imedi /  01 დეკემბერი 2019, 09:22 / სანდო წყარო

მალტელი ბიზნესმენი ჟურნალისტის მკვლელობის თანამონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს

იორგენ ფენეჩი

იორგენ ფენეჩი

მალტელი ბიზნესმენი იორგენ ფენეჩი 2017 წელს ჟურნალისტ დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის თანამონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს. BBC-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ქალაქ ვალეტას სასამართლომ მიიღო.

ფენეჩი გასულ კვირაში თავის იახტაზე დააკავეს და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის მალტაზე ცნობილი ბიზნესმენია, რომელიც კომპანია Tumas-ის ხელმძღვანელი და ენერგოკომპანია Electrogas-ის დირექტორი იყო, თუმცა დაკავების შემდეგ ორივე თანამდებობა დატოვა.

დაფნე კარუან გალიციას მტკიცებით, ფენეჩს ეკუთვნის დუბაიში დარეგისტრირებული კომპანია 17 Black-ი, რომელიც „პანამის დოკუმენტებში“ ფიგურირებდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ჟურნალისტმა დაწერა რომ კომპანია 17 Black-ის უკან პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კით შემბრი და ტურიზმის მინისტრი კონრად მიცი იდგნენ. ორივე მათგანმა თანამდებობები უკვე დატოვა.

ჟურნალისტი დაფნე კარუან გალიცია 2017 წლის 16 ოქტომბერს ააფეთქეს. მკვლელობიდან ორ თვეში პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა, თუმცა ისინი ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ. რამდენიმე დღის წინ მალტის პოლიციამ კიდევ ერთი ადამიანი, მელვინ თეუმა დააკავა. გამოძიება მას მკვლელობის შემსრულებლებსა და დამკვეთს შორის შუამავლობას ედავება.

დაფნე კარუან გალიცია„პანამის დოკუმენტებს“ სწავლობდა, რომელშიც მალტელ პოლიტიკოსებზეც მიაკვლია ინფორმაციას. ის ამტკიცებდა, რომ მალტის პრემიერის ჯოზეფ მუსკატის ცოლი, სავარაუდოდ, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს ფლობს, რომელიც ფულს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ქალიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისგან იღებს. 

„პანამის დოკუმენტების“ გამოქვეყნების გამო მალტაზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, სადაც მუსკამტმა ისევ გაიმარჯვა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი ირანი

25 თებერვალი 2020, 21:10

მსოფლიო

მაიკ პომპეო: შესაძლოა ირანი კორონავირუსთან დაკავშირებით არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებს

„აშშ ღრმად შეშფოთებული ინფორმაციით, რომელიც იმას მიუთითებს, რომ ირანმა ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალა. ყველა ქვეყანამ, მათ შორის ირანმა, კორონავირუსის შესახებ სიმართლე უნდა თქვას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ითანამშრომლოს“,- განაცხადა პომპეომ.

ბაკურ აბულაძე

25 თებერვალი 2020, 21:02

ძალოვნები

გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძე დაინიშნა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებთან შეხვედრაზე უწყების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე და ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ ბაკურ აბულაძის დანიშვნის გადაწყვეტილება მისი პროფესიული გამოცდილებისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით მიიღო.

მაიკ პომპეო

25 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

მაიკ პომპეო რუსეთს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრება

„როგორც არაერთხელ განვაცხადე, და მათ შორის სერგეი ლავროვთან ბოლო შეხვედრის დროს, ჩვენ არჩევნებში ჩარევა მიუღებელია. ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენი არჩევნების ხელშეუხებლობას უზრუნველყოფს და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა შეეცდება ჩვენს დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხაროს, ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ“, - განაცხადა პომპეომ.

მიხეილ ჩხენკელი კალათბურთელები

25 თებერვალი 2020, 20:37

სპორტი

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს უმასპინძლა

„პირველ რიგში გილოცავთ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის წარმატებულად დაწყებას! შვეიცარიის ნაკრების დამარცხებითა და მსოფლიო კალათბურთის გრანდთან - სერბეთთან გამარჯვებით ქართველ გულშემატკივრებს უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

სერგეი ლავროვი

25 თებერვალი 2020, 20:31

საქართველო

სერგეი ლავროვმა ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მინისტერიალის გამართვის ადგილთან და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს რუსეთის დელეგაციაც. ქართველმა ჟურნალისტებმა მინისტერიალში შესაძლო მონაწილეობის შესახებ ჟენევაში მყოფ ლავროვს პირადად ჰკითხეს, თუმცა რუსეთის პირველმა დიპლომატმა მედიის წარმომადგენელთა კითხვას არ უპასუხა და მათ შეურაცხყოფა მიაყენა.

ინფექციური საავადმყოფო

25 თებერვალი 2020, 20:16

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 4 პაციენტს კორონავირუსზე ნაცხს ხვალ აუღებენ

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ 4 პაციენტს ბიოლოგიურ მასალას ხვალ აუღებენ, - ამის შესახებ საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მედიკოსებს არ რჩებათ იმის შთაბეჭდილება, რომ პაციენტებს კორონავირუსი აქვთ.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 20:08

მსოფლიო

აზერბაიჯანში ირანიდან დაბრუნებული 23 ადამიანი კარანტინში მოათავსეს

აზერბაიჯანში ირანიდან დაბრუნებული 23 პირი კორონავირუსზე არსებული ეჭვის გამო კარანტინში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო APA ავრცელებს. აზერბაიჯანში დაბრუნებული 23 ადამიანი ირანის იმ რეგიონში იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა.

ვენეცია კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 20:02

მსოფლიო

რა ვითარებაა კორონავირუსის საფრთხის გამო დაცარიელებულ ვენეციაში. ვიდეო

ვენეციის ცენტრში ცნობილ სან-მარკოს მოედანზე სეზონისთვის უჩვეულო სიცარიელეა. კორონავირუსის გავრცელების გამო ტურისტების ნაწილმა ქალაქი დატოვა. დაკეტილია მაღაზიების და რესტორნების უმრავლესობა. ვენეციაში პირბადეების დეფიციტია.

უეფა

25 თებერვალი 2020, 19:50

სპორტი

კორონავირუსის გავრცელების გამო უეფამ შესაძლოა ევროტურნირები შეაჩეროს

„ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ვაკვირდებით სიტუაციას. ფეხბურთი ქვეყნის კანონმდებლობას უნდა ეწყობოდეს. ვცდილობთ არ შევაჩეროთ ტურნირები, თუმცა თუ სიტუაცია გაუარესდება, მოგვიწევს ტურნირების შეჩერება“, - აცხადებს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ვიცე-პრეზიდენტი მიშელ უვა.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 19:35

მსოფლიო

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ორი ახალი კერა გაჩნდა

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ორი ახალი კერა გაჩნდა. ესპანური გამოცემა El Pais-ის ცნობით, ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევები კატალონიაში და შვეიცარიაში გამოვლინდა. კატალონიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაადასტურა და კორონავირუსთან დაკავშირებით პროტოკოლი აამოქმედა.

დონალდ ტრამპი

25 თებერვალი 2020, 19:22

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჰარვი ვაინშტეინი მიშელ ობამას და ჰილარი კლინტონს უყვარდათ

„რაც შეეხება ვაინშტეინს, ის დემოკრატებს მოსწონდათ. მიშელ ობამას უყვარდა ის. ჰილარი კლინტონს უყვარდა ის. ვაინშტეინი დიდ ფულს აძლევდა დემოკრატებს. ჩემი კითხვაა: დააბრუნებენ დემოკრატები ამ ფულს უკან?“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ევროპული საქართველო აქცია ჰიმნი

25 თებერვალი 2020, 18:57

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდები მორიგ აქციას მართავენ

ახალგაზრდების ჯგუფი მორიგ აქციას მართავს ევროპული საქართველოს ოფისთან. აქტივისტების მოთხოვნა უცვლელია - ისინი ელენე ხოშტარიასგან და ირმა ნადირაშვილისგან დეპუტატების მანდატების დატოვებას ითხოვენ.

25 თებერვალი 2020, 18:49

მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი: ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ კორონავირუსი მათ კარზე დააკაკუნებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყნები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ კორონავირუსი მათ კარზე დააკაკუნებს. ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ატილა მესტერჰაზი

25 თებერვალი 2020, 18:47

საქართველო

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“ნატოს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს სწრაფვას გახდეს ნატოს წევრი და საქართველოს მხარს უჭერს ამ გზაზე, კერძოდ საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო დიალოგისა და აქტიური თანამშრომლობის მეშვეობით”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკო მჭედლიშვილი

25 თებერვალი 2020, 18:27

ეკონომიკა

ნიკო მჭედლიშვილი: როცა ჩინეთს რაღაც ემუქრება ეს მსოფლიო ეკონომიკაზე გლობალურად აისახება

ჩინეთი სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა. შესაბამისად თუ ჩინეთის ეკონომიკას პრობლემა აქვს, ეს ნიშნავს რომ ნავთობზე მოთხოვნა მცირდება და შესაბამისად ფასიც ეცემა. როცა ჩინეთს რაღაც ემუქრება ეს აისახება გლობალური მასშტაბით მსოფლიო ეკონომიკაზე - ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის „დღის ქრონიკაში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 18:18

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება

„ჩვენ რუსეთში დაბრუნებას არ ვაპირებთ. ეს ძალიან კარგად იცის რუსეთმა. ჩვენ მტკიცედ და პრინციპულად ვამბობთ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველო გახდება ნატოს წევრი. მხოლოდ ერთი მიმართულებით გვაქვს ბილეთი აღებული. ეს რუსეთმა ძალიან კარგად იცის. რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, - განაცხადა სესიაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 თებერვალი 2020, 18:16

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ მეშახტეების წინაშე დავალიანება არ დაიფარება, მთავრობის წევრები ხელფასს ვერ აიღებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მთავრობის წევრებს, მეშახტეების წინაშე არსებული დავალიანებისთვის საჭირო ზომები მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტის წევრები უახლოესი ორი თვის ხელფასს ვერ აიღებენ.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 18:08

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი ნატოში ინტეგრაციაზე: თითოეული აგურის დადებას მივყავართ იქამდე, რომ კედლებზე სახურავიც უნდა აშენდეს

თითოეული აგურის დადებას მივყავართ იქამდე, რომ კედლებზე სახურავიც უნდა აშენდეს. თურქეთის განცხადებები, აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ბალტიის ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპის თანადგომა საბოლოო ჯამში ახდენს კონსოლიდაციას საერთო მიზნის გარშემო, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

25 თებერვალი 2020, 18:01

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს სანდო პარტნიორია

„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საიმედოები ვართ, ვამტკიცებთ და ვმოქმედებთ პარტნიორებთან ერთად, გვაქვს მაღალი დონის სტანდარტი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არა მხოლოდ ვისაუბროთ, რომ ნატოს კარი ახლოს არის და ღია არის. არა, ჩვენ გვინდა, რომ ამ კარში შევიდეთ და ეს განაცხადი, ვფიქრობ, არის ძალიან სწორი“, - აღნიშნა დეპუტატმა.

25 თებერვალი 2020, 17:58

საქართველო

ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობის პრაქტიკა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის არის მნიშვნელოვანი.