზე.

ყველა სიახლე

სერგეი გავრილოვი

14 ნოემბერი 2019, 23:51

საქართველო

სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, მიმდინარე წლის ზაფხულში ასამბლეის ჩაშლის გამო და ანგარიშის წარმოდგენას იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელიც ინციდენტს მოჰყვა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გიორგი კვირიკაშვილი

14 ნოემბერი 2019, 23:10

საქართველო

კვირიკაშვილი პარლამენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი-არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება“, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის შესახებ გადაწყვეტილებას.

პარლამენტთან კარვები გაშალეს

14 ნოემბერი 2019, 22:36

საქართველო

პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნების შესრულებამდე რუსთაველის გამზირზე დარჩებიან. ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.

გიორგი მარგველაშვილი

14 ნოემბერი 2019, 22:10

საქართველო

მარგველაშვილი: თავისუფალი და დემოკრატიული საქართველო საფრთხეშია

„გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, თქვენი უნარი, თქვენი კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმია ცხოვრების წესი“, - საქართველოს ექსპრეზიდენტმა პარლამენტთან მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს მიმართა.

14 ნოემბერი 2019, 22:05

მსოფლიო

კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში სროლისას 6 ადამიანი დაიჭრა

პოლიციას მიაჩნია, რომ სროლა ერთ-ერთმა მოსწავლემ დაიწყო. სამართალდამცველების ცნობით, დამნაშავე აზიური წარმოშობის კაცია, რომელსაც შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა. ბოლო ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და საავადმყოფოშია.

14 ნოემბერი 2019, 21:56

ტაბლოიდი

აზერბაიჯანში ჩვილი პირის გარეშე და კისერზე ყურებით დაიბადა

ბაქოში, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში ბავშვი პათოლოგიებით დაიბადა. ბაქოს მთავარი მეან-გინეკოლოგის ინფორმაციით, ახალშობილს არ ჰქონდა პირი, ყურები კი კისერზე დაუფიქსირდა. ჩვილი რამდენიმე დღეში დაიღუპა. ოჯახში, სადაც ჩვილი გაჩნდა, ორი ჯანმრთელი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება.

საქართველოს ნაკრები

14 ნოემბერი 2019, 21:53

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები ხვალ შვეიცარიას დაუპირისპირდება. საფეხბურთო ნაკრებმა შვეიცარიაში გამგზავრებამდე გერმანიის ქალაქ ბად ვურისჰოფენში ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. შვეიცარიისა და საქართველოს ნაკრებების საკვალიფიაკციო ეტაპის შეხვედრა 15 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება.

14 ნოემბერი 2019, 21:44

ტექნოლოგიები

„ვიკიპედიის“ თანადამფუძნებელმა ტვიტერს და ფეისბუკს კონკურენტი სოცქსელი შეუქმნა

უეილსის აზრით, Netflix-ის და Spotify-ს წარმატება ადასტურებს იმას, რომ მომხმარებელი მზადაა ფული მისთვის მნიშვნელოვან კონტენტში გადაიხადოს. WT: Social-ი ახლდება პოსტების ქრონოლოგიის, ხოლო ფეისბუკის ნიუსფიდი ყალიბდება „ლაიქების“ და კომენტარების რაოდენობის გათვალისწინებით.

ინდონეზია

14 ნოემბერი 2019, 21:13

მსოფლიო

ინდონეზიააში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიააში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მოლუკის კუნძულებზე დაფიქსირდა. ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ბათუმი, საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 20:58

საქართველო

ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს

„გადამგდები ოცნება", "ძირს გადამგდები რეჟიმი", "სირცხვილია", "მატყუარა ბიძინა" - აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს. Imedinews-ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან მივიდნენ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟავაძეს საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ.

ირაკლი კობახიძე

14 ნოემბერი 2019, 20:45

საქართველო

კობახიძე: პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საკითხის შემობრუნება წარმოუდგენელია

„ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე დავშალოთ და გავხლიჩოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. არსებულ მოცემულობაში ეს არის წარმოუდგენელი“, -ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში შეხვედრის დასრულებისას გააკეთა.

რუსთაველის გამზირი

14 ნოემბერი 2019, 20:20

საქართველო

აქციის მონაწილეები: ვქმნით დროებით მთავრობას, არჩევნებს ივანიშვილის „ოცნება“ ვეღარ ჩაატარებს

„პროპორციული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს გარდამავალი მთავრობა. გარდამავალი მთავრობა კომპლექტდება ეროვნული თანხმობის კომიტეტით, პრინციპით ყველა მინუს ივანიშვილი და მისი მონები“, - ეს არის მოთხოვნები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაასახელეს.

ელექტროენერგია

14 ნოემბერი 2019, 20:08

ეკონომიკა

ანგარიში: მსოფლიოში მილიარდამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს

2030 წელს ელექტროენერგიის გარეშე მსოფლიოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი კონგოში, უგანდაში, ნიგერიასა და სუდანში იცხოვრებს. თითქმის მილიარდ ადამიანს მსოფლიოში ელექტროენერგიაზე წვდომა არ აქვს. ამის შესახებ თავის ანგარიშში საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო World Energy Outlook წერს.

ტიერი ანრი

14 ნოემბერი 2019, 19:53

სპორტი

ტიერი ანრი „მონრეალ იმპაქტის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი მთავარი ლიგის საფეხბურთო გუნდის „მონრეალ იმპაქტის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთისა და არსენალის ყოფილმა თავდამსხმელმა ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ვენეცია

14 ნოემბერი 2019, 19:45

მსოფლიო

იტალია ვენეციაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

იტალია ვენეციაში წყალდიდობისგან გამოწვეული ზიანის გამო საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ქალაქის 80%, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნაწილი წყლით დაიტბორა, როდესაც წყლის დონე 1.87 მეტრს გაუტოლდა. მთავრობა სახსრებისა და დაფინანსების მოსაპოვებლად იმოქმედებს.

ქუთაისი, საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 19:33

საქართველო

ქუთაისში აქციაზე იმ დეპუტატების სია დაწვეს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს არ დაეთანხმა

,,35 გავრილოვი" ,, გადაგვაგდე! გადაგაგდებთ ივანიშვილო" ,,მხეიძე სირცხვილია" - ამ სლოგანებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და პარლამენტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

კრისტენ სტიუარტი

14 ნოემბერი 2019, 19:31

კულტურა

კრისტენ სტიუარტი ახალ პოლიტიკურ თრილერში გამოჩნდება

ცნობილი მსახიობი კრისტენ სტიუარტი ახალ ფილმში - Seberg გამოჩნდება. სოციალურ ქსელეში ფილმის ოფიციალური ტრეილერი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით ფილმი ლეგენდარული მსახიობის, ჯინ სიბერგის ცხოვრებას ასახავს. „ბინდის საგის“ ვარსკვლავი ზუსტად მთავარი გმირის როლს ასრულებს. პოლიტიკური თრილერის რეჟისორი ავსტრალიელი ბენედიქტ ენდრიუსია.

გია ვოლსკი

14 ნოემბერი 2019, 19:20

საქართველო

ვოლსკი: უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია, პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, - ეს განცხადება მედიასთან .საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ნინო ლომჯარია

14 ნოემბერი 2019, 18:58

საქართველო

ომბუდსმენი: მომავალი არჩევნები დღეს მოქმედი სისტემით არ უნდა ჩატარდეს

პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საკანონმდებლო ორგანოს მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას. ლომჯარიას თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემა,

საპროტესტო აქცია

14 ნოემბერი 2019, 18:40

საქართველო

აქციის მონაწილეებმა მთავარი მოთხოვნა დაასახელეს

მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა დაასახელეს. როგორც შოთა დიღმელაშვილმა თქვა, ისინი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ, მანამდე კი ქვეყანას გარდამავალმა მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს. ვადამდელი არჩევნების აუცილებლობის შესახებ განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემაც.