imedi /  18 ნოემბერი 2019, 23:09 / სანდო წყარო

ამერიკელმა 12 წელი ციხეში გაატარა დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია

აშშ ციხე

რუბენ მარტინესი ცოლთან ერთად

ნოემბრის დასაწყისში ციხიდან გაათავისუფლეს ლოს-ანჯელესის მკვიდრი რუბენ მარტინესი, რომელსაც ძარცვების სერიის გამო 47-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მის ისტორიაზე Guardian-ი წერს.

კაცმა ციხეში 12 წელი გაატარა, სანამ მან და მისმა ცოლმა მარტინესის უდანაშაულობა არ დაამტკიცეს. 49 წლის კაცი 2007 წელს დააკავეს. იმ დროისთვის ის მუშად მუშაობდა და ძირითადად ლათინოამარიკელებით დასახლებულ კვარტალში ცხოვრობდა.

დაკავების დღეს მარტინესი დილის 4:30 წუთზე ადგა და მთელი დღე ავეჯის დაცლაზე მუშაობდა. სამსახურის დასრულების შემდეგ ის ალკოჰოლის მაღაზიისკენ გაემართა, სადაც სამართალდამცველებმა დააკავეს. 

მარტინესი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მან გაიგო, რომ შეიარაღებული ძარცვების სერიაში იყო ეჭვმიტანილი. სამართალდამცველები მას კითხვას უსვამდნენ, თუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობები და ჰქონდა თუ არა ტატუები. ასევე მას სთხოვეს, მღებავის ჩაფხუტი მოეზომებინა. დაკითხვის შემდეგ ის დააპატიმრეს.

საბოლოოდ კაცს 2005-2007 წლებში ჩადენილ 5 ძარცვაში წაუყენეს ბრალი, რომელიც ერთსა და იმავე მაღაზიაში მოხდა. ბრალდება ეყრდნობოდა მოწმის ჩვენებას, რომელმაც მარტინესში მძარველი ამოიცნო, მიუხედავად იმისა, რომ ბოროტმოქმედი ნიღბით იყო.

ამავე დროს მარტინესის ბრალის დამამატკიცებელი საბუთები არ არსებობდა: დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები მისას არ შეესაბამებოდა. კაცმა ბრალის აღიარება უარი თქვა, თუმცა გამოძიება მას ჰპირდებოდა, რომ ბრალის აღიარების შემთხვევაში მხოლოდ 2-წლიან პატიმრობას მიუსჯიდა.

2007 წელს მარტინესის სასამართლო პროცესზე ნაფიცი მსაჯულების აზრი მის დამნაშავეობაზე ორად გაიყო. პროკურატურამ მეორე სასამართლო პროცესი მოითხოვა, რომლის შედეგებითაც მარტინესი დამნაშავედ ცნეს. მიუხედავად იმისა, რომ 5 ძარცვიდან 2-ის შემთხვევაში კაცი სამსახურში იყო.

2008 წელს მატინესს თავისუფლების 47 წლით აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენის გამოტანის დღეს მისი ძმისშვილი მოკლეს, თუმცა მარტინესს ცოლმა ეს ამბავი არ უთხრა.

სასამართლოდან მალევე კაცი ლოს-ანჯელესიდან 200 კილომეტრის მოშორებით მდებარე ციხეში გადაიყვანეს, რის გამოც ნათესავების უმრავლესობამ მისი ნახვის შესაძლებლობა დაკარგა.

მარტინესის ცოლი მარია ადრე პოლიციაში მდივნად მუშაობდა. ის მისი ქმრის უდანაშაულობის მტკიცებულებების შეგროვებას განაგრძობდა. ქალს განაჩენის გასაჩივრებაზე რამდენჯერმე უარი უთხრეს. 2015 წელს მარიამ ძალაში შესული სასამართლო განაჩენების შემოწმების კომისიას მიმართა, რომლის ორგანიზატორი ლოს-ანჯელესის საოლქო პროკურორი ჯეკი ლეისი იყო.

მარტინესის ცოლმა დამოუკიდებლად, ადვოკატის დახმარების გარეშე ქმრის გაანჩენის გადახედვის თხოვნა შეავსო. მას მხოლოდ მეგობარი ეხმარებოდა, რომელიც ყოფილი დეტექტივია.

კომისიამ საქმის მასალები ხელახლა შეისწავლა და დაასკვნა, რომ მარტინესს არ შეეძლო ჩაედინა ძარცვები, რომელშიც ის დაადანაშაულეს. ამის გამო განაჩენი გადაიხედა და საბოლოოდ, კაცი გაამართლეს.

რუბენ მარტინესი კომპენსაციის სახით 600 000-ზე მეტ დოლარს მიიღებს: ციხეში გატარებული თითო დღისთვის 140 დოლარს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

05 ივლისი 2026, 09:38

მსოფლიო

ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებებში ერთკვირიანი პაუზა გადავწყვიტეთ, ვიდრე აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ღონისძიებები დასრულდება - მეგონა, ხალხს ხამენეი სძულდა, შეიძლება, ეს ცრემლები ყალბი იყო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი შეთანხმების მიღწევას ითხოვს, თუმცა ორივე მხარემ გადაწყვიტა, მოლაპარაკებებში ერთკვირიანი პაუზა აიღონ, სანამ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდება. ამის თაობაზე მან გამოცემა Axios-თან ისაუბრა.

05 ივლისი 2026, 09:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

5 ივლისს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ასევე ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

ჯეი დი ვენსი

05 ივლისი 2026, 08:39

მსოფლიო

ჯეი დი ვენსი: დღეს ჩვენ აღვნიშნავთ 250 წელს, როდესაც ამერიკა მომავალს შიშის გარეშე უყურებს, აღვნიშნავთ 250 წელს, რომელმაც დაამტკიცა, თუ რისი მიღწევა შეუძლია თავისუფალ ხალხს

ჩვენ, ყველამ შევიტანეთ ჩვენი წვლილი. თითოეულ ჩვენგანს ჰქონდა თავისი როლი და თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს ჩვენი წვლილის შეტანა, რათა ამერიკის სიდიადის მომდევნო 250 წელი შევქმნათ, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, ქვეყნის ყველა წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია და არა ერთმანეთთან დაპირისპირებული მოქალაქეების.

05 ივლისი 2026, 08:08

სპორტი

ალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში იუნიორებსა და 23-წლამდელებს შორის კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ალექსანდრე წივწივაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 41,57 წამში დაფარა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

04 ივლისი 2026, 23:36

კულტურა

პარიზში თანამედროვე ქართველი მხატვრის ია ტიგინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

პარიზში თანამედროვე ქართველი მხატვრის ია ტიგინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. IA - 13 ასე ჰქვია გამოფენას, რომელზეც მხატვრის 13 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენას პარიზის მე 6 რაიონის მერია მასპინძლობს.

04 ივლისი 2026, 23:27

სპორტი

საქართველოს შვიდკაცა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 2026 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა ლიეტუვა ანგარიშით 5:0 დაამარცხა და ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულა.

04 ივლისი 2026, 23:06

ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა, უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპორტის მინისტრ ილხომ მახკამოვს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და სატერმინალო ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.

04 ივლისი 2026, 23:03

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე „ერთა თასზე“ გამოსვლა წარმატებულად დაიწყო - „ბორჯღალოსნებმა“ მონტევიდეოში, მასპინძელი ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 41:34 დაამარცხეს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე „ერთა თასზე“ გამოსვლა წარმატებულად დაიწყო - „ბორჯღალოსნებმა“ მონტევიდეოში, მასპინძელი ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 41:34 დაამარცხეს

04 ივლისი 2026, 22:01

სპორტი

პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები ურუგვაის ანგარიშით 20:15 ამარცხებს

პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრები ურუგვაის ანგარიშით 20:15 ამარცხებს

04 ივლისი 2026, 21:59

საზოგადოება

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა და განვითარებას! - საქართველოს დედაქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს ულოცავს.

04 ივლისი 2026, 21:03

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე, ერთა თასზე გამოსვლას იწყებს - „ბორჯღალოსნები“ მონტევიდეოში, მასპინძელ ურუგვაის ხვდებიან

დღეს „იმედზე“ დიდი რაგბია.

04 ივლისი 2026, 20:20

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო - ლომბარდიის რეგიონის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ლომბარდიის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და იტალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა და მას რეგიონის მსხვილი ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

04 ივლისი 2026, 19:22

საზოგადოება

5 ივლისს მასწავლებლის გამოცდები დაიწყება

5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან

04 ივლისი 2026, 18:28

კულტურა

კულტურის მინისტრის მოადგილე რიო-დე-ჟანეიროში „გლობოს“ მედიაჰოლდინგს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან, ზურაბ მჭედლიშვილთან და ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად „გლობოს“ მუშაობის სპეციფიკას, თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს, ასევე სატელევიზიო და კინოპროდუქციის შექმნის პროცესს გაეცნო.

04 ივლისი 2026, 18:19

რეგიონი

ბურსაში „ჩვენებურების“ ფესტივალის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო

თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ბურსაში, ქართული კულტურის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის - „ჩვენებურების“ გალა-კონცერტი გაიმართა.

04 ივლისი 2026, 18:18

სპორტი

თბილისში 11 ივლისს ამერიკული საჭიდაო ორგანიზაცია RAF-ის ღონისძიება გაიმართება - მერაბ დვალიშვილი უკვე თბილისშია

მსოფლიო შოუ ამერიკიდან საქართველოში - ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, MMA-ის ვარსკვლავები და უმაღლესი დონის სპორტსმენები. თბილისში 11 ივლისს ჭიდაობის საერთაშორისო ორგანიზაცია RAF-ის ღონისძიებაა დაგეგმილი. პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

რევაზ კარანაძე

04 ივლისი 2026, 18:07

პოლიტიკა

რევაზ კარანაძე: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარშემო არსებობს რისკები, ჩვენ ვთამაშობთ ძალიან პრაგმატულად, ძალიან გონივრულად და ეს პრაგმატული და გონივრული საგარეო პოლიტიკა გვაძლევს საშუალებას, ამ მოცემულობაში სარგებელიც მივიღოთ

პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გლობალურ კონტექსტში საქართველოს როლსა და ქვეყნის მულტივექტორული პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ჩრდილოეთითა და სამხრეთით მიმდინარე კონფლიქტების ფონზე საქართველო და კავკასია დარჩა იმ შუა დერეფნად, რომელიც აზიას და ევროპას ერთმანეთთან დასაკავშირებლად სჭირდება.

თორნიკე ფიფია

04 ივლისი 2026, 18:02

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთთან. სწორედ ესაა ის ძირითადი დატვირთვა იმ ვიზიტების ცენტრალურ აზიაში, რომ საქართველოს ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა შუა აზიის ცენტრალურ ქვეყნებთან

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთთან. სწორედ ესაა ის ძირითადი დატვირთვა იმ უკანასკნელი შეხვედრების, ვიზიტების ცენტრალურ აზიაში, რომ ერთი მხრივ, საქართველოს ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა შუა აზიის ცენტრალურ ქვეყნებთან და მეორე მხრივ, ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვართ და ჩვენ ხიდის როლს ვასრულებთ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

თორნიკე ფაღავა

04 ივლისი 2026, 17:57

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უხერხულობები არსებობს, არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ვერ მოხდა ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკების ჰარმონიზაცია

„ძირითადი მიზეზი, რის გამოც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უხერხულობები არსებობს, ეს არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ვერ მოხდა ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკების ჰარმონიზაცია, ეს არის ძირითადი განმსაზღვრელი, რის გამოც ჩვენ შორის ურთიერთობები გარკვეულწილად გართულდა და ეს ჩვენი მხრიდან გადახედვას არ ექვემდებარება. ჩვენ არ ვაპირებთ არავის ხათრით ჩვენი სახელმწიფო ინტერესების უარყოფას“.

თორნიკე ფაღავა

04 ივლისი 2026, 17:55

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საგარეო და რეგიონულ პოლიტიკას ინფანტილური დამოკიდებულებით ეკიდებოდა. გვახსოვს, სადამდე მიგვიყვანა ამ ინფანტილურმა დამოკიდებულებამ

საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ გვყავდა ხელისუფლება, რომელიც საგარეო და რეგიონულ პოლიტიკას ინფანტილური დამოკიდებულებით ეკიდებოდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ.