imedi /  30 ოქტომბერი 2019, 16:40 / სანდო წყარო

დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია წარადგინეს

აშშ კონგრესი

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრებმა ქვეყნის წარმომადგენელთა პალატაში რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმის მომდევნო ნაბიჯებია გაწერილი. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, 8-ფურცლიან დოკუმენტში გამოძიების მომდევნო ორი ეტაპია აღწერილი. პირველი დაზვერვის კომიტეტის მიერ გამოძიების გაგრძელებას და საჯარო მოსმენების ჩატარებას გულისხმობს. შემდეგ, გამოძიების შედეგები სამართალწარმოების კომიტეტს გადაეცემა, რომელიც საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს. ამ ეტაპზე საქმეში მონაწილეობის უფლება ტრამპის ადვოკატებს ექნებათ. 

კონგრესი დოკუმენტს კენჭს 31 ოქტომბერს უყრის.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო. დემოკრატებმა ივარაუდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი. თეთრმა სახლმა პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თავად ტრამპმა პროცესს ლინჩის წესით გასამართლება უწოდა, თუმცა სასამართლომ პროცესი კანონიერად ცნო

30 ოქტომბერს კონგრესს საქმეზე ჩვენება თეთრი სახლის თანამშრომელმა ალექსანდრ ვინდმანმა მისცა. ის ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მოქმედი წევრია, ვინც პრეზიდენტის კონგრესში ჩვენების არ მიცემის განკარგულება დაარღვია.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 00:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სავარაუდო ფარულ ჩანაწერებზე: იყო ჩემთან დაკავშირებული ეპიზოდები, მაგრამ გახარიასთან დაკავშირებით არც ერთი ასეთი ფურცელი არ არსებობს

„უცბად ერთ-ერთი მათგანი გადადის ოპოზიციაში, ხდება გახარიას პარტიის წევრი და ზუსტად ამ წლებში შესაბამის სფეროში სხვადასხვა გზით მოპოვებული ინფორმაცია ხდება საჯარო და საჯარო იმ ტელევიზიებისთვის, რომლებთანაც ალიანსშია გახარიას პარტია. ესენია „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და მთავარი“ და მათგან ხდება ამ ინფრომაციის გამოქვეყნება“, - აცხადებს კობახიძე.

ირაკლი კობახიძე

24 სექტემბერი 2021, 00:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელმაც აღნიშნა, რომ საზოგადოებას მხოლოდ „ქართული ოცნება“ ესაუბრება

„ყველა აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნებას“ აქვს ერთადერთი მწყობრი კამპანია, რომელიც გულისხმობს საზოგადოებასთან ურთიერთობას. სამი თვე ისე წარიმართა საარჩევნო პროცესი რომ არც ერთი ინციდენტი არ ყოფილა, ამის მერე წამოვიდა ერთი, მეორე, მესამე და ყველაფერი თვალსაჩინოა, რომ უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“. როგორც 2020 წელს ჩვენ გვქონდა სუფთა დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით და აღიარა ეუთო/ოდირმა, რომ ის არჩევნები იყო როგორც კონკურენტული, ისე თავისუფალი და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მყარად იქნება ეს ყველაფერი ასახული ახალ დასკვნაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 23:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ კონკრეტული რეაქცია იმ პროვოკაციაზე, რომელიც დღეს მელიას შესრულებით ვიხილეთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ კონკრეტული რეაქცია იმ პროვოკაციაზე, რომელიც დღეს მელიას შესრულებით ვიხილეთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მედი LIVE“- ში განაცხადა.

23 სექტემბერი 2021, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: რაც უფრო მეტ პროვოკაციას მოაწყობენ, მით უფრო მძიმე იქნება მათთვის ეს შედეგი

ძირითადად 2 რამეზე საუბრობენ ხოლმე - ერთი მიშას ჩამოსვლა, რაც მას არ უწერია და თუ უწერია, ვიცით სადაც მოხვდება. მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ თუ სააკაშვილი არ ჩამოვა, აზრი არა აქვს არჩევნებზე წასვლას. მეორე მესიჯია, რომ იქნებ სხვა ფორმით რაღაცნაირად ავატოკოთ სიტუაცია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 23:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, მშვიდად მივიყვანოთ ეს არჩევნები ბოლომდე

კიდევ ერთხელ მინდა ყველას ვთხოვო, რომ როგორი მძიმე ფორმისაც არ უნდა იყოს პროვოკაცია, მათ შორის ამ ფორმის, რაც მართლა ძალიან მძიმე იყო, მათ არ მისცენ რეაქცია ამ ყველაფერს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“- ში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების ერთადერთი ამოცანაა, რომ მათ არ მიეცეთ პროვოკაციების საშუალება და მშვიდად მიიყვანონ ეს არჩევნები ბოლომდე.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დმანისის ინციდენტში ბრალდებულს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონია, რაც არა ვენიდან წამოღებული, არამედ შესაბამისი სამედიცინო დასკვნებით დასტურდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დმანისში მომხდარ ინციდენტზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედი LIVE“-ში ისაუბრა. მისი თქმით, მელიას ბრალდება, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ მესიჯი იყო, რომ „ნაციონალებმა“ თვითონ დაჭრეს მათი აქტივისტი და ა.შ., რაც არის მტკნარი სიცრუე.

23 სექტემბერი 2021, 23:24

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიებზე

ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების ორგანიზებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიებზე, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა.

ირაკლი კობახიძე

23 სექტემბერი 2021, 23:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია არის აბსოლუტურად უინტელექტო ადამიანი, ჩვეულებრივი ხულიგანი და პროვოკატორი, რომელიც იპარება ყველა პროვოკაციიდან

რაც დღეს ვიხილეთ, მგონი არავის არ უკვირს გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილი და ეს ჯაჭვი ჩვენ ვიხილეთ, რომ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და გრძელდება. მსგავსი პროვოკაციები რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყო, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი-LIVE“ ნიკა მელიასთან დაპირისპირებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სერგეი ლავროვი ჟოზეფ ბორელი

23 სექტემბერი 2021, 23:17

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირსა და რუსეთს სერიოზული უთანხმოებები აქვთ, თუმცა საგარეო პოლიტიკის რიგ საკითხებზე თანამშრომლობა გვჭირდება

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

23 სექტემბერი 2021, 23:05

პოლიტიკა

ავთანდილ ცინცაძე: დიდ დიღომში განხორციელებული პროექტები ათწლეულებს გაუძლებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში საბურთალოს რაიონის მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.

23 სექტემბერი 2021, 22:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: გიორგი გახარიამ ნარკოტესტთან დაკავშირებით ბევრი ეჭვი გააჩინა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ქმედებებმა გარკვეული კითხვის ნიშნები და ეჭვები გააჩინა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას ისაუბრა, სადაც მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2021, 22:52

პოლიტიკა

კახა კალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომხდარ ინციდენტზე: რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ცუდად დაგეგმილი პროვოკაცია და ამის შესაძლებლობას არავის მივცემ

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, დებატებზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალური ქსელის საშუალებით დასმულ შეკითხვას უპასუხა და საზოგადოებას სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილი სასადილოს კვირის მენიუც გააცნო. მისი თქმით, აღნიშნულ სასადილოებში კერძები ჯანსაღი პროდუქტით და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით მზადდება.

ალექსეი ნავალნი

23 სექტემბერი 2021, 22:51

მსოფლიო

ალექსეი ნავალნიმ Google-ი და Apple-ი ლაჩრობაში დაადანაშაულა

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ IT-კონცერნები Google-ი და Apple-ი ლაჩრობაში დაადანაშაულა. 17 სექტემბერს ალექსეი ნავალნის აპლიკაცია, რომელიც „ჭკვიანი ხმის მიცემის“ ფუნქციას შეიცავს, App Store-დან და Google Play-დან ამოიღეს. აპლიკაცია ხალხს დეტალურ რეკომენდაციებს აძლევდა, თუ ვისთვის მიეცათ ხმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის საარჩევნო შანსების შესამცირებლად.

23 სექტემბერი 2021, 22:40

საზოგადოება

კახა კალაძე ნასაგურის დაზარალებულ მცხოვრებებს მაქსიმალურ დახმარებას ჰპირდება

ნასაგურში სტიქიის შედეგად, ხეებისგან ჩახერგილი ცენტრალური გზა უკვე გაწმენდილია. წაქცეული და დაზიანებულია გარე განათების სადენები და ბოძები. სოფელს ამ ეტაპზე არ მიეწოდება ელექტროენერგია. სამგორის რაიონის გამგეობამ დაზარალებულ ოჯახებს შესთავაზა დროებით სასტუმროებში განთავსება.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2021, 22:37

პოლიტიკა

კახა კალაძე: ძალადობა და ქაოსი ისეთივე ვირუსია, როგორიც კოვიდი, რომლის ვაქცინა ერთადერთია - აუცილებლად უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე

მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრაზე თბილისის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები საბურთალოს რაიონში მიმდინარე პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და იმ გამოწვევებს განიხილავენ, რომლის წინაშეც ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ დგას.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2021, 22:29

პოლიტიკა

კახა კალაძე გახარიაზე: კაცი ქვეყნის პირველი პირი იყო და სამხარაულის ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს

კაცი იყო ქვეყნის პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი და დღეს, სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უცხადებს უნდობლობას, ამაზე დიდი სიბეცე რა უნდა იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“​ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით გახარიას ქმედებებმა კითხვები გააჩინა.

მამუკა მდინარაძე

23 სექტემბერი 2021, 22:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უმძიმესია, მორალურად, როდესაც კადრულობ და მიადგები იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ფსიქიკური პრობლემები და იცი, რომ ეს ადამიანი ამასთან დაკავშირებით მკურნალობდა

მდინარაძის თქმით, ნაცმოძრაობის მხრიდან არაერთ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი და საბოლოოდ მათი პროვოკაცია მიმართული იყო ადამიანის მიმართ, ვისაც მძიმე ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა და ეს ამბავი იცოდა ყველამ.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2021, 21:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: ირაკლი კობახიძეს თავს დაესხა ინტრიგანი, კრიმინალი მელია, ის არის სულით კრიმინალი და სამწუხაროა, რომ კონკრეტული ელჩების ჩართულობით კრიმინალი დღეს გარეთ არის

პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოვიდა ოფისიდან, ჟურნალისტებთან აკეთებდა განმარტებებს, ამ დროს, თავს დაესხა ინტრიგანი, კრიმინალი მელია, რომელიც ასეთ ქმედებებში ძალიან ბევრჯერ არის შემჩნეული, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას.

მიხეილ სარჯველაძე

23 სექტემბერი 2021, 21:50

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პოლიტიკაში ჩართული ადამიანებისთვის იქმნება გარკვეული არხები ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის. მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ის პოტენციალი, რაც ახალგაზრდებშია, უფრო იოლად რეალიზებადი გახდეს. უკუკავშირის მექანიზმის ამ პლატფორმების გამოყენება მისასალმებელია და ყურადღებადასათმობი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ალუდა ღუდუშაური

23 სექტემბერი 2021, 21:33

ეკონომიკა

ალუდა ღუდუშაური „ნამახვანჰესზე“: იმედს ვიტოვებ, ეს პროცესი ხელშეკრულების შეწყვეტით არ დასრულდება

იმედს ვიტოვებ, ეს პროცესი ხელშეკრულების შეწყვეტით არ დასრულდება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშიც არის აღნიშნული და დასრულდება იმით, რომ სახელმწიფო ინტერესები იქნება გათვალისწინებული, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ენკას“ მიერ ნამახვანჰესის პროექტის შესაძლო ჩაშლის შესახებ დასმულ კითხვას.