imedi /  07 მაისი 2017, 23:55 / სანდო წყარო

ვინ არის საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი?

ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

ის საფრანგეთის პრეზიდენტობის ყველაზე მოულოდნელი კანდიდატი იყო. რეალურად, არ გააჩნია პოლიტიკური გამოცდილება. არასდროს უმუშავია არჩევით თანამდებობაზე. დაახლოებით ერთი წლის წინ შექმნა მოძრაობა “წინ!”, ლოზუნგით “არც მარჯვნივ, არც მარცხნივ”. 2016 წლის 16 ნოემბერს განაცხადა, რომ მონაწილეობს 2017 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის ჩრდილოეთში, ამიენში, ექიმების ოჯახში დაიბადა. 12 წლისა თავისი სურვილით რომის კათოლიკურ ეკლესიაში მოინათლა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები რელიგიურები არ იყვნენ. სწავლის პერიოდი იეზუიტურ კერძო სკოლაში Jésuites de la Providence-ში გაატარა. ბავშვობაში მწერლობაზე ოცნებობდა და წერდა ლექსებს და რომანებს ესპანელ კონკისტადორებზე. ბოლო წელს, მშობლებმა სასწავლებლად პარიზში Henri-IV-ის ელიტურ გიმნაზიაში გადაიყვანეს, რადგან გაიგეს, რომ მათ შვილს ლიტერატურის მასწავლებელი შეუყვარდა. მაკრონი მაშინ იყო 15 წლის, მისი მასწავლებელი ბრიჟიტ ტორნიე კი 39-ის.        

განათლება

პროფესიით საინვესტიციო ბანკირია. განათლებით ფილოსოფოსი. დასავლეთ პარიზის ნანტერ ლა დეფანსის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ბაკალავრის, ხოლო პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის ხარისხი მიიღო. სწავლა ადმინისტრაციის ნაციონალურ სკოლაში (ENA) დაასრულა, რომელშიც საფრანგეთის პოლიტიკურ და სამოხელეო ელიტას ამზადებენ.    

კარიერა

მაკრონის კარიერა ეკონომიკის სამინისტროში ინსპექტორის თანამდებობიდან იწყება. აქ გაიცნო მან ცნობილი ეკონომისტი და რამდენიმე ფრანგული მთავრობის და პრეზიდენტის მრჩეველი ჟან ატალი, რომელიც ეკონომიკური ზრდის სტიმულირების კომისიას ხელმძღვანელობდა, სადაც მაკრონი მიიწვიეს. ატალის რეკომენდაციებით მან მალე მუშაობა დაიწყო კომპანია Rothschild et Cie Banque-ში, სადაც ოთხი წლის განმავლობაში რიგითი ანალიტიკოსიდან მილიონერად და პარტნიორ-ბანკირად გადაიქცა. პროფესიულ წრეებში, მას “ფინანსურ მოცარტს” ეძახდნენ.

მაკრონი ელისეს სასახლეში, პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ახლო გარემოცვაშიც ატალის რეკომენდაციით მოხვდა. თავიდან ის მუშაობდა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და აპარატის გენერალური მდივნის მოადგილედ, ორ წელიწადში კი ეკონომიკის, წარმოების და ციფრული ტექნოლოგიების მინისტრი გახდა.    

ცნობილია ეგრეთ წოდებული “მაკრონის კანონი” - ეკონომიკური რეფორმების პაკეტი, რომელიც, სპეციალისტების თქმით, იმდენად არაერთგვაროვანი იყო, რომ მის მხარდაჭერაზე უმრავლესობაში მყოფი სოციალისტი დეპუტატებიდან ნაწილმა უარი თქვა, რის გამოც პრეზიდენტმა ოლანდმა გამოიყენა ქვეყნის კონსტიტუციის 49.3 მუხლი, რაც პარლამენტის თანხმობის გარეშე კანონის მიღებას გულისხმობს.

2016 წლის 30 აგვისტოს ის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე, შექმნა საკუთარი ცენტრისტული მოძრაობა “წინ!”, რომელშიც მოძრაობის ბუნდოვანი პროგრამისა და იდეოლოგიის მიუხედავად ბევრი ადამიანი გაწევრიანდა.

პირადი ცხოვრება

გადადგომის შემდეგ ის მედიის გასაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ტაბლოიდებმა მას ახალი სექსსიმბოლო უწოდეს. პრესა მას ვუნდერკინდად და ახალი ტალღის პოლიტიკოსად მოიხსენიებდა.

თებერვალში, ამერიკული New York Times-ი წერილში, “სექსი და საფრანგეთის არჩევნები” წერდა, რომ ფრანგი საზოგადოების პოზიტიურ ინტერესს პოლიტიკოსების მიმართ არცთუ უმნიშვნელოდ განსაზღვრავს მათი პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალები. “ფრანსუა ოლანდის კარიერა მაშინ დასრულდა, როდესაც არავის აინტერესებდა, თუ ვისთან ჰქონდა მას სასიყვარულო რომანი”, - წერდა ამერიკული გაზეთი.       

39 წლის მაკრონს 64 წლის ცოლი და ქორწინების საინტერესო ისტორია აქვს. მაკრონის მომავალი მეუღლე ბრიჟიტ ტორნიე 15 წლის ემანუელს ფრანგულ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა. მას ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის მაკრონი მას დაჰპირდა, რომ ცოლად მოიყვანდა. 2007 წელს ბრიჟიტ ტორნიე მეუღლეს გაშორდა და ემანუელ მაკრონზე დაქორწინდა. მათ საერთო შვილები არ ჰყავთ, თუმცა ბრიჟიტს ჰყავს 7 შვილიშვილი.    

იმავდროულად, კამპანიის დროს ითქვა, რომ თითქოს ეს ქორწინება ფიქციაა, სინამდვილეში კი მაკრონი ჰომოსექსუალია და რომანი აქვს Radio France-ის გენერალურ დირექტორ მატიე გალესთან. მაკრონი ჭორებს კატეგორიულად უარყოფდა.

არაიდეალური კანდიდატი

იანვრის ბოლოს, ჟურნალისტებმა მარიონ ლურმა და ფრედერიკ საიმ გამოაქვეყნეს წიგნი “ბერსის ჯოჯოხეთში”. ბერსი - პარიზის რაიონია, სადაც საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტრო მდებარეობს. წიგნის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ მინისტრობის 8 თვის განმავლობაში, მაკრონმა წარმომადგენლობითი ხარჯების 80% საკუთარი საჭიროებებისთვის დახარჯა; რომ ეს თანხა დიდწილად ისეთი სადილების ორგანიზებაზე დაიხარჯა, რომელზეც იწვევდნენ არაეკონომიკური პროფილის ადამიანებს, მაგალითად პროფკავშირების ლიდერებს, პოპულარულ მსახიობებს, მხატვრებს და რელიგიურ მოღვაწეებს. ავტორები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ემანუელ მაკრონი ცდილობდა იმ გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას, რომლებიც მას საპრეზიდენტო კამპანიის დროს მხარს დაუჭერდნენ.

მარტის შუა რიცხვებში, საფრანგეთის ფინანსურმა პროკურატურამ დაიწყო წინასწარი გამოძიება მაკრონის წინააღმდეგ საბიუჯეტო სახსრების პროცედურების დარღვევით ხარჯვაზე. 2016 წლის იანვარში, აშშ-ში, ლას-ვეგასში, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით ფრანგული მაღალტექნოლოგიური კომპანიების დიდი პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მინისტრი მაკრონიც მონაწილეობდა. ღონისძიებაზე 380 ათას ევროზე მეტი დაიხარჯა. თანხა ცნობილ ფრანგულ პიარ-სააგენტო Havas-ს გადაურიცხეს, რომლის ვიცეპრეზიდენტს, ცნობილ პოლიტტექნოლოგ ჟაკ სეგალს “პრეზიდენტების შემქნელს” უწოდებენ.

მაკრონმა თქვა, რომ პროცედურების დარღვევის შესახებ არაფერი იცოდა. არ არსებობს არც წინასაარჩევნო კამპანიაში სეგალის ოფიციალური მონაწილეობის კვალი. არსებობს ეჭვი, რომ Havas-სთვის გადარიცხული თანხა ერთგვარი ავანსი იყო მომავალში საპრეზიდენტო კამპანიაში ირიბი დახმარებისთვის.

პრეზიდენტი მაკრონი

მას ხშირად საყვედურობენ, რომ ბუნდოვანი პროგრამა აქვს. მისი მთავარი დაპირება ევროკავშირის რეფორმირების ხელშეწყობაა, რომელიც აუცილებლად უნდა გარდაიქმნას, რადგან დღევანდელი სახით ფუნქციონირებას დიდხანს ვერ გააგრძელებს.

საგარეო პოლიტიკაში სირიაში გაეროს ეგიდით სამხედრო ჩარევას ემხრობა და აკრიტიკებს რუსეთის სამხედრო თვითდამკვიდრების ტენდენციას, ამერიკის არაპროგნოზირებადობას და ტერორიზმის მილიტარიზაციას.

იმავდროულად, მას ნათქვამი აქვს, რომ თუკი რუსეთი საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს შეასრულებს, ის გერმანიის ხელმძღვანელობასთან ერთად ნელ-ნელა მოხსნის ეკონომიკურ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ და განავითარებს რუსეთთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობას.

მაკრონის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ფრანგული პოლიტიკისთვის ნამდვილი სიახლეა. საფრანგეთში არასდროს გაუმარჯვია დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატს, ტრადიციული მემარცხენე ან მემარჯვენე პარტიების პოლიტიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერის გარეშე.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. მასში 11 კანდიდატი მონაწილეობდა. პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ხმების 23,75%, ხოლო "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა - 21,53% მიიღეს. დამარცხებული კანდიდატების უმრავლესობამ ამომრჩეველს მეორე ტურში მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. წინასწარი მონაცემებით, ხმათა 99,9%-ის დათვლის შემდეგ, 7 მაისს გამართულ არჩევნების მეორე ტურში მაკრონს მხარი დაუჭირა ამომრჩევლების 66,06%-მა, მარინ ლე პენს - 33,94%-მა.   

ყველა სიახლე

29 აგვისტო 2026, 22:03

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.

29 აგვისტო 2026, 21:31

სპორტი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ალექსეი გონჩარენკო

29 აგვისტო 2026, 21:01

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.

29 აგვისტო 2026, 20:49

სამართალი

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის მორიგი წარმატებული ოპერაცია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად - თბილისი, დიდი დიღომი. ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილას დამალა.

29 აგვისტო 2026, 20:34

რეგიონი

წაღებული ხიდი, შეფერხებული გადაადგილება, ღვარცოფი და დაზარალებული მოსახლეობა - იმერეთსა და ქვემო სვანეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტიქიის ეპიცენტრი ამჯერად ბაღდათი და ქვემო სვანეთი იყო. დაზარალებულთა დასახმარებლად კომისია მუშაობს, ინფრასტრუქტურის აღდგენა კი უკვე დაიწყო.

29 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

დაძაბულობის შენარჩუნება, როგორც ოპოზიციის ინტერესი, მმართველი გუნდი ოპონენტებს კონკრეტული სცენარით მოქმედებაში ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინც ცნო სახელმწიფო, სახელმწიფომაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯი - თუმცა, პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულების შეწყალება პოლიტიკურად მომგებიანი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.

29 აგვისტო 2026, 18:30

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.

ჯაბა ხუბუა

29 აგვისტო 2026, 18:19

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში „არ გადმოსულა", რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

29 აგვისტო 2026, 17:16

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

ფრიდრიხ მერცი

29 აგვისტო 2026, 16:46

მსოფლიო

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.

29 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.

პავლო პალისა

29 აგვისტო 2026, 16:01

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 15:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.

29 აგვისტო 2026, 15:33

საზოგადოება

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

29 აგვისტო 2026, 15:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.

29 აგვისტო 2026, 14:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

29 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.

გიორგი სოსიაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.