imedi /  03 ნოემბერი 2019, 20:18 / სანდო წყარო

ჰონგ-კონგში თავდამსხმელმა ოთხი პირის დაჭრის შემდეგ ერთს ყურზე უკბინა

ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული დემონსტრაციის დროს, დანით შეიარაღებული კაცი აქციის მონაწილეებს დაესხა თავს და სულ ცოტა ოთხი ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთ დაშავებულს კი ყურზეც უკბინა. ამის შესახებ BBC წერს.

დღეს, 2 ნოემბერს ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი არეალი "სითი პლაზა" იყო, სწორედ აქ მოხდა ეს შემთხვევაც. 

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ამ შემთხევამდე რამდენიმე ადამიანთან კამათაობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კაცი პოლიციამ დააკავა, თუმცა მანამდე როგორც BBC წერს, გაბრაზებულმა ხალხმა თავდამსხმელს სცემა. 

მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა.

მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ. 


 


 

ყველა სიახლე

Nissan

13 ნოემბერი 2019, 08:59

ეკონომიკა

Nissan-ის კვარტლური შემოსავალი 70%-ით შემცირდა

ავმტომწარმოებელი შექმნილ ვითარებას იენის გამყარებას და მსოფლიო მასშტაბის მარკაზე მოთოვნის შემცირებას უკავშირებს.Nissan-ის მარკის ავტომობილებმე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით ივისიდან სექტემბრის პერიოდში 6,8 % ით შემცირდა.

100 000 მოწამე

13 ნოემბერი 2019, 08:40

საქართველო

13 ნოემბერი ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, საზეიმო პარაკლისს გადაიხდის. პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში წამებულთა პატივისცემის ნიშნად ყვავილებს ჩაყრიან.

ქართული ოცნება

13 ნოემბერი 2019, 08:30

საქართველო

„ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება. უმრავლესობის წევრები პოზიციების შეჯერებას გეგმავენ. ასევე განმარტავენ, რომ განსხვავებული აზრის მქონე დეპუტატებზე ზეწოლას არ ექნება ადგილი.

ბიუჯეტი

13 ნოემბერი 2019, 08:19

ეკონომიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად დღეს სესიაზე გავა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია კი პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრამდე უნდა შევიდეს.

მიწისძვრა

13 ნოემბერი 2019, 08:04

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინიდიდან 6 კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ სათხეში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:18 საათზე დაფიქისრდა.

ფილმი

13 ნოემბერი 2019, 00:54

კულტურა

სონიკის შემქმნელებმა მისი გარეგნობა შეცვალეს და ფილმის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნეს

სტუდია Paramount-მა სრულმეტრაჟიანი ფილმის Sonic The Hedgehog-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმი კინოთეატრებში 2019 წლის ნოემბერში უნდა გამოსულიყო, თუმცა მთავარი გმირის შესახებ დაწყებული მასობრივი კრიტიკის გამო, სტუდიამ პრემიერა გადადო.

კატალონია

13 ნოემბერი 2019, 00:42

მსოფლიო

კატალონიელმა რადიკალებმა ესპანეთისა და საფრანგეთის დამაკავშირებელი გზები გადაკეტეს

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე რადიკალებმა ესპანეთისა და საფრანგეთის დამაკავშირებელი გზები გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური პოლიცია ავრცელებს. „​სან-გრეგორის რაიონში მდებარე ავტომაგისტრალი AP-7 მანიფესტაციის გამო ორივე მიმართულებით მთლიანად გადაკეტილია“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

13 ნოემბერი 2019, 00:20

ძალოვნები

ღარიბაშვილი: „ოცნების“ გონივრული პოლიტიკის პირობებში შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პრაგმატული, სწორი და გონივრული პოლიტიკის პირობებში შეიარაღებული კონფლიქტის გამეორების საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა.

ტექნოლოგიები

13 ნოემბერი 2019, 00:18

ტექნოლოგიები

როგორ განვასხვაოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისაგან

ტექნიკის შეძენის დროს მომხმარებელი არც თუ ისე მცირე თანხას იხდის, შესაბამისად უნდა, რომ ის ხარვეზის გარეშე იყოს და არა რამდენიმე თვე, არამედ უფრო მეტ ხანსაც იმუშაოს. თუმცა არსებობენ გამყიდველები, რომლებიც ტექნიკას დაბალ ფასად ყიდიან, რაც შეიძლება პროდუქტის სისუსტის ან დეფექტის ნიშანი იყოს.

დონალდ ტრამპი

12 ნოემბერი 2019, 23:54

მსოფლიო

ტრამპი: „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ლიდერის ადგილსამყოფელიც ვიცით

31 ოქტომბერს „ისლამურმა სახელმწიფომ“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარდაცვალება დაადასტურა და მის შემცვლელად აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში დაასახელა. მანამდე ტრამპმა დაწერა, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა ალ-ბაღდადის სავარაუდო შემცვლელის ლიკვიდირება შეძლეს, თუმცა მისი ვინაობა არ გაამხილა.

მიხეილ სააკაშვილი

12 ნოემბერი 2019, 23:52

საქართველო

სააკაშვილმა აკინის ფილმი გააკრიტიკა

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გააკრიტიკა. „რა გეფილმებათ, მეგობრებო, საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ რეალში“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, „არის რაღაც საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანობის ფარგლებში“.

დილან ჰერნანდესი

12 ნოემბერი 2019, 23:41

მსოფლიო

სან-დიეგოს უნივერსიტეტში სტუდენტის გარდაცვალებაში საძმოები არიან ეჭვმიტანილები

სან-დიეგოს უნივერსიტეტის 19 წლის სტუნდეტის გარდაცვალების გამო უნივერსიტეტში მოქმედი 14 საძმო ეჭვქვეშ არიან. არსებული ინფორმაციით, სტუდენტი სწორედ საძმოს მიერ გამართული წვეულების შემდეგ, მეორე დღეს მოხვდა საავადმყოფოში, რამდენიმე დღეში კი გარდაიცვალა.

ვუნდერკინდი

12 ნოემბერი 2019, 23:00

ტაბლოიდი

9 წლის ნიდერლანდელი ვუნდერკინდი უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებს

ლორან სიმონსი რამდენიმე თვეში ეინდჰოვენის ტექნიკურ უნივერსიტეტს დაამთავრებს. ის ელექტროტექნიკის ფაკულტეტზე სწავლობს, უნივერსიტეტში კი სულ რაღაც 1 წლის წინ ჩააბარა. ბიჭის IQ 145-ია, მას ფოტოგრაფიული მეხსიერება აქვს, თავად ლორანის თქმით, მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა.

დავით ზალკალიანი

12 ნოემბერი 2019, 22:54

საქართველო

ზალკალიანი: საქართველო არ ერევა სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევაში

„საქართველო აშშ-ის ელჩის შერჩევის პროცესში არ მონაწილეობს. დიპლომატიური წესია, რომ ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება მიიღოს გადაწყვეტილება ელჩის კანდიდატურაზე. ჩვენ ვერ ვერევით იმაში, თუ ვინ უნდა დაინიშნოს ელჩად. ამაზე ბევრჯერ გაიცა პასუხი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

კორეა

12 ნოემბერი 2019, 22:26

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში მოკლული 47000 ღორის სისხლი მდინარეში ჩაიღვარა

ძლიერი წვიმიანი ამინდების შედეგად სამარხიდან, სადაც მოკლული ღორები იყვნენ დასაფლავებულები, სისხლი მიწისქვეშა დინებით მდინარე იმჯინგანში ჩავიდა. აფრიკული ღორის გრიპი გადამდები და განუკურნებელია დაავადება, რომლითაც ღორები ინფიცირდებიან.

ევო მორალესი

12 ნოემბერი 2019, 22:20

მსოფლიო

ევო მორალესი: ბოლივიაში ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო, თუმცა ბრძოლა გრძელდება

ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა მექსიკაში თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზი დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მეხიკოში ჩასულმა მორალესმა პრესკოფერენცია გამართა და განაცხადა, რომ თანამდებობა დატოვა, რათა ქვეყანაში სისხლისღვრა არ მომხდარიყო.

apple card

12 ნოემბერი 2019, 21:50

ეკონომიკა

Goldman Sachs-ი სექსიზმში დადანაშაულების შემდეგ Apple Card-ზე ლიმიტებს გადახედავს

ბანკი Goldman Sachs-ი სექსიზმში დადანაშაულების შემდეგ Apple Card-ის მფლობელებისთვის საკრედიტო ლიმიტების შესწორების იდეით გამოვიდა. ამის შესახებ ბანკის ამერიკული ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა კერი ჰალიომ განაცხადა.

12 ნოემბერი 2019, 21:24

საქართველო

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მსჯელობა პარლამენტში 13 ნოემბერს გაგრძელდება

პარლამენტში უმრავლესობაში გამართული კონსულტაციის შედეგად გადაწყდა, რომ ხვალ, 13 ნოემბერს უმრავლესობის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები კიდევ ერთხელ შეაჯერებენ პოზიციებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

Instagram Reels

12 ნოემბერი 2019, 21:23

ტექნოლოგიები

Instagram-მა მოკლე ვიდეოების დამუშავების აპლიკაციის ტესტირება დაიწყო

Reels-ში 15-წამიანი ვიდეოების გადაღება, მათზე მუსიკისა და ეფექტების დადება და შემდეგ ისტორიებში ან სპეციალურ საჯარო განყოფილებაში, Top Reels-ში გამოქვეყნება შეიძლება. ახალი ფუნქცია ჯერჯერობით მხოლოდ ბრაზილიის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი.

დუბაი დატბორილი

12 ნოემბერი 2019, 20:55

მსოფლიო

დუბაიში მსოფლიოს ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი დაიტბორა. ვიდეო

დუბაიში მდებარე მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო და გასართობი ცენტრი Dubai Mall-ი ხანგრძლივი წვიმის გამო დაიტბორა. სავაჭრო ცენტრში გადაღებულ ვიდეოს გამოცემა Mirror-ი ავრცელებს. კადრებზე ჩანს, რომ ჭერიდან წყალი ძლიერი ნაკადით ჩამოდის. გამოცემის ცნობით, დატბორვის გამო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი გასასვლელი დაიბლოკა.