imedi /  20 ნოემბერი 2019, 10:59 / სანდო წყარო

დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშებს მსხვერპლი მოჰყვა

იერიში დამასკო

დამასკო

ისრაელის მიერ სირიის დედაქალაქ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშების შედეგად ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ისრაელმა იერიში ირანისა და სირიის სამხედრო ობიექტებზე მიიტანა, რაც პასუხი იყო წინა დღეს ისრაელის მიმათულებით გაშვებულ რაკეტებზე.

სირიის საჰაერო ძალებმა ისრაელის რაკეტების დიდი ნაწილის განადგურება შეძლო, მაგრამ გარკვეულმა ნაწილმა სამიზნეს მიაღწია, რომელთა შორისაც თელავივის ცნობით, იარაღის საწყობები და სამხედრო ბაზები იყო. 

ყველა სიახლე

აფეთქება ნავთობტერმინალზე

11 დეკემბერი 2019, 21:45

მსოფლიო

გაერო საუდის არაბეთში ნავთობტერმინალზე თავდასხმასთან ირანის კავშირს ვერ ამტკიცებს

გაეროს არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ შეიარაღება, რომლითაც ნავთობტერმინალებზე იერიში განახორციელეს ირანს ეკუთვნის. თუმცა ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მსგავსი შეიარაღება არც ჰუსიტებს აქვთ. ნავთობტერმინალზე განხორციელებულ დრონების თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს.

ჯენარო გატუზო

11 დეკემბერი 2019, 21:32

სპორტი

ჯენარო გატუზო „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

გატუზომ თანამდებობაზე კარლო ანჩელოტი შეცვალა, რომელიც იტალიის ჩემპიონატში გუნდის სუსტი თამაშის გამო გაათავისუფლეს. „ნაპოლი“ 15 ტურის შემდეგ 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა. ​მანამდე გატუზო „მილანის“ მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა და კლუბი მაისში დატოვა.

გუსტავ კლიმტი

11 დეკემბერი 2019, 21:20

კულტურა

იტალიური მუზეუმის კედელში გუსტავ კლიმტის 22 წლის წინ დაკარგული ნახატი იპოვეს

იტალიურ ქალაქ პიაჩენცაში ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის „ქალის პორტრეტი“ იპოვეს, რომელიც 60 მილიონ ევროდაა შეფასებული. ტილო 1997 წელს მოიპარეს და ის იტალიის ყველაზე ძებნად ხელოვნების ნიმუშების სიაში შედიოდა.

გიგი უგულავა

11 დეკემბერი 2019, 20:59

ძალოვნები

გიგი უგულავას აეროპორტის ინციდენტის გამო ბრალი წაუყენეს

აეროპორტში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ბადრი გავაშელაშვილი დეპუტატს ცემის გამო უჩივის.

სერენა უილიამსი

11 დეკემბერი 2019, 20:52

სპორტი

აუქციონზე სერენა უილიამსის გატეხილი ჩოგანი $20.9 ათასად გაიყიდა

Golding-ის აუქციონზე გაიყიდა ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსის ჩოგანი, რომლითაც ის 018 წელს, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში თამაშობდა. უცნობმა ნივთში $20.9 ათასი გადაიხადა

ლორან სიმონსი

11 დეკემბერი 2019, 19:59

ტაბლოიდი

9 წლის ბელგიელმა ვუნდერკინდმა უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა

ლორან სიმონსის მშობლებს უნდოდათ, რომ ბიჭს სწავლა 26 დეკემბერს დაესრულებინა. ასე ის პირველი ადამიანი გახდებოდა, ვინც უმაღლესი განათლება 10 წლამდე მიიღო. თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მშობლებს აუხსნა, რომ ბიჭს კიდევ ბევრი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.

კულტურის ცენტრი

11 დეკემბერი 2019, 19:53

საქართველო

რუდენკო: რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე თბილისში აჟიოტაჟი ტყუილად ატყდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ საქართველოში, დეკემბერში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი არ იხსნება.

ჟენევა გაერო

11 დეკემბერი 2019, 19:20

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დასრულდა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დასრულდა. დისკუსიის მთავარი თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გაფრინდაშვილი ოჯახს მალე დაუბრუნდება.

ირაკლი კობახიძე

11 დეკემბერი 2019, 19:09

საქართველო

კობახიძე: პრეზიდენტის გადადგომა ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმართვა არასწორია, თუმცა სალომე ზურაბიშვილს განცხადება ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

11 დეკემბერი 2019, 19:01

თემა

სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ფასები გათანაბრდა. ეს კარგია თუ ცუდი?

21 ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდა. ახალი რეგულაცია ამ ეტაპზე კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას შეეხო. საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებისთანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში ქირურგიული ჩარევის თუ სხვა სამედიცინო მომსახურების ფასი ერთი და იგივე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კლინიკებს სწორედ იმ ტარიფებით მოუწევთ ხელმძღვანელობა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. ამ ცვლილებასსამედიცინო წრეებშიპროტესტიმოჰყვა. მათი მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის ეს ნაწილი არ გადაავადა.

მესენჯერი

11 დეკემბერი 2019, 18:48

ტექნოლოგიები

2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე გაითიშება

2020 წლის 1-ლი თებერვლიდან iOS 8-ის მქონე ნებისმიერ აიფონზე WhatsApp-ი გაითიშება, აპლიკაციის გამოყენებას ასევე ვერ შეძლებენ Android-ის 2.3.7 ან უფრო ძველი ვერსიის მქონე სმარტფონების მფლობელები. Windows Mobile-ის ყველა ტელეფონზე კი აპლიკაცია 2019 წლის 31 დეკემბრიდან გაითიშება.

აშშ, მექსიკა, კანადა დროშები

11 დეკემბერი 2019, 18:40

ეკონომიკა

აშშ-მა, კანადამ და მექსიკამ ახალი სავაჭრო შეთანხმება გააფორმეს

ხელმოწერის ცერემონია მეხიკოში გაიმართა და მას მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორი, კანადის პრემიერმინისტრის მოადგილე ქრისტია ფრილენდი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი ესწრებოდნენ.

ფეხბურთი

11 დეკემბერი 2019, 18:33

სპორტი

„თელავი“ ეროვნულ ლიგაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგას ორი ახალწვეული ყავს. მომდევნო სეზონში უმაღლეს ლიგაში საფეხბურთო კლუბი "თელავი" და "სამტრედია" ითამაშებს. კახეთის გუნდი ეროვნულ ლიგაში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

11 დეკემბერი 2019, 18:17

ეკონომიკა

წინასაახალწლოდ ფულადი გზავნილები შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით უცხოეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა და $151 მილიონი შეადგინა, როცა ოქტომბერში გადმორიცხვამ $153 მილიონი შეადგინა. რაც შეეხება 2018 წლის მონაცემებს, გასულ თვეში 13,3%-ით ($17,8 მილიონიით) მეტი გადმოირიცხა.

კახა კალაძე

11 დეკემბერი 2019, 18:15

საქართველო

„ქართული ოცნება“ 14 დეკემბერს რეგიონებიდან მხარდამჭერების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, 14 დეკემბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე მასშტაბური შეკრება გაიმართება. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა და თქვა, რომ მმართველი გუნდი ახალგაზრდების ინიციატივას სიამოვნებით უერთდება.

გერმანია რუსეთი დროშები

11 დეკემბერი 2019, 17:59

მსოფლიო

გერმანიას რუსეთისგან ხანგოშვილის ექსტრადირების შესახებ განაცხადი არ მიუღია

შესაბამისი განცხადება ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს პრესსპიკერმა გააკეთა. „მთავრობა არ არის ინფორმირებული რუსეთის მიერ დანაშაულის მსხვერპლის ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნაზე“, - თქვა მან.

ლარის კურსი

11 დეკემბერი 2019, 17:45

ეკონომიკა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8896 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, 11 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლარის მიმართ გამყარდა და 2.8896 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0193 თეთრი შეადგინა.

საპენსიო რეფორმა

11 დეკემბერი 2019, 17:35

მსოფლიო

მრავალათასიანი აქციების მიუხედავად საფრანგეთში საპენსიო ასაკი გაიზარდა

საფრანგეთის საპენსიო რეფორმა ასევე გულისხმობს გარკვეული პროფესიის მოქალაქეებისთვის პრივილეგიების გაუქმებას. რეფორმის დახმარებით, საფრანგეთის ხელისუფლება საპენსიო სისტემაში მზარდი დეფიციტის დაძლევას აპირებს, რომელიც პროგნოზის თანახმად, 2025 წლისთვის 7 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

ძალადობა ბავშვებზე

11 დეკემბერი 2019, 17:28

საქართველო

კვლევა: საქართველოში ბავშვების 69% -ის მიმართ აღზრდის ძალადობრივი მეთოდები გამოიყენეს

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით საქართველოში 14 000-ზე მეტ შინამეურნეობაში ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 2018-2019 წლის მონაცემებს ასახავს, ბავშვების 69%-ის მიმართ აღზრდის რომელიმე ძალადობრივი მეთოდი გამოიყენეს.

გრეტა ტუნბერგი

11 დეკემბერი 2019, 17:20

მსოფლიო

Time-მა წლის ადამიანად გრეტა ტუნბერგი დაასახელა

16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი Time-მა წლის ადამიანად დაასახელა. პოლიტიკოსებიდან სიაში იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და ახალი ზელანდიის პრემიერი ჯასინდა არდერნი.