imedi /  09 ნოემბერი 2019, 11:32 / სანდო წყარო

ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ სადავო მიწის ნაკვეთი ინდუისტებს მიაკუთვნა

ინდოეთის უზენაესი სასამართლო

ინდოეთის უზენაესი სასამართლო

ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატის ქალაქ აიოდჰიაში ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის სადავო მიწის ნაკვეთი, რომელზეც ახლა მე-16 საუკუნის მეჩეთი დგას, ინდუისტებს უნდა გადაეცეს. BBC-ის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

აიოდჰიას სატაძრო კომპლექსი ათწლეულების მანძილზე ინდუისტთა და მუსლიმთა თემებს შორის დავის საგანი იყო. ინდუისტთა მტკიცებით, წარსულში ამ ადგილზე ღვთაება რამას სახელობის ტაძარი იდგა. მათი ვერსიით, სალოცავი მუსლიმმა დამპყრობლებმა გაანადგურეს, მის ადგილზე კი მე-16 საუკუნეში მეჩეთი აშენდა. 

მეჩეთი 1992 წელს რადიკალმა ინდუისტებმა დაარბიეს. ამას მოჰყვა არეულობები, რომლებსაც  2000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუსლიმებს მეჩეთის ასაშენებლად მიწის სხვა ნაკვეთს გამოუყოფენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მიწის ნაკვეთის გარშემო შექმნილ სიტუაციას გამოეხმაურა ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მორი, რომელმაც ყველას სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება, ეს ვინმეს გამარჯვება ან მარცხი არ იქნება. სასამართლოს გადაწყვეტილება მშვიდობის და თანასწორობის განმტკიცებას უნდა ემსახურებოდეს“, - წერს ნარენდრა მორი Twitter-ზე.

ყველა სიახლე

პოლიცია

06 დეკემბერი 2019, 13:18

ძალოვნები

ჩხოროწყუში ახალგაზრდა კაცის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

ჩხოროწყუში დააკავეს პოლიციელი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს. პოლიციელის დაკავების ფაქტი imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. საქმეს პროკურატურა იძიებს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ პოლიციელს ბრალს კანონით დადგენილ ვადებში წარუდგენენ.

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპი

06 დეკემბერი 2019, 13:08

მსოფლიო

ფხენიანმა ტრამპს „ჭკუასუსტი ბებერი“ უწოდა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ლონდონში, ნატოს სამიტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რა დროსაც ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ადამიანი-რაკეტა“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

კონსტანტინ კოსაჩოვი

06 დეკემბერი 2019, 12:54

საქართველო

კოსაჩოვი: ავიამიმოსვლის აღდგენის და სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხები სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის და სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და შემდგომი გაუქმების საკითხები სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა.

იგორ დოლგოვი

06 დეკემბერი 2019, 12:48

საქართველო

უკრაინის ელჩი: ქართველი ხალხის საქმეა, მონახოს არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი

ქართველი ხალხის საქმეა, რომ მონახოს ქართული მოდელი, არა გერმანული, არა ამერიკული, არამედ ქართული მოდელი, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ​დოლგოვმა აღნიშნა, რომ დიალოგი ერთადერთი გზაა დემოკრატიის გასაძლიერებლად. „ელჩები, დიპლომატები ველოდებით, რომ ხელი შევუწყოთ დიალოგს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის“.

ინდოეთი გაუპატიურება

06 დეკემბერი 2019, 12:28

მსოფლიო

ინდოეთის პოლიციამ გაუპატიურებასა და მკვლელობაში 4 ეჭვმიტანილი მოკლა

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. დაკავებულები შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად წაიყვანეს, რა დროსაც ისინი პოლიციელებს დაესხნენ თავს, მათთვის იარაღის წართმევა და გაქცევა სცადეს. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ოთხივე ეჭვმიტანილი მოკლეს.

კარლ ჰარცელი

06 დეკემბერი 2019, 12:08

საქართველო

ევროკავშირის ელჩი: მხარეებს შორის კომპრომისის დაუყოვნებლივ პოვნა არარეალისტურია

ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს არარეალისტურად მიაჩნია ის ფაქტი, რომ მხარეები დაუყოვნებლივ მოახერხებენ კომპრომისის პოვნას და პრობლემის მოგვარებას. დიპლომატი იმედოვნებს, რომ უფრო მეტი ხიდი აშენდება, ვიდრე დაინგრევა. ელჩის განცხადებით, დაძაბულობა ქუჩებში, რაც აქციების და კონტრაქციების გამართვას გულისხმობს, კიდევ უფრო მეტად ართულებს არსებულ ვითარებას.

საპროტესტო აქცია ბათუმი

06 დეკემბერი 2019, 12:07

საქართველო

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროპორციული არჩევნები მოითხოვეს

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები ცენტრალური პარკიდან მთავრობის სახლამდე მივიდნენ და თავიანთი მოთხოვნები დაასახელეს. მთავარი მოთხოვნა კვლავ პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.

ელექტროენერგია

06 დეკემბერი 2019, 11:55

ეკონომიკა

ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება

საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) მიმართვის საფუძველზე შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის გენერაციისას წარმოქმნილი სასადგურე დანაკარგები აღარ დაიბეგრება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

 ადამ კიზნინგერი 

06 დეკემბერი 2019, 11:50

საქართველო

კინზინგერი: საქართველოზე გამავალი სავაჭრო გზა მნიშვნელოვანია, რათა რუსეთსა და ირანს გავლენები წაერთვას

„მოხარულნი ვიქნებით, რომ ვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსთან“, - ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი

06 დეკემბერი 2019, 11:46

საქართველო

ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი და დარბაზი გაიხსნა. ცერემონიას, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ოჯახის წევრებთან ერთად, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ევროკავშირის ელჩი და გაეროს მუდმივი წარმომადგენელი დაესწრნენ.

06 დეკემბერი 2019, 11:32

საქართველო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხი ციხელაშვილმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განიხილა

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შეხვედრებს მართავს. საუბრის მთავარი თემა განგრძობითი ოკუპაცია და მისით გამოწვეული მძიმე შედეგებია. სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ციხელაშვილი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის საერთაშორისო მდივან კატი პირის და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს, მარინა კალიურანდს შეხვდა.

საქართველო ეუთო

06 დეკემბერი 2019, 11:16

საქართველო

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი დღეს ერთობლივ განცხადებას მიიღებს

საქართველოს მეგობართა ჯგუფი ეუთოში დღეს ერთობლივ განცხადებას მიიღებს. მათი გზავნილი უცვლელია: საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ და ოკუპაციის უმძიმესი შედეგების მიმართ. მეგობართა ჯგუფი 2014 წელს შეიქმნა და ერთობლივ განცხადებებს 2016 წლიდან იღებს.

უმრავლესობის სხდომა

06 დეკემბერი 2019, 11:07

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იმართება. შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყო. სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საარჩევნო სისტემა, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული ის კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.

სპორტი

06 დეკემბერი 2019, 11:05

სპორტი

მჯდომარე ფრენბურთში საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ნაკრებმა მოიგო

თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, მჯდომარე ფრენბურთში გამართული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე უნგრეთის გუნდი გავიდა, მესამე ადგილი კი კიდევ ერთმა ქართულმა გუნდმა „ინვიქტუს“ დაიკავა. ტურნირის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ყალბი ფული

06 დეკემბერი 2019, 10:46

ძალოვნები

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში შემოიტანეს და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 10 000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურაა ამოღებული. გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ლუის ჰემილტონი

06 დეკემბერი 2019, 10:04

სპორტი

წლის საუკეთესო ავტომრბოლელი ლუის ჰემილტონი გახდა

ფორმულა 1-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2019 წლის სეზონის შედეგების მიხედვით ავტომრბოლელთა რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის პირველ ადგილზე მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰემილტონი მოხვდა, რომელმაც 2019 წელს გამართულ ფორმულა 1-ის 21 რბოლიდან 11 მოიგო.

ნიკა გვარამია

06 დეკემბერი 2019, 09:51

ძალოვნები

ნიკა გვარამია სუსში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

გვარამია მოწმის სახით არის დაბარებული. გამოკითხვაზე გამოცხადება ნებაყოფლობითია და უარის შემთხვევაში გვარამიას მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად დაიბარებენ. Imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში განუცხადეს, რომ გვარამია მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული, თუმცა სხვა დეტალებზე უწყება ჯერ არ საუბრობს.

პარიზი საპროტესტო აქცია

06 დეკემბერი 2019, 09:37

მსოფლიო

პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციაზე 71 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციაზე 71 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი ცნობით, დემონსტრაციები ქვეყნის 40 ქალაქში გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციაზე 800 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

დევიდ ბექჰემი

06 დეკემბერი 2019, 09:19

ტაბლოიდი

მართვის მოწმობის აღდგენის შემდეგ დევიდ ბექჰემი კვლავ სკანდალში გაეხვა

დევიდ ბექჰემი მართვის მოწმობის აღდგენიდან რამდენიმე კვირაში კვლავ სკანდალში გაეხვა. როგორც პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, 44 წლის ფეხბურთელმა ავტომობილი მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში გააჩერა, დაახლოებით 20 წუთი ჩართული ძრავით იდგა და მობილური ტელეფონით სარგებლობდა.

პენტაგონი

06 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 7000-მდე ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, რათა ირანის მიერ ერაყში მოკლე მანძილზე მფრინავი რაკეტების შეტანის შემდეგ რეგიონში საჰაერო უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს პენტაგონის რამდენიმე თანამშრომელმა განუცხადა.