imedi /  11 დეკემბერი 2019, 14:44 / სანდო წყარო

აუნ სან სუ ჩი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში როჰინჯების წინააღმდეგ გენოციდს უარყოფს

აუნ სან სუ ჩი

აუნ სან სუ ჩი

მიანმარის ლიდერმა აუნ სან სუ ჩიმ გაეროს საერთაშორისო სასამართლოზე (ICJ) მიანმარის მიერ როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ გენოციდი უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი საერთაშორისო სასამართლოზე როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ მიანმარის მიერ გატარებულ ქმედებებზე სცემს პასუხებს. 

სიტყვით მიმართვაში, აუნ სან სუ ჩიმ მიანმარის წინააღმდეგ საქმეს "ნაკლოვანი და არასწორი" უწოდა. 

აუნ სან სუ ჩიმ, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სანიმუშოდ მიიჩნეოდა, ახლა გადაწყვიტა დაიცვას ის ჯარი, რომელიც მას შინა პატიმრობაში წლები ამყოფებდა. 

მიანმარში როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. 

მანამდე გაეროს ანგარიშით გაირკვა, რომ გაერთიანება ზოგიერთი მიანმარელი სამხედროს წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ანგარიშში წერია, რომ ისინი, სავარაუდოდ, დამნაშავეები არიან როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ ძალადობასა და გენოციდის საქმეზე. 

მიანმარში სიტუაცია 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ გამწვავდა. ამ დღეს „როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის“ დანებითა და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომადგენელი. 

MSF-ის ინფორმაციით, დაპირისპირების დაწყებიდან ერთ თვეში, სულ მცირე, 6700 როჰინჯა, აქედან 730-ზე მეტი ბავშვი მოკლეს, თუმცა მიანმარის მთავრობა განმარტავს, რომ ისინი როჰინჯა სამხედროებს ებრძვიან და არა მშვიდობიან მოქალაქეებს. 

როჰინჯა - ეთნიკური ჯგუფია, რომელიც მიანმარის შტატ რაკჰაინში ცხოვრობს და ტერიტორიის მკვიდრად მიაჩნია თავი, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როჰინჯები ბრიტანული კოლონიალიზმის პერიოდში ბანგლადეშიდან მიანმარში ჩაასახლეს.

ყველა სიახლე

ადრიატიკის ზღვა

27 იანვარი 2020, 17:35

მსოფლიო

ადრიატიკის ზღვაში ხორვატიის სამხედრო ვეტმფრენი ჩავარდა

სწავლების დროს ხორვატიის სამხედრო ვეტმფრენი ადრიატიკის ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

ტრევის შადრევანი

27 იანვარი 2020, 17:17

კულტურა

რომში ტრევის შადრევანთან დამცავ ღობეს დადგამენ

ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომში უდიდეს ტრევის შადრევანთან დამცავ ღობეს დადგამენ. რომის მერის ვირჯინია რაჯის განცხადებით, ხელისუფლება ამ ფორმით შადრევანს ვანდალებისა და ხულიგნებისგან დაიცავს.

მილიონერი გამარჯვებული

27 იანვარი 2020, 17:09

ტაბლოიდი

ვინ არის ჯეკპოტის გამარჯვებული მილიონერი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ

ლატარიაში გამარჯვებული 77 წლის ვალიკო კვაჭაძეა. მან „საქართველოს ეროვნული ლატარეის“ ჯეკპოტი 1 182 454 ლარი 21 იანვრის გათამაშების დროს მოიგო, თუმცა რამდენიმე დღე კომპანია გამარჯვებულს ვერ პოულობდა. მის შესახებ სიუჟეტი „იმედის კვირამ“ მოამზადა.

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2020, 17:03

საქართველო

მმართველმა გუნდმა კონგრესმენებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით აშშ-ში შეხვედრები დაგეგმა

მმართველი გუნდი აშშ-ის კონგრესთან აქტიურ კომუნიკაციას თებერვლიდან გეგმავს, ამ მიზნით შეერთებულ შტატებში მაღალი დონის ვიზიტები შედგება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრები უკვე დაგეგმილია.

27 იანვარი 2020, 16:54

ვიდეო

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა

27 იანვარი 2020, 16:41

მსოფლიო

რუსეთში სამხედრო პოტენციალზე საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებისთვის იაპონელი დააკავეს

იაპონელის დაკავებასთან დაკავშირებით, რუსეთმა იაპონიის საელჩოს საპროტესტო ნოტა გადასცა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული რუსეთში ჟურნალისტური ვიზით იმყოფებოდა. მან რუსეთის ტერიტორია უკვე დატოვა. ინციდენტი 25 იანვარს მოხდა.

სელენა გომესუ

27 იანვარი 2020, 16:40

ტაბლოიდი

სელენა გომესმა ჯასტინ ბიბერი ემოციურ ძალადობაში დაადანაშაულა

„ვგრძნობ, რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყავი“ - განაცხადა მომღერალმა. კითხვაზე, არის თუ არა საუბარი ემოციურ ძალადობაზე, გომესმა დადებითად უპასუხა. ბიბერი და გომესი ერთად ოფიციალურად 2011-2018 წლებში იყვნენ. წყვილი ამ ურთიერთობის განმავლობაში ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2020, 16:31

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი საკითხი კონგრესმენებთან პირისპირ დიალოგით უნდა განიხილებოდეს

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონგერსმენების წერილების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ნებისმიერი კითხვა და წუხილი დიალოგის რეჟიმში უნდა განიხილებოდეს.

Brexit მონეტა

27 იანვარი 2020, 16:16

მსოფლიო

ბრიტანელები Brexit-ისადმი მიძღვნილ მონეტებს ბოიკოტს უცხადებენ

საუბარია 50-ცენტიან მონეტებზე, რომლებიც 3 მილიონი ეგზემპლარის ტირაჟით მოიჭრა. ახალი მონეტები მიმოქცევაში 31 იანვარს გამოჩნდება, როდესაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ოფიციალურად დატოვებს. მონეტებს „მშვიდობა, წარმატება და ხალხთა მეგობრობა“ აწერია.

მეგან მარკლი

27 იანვარი 2020, 16:16

ტაბლოიდი

მეგან მარკლის სახელი ზმნად აქციეს

სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მსოფლიოს უკვე აჩუქეს ახალი სიტყვა „მეგზიტი“ (Brexit-ის ანალოგი), როდესაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ტიტულებზე უარი განაცხადეს. თუმცა ყველაფერი ამით არ ამოწურულა. ახლა მეგან მარკლის სახელის გამოყენებით ინტერნეტმომხმარებლებმა ზმნაც მოიფიქრეს - to Meghan Markle „მეგანმარკლობა“.

ელიზაბეთ რუდი

27 იანვარი 2020, 16:05

საქართველო

ელიზაბეთ რუდი: ჩვენი ერთგულება საქართველოს მიმართ მომავალშიც გაგრძელდება

„აშშ ამაყობს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახნის ცერემონიაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

27 იანვარი 2020, 15:35

საქართველო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად ირაკლი კობახიძე აირჩიეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად საქართველოს პარლამენტის ყოფლი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აირჩიეს. მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ბელგიელი ჰენდრიკ დამსის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ამ თანამდებობაზე დამსი ლილიან მორი პასკიეს შეცვლის.

კობი ბრაიანტი ქალიშვილთან ერთად

27 იანვარი 2020, 15:29

მსოფლიო

კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესაძლო მიზეზი დასახელდა

ვერტმფრენმა, რომლითაც 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი 13 წლის ქალიშვილთან ერთად მგზავრობდა, შესაძლოა უამინდობის გამო განიცადა კატასტროფა. ამის შესახებ CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.

ევროსაბჭო

27 იანვარი 2020, 15:22

საქართველო

საქართველოს დელეგაციამ ევროსაბჭოში რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტა

საქართველოს დელეგაციამ სრული შემადგენლობით ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დაბრუნების საკითხის გადახედვა მოითხოვა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია პროტესტით დაიწყო. ქართველმა, უკრაინელმა და ლიეტუველმა დეპუტატებმა რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენა ფეხზე ადგომით გააპროტესტეს.

ამირან გამყრელიძე

27 იანვარი 2020, 15:17

საქართველო

ამირან გამყრელიძე: წამალი რომელიც კორონავირუსის ამ ქვეტიპზე იმოქმედებს, არ არსებობს

ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღდეგ რაიმე სპეფიციკური მკურნალობა, ვაქცინა ან წამალი არ არსებობს. მისი თქმით, კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი 5-დან 14 დღემდეა.

ჰენდრიკ დამსი

27 იანვარი 2020, 15:10

მსოფლიო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარედ ბელგიელი ჰენდრიკ დამსი აირჩიეს. ინფორმაცია ამის შესახებ საპარლამენტო ასამბელის Twitter-გვერდზე გავრცელდა. დამსი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს“ წარმოადგენს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 15:04

მსოფლიო

ინდონეზია კორონავირუსის გამო ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს

ინდონეზიის ხელისუფლება „კორონავირუსის“ გავრცელების გამო ქვეყნის საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვების დაწესების საკითხს განიხილავს. The Jakarta Post-ის ცნობით, მთავრობა კორონავირუსთან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის სპეციალური რეკომენდაციების შემუშავებასაც გეგმავს.

სოფ. ქერეს მოსახლეობის აქცია

27 იანვარი 2020, 14:55

საქართველო

გამყოფ ზოლთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობა სკოლას და საბავშვო ბაღს ითხოვს

სექტემბრიდან 70-მდე ბავშვს ყოველდღიურად მეზობელი სოფლების სკოლებში უწევთ სიარული, პატარები კი თითქმის 3 წელი ფლავის საბავშვო ბაღში დაჰყავთ. აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და სარეაბილიტაციოდ სექტემბრიდან დაიხურა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

სამხედროები

27 იანვარი 2020, 14:44

ძალოვნები

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

პრემიერმინისტრმა თავდაცვის მინისტრს ბოლო პერიოდში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეს, დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს, უკვე აქვთ სახელფასო დანამატი 200-დან 800 ლარამდე.

გერმანია ჯარი

27 იანვარი 2020, 14:34

მსოფლიო

550 გერმანელი სამხედრო მემარჯვენე ექსტრემისტულ წრეებთან კავშირია ეჭვმიტანილი

გერმანიის შეიარაღებული ძალების 550 სამხედრო მოსამსახურეს შესაძლოა, მემარჯვენე ექსტრემისტულ წრეებთან კავშირი ჰქონდეს. ამის შესახებ გამოცემა Welt am Sonntag-ს გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა კრისტოფ გრამმა განუცხადა.