imedi /  29 ნოემბერი 2019, 15:40 / სანდო წყარო

მალტის ხელისუფლება ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბიზნესმენს არ შეიწყალებს

ჯოზეფ მუსკატი

ჯოზეფ მუსკატი

მალტის პრემიერმინისტრ ჯოზეფ მუსკატის განცხადებით, ჟურნალისტ დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბიზნესმენი იორგენ ფენეჩი გამოძიებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ შეწყალებას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ფენეჩმა გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა ჩემი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კით შემბრის წინააღმდეგ. შეწყალების საკითხი მთავრობის სხდომაზე განვიხილეთ და ხმათა უმრავლესობით გადავწყვიტეთ, რომ იორგენ ფენეჩი შეწყალებას არ იმსახურებს. ასეთი რჩევა ჩვენ პოლიციის უფროსისა და გენერალური პროკურორისგან მივიღეთ“, - განაცხადა მუსკატმა.

ამასთან ერთად, პოლიციამ კით შემბრი უკვე გაათავისუფლა და მასთან გამოძიებას კითხვები აღარ აქვს. რაც შეეხება იორგენ ფენეჩს, ის გასულ კვირაში თავის იახტაზე დააკავეს და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რამდენიმე დღის წინ მალტის პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი, მელვინ თეუმა დააკავა. გამოძიება მას მკვლელობის შემსრულებლებსა და დამკვეთს შორის შუამავლობას ედავება. მკვლელობის დამკვეთის იდენტიფიცირებისთვის სასარგებლო ინფორმაციის სანაცვლად ხელისუფლებამ მისი შეწყალების პირობა დადო.

ჟურნალისტი დაფნე კარუან გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს ააფეთქეს. მკვლელობიდან ორ თვეში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, თუმცა ისინი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ.

დაფნე კარუან გალიცია„პანამის დოკუმენტებს“ სწავლობდა, რომელშიც მალტელ პოლიტიკოსებზეც მიაკვლია ინფორმაციას. ის ამტკიცებდა, რომ მალტის პრემიერის ჯოზეფ მუსკატის ცოლი, სავარაუდოდ, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს ფლობს, რომელიც ფულს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისგან იღებს. 

„პანამის დოკუმენტების“ გამოქვეყნების გამო მალტაზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, სადაც მუსკამტმა ისევ გაიმარჯვა.

ყველა სიახლე

„სარდინების“ დემონსტრაცია

14 დეკემბერი 2019, 21:57

მსოფლიო

რომში მოძრაობა „სარდინების“ უმსხვილესი აქცია გაიმართა

ეს პარტია „ლიგას“ და მისი ლიდერის, იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო სალვინის საწინააღმდეგოდ შექმნილი მოძრაობის ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია იყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას 100 000 ადამიანი დაესწრო. „სარდინები“ ასევე მაფიას, კლიმატის ცვლილებას და იტალიაში სიღარიბეს აპროტესტებენ.

კიევი ეკლესია

14 დეკემბერი 2019, 21:33

მსოფლიო

მიტროპოლიტმა ეპიფანემ კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ უკრაინის კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და უკრაინის ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ არსებობა შეწყვიტეს. ინფორმაცია Facebook-ზე გამოქვეყნდა.

COP 25 სამიტი

14 დეკემბერი 2019, 21:07

მსოფლიო

გაეროს კლიმატურ სამიტზე საბოლოო დეკლარაციაზე ვერ თანხმდებიან

ოგორც მოლაპარაკებებში მონაწილე მეცნიერები აღნიშნავენ, პარიზის შეთანხმების ახალი ვერსია სრულიად მიუღებელია. „თუ მსოფლიო ლიდერები მომავალი წლის სამიტამდე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ამბიციებს არ გაზრდიან, პარიზის შეთანხმების პირობების შესრულება შეუძლებელი გახდება“, - აღნიშნავენ სპეციალისტები.

იუპიტერი

14 დეკემბერი 2019, 20:47

ტექნოლოგიები

NASA-ს ზონდმა იუპიტერზე მძლავრი ქარიშხალი დააფიქსირა

იუპიტერის ზედაპირზე მორიგი გადაფრენისას NASA-ს ზონდმა Juno-მ პლანეტაზე ძლიერი ქარიშხლის ფორმირება დააფიქსირა. ინფორმაციას ორგანიზაციის ლაბორატორიის პრესსამსახური ავრცელებს. ახალი აღმოჩენა იმით არის უნიკალური, რომ ქარიშხალს 5 კუთხე აქვს და საათში 360 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება.

დათვი

14 დეკემბერი 2019, 20:21

ძალოვნები

ჭიათურაში მოხეტიალე ცირკს უკანონოდ დატყვევებული დათვი ჩამოართვეს

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში უკვე გადაიგზავნება. ცხოველი კი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ის სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე იცხოვრობეს.

ბუზი ცეცე

14 დეკემბერი 2019, 19:57

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა ბუზი „ცეცესთვის“ ახალი სატყუარა შექმნეს

ბრიტანელმა და აფრიკელმა ბიოლოგებმა შეისწავლეს ბუზი „ცეცეს“ თვალი და გაარკვიეს, რომ მეწამული ფერის სატყუარა „ძილის დაავადების“ გადამტანებს ყველაზე მეტად იზიდავთ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ახალი სატყუარა აფრიკაში „ძილის დაავადების“ გავრცელების მოცულობას შეამცირებს.

კლინტ ისტვუდი

14 დეკემბერი 2019, 19:33

კულტურა

ამერიკული გაზეთი კლინტ ისტვუდს ცილისწამებაში ადანაშაულებს

საქმე ისტვუდის ფილმს „რიჩარდ ჯუელის საქმე“ ეხება, რომლის მთავარი გმირიც სწორედ ამ გამოცემის ჟურნალისტი კეტი სკრაგსია. დრამა 1996 ატლანტის ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარ ტერაქტს ეხება. პოლიციამ დამნაშავე ერიკ რუდოლფი მხოლოდ 7 წლის შემდეგ დააკავა, მანამდე კი მომხდარში პარკის დარაჯ რიჩარდ ჯუელს ადანაშაულებდნენ.

ინსულტი

14 დეკემბერი 2019, 19:11

ტექნოლოგიები

ავსტრალიაში ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციისთვის სენსორული დანადგარი შექმნეს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა შექმნეს ახალი სენსორული დანადგარი, რომელიც პაციენტებს ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციაში დაეხმარებათ. ცდებმა აჩვენა, რომ მისი გამოყენების შემდეგ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდა. დანადგარი იმით არის უნიკალური, რომ ექიმს პაციენტის დატვირთვის რეგულირება შეუძლია.

ჩილი დემონსტრაცია

14 დეკემბერი 2019, 18:50

მსოფლიო

გაერო: ჩილეს პოლიციამ დემონსტრაციების დროს ადამიანის უფლებები დაარღვია

ჩილეში საპროტესტო აქციები, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდას მოჰყვა. 26 ოქტომბერს ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინიერამ მინისტრთა კაბინეტი განაახლა და 8 მინისტრი შეცვალა. ამ დროისთვის არეულობების შედეგად დაიღუპა 26 და დაშავდა ასობით ადამიანი.

კიბერშეტევა

14 დეკემბერი 2019, 18:31

მსოფლიო

ახალ ორლეანში კიბერშეტევის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადადა

აშშ-ში ახალი ორლანის მერმა ლატოია კანტრელმა ქალაქში საგაგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი მასობრივი კიბერშეტევა გახდა. ინფორმაცია მერიის Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. The New York Times-ის ცნობით, მსგავსი კიბერშეტევის სამიზნე 2020 წელს აშშ-ის 40 ქალაქი გახდა.

ქართული ოცნება

14 დეკემბერი 2019, 18:08

საქართველო

„ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ გამართა. პარტიაში აცხადებენ, რომ ღონისძიების ინიციატორი მათი ახალგაზრდული ორგანიზაციაა და ის საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ეძღვნება.

დავით ზალკალიანი

14 დეკემბერი 2019, 17:56

საქართველო

ზალკალიანი: ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდეს

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირი თუ მაღალი ტრიბუნა, მიღებულია მინისტერიალის ერთობლივი განცხადებები იმ მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ დასრულდეს ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა. ქვეყანა აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტ აქტიურ ჩართულობას.

ბიძინა ივანიშვილი

14 დეკემბერი 2019, 17:48

საქართველო

ივანიშვილი: აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას

„საქართველო ევროპაში არა უბრალოდ, ფორმალურად უნდა დაბრუნდეს, არამედ თავისი კუთვნილი, კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში. მე ამის მწამს და მტკიცედ მჯერა!“ - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე, ღონისძიებაზე „საქართველოს გზა ევროპისკენ“ განაცხადა.

გიორგი გახარია

14 დეკემბერი 2019, 17:25

საქართველო

გახარია: ევროპა არის საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი

„აქ ყოველთვის ევროპა იყო და ამას ჩვენი ისტორია ადასტურებს“, - ამ სიტყვებით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მიმართა, სადაც „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. გიორგი გახარიას თქმით, არასდროს ყოფილა საქართველო ისე ახლოს ევროპასთან როგორც დღეს.

კახა კალაძე

14 დეკემბერი 2019, 17:13

საქართველო

კალაძე: დარწმუნებული ვარ საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია

„რა არის ჩვენთვის ევროპა?! პირადად ჩემთვის, ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს - თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს!“ - ეს განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა კახა კალაძემ დღეს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე გააკეთა.

განათლების სამინისტრო

14 დეკემბერი 2019, 17:02

საქართველო

განათლების სამინისტრო „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იმედოვნებს, რომ დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდება. უწყების განცხადებით, სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში.

14 დეკემბერი 2019, 16:42

სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანმა ჩინეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ნახევარფინალში ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი, რუსეთის სახელით მოჭიდავე არმან ადამიანი ვაზარით დაამარცხა.

ალსტის კარნავალი

14 დეკემბერი 2019, 16:39

კულტურა

იუნესკომ ბელგიური კარნავალი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღო

„რასისტული და ანტისემიტური წარმოდგენების სისტემატური გამეორება 2003 წლის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის პრინციპებს არ ესაბამება“, - ნათქვამია იუნესკოს ოფიციალურ განცხადებაში.

თეა წულუკიანი

14 დეკემბერი 2019, 16:09

საქართველო

წულუკიანი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ძალისხმევის უპრეცედენტო მობილიზებაა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის გასათავისუფლებლად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. თეა წულუკიანის თქმით, ემოციები არ არის ის, რაც ამ შემთხვევაში წარმატებისთვის უნდა გამოვიყენოთ. 15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

ძაღლის თათი კოალა

14 დეკემბერი 2019, 16:03

ტაბლოიდი

ინტერნეტმომხმარებლებმა ძაღლის თათები კოალებს მიამსგავსეს

Twitter-ის მომხმარებელმა 41Strange-მ აღმოაჩინა, რომ ძაღლის თათი პატარა კოალას ჰგავს. მისი თქმით, ყველაზე დიდი ბალიში კოალას თავს, დანარჩენი ოთხი კი თათებს ჰგავს. მას აყვნენ სხვა ინტერნეტმომხმარებლებიც, რომლებმაც თავიანთი ძაღლების თათების ფოტოები გამოაქვეყნეს.