Imedi /  09 დეკემბერი 2019, 16:48 / სანდო წყარო

აშშ-ში კაცმა ნარკოლაბორატორია ეკლესიაში მოაწყო

ნარკოლაბორატორია

მეთიუ ანდერსონი

მენის შტატის ქალაქ ბაქსტონში დააკავეს კაცი, რომელმაც მეთოდისტური ეკლესიის სათამაშო ოთახში ნარკოლაბორატორია მოაწყო. ამის შესახებ New York Post-ი წერს. 

სამართალდამცველებმა იქ ამფეტამინის წარმოებისთვის საჭირო ნივთები აღმოაჩინეს. დაკავებული 33 წლის მეთიუ ანდერსონია.

მან 50 000 დოლარის ოდენობის გირაოს გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც ციხეშია. მისი საქმის განხილვა 24 იანვარსაა დანიშნული.

ყველა სიახლე

22 იანვარი 2021, 17:47

რეგიონი

ფოთში, ნავმისადგომების ტვირთბრუნვა 7 მილიონი ტონით გაიზრდება და დამატებით 10 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება

მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ნავმისადგომებთან, საწარმოებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

22 იანვარი 2021, 17:28

სამართალი

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 17:26

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მიუხედავად პანდემიისა, კრიზისისა და კონფლიქტისა ჩვენს რეგიონში, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მის გარშემო, რეგიონში

ახალი არსებითი პაკეტი გახლავთ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მაჩვენებელი ჩვენი თანამშრომლობის გაზრდისა. ის მორგებულია უსაფრთხოების გამოწვევებზე. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. ჩვენ ვენდობით ნატო-ს მოხსენებას, საქართველომ აჩვენა თავისი ერთგულება ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით და ამ გზაზე საქართველო მედეგია, რათა მეტი სოლიდარობა და უფრო მეტი გამბედაობა ჰქონდეს ალიანსთან ურთიერთობაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან ბეჟაშვილი

22 იანვარი 2021, 17:26

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: თუ ჩვენი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაკმაყოფილდება, აქცენტი ქუჩის აქციებზე გადავა

„მთავარი მოთხოვნა საზოგადოებისა და ერთიანი ოპოზიცის არის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ბუნებრივია ამ შემთხვევაში პარლამენტში აღარ რჩება პოლიტიკური სივრცე პოლიტიკის გაკეთების და ამ შემთხვევაში მთელი აქცენტი გადავა ქუჩის აქციებზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სერგი კაპანაძე

22 იანვარი 2021, 17:14

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს ცვლის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, მანდატების შეჩერების პროცესის გაჭიანურებაზე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდსა და მომავალ სამოქმედო გეგმებზე საუბრობს.

ზინედინ ზიდანი

22 იანვარი 2021, 17:10

COVID19

ზინედინ ზიდანი კორონავირუსით დაინფიცირდა

ზინედინ ზიდანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Football-Espana ავრცელებს. მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის გამოც ფრანგმა იზოლაციაში გადაინაცვლა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამეფო კლუბს მატჩებისთვის მისი ასისტენტები მოამზადებენ.

22 იანვარი 2021, 17:10

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სოფელ ბიწმენდს, ძველ ქანდას, აღდგომლიანთკარსა და ვაზიანს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი საბავშვო ბაღები შეემატა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მასშტაბური პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.

22 იანვარი 2021, 17:09

პოლიტიკა

მალხაზ კურტაევი, რომელიც დე ფაქტო ცხინვალს მოქალაქეობას სთხოვდა, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა

დათა ვანიშვილის შვილიშვილმა, რომელმაც ერთი თვის წინ დე ფაქტო ცხინვალს მოქალაქეობა სთხოვა, ცოტახნის წინ ოკუპირებული ტერიტორია დატოვა და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. ის ერედვში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცველებმა გამოკითხეს. მალხაზ კურტაევის მეუღლე ხურვალეთში ცხოვრობს, მისი ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ.

სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 16:58

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთს ჩვენ ძალიან ახლოს ვიცნობთ - ყველაფერი, რაც რეგიონში მილიტარიზაციასა და ჩვენ გარშემო მყოფ დიდ ძალებს შეაჩერებს, ძალიან მნიშვნელოვანია

ცხადია, ჩვენ არ ვართ ბირთვული შეთანხმების შესახებ დისკუსიების ნაწილი, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ისეთ რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვართ, თანაც, ასეთ პერიოდში, ყველაფერი, რაც რეგიონში მილიტარიზაციასა და ჩვენ გარშემო მყოფ დიდ ძალებს შეაჩერებს, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 16:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პრინციპული საკითხია, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტპატიმრებზე აღარ ვილაპარაკოთ

„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტარს, პოლიტიკოსს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე აღარ უნდა ესაუბრონ, რადგან ეს არაა პოლიტიკოსის საქმე.

22 იანვარი 2021, 16:52

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიღებული გრანტების ფარგლებში პროექტების განხორციელება დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიღებული გრანტების ფარგლებში პროექტების განხორციელება დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 2020 წელს საერთაშორისო და ადგილობრივ კონკურსებში მონაწილეობის შედეგად 192 947 ევროს (2020-2022 წლები) და 498 080 ლარის გრანტებს მიიღებს.

იენს სტოლტენბერგი

22 იანვარი 2021, 16:49

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 16:49

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ახალი გამოწვევების წინაშე ჩვენ ყველას გვჭირდება ახალი ენერგია, უფრო მეტი მოქმედება და შემართება

ახალი გამოწვევების წინაშე ჩვენ ყველას გვჭირდება ახალი ენერგია, უფრო მეტი მოქმედება და უფრო მეტი შემართება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

22 იანვარი 2021, 16:43

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: რეფორმების გაგრძელება არის საქართველოს ძირითადი ამოცანა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე

საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. ეს არის საქართველოს ძირითადი ამოცანა ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

22 იანვარი 2021, 16:41

საზოგადოება

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას განაგრძობს

თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი იმ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას განაგრძობს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ. ამჯერად, წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრები საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ 500 ოჯახს გადასცემენ, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოჯახებისთვის ნობათის შეძენა თბილისის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის 200 ათასი ლარით შემცირების შედეგად გახდა შესაძლებელი, რაც მერის სარეზერვო ფონდში აისახა.

იენს სტოლტენბერგი

22 იანვარი 2021, 16:38

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის

„ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

22 იანვარი 2021, 16:35

რეგიონი

25 იანვრიდან 15 მარტამდე ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

25 იანვრიდან 15 მარტამდე ქუთაისში აკაკი წერეთლის ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება აკაკი წერეთლის ქუჩაზე. კერძოდ, აკაკი წერეთლის და პუშკინის ქუჩის კვეთიდან დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე.

ალეკო ელისაშვილი

22 იანვარი 2021, 16:35

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ მომდევნო კვირაში დიპლომატებთან შეხვედრა შედგეს

„დიპლომატებთან კომუნიკაცია გვაქვს, იმ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვქონდა როგორც ევროკავშირის საელჩოსთან კომუნიკაცია, ასევე შეერთებული შტატების საელჩოსთან. ახლა ვართ ამ რეჟიმში, იქიდან რა ინფორმაციაც წამოვიღეთ, იმის გაანალიზების ეტაპზე, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ იქითა კვირას იყოს კიდევ ერთი შეხვედრა,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

22 იანვარი 2021, 16:31

პოლიტიკა

EBRD-ის რეგიონული დირექტორი გიორგი გახარიას: გასული წლის განმავლობაში ორჯერ უფრო მეტის მიღწევა შევძელით ერთად, ვიდრე რომელიმე წინა წელს გაგვიკეთებია, ძალიან ვამაყობთ მიღწეული შედეგებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობის მეთაურმა EBRD-ს მადლობა გადაუხადა სამაგალითო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არა მხოლოდ საქართველოს ძალიან კარგი პარტნიორია, არამედ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის განვითარებაში.

ალეკო ელისაშვილი

22 იანვარი 2021, 16:27

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: დეპუტატის მანდატი პრივილეგიებისთვის არ მჭირდება

„ყველა დაინახავს, მე და ლევან იოსელიანი ორი დეპუტატის გასაკეთებელზე გაცილებით მეტს გავაკეთებთ. ჩვენი ცხოვრების მოწყობაზე კი არ ვიზრუნებთ, მანქანებსა და ჯიპებს კი არ მოვიმსახურებთ, როგორც დავდიოდით ფეხით, ისე ვივლით, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.