imedi /  01 დეკემბერი 2019, 08:25 / სანდო წყარო

ლონდონის ტერაქტის გამო პირობით ვადამდე გათავისუფლების წესები შეიცვლება

ლონდონი ტერაქტი

ლონდონის ხიდზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტრომ ტერორისტების პირობით ვადამდე გათავისუფლების წესების შეცვლაზე მუშაობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამკაცრებული წესები შესაძლოა ბრიტანულ ციხეებში მყოფ 70-მდე ტერორისტს შეეხოს. პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს პირობით ვადამდე გათავისუფლება არ უნდა ეხებოდეს. მისი თქმით, ამ ადამიანებმა სასჯელი სრულად უნდა მოიხადონ.

ლონდონში მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა ორი და დაიჭრა სამი ადამიანი. თავდამსხმელი, 28 წლის უსმან ხანი ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მოკლეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) აიღო

უსმან ხანი 2012 წელს ტერაქტის მოწყობის მცდელობის მუხლით გაასამართლეს და 2018 წელს 2018 წლის დეკემბერში პირობით ვადამდე გაავისუფლეს.

ყველა სიახლე

02 ოქტომბერი 2022, 10:29

მსოფლიო

რუსეთში ღილაკებიანი მობილური ტელეფონების გაყიდვები გაიზარდა

ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფონზე, რუსეთის მასშტაბით, ღილაკებიანი მობილური ტელეფონების გაყიდვები გაიზარდა. ადგილობრივი მედია მოქალაქეებისთვის ავრცელებს რჩევებს, თუ რა კრიტერიუმები უნდა გაითვალისწინონ მათი შეძენისას.

02 ოქტომბერი 2022, 09:59

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში 🍂

2 ოქტომბერს ქუთაისში +32 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +20 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც უნალექო დღე იქნება, დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

02 ოქტომბერი 2022, 09:43

სპორტი

დღეს უმცროსი ბორჯღალოსნები ჩეხეთს დაუპირისპირდებიან 🏉

რაგბის კავშირის ინფორმაციით, უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა საქართველოში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

02 ოქტომბერი 2022, 09:21

მსოფლიო

ერდოღანი: თურქეთი აწარმოებს გლობალურ ურთიერთობებს და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს

თურქეთს არ აქვს ფუფუნება ჩაკეტოს, იზოლირდეს გარესამყაროსგან და შორიდან უყუროს თავის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, ის აწარმოებს გლობალურ ურთიერთობებს, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. თურქეთს არ აქვს ფუფუნება ჩაიკეტოს, იზოლირდეს გარესამყაროსგან და შორიდან უყუროს თავის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, ის აწარმოებს გლობალურ ურთიერთობებს

02 ოქტომბერი 2022, 08:58

მსოფლიო

პარიზში უკრაინის მხარდამჭერთა მსვლელობა გაიმართა

საფრანგეთის დედაქალაქში, უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მსვლელობა გაიმართა.

02 ოქტომბერი 2022, 08:50

საზოგადოება

დედაქალაქში „თბილისობის“ დღესასწაული გრძელდება

ორწლიანი პაუზის შემდეგ, „თბილისობის“ დღესასწაული იმართება. სხვადასხვა ღონისძიება რამდენიმე ლოკაციაზე, მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. დედაქალაქის მთავარი დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის 2022 წლის საპატიო მოქალაქეებიც დაჯილდოვდებიან.

02 ოქტომბერი 2022, 08:32

მსოფლიო

ინდონეზიაში, საფეხბურთო მატჩის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებასა და ჭყლეტას 130-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ვიდეო

ინდონეზიაში, ქვეყნის ორ უდიდეს საფეხბურთო გუნდს შორის გამართულ მატჩს ათობით ადამიანის დაღუპვა მოჰყვა - სტადიონზე დაწყებულ ქაოსსა და ძალადობას, სულ მცირე, 129 ადამიანი ემსხვერპლა, 180 კი დაშავებულია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 ოქტომბერი 2022, 08:14

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ამ კვირაში დონბასში უკრაინის კიდევ უფრო მეტი დროშა გამოჩნდა და მათი რიცხვი გაიზრდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში, კიდევ უფრო მეტ გათავისუფლებულ ქალაქსა და სოფელში აფრიალდება უკრაინული დროშა.

02 ოქტომბერი 2022, 00:32

ტექნოლოგიები

Tesla-მ ჰუმანოიდი რობოტი Optimus-ი წარადგინა, რომელიც 20 000 დოლარი ეღირება

პრეზენტაციაზე მასკმა განაცხადა, რომ რობოტის შექმნას 10 წელზე მეტი დასჭირდა. Tesla იმედოვნებს, რომ შეკვეთებს 3-5 წელში მიიღებს. ბიზნესმენის თქმით, რობოტი 20 000 დოლარი ეღირება.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 23:11

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში

ქართული კულტურისთვის მიუღებელია ისეთი ადამიანების გავლენა პოლიტიკაზე, როგორიც არის იგივე კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. ისინი არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას.

01 ოქტომბერი 2022, 23:02

რეგიონი

ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა

World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეოვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ, მთავრობის დელეგაციის წევრებმა მიიღეს.

01 ოქტომბერი 2022, 22:32

საზოგადოება

„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე გალაკონცერტი გაიმართა

გალაკონცერტში საშემსრულებლო ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლები, მოცეკვავეები და ახალგაზრდა მომღერლები მონაწილეობდნენ.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 22:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. გვქონდა სერიოზული სირთულეები გარკვეულ ეტაპებზე, თუმცა ყველა სირთულე გადავლახეთ

დღეს ჩვენი გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. გვქონდა სერიოზული სირთულეები გარკვეულ ეტაპებზე, თუმცა ყველა სირთულე გადავლახეთ. ვგულისხმობ მაგალითად წინა პრემიერის მმართველობის პერიოდს. დღეს ყველა სირთულე გადალახულია და გუნდი არის ძალიან ძლიერი და ერთიანი, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან დადებითად აისახება მთლიანად პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ვიქტორ წილოსანი

01 ოქტომბერი 2022, 22:09

საზოგადოება

ვიქტორ წილოსანი თბილისში საცობებზე: დღეის მდგომარეობით ქალაქში 20 პრობლემური კვანძი გვაქვს და აქედან 7 ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოდის

ჩვენ ახლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის იმ მეორე ეტაპზე ვართ, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აჩქარებას, მოლოდინის დროების შემცირებასა და ასევე გადაჭედილი ავტობუსების შემსუბუქებას მოქალაქეებისთვის და მეორე მხრივ ჩვენ ვებრძვით იმ პროცესს, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, - ამის შესახებ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში თუ სადმეა საქართველოში კლანი, ეს არის პირველ რიგში NGO-ბი

ნებისმიერი სფერო რომ ავიღოთ, გირაოს შეფარდება, ჯარიმების შეფარდება, სტატისტიკა გაუმჯობესებულია - ზოგიერთ შემთხვევაში 3-ჯერ, 3-ჯერ, 6-ჯერ, 8-ჯერ და 21-ჯერაც კი. ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემური პრობლემებია აღმოფხვრილი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:50

რეგიონი

ირაკლი კობახიძე სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებზე: ამ გამარჯვებით ჩვენ ვახერხებთ სენაკის მუნიციპალიტეტში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბებას

ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ გაბედა კანდიდატურის დასახელება, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ საერთო ფონს, საზოგადოების განწყობას და აქედან გამომდინარე გამარჯვება იოლად მოვიპოვეთ, - ასე გამოეხმაურა „ქრონიკის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნების წინასწარ შედეგებს.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:34

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა 27 მილიარდი ლარი იყო, ამ წლის ბოლოს კი 72 მილიარდი ლარი იქნება

„2012 წელს ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. 27 მილიარდი ლარი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ამ წლის ბოლოს კი იქნება 72 მილიარდი ლარი, რაც ბიუჯეტზეც და გადასახადებზეც აისახება. ეს მაჩვენებელი უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ორი კრიზისი, რომელიც ჩვენ თავს დაგვატყდა ამ 10 წლის განმავლობაში. პირველი იყო 2015 წლის საყოველთაო კრიზისი, რომელიც ევროპის კონტინენტზე იყო განსაკუთრებით საგრძნობი, რაც მოყვა უკრაინის წინა ომს და მეორე იყო პანდემია. ამის მიუხედავად ჩვენ 27 მილიარდი ლარიდან ავედით 72 მილიარდ ლარზე. ეს არის მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მონაცემები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

01 ოქტომბერი 2022, 21:07

პოლიტიკა

წინასწარი შედეგებით, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმათა 96,68% ზაზა ყურაშვილმა მიიღო, 3,32 % კი - მამუკა ტუსკაძემ

სენაკში კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბელარუსის სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

რასაც ოპოზიცია გვთავაზობს არის მიმართული სწორედ იქითკენ, რომ ბელარუსმა აღიაროს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და რა თქმა უნდა ამას არცერთ შემთხვევაში არ გავყვებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

01 ოქტომბერი 2022, 21:01

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან 12-ვე პუნქტი აბსოლუტურად პირნათლად შესრულდება

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შესრულდეს 12-ვე პუნქტი, რომელიც შემოთავაზებულია ევროკომისიის მიერ და ზაფხულშიც კი ძალიან ინტენსიურად მუშაობდა პარლამენტი ამ კუთხით, მთლიანად ხელისუფლება და დღეს კიდევ უფრო ინტენსიურია ეს პროცესი. ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად პირნათლად შესრულდება 12-ვე პუნქტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.