imedi /  13 დეკემბერი 2019, 15:22 / სანდო წყარო

ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ ბოლო 30 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენა. ხმათა თითქმის 100%-ის დათვლის შედეგად ირკვევა, რომ პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის პარტიას ხმა ამომრჩეველთა 43,6%-მა, ლეიბორისტებს 32,2%-მა, ლიბერალ-დემოკრატებს კი 11,5%-მა მისცა. აქტივობამ 67% შეადგინა.

შესაბამისად, კონსერვატორები 650-ადგილიან პარლამენტში სულ მცირე 363 მანდატს (2017 წლის არჩევნებთან შედარებით თითქმის 50-ით მეტს) მიიღებენ. ლეიბორისტებს პარლამენტში 203 დეპუტატი (40-ით ნაკლები), ლიბერალ-დემოკრატებს კი 11 დეპუტატი (1-ით ნაკლები) ეყოლებათ. წინა მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით, კონსერვატორებს მტკიცე უმრავლესობა ექნებათ.

ლეიბორისტებმა 1935 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს. მათ არ დაუჭირეს მხარი იმ ჩრდილოეთ რეგიონებშიც კი, სადაც ტრადიციულად ლეიბორისტები იმარჯვებდნენ. ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერის ერთადერთი ცენტრი ლონდონი და მისი მიმდებარე ტერიტორიები აღმოჩნდა. პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ შედეგების შესწავლის შემდეგ თანამდებობას დატოვებს.

ახლა აღარავის ეპარება ეჭვი, რომ Brexit-ი 2020 წლის 1-ელ თებერვალს ან უფრო ადრე შედგება. სწორედ ამ დღეს იწურება მორიგი ვადა, რომლითაც ევროკავშირმა თავისი შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა გადადო. Brexit-ის განსახორციელებლად დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბორის ჯონსონის მიერ მიღწეული შეთანხმება უნდა დაამტკიცოს.

ევროკავშირის შემადგენლობიდან ფორმალური გასვლა თავიდან თითქმის არაფერს შეცვლის, გარდა ორი რამისა: ამ საკითხზე მეორე რეფერენდუმი აღარ ჩატარდება, ბრიტანეთის მთავრობა კი Brexit-ის მოთხოვნას უკან ვეღარ გაიწვევს. თუ 1-ელ თებერვლამდე პარლამენტი ჯონსონის მიერ მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, შესაძლოა „ხისტი Brexit-ი“ განხორციელდეს ან ბორის ჯონსონმა პროცესის ერთი ან ორი წლით გადავადება მოითხოვოს, მიუხედავად მისი საჯარო განცხადებებისა იმის შესახებ, რომ 1-ელ თებერვალს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში აღარ იქნება.

გარდა ამისა, ბორის ჯონსონი ახალი პრობლემის წინაშე აღმონჩდა. ქვეყნის დიდი ნაწილისგან განსხვავებით, შოტლანდიაში კონსერვატორებმა არა მხოლოდ არ გაიმყარეს თავისი პოზიციები, არამედ პირიქით - დაახლოებით 15 მანდატი დაკარგეს. რეგიონში გამარჯვება „შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ“ მოიპოვა, რომელიც Brexit-ის აქტიური მოწინააღმდეგეა და მზად არის რეფერენდუმზე რეგიონის დამოუკიდებლობის საკითხი გაიტანოს. 2014 წელს გამართულ რეფერენდუმზე დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხარი მოსახლეობის 45%-მა დაუჭირა.

ყველა სიახლე

ტომაშ შუიოკი

12 აპრილი 2026, 21:29

მსოფლიო

ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში მოსახელობის 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე

მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.

12 აპრილი 2026, 21:25

საზოგადოება

წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იგი გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.

12 აპრილი 2026, 21:25

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.

12 აპრილი 2026, 21:15

საზოგადოება

მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე

„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.

12 აპრილი 2026, 21:02

საზოგადოება

უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.

ლაშა ჟვანია

12 აპრილი 2026, 20:33

საზოგადოება

ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო

2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.

12 აპრილი 2026, 20:30

საზოგადოება

დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე

მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.

12 აპრილი 2026, 18:52

სპორტი

ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ნინო ქორიძე ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

12 აპრილი 2026, 18:51

სპორტი

კარატისტმა ლიზი ზვიადაურმა პრემიერ ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჩინეთის ქალაქ ლეშანში სპორტულ კარატეში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი პრემიერ ლიგა გაიმართა. ქართველმა სპორტსმენმა ლიზი ზვიადაურმა (-55 კგ) კუმიტეში თურქი ზუმრა რეზანი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

დონალდ ტრამპი

12 აპრილი 2026, 18:15

მსოფლიო

ტრამპმა ჰორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადის დაწყება გამოაცხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა იმ გემის ბლოკირებას, გამონაკლისის გარეშე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას შეეცდებიან“.

12 აპრილი 2026, 17:38

მსოფლიო

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უკვე 66%-ზე მეტმა მისცა ხმა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 66.01%-მა დააფიქსირა.

12 აპრილი 2026, 17:03

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა უკვე ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. ადგილობრივი დროით 13:00 საათის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე 54.14%-მა დააფიქსირა.

12 აპრილი 2026, 17:00

მსოფლიო

DW: აშშ-სა და ირანს შორის არაფორმალური მოლაპარაკებები გაგრძელდება

„მოსალოდნელია, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მშვიდად, არაოფიციალური არხებით გაგრძელდება. ამჟამინდელი პაუზა დიპლომატიის დასრულებას არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მხარეებს შორის ურთიერთქმედება გრძელდება“, - განუცხადა წყარომ გერმანულ გამოცემას.

12 აპრილი 2026, 15:21

სამართალი

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

მინისტრი დაცვის პოლიციისა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტების თანამშრომლებს შეხვდა და მათ მადლობა გადაუხადა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.

12 აპრილი 2026, 14:39

საზოგადოება

გივი მიქანაძე ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ კონსულ მაია ბართაიასთან ერთად, ფილადელფიის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

ნიკოლოზ სამხარაძე

12 აპრილი 2026, 14:34

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს, იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება, განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მეუფე შიო

12 აპრილი 2026, 14:32

საზოგადოება

მეუფე შიო: დღევანდელი დღე გვაუწყებს, რომ უფალმა იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი - ერთი საზრუნავი დაგვიტოვა მხოლოდ, რომ ჩვენი მკვდრეთით აღდგომა მოხდეს „არა სასჯელად და დასასჯელად“, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.

გიორგი კახიანი

12 აპრილი 2026, 14:25

პოლიტიკა

გიორგი კახიანი უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე: საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა - დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. პარტიამ ასი მანდატი უნდა აიღოს, იმისთვის, რომ უმრავლესობა მიიღოს უნგრეთის პარლამენტში

საკმაოდ საინტერესო საარჩევნო სისტემაა. გარკვეული თვალსაზრისით წააგავს იმ სისტემას, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2020 წლამდე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა უნგრეთში, მედიასთან.

დავით მათიკაშვილი

12 აპრილი 2026, 14:13

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნგრელმა ხალხმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება და მათ გადაწყვეტილებაზე ზეწოლამ და ჩარევამ არ იქონიოს გავლენა

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. 06:00 საათზე გაიხსნა საარჩევნო უბნები. ჩვენ წარმოვადგენთ დამკვირვებლებს, მოვიარეთ რამდენიმე საარჩევნო უბანი, დავაკვირდით ხმის მიცემის პროცესს და აქამდე არსებული ვითარება არის წყნარი და მშვიდი, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.

12 აპრილი 2026, 14:06

მსოფლიო

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა ამომრჩეველთა თითქმის 40%-მა უკვე დააფიქსირა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 11:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი უკვე 37.98%-მა დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი კვლავ იმაზე მაღალია, ვიდრე წინა წლების არჩევნებზე - 2022, 2018 და 2014 წლებში.