imedi /  11 დეკემბერი 2019, 21:45 / სანდო წყარო

გაერო საუდის არაბეთში ნავთობტერმინალზე თავდასხმასთან ირანის კავშირს ვერ ამტკიცებს

აფეთქება ნავთობტერმინალზე

აფეთქება ნავთობტერმინალზე

გაერო ვერ ამტკიცებს, რომ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალზე მომხდარ თავდასხმაში ირანი მონაწილეობდა. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის მიერ ხელმოწერილი ანგარიში ნახეს. დოკუმენტის მიხედვით ამ ეტაპზე გაეროს არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ შეიარაღება, რომლითაც ნავთობტერმინალზე იერიში განახორციელეს ირანს ეკუთვნის. თუმცა ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მსგავსი შეიარაღება არც ჰუსიტებს აქვთ. გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. 

14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე განხორციელებულ დრონების თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, თუმცა აშშ-მა და საუდის არაბეთმა თავდასხმაში ირანი დაადანაშაულეს

აფეთქებების გამო საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა, მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მკვეთრად გაიზარდა. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა.

ყველა სიახლე

მაგნიტი გათამაშება

27 იანვარი 2021, 10:36

ეკონომიკა

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ ახალ გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს

გასათვალისწინებელია, რომ პრიზები გაიცემა გათამაშების დასრულებიდან მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში, მომგებიანი ბილეთისა და პირადობის მოწმობის წარდგენიდან - არაუგვიანეს 6 დღის განმავლობაში.

დავით სერგეენკო

27 იანვარი 2021, 10:32

საზოგადოება

დავით სერგეენკო: საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენებული ყველა ვაქცინა და მედიკამენტი კანონით რეგულირდება

„ყველა ის მედიკამენტი თუ ვაქცინა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენება, რეგულირდება კანონით. როგორც მათი ხარისხი, ასევე მათი მიმოქცევა და ასევე მათი უსაფრთხო გამოყენება. ისევე როგორც პოტენციურ თეორიულ გართულებაზე პასუხისმგებლობის განაწილება. ეს კანონში უკვე გაწერილია უკლებლივ ყველა ვაქცინაზე, რომელიც საქართველოში გამოიყენება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ლევან დავითაშვილი

27 იანვარი 2021, 10:32

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული ახალი რეგულაციები გაზრდის მწარმოებელთა გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი ონლაინ ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

27 იანვარი 2021, 10:28

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 13,202 შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13,202 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 982 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,161,279 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 53,972 ადამიანი გარდაიცვალა.

27 იანვარი 2021, 10:21

ტექნოლოგიები

GITA-ს თავმჯდომარე 100,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს სასათბურე მეურნეობაში ეწვია

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100,000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორებს GITA-ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე სასათბურე მეურნეობაში ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

27 იანვარი 2021, 10:15

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ტოივო კლაარს შეხვდა

მიმდინარე წლის 26 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ტოივო კლაართან.

დავით ზალკალიანი

27 იანვარი 2021, 09:58

პოლიტიკა

დავით ზალკალიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

მარიამ ქვრივიშვილი

27 იანვარი 2021, 09:49

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო წარადგენს COVID-19-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ გეგმას

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე COVID-19-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხსენებით გამოვიდნენ.

ირაკლი ჩიქოვანი

27 იანვარი 2021, 09:36

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარვუდგენთ იმ პოზიტიურ შედეგებსა და შთამბეჭდავ გეგმებს, რომლებიც საქართველოს მთავრობას აქვს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ასევე, იმ გეგმებზე ისაუბრებს, რომლებიც ქვეყანას ვაქცინაციის თვალსაზრისით აქვს.

27 იანვარი 2021, 09:28

პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, 27-28 იანვარს საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

27 იანვარი 2021, 09:20

ტაბლოიდი

ჯო ბაიდენი ჟურნალისტს ეხუმრა

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯოზეფ ბაიდენი ჟურნალისტს ეხუმრა. ამის შესახებ thewrap წერს. კითხვაზე, თუ რაზე ისაუბრა ვლადიმერ პუტინთან, ბაიდენმა Fox News-ის ჟურნალისტს უპასუხა: „მან თქვენთან მოკითხვა გადმომცა“. აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების სატელეფონო საუბარი 26 იანვარს გაიმართა.

27 იანვარი 2021, 09:10

საზოგადოება

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 27 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

27 იანვარი 2021, 08:38

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაცია პანდემიის საკითხზე მსჯელობაში მიიღებს მონაწილეობას

​​​​​​​კოვიდპანდემიას და ჯანდაცვის უპრეცედენტო კრიზისს ევროპის საბჭო დღეს განიხილავს. დილიდან სტრასბურგში ამ თემაზე საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დებატებია დანიშნული.

27 იანვარი 2021, 08:20

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება

პარლამენტში დღეს რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. დღის წესრიგშია რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვა, რომელთა მიხედვითაც კონკრეტული ოპოზიციური ფრაქციების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება ექნება საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ, უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.

27 იანვარი 2021, 08:12

პოლიტიკა

დღეს პარლამენტი ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებს

დღეს საკანონმდებლო ორგანოში ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. ხვალ კი დანარჩენი 49 ოპოზიციონერის მანდატების შეწყვეტაზე.

27 იანვარი 2021, 08:00

COVID19

Astrazeneca აღიარებს, რომ კოვიდვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს

ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca აღიარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებაში შეფერხებები აქვს. ამის შესახებ BBC წერს. კომპანიის გენერალური დირექტორის, პასკალ სორიოს თქმით, ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია, თუმცა წარმოების დაგეგმილ გრაფიკს კომპანია 2 თვით ჩამორჩება.

ანგელა მერკელი

27 იანვარი 2021, 04:45

COVID19

ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინების რბოლის წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ მრავალმხრივი ძალისხმევა კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის საუკეთესო გზაა.

ჯო ბაიდენი

27 იანვარი 2021, 03:46

COVID19

აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებით 200 მილიონი დოზის შეძენას გეგმავს.

27 იანვარი 2021, 03:25

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 63 626 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 206 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი და იენს სტოლტენბერგი

27 იანვარი 2021, 03:20

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.