imedi /  30 ოქტომბერი 2019, 12:59 / სანდო წყარო

კალიფორნიაში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა

სროლა კალიფორნიაში

კალიფორნიაში სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC7 News-ი ავრცელებს. ინციდენტი ლონგ-ბიჩის ცენტრალურ რაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან მოხდა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები იყვნენ მობილიზებულნი. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, სახლში, სადაც სროლა მოხდა, ჰელოუინს აღნიშნავდნენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ყველა სიახლე

04 ივლისი 2020, 18:36

რეგიონი

რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს

რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს. ზარქუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა, ბიჭი გუშინ დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა, დღეს კი გაიგეს, რომ ახალგაზრდა ოკუპირებულ აფხაზეთში კერძოდ კი გალის იზოლატორში იმყოფება. ,,გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, გვეგონა დაიკარგა, დღეს კი გავიგეთ თურმე გალში, იზოლატორში იმყოფება. სხვა დამატებით არაფერი ვიცით, საოკუოაციო ძალები მას სავარაუდოდ საზღვრის კვეთას ედავებიან“, - აცხადებენ დაკავებულის ახლობლები.

04 ივლისი 2020, 18:25

სამართალი

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზ.ჯ.-ს, გ.გ.ს, დ.მ.-ს, მ.ღ.-ს და დ.დ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სასამართლოს მიერ გ.ა.-ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა აპელაციის წესით გაასაჩივრებს.

Air France

04 ივლისი 2020, 18:23

ეკონომიკა

Air France 7500 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს

Air France-მა სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ გამოაცხადა. ავიაკომპანია 7 500 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს, რადგან კოროვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ავიაინდუსტრია დაზარალდა.

აშშ სიეტლი

04 ივლისი 2020, 18:17

მსოფლიო

სიეტლში მანქანა დემონსტრანტებს დაეჯახა, არიან დაშავებულები

მომხდართან დაკავშირებით 27 წლის კაცია დაკავებული. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული თავდასხმა.

04 ივლისი 2020, 18:04

რეგიონი

ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა“, - ამ მოთხოვნით ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მომაწილეები ონში დაგეგმილ ჰესის მშენებლობას აპროტესრებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ონის კასკადი მასშტაბური პროექტია, რომელიც დიდ ზიანს მოუტანს გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობას. მათივე განმარტებით, რაჭა სეისმურად ისედაც საფრთხის შემცველია და ჰესის აშენება კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ეკოსისტემას.

ირანი კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 17:55

COVID19

ირანის პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულები, რომლებიც ამას მალავენ, სხვების უფლებებს არღვევენ

5 ივლისიდან ქვეყანაში ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება. ამასთან, ჰასან როუჰანიმ აღნიშნა, რომ კოვიდინფიცირებულები, რომლებიც ამის შესახებ ინფორმაციას მალავენ, თანამოქალაქეების უფლებებს არღვევენ.

04 ივლისი 2020, 17:50

სპორტი

ბეისბოლის გუნდმა, „კლივლენდ ინდიანსმა“ შესაძლოა სახელი შეიცვალოს

„კლივლენდ ინდიანსის“ ხელმძღვანელი პირები აპირებენ, განიხილონ გუნდის სახელი. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ გუნდის სახელწოდება რასობრივ უთანასწორობას უსვამს ხაზს, - ინფორმაციას BBC ბეისბოლის მთავარი ლიგის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

04 ივლისი 2020, 17:14

საზოგადოება

სურსათის სააგენტო ცხოველების მეპატრონეებს მოუწოდებს, ისინი ყირიმ-კონგოს დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატით დაამუშაონ

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე პერიოდში, ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ.

ლიონელ მესი

04 ივლისი 2020, 17:06

სპორტი

ცნობილი სპორტული გამოცემა გამოდის ინიციატივით, რომ მესის მაისური NASA-ს მუზეუმში, მეტეორის გვერდით დაკიდონ

სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული გამოცემა OLE გამოდის ინიციტივით. რომ ლიონელ მესის მაისური NASA-მ Cape Canaveral-ის მუზეუმში, მეტეორის, აპოლო 11-ის, ან მსგავსი ექსპონატის გვერდით დაკიდოს.

04 ივლისი 2020, 16:54

სპორტი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელთან, ფოტოს გადაღების შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი, კრეიგ უილისი, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელთან, რიად მაჰრეზისთან ფოტოს გადაღების შემდეგ, სამსახურიდან პირველივე დღეს გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Manchester Evenenig News ავრცელებს. მიზეზი ის ნამდვილად არ გახდა, რომ მისი უფროსი „იუნაიტედის“ ქომაგია. უბრალოდ, ერთ-ერთ დეველოპელურ კომპანიაში მომუშავე უილისმა, მაჰრეზის დანახვისას, სოციალური დისტანციის წესები მთლიანად დაივიწყა, მასთან ახლოს მივიდა და სელფი გადაიღო.

04 ივლისი 2020, 16:45

COVID19

კორონავირუსის გამო, კატალონიაში 210,000 ადამიანით დასახლებული რეგიონი კარანტინის ქვეშაა

ესპანეთის მთავრობამ, კატალონიის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო შეზღუდვები კვლავ აამოქმედა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კატალონიის მთავრობის მეთაურის, ქუიმ ტორას თქმით, არავის ექნება სეგრიაში შესვლის, ან გამოსვლის უფლება. კარანტინი დღეს შუადღეს დაიწყო, რომ არამოსახლეებს ადგილის დატოვება შესძლებოდათ.

04 ივლისი 2020, 16:42

COVID19

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მხოლოდ ერთი კოვიდინფიცირებული დარჩა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი კოვიდინფიცირებული რჩება. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის სანიტარული სამსახურის უფროსის მოადგილემ ანა გაგლოევამ განაცხადა. მისივე თქმით, ცხინვალის რეგიონში 5 მაისიდან დღემდე სულ COVID19-ის 85 შემთხვევა გამოვლინდა.

ელტონ ჯონი

04 ივლისი 2020, 16:28

კულტურა

ელტონ ჯონმა YouTube-ზე თავისი ძველი კონცერტებს გამოქვეყნება დაიწყო

კონცერტები კვირაში ერთხელ, 8 აგვისტოს ჩათვლით აიტვირთება, ტრანსლაციის დროს კი მსურველები ჯონის შიდსისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში თანხის გადარიცხვას შეძლებენ.

შსს

04 ივლისი 2020, 16:26

სამართალი

ფოთში მომხდარ მკვლელობის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს

პოლიციამ ფოთში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავა. ამის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კიშინიოვი

04 ივლისი 2020, 16:21

მსოფლიო

ბოლო 7 წელიწადში მოლდოვის მოსახლეობა 8%-ით შემცირდა

ბოლო 7 წელიწადში მოლდოვის მოსახლეობა 8%-ით შემცირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის სტატისტიკის ეროვნული ბიურო ავრცელებს. მოსახლეობის ასეთი შემცირება დიდწილად მიგრაციას უკავშირდება. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანა 45 700-მა ადამიანმა (1,7%) დატოვა. ამჟამად მოლდოვაში 2,6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

კიკე სეტიენი

04 ივლისი 2020, 16:17

სპორტი

„ბარსელონას“ მწვრთნელი ფეხბურთელებთან დაპირისპირებას უარყოფს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფეხბურთელები მას აღარ ენდობიან.

04 ივლისი 2020, 16:14

მსოფლიო

„საგრადა ფამილია“ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიხსნა

ესპანეთის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბარსელონაში მდებარე ტაძარი, „საგრადა ფამილია“, რომელიც კორონავირუსის გამო, მარტის შემდეგ დახურული იყო, იმ ადამიანებისთვის გაიხსნა, ვინც პანდემიისას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. ესენი არიან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და პოლიციელები.

მილან ბაროში

04 ივლისი 2020, 16:10

სპორტი

ცნობილმა ჩეხმა ფეხბურთელმა მილან ბაროშმა კარიერა დაასრულა

ცნობილმა ჩეხმა ფეხბურთელმა მილან ბაროშმა კარიერა დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 38 წლის თავდამსხმელმა ფეხბურთიდან წასვლის მთავარ მიზეზად აქილევსის ქუსლის ტრავმა დაასახელა, რის გამოც ძველებური დატვირთვით ვეღარ თამაშობდა. საკლუბო დონეზე ბაროშმა ყველაზე დიდ წარმატებას 2005 წელს მიაღწია, როდესაც „ლივერპულის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2004 წელს კი მისი ჩეხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, თავად კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი მოიგო.

ალექსანდრა ჟუკოვსკაია

04 ივლისი 2020, 15:42

პოლიტიკა

უკრაინელი მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის იდეას ეხმაურება

უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ მოსამართლეებად შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც დაინიშნონ, მოსამართლე ალექსანდრა ჟუკოვსკაია გამოეხმაურა.

თეა წულუკიანი

04 ივლისი 2020, 15:41

სამართალი

თეა წულუკიანი: დავით ჭაკუა გერმანელებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არის, თუმცა მათ ეს არ გაიზიარეს

„როგორც ჩანს, სწორედ შარშან უნდა იყოს მოცემული ძებნილი პირი გერმანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნიდან შესული, ჩვენი ინფორმაციით ავსტრიიდან, მაგრამ ამას დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სწორედ მიმდინარე წელს, მარტის თვეში მოხდა დავით ჭაკუას გერმანიაში დაპატიმრება საექსტრადიციო მიზნებისათვის და დაკმაყოფილდა ქართული მხარის მოთხოვნა მისი საქართველოში ექსტრადიციის შუამდგომლობა“, - განაცხადა წულუკიანმა.