imedi /  10 ნოემბერი 2019, 08:42 / სანდო წყარო

ესპანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

ესპანეთი არჩევნები

ესპანეთში ბოლო ოთხ წელიწადში მეოთხე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 350 კონგრესმენს და 208 სენატორს აირჩევს, წერს გამოცემა El Pais-ი.

23 ათასამდე საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლება 37 მილიონ ესპანელს აქვს, მათგან 2 მილიონი საზღვარგარეთ ცხოვრობს.

ესპანეთის შსს-ს ინფორმაციით, არჩევნების დღეს წესრიგს 92 000 პოლიციელი უზრუნველყოფს, ხმების დათვლა კი უბნების დახურვისთანავე დაიწყება.

აპრილში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის პედრო სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა, თუმცა მათ დამოუკიდებელი მმართველობისთის საკმარისი ხმები ვერ მოაგროვეს, კოალიციის ჩამოსაყალიბებლად ივლისში გამართული მოლაპარაკებები კი წარუმატებელი აღმოჩნდა. მოლაპარაკებების ჩაშლის მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ მემარცხენე პარტია Podemos-ის ლიდერ პაბლო იგლესიასი მთავრობაში ადგილების გადანაწილებას საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე ითხოვდა, სადაც სოციალისტებს 123 დეპუტატი, Podemos-ს კი 42 დეპუტატი ჰყავდა.

ყველა სიახლე

თამარ ჩუგოშვილი

19 ნოემბერი 2019, 21:46

საქართველო

ჩუგოშვილი: არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, შეთანხმებისთვის სივრცე არ არსებობს

„როდესაც პოლიტიკურ ძალას აქვს რაღაც მხარდაჭერა და ეს ამომრჩევლების ნახევარსაც კი არ შეადგენს, და ის იღებს 100-120 ადგილს, ამის შემდეგ ის ქვეყნის ბედს წყვეტს ისე, რომ მოსახლეობის ნახევარი არ მონაწილეობს ამაში. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა დგება კითხვის ქვეშ”, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ბერი ნიკოლოზი

19 ნოემბერი 2019, 21:27

ტაბლოიდი

ბერი ნიკოლოზის სახლთან მრევლი მანათობელი გულის ფორმის ბუშტებით დგას. ვიდეო

თბილისში, ბერი ნიკოლოზ, იგივე ნარიმან მაქარაშვილის, ფანჯრების წინ მრევლი მანათობელი ჰელიუმის ბუშტებით მივიდა, რომელსაც გულის ფორმა აქვს. ბერი ნიკოლოზი საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ მორჩილებაში არ იმყოფება და არც მღვდელმოქმედებას ასრულებს. არსებული ინფორმაციის მიხედვით, ნარიმან მაქარაშვილი 14 წელია მდუმარებაში ცხოვრობს.

ალექსანდრ ვინდმანი

19 ნოემბერი 2019, 21:26

მსოფლიო

თეთრი სახლის თანამშრომელი: ზელენსკისადმი ტრამპის მოთხოვნები არასწორი იყო

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უკრაინის საკითხებში ექსპერტის ალექსანდრ ვინდმანის განცხადებით, თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი მიუღებელი იყო.

ჯეფრი ეპშტეინი

19 ნოემბერი 2019, 21:18

მსოფლიო

ციხეში ჯეფრი ეპშტეინის მცველებს ჩანაწერების გაყალბებისთვის ბრალი წაუყენეს

აშშ-ში, ციხის ორი თანამშრომელი, რომლებიც მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის თვითმკვლელობის ღამე მორიგეობდნენ, დოკუმენტების გაყალბებისთვის ბრალი წარუდგინეს. ბადრაგებმა დოკუმენტებში მოიტყუეს როდესაც ჩაწერეს, რომ ეპშტეინის საკანს 30 წუთში ერთხელ ამოწმებდნენ.

სასამართლო

19 ნოემბერი 2019, 20:47

ძალოვნები

მოსამართლემ აქციაზე 8 დაკავებულის ადვოკატს მტკიცებულებებისთვის 2-საათიანი ვადა მისცა

18 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს დაკავებული 8 მოქალაქის ადვოკატს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მტკიცებულებების წარსადგენად ორი საათი მისცა. ადვოკატები ერთ სამუშაო დღეს ითხოვდნენ, რადგან მათი თქმით დაკავებულებს არ გასაუბრებიან.

19 ნოემბერი 2019, 20:37

ძალოვნები

სასამართლომ აჭარის მთავრობის პიკეტირებისას დაკავებულები დამნაშავედ ცნო

აჭარის მთავრობის შენობის პიკეტირებისას დაკავებული ოთხივე პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მათ 1500-1500-ლარიანი ჯარიმები დააკისრა. დაკავებულებს, რომელთა შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იყვნენ, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედებოდათ ბრალი.

პარლამენტი

19 ნოემბერი 2019, 20:32

საქართველო

ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს

ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ბერაია განიხილებიან. ამის შესახებ ექსკლუზიურად „ქრონიკისთვის“ გახდა ცნობილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი

19 ნოემბერი 2019, 20:19

საქართველო

ცქიტიშვილი: უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა ფრაქცია შექმნან

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ კვირაში წასულმა დეპუტატებმა შესაძლოა თავისი ფრაქცია შექმნან. ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, უმრავლესობიდან წასული დეპუტატები პოლიტიკურ პროცესში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებენ იქნებიან კრიტიკულებიც და კონსტრუქციულებიც.

აქცია რუსთაველზე

19 ნოემბერი 2019, 20:10

საქართველო

25 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს

მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლის შოთა დიღმელაშვილის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია 25 ნოემბერს, 19:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავს და პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. ასეთი პიკეტირება ყოველ ორშაბათს გაიმართება. ამის შესახებ დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მკვლელობა ვერცხლის ქუჩაზე

19 ნოემბერი 2019, 19:55

ძალოვნები

მოსამართლემ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებული სასამართლო დარბაზიდან, აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდა. მათ წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. ამის შესახებ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა.

დაფნე კარუან გალიცია

19 ნოემბერი 2019, 19:50

მსოფლიო

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული შესაძლოა შეიწყალონ

მალტის პრემიერმინისტრი ჯოზეფ მუსკატი ჟურნალისტ დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის შეწყალების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მისი ცნობით, ეჭვმიტანილმა, რომელიც მკვლელობის მომზადებაში შუამავლის როლს ასრულებდა, მანამდე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს.

დასაქმება

19 ნოემბერი 2019, 19:48

ეკონომიკა

იმ ადამიანების ანაზღაურება, რომლებსაც ღამე უწევთ მუშაობა, შეიძლება შეიცვალოს

თუ პირი 22:00 საათიდან 06:00 საათამდე დროის მონაკვეთში ორი საათით მაინც იმყოფება დასაქმებულის განკარგულებაში და ვალდებულია შეასრულოს ამ კანონითა და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ის ითვლება ღამის სამუშაოზე დასაქმებულ პირად.

გაბრიელ როუჩი
გიორგი დონაძე

19 ნოემბერი 2019, 19:17

კულტურა

პრინსტონის უნივერსიტეტს ქართული გალობის ანთოლოგია საჩუქრად გადაეცა

უძველესი ქართული საგალობელი წიგნის სახით სპეციალურად ფრანკფურტის ბაზრობისთვის გასულ წელს გამოიცა. რაც შეეხება გალობის ანთოლოგიის რვატომეულს, უნიკალურ გამოცემაში მე-19 მე-20 საუკუნეებში გამოცემული, თუ ხელნაწერებში დაცული ქართული საგალობლებია თავმოყრილი.

აშშ ვერტმფრენი

19 ნოემბერი 2019, 19:10

მსოფლიო

მედია: ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში სამხედრო ოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს

სირიაში, ჰასაკის პროვინციაში ამერიკელმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სირიული სააგენტო SANA ავრცელებს. მისი ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სადესანტო დანაყოფი სოფელ ტელ-აჰმარში ვერტმფრენებით ჩავიდა და ერთ-ერთ სახლში ორი ძმა დააკავეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

19 ნოემბერი 2019, 18:57

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის თანამესაკნე: ექიმის მოთხოვნით პატიმრებს ერთჯერადი კვება დაუნიშნეს

სოფელ ბერშუეთის მცხოვრები შოთა ბიძინაშვილი, რომელიც ცხინვალის იზოლატორში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად იყო, ამბობს, რომ გაფრინდაშვილი საპატიმროში არსებულ ვითარებას აპროტესტებდა. ბიძინაშვილის თქმით, ექიმის შესვლამდე პატიმრებს არც საჭმელს აძლევდნენ, მისი შესვლის შემდეგ კი ერთჯერადი კვება დანიშნეს.

ჰარი სტაილსი

19 ნოემბერი 2019, 18:35

ტაბლოიდი

ჰარი სტაილსი კომედიურ გადაცემაში ბალერინის კაბით გამოჩნდება

მომღერალი ჰარი სტაილსი კომედიური გადაცემისთვის ბალერინის კაბით გამოჩნდება. ამის შესახებ ვარსკვლავის „ინსტაგრამ“ გვერდიდან გახდა ცნობილი. მომღერალი ერთი დღით გადაცემის წამყვანი გახდა, ხოლო შოუს დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში ბალერინას კოსტუმში გამოწყობილი რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.

მასწავლებლები გაფიცვა

19 ნოემბერი 2019, 18:35

მსოფლიო

ხორვატიაში მასწავლებელთა 90% გაიფიცა

ხორვატი მასწავლებლების გაფიცვამ, რომლებიც ხელფასის გაზრდა ითხოვდნენ, მთელი ქვეყანა მოიცვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. გაფიცვა ერთი თვის წინ, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დაიწყო, რის გამოც ცალკეულ დღეებში სწავლის პროცესი წყდებოდა.

კაცი მობილურით

19 ნოემბერი 2019, 18:34

ტექნოლოგიები

ესპანეთის მთავრობა მოქალაქეების გადაადგილებას მობილური ტელეფონების მეშვეობით აკვირდება

პროექტში ქვეყნის სამი უმსხვილესი მობილური კომპანია მონაწილეობს. ისინი მთავრობას ქსელში ჩართული მობილური ტელეფონების გადაადგილების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. თუმცა, პროგრამას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს. ისინი მიიჩნევენ, რომ კომპანიები პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას არღვევენ.

ხარაგაული არქეოლოგები

19 ნოემბერი 2019, 18:34

კულტურა

ხარაგაულში 100 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები აღმოაჩინეს

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადგილზე დაათვალიერა აღმოჩენილი მოლუსკები, აიღეს ქანები და დაადგინეს, რომ ისინი ქვედა ცარცული პერიოდისაა. ცარცული პერიოდი 135-137 მლნ. წლის წინათ დაიწყო და დაახლოებით 70 მლნ. წელი გრძელდებოდა. აღმოჩენილი ამონიტები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.

რამზან კადიროვი

19 ნოემბერი 2019, 18:15

მსოფლიო

ორმა ჩეჩენმა Facebook-კომენტარებისთვის კადიროვს ბოდიში მოუხადა

ჩეჩნეთის ორმა მკვიდრმა სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო რესპუბლიკის ლიდერ რამზან კადიროვს ბოდიში მოუხადა. მათი ვიდეომიმართვები Instagram-ზე გავრცელდა. ახალგაზრდებმა ასევე ბოდიში მოუხადეს ჩეჩენს ხალხს „სიბინძურის“ გამო და პირობა დადეს, რომ მომავალში ამას აღარ გაიმეორებენ.