Imedi /  22 დეკემბერი 2019, 11:45 / სანდო წყარო

სოციალური ქსელის მომხმარებლები კანადის პრემიერს მოკვლით ემუქრებოდნენ

ჯასტინ ტრიუდო

კანადის პოლიციამ ქვეყნის პრემიერისა და მუსლიმი საზოგადოების წინააღმდეგ მუქარისთვის ორი ადამიანი დააკავა.

პოლიციის განცხადებით, ასეთი სახის ტექსტებს დაკავებულები სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ, მათ შორის ტრიუდოს მოკვლის შესახებაც წერდნენ. 

დაკავებულები კანადის ულტრამემარჯვენე ორგანიზაციასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ისინი სასამართლოს წინაშე უახლოეს მომავალში წარდგებიან. სხვა დეტალებზე მედია ჯერ არ წერს. 

ყველა სიახლე

კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 08:40

მსოფლიო

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გერმანიაშიც დადასტურდა

ახალი ტიპის კორნავირუსმა ჩინეთიდან გერმანიამდე მიაღწია. დაავადების პირველი შემთხვევა ბავარიაში დადასტურდა. პაციენტი კაცი იზოლირებულია. მისი მდგომარეობა ნორმალურია. ამასთან, გაფრთხილებულია ყველა ის ადამიანი, ვისაც დაინფიცირებულთან ახლო კონტაქტი ჰქონდა.

ამინდის პროგნოზი

28 იანვარი 2020, 08:26

საქართველო

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში საქართველოში

სინოპტიკოსების ვარაუდით, დღეიდან საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტემპერატურა გაიზრდება, ხოლო ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება. უახლოესი დღეების განმავლობაში თბილისში უნალექო ამინდი იქნება.

ავარია

28 იანვარი 2020, 08:16

ძალოვნები

თბილისში ავარიას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 8 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ტროტუარზე ავარდნილი ავტომობილი მცირეწლოვანს და მის ბაბუას დაეჯახა. ბავშვი ადგილზევე დაიღუპა, ბაბუის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2020, 08:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს ეწვევა

ევროპის სასახლეში იგეგმება ასევე, ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაცია, სადაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წევრებს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმათავს.

დაჭრა

28 იანვარი 2020, 00:55

ძალოვნები

თბილისში მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში მაღაზია „სპარის“ თანამშრომელი დაჭრეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მადაგასკარი

28 იანვარი 2020, 00:15

მსოფლიო

მადაგასკარზე წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, მადაგასკარზე წყალდიდობას სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაკარგულად მიიჩმევა. სტიქიის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. გადაუღებელმა წვიმამ, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდა, კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი დააზარალა.

27 იანვარი 2020, 23:55

მსოფლიო

პენტაგონმა დაადასტურა, რომ ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი აშშ-ს ეკუთვნის

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში. თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო. მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავს ამერიკელი სამხედროები, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები გადაჰყავდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

დემონტაჟი

27 იანვარი 2020, 23:17

საქართველო

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდა

სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე. ასევე, 22:00 საათიდან, ნაწილობრივ შეიზღუდა მოძრაობა ისანი-სამგორის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირსა და ბაღდათის ქუჩაზე.

ლევან იზორია

27 იანვარი 2020, 23:10

საქართველო

ლევან იზორიამ მის ძმასთან დაკავშირებული ინციდენტი განმარტა

დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან იზორია აცხადებს, რომ მისი ძმის, ვახტანგ იზორიასა და პატრულის პოლიციელ გიორგი დვალიშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე მან ინცინდენტის ამოწურვის შემეგ გაიგო და ამ საკითხში არ ჩარეულა.

დავით ზალკალიანი

27 იანვარი 2020, 22:31

საქართველო

ზალკალიანი: უკანონო ქმედებებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ნიუ-იორკი

27 იანვარი 2020, 22:30

ტაბლოიდი

აშშ-ში 76 წლის ქალი მე-7 სართულიდან გადავარდა და გადარჩა

შემთხვევა 24 იანვარს მოხდა. 76 წლის ბარბარა ჰელერი, რომელმაც ზურგზე ოპერაცია გადაიტანა და გადაადგილება უჭირდა, სახლში მეგობართან ერთად იყო. მან სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა გადაწყვიტა, ფანჯარასთან მივიდა და მოულოდნელად გადავარდა.

ლევან იზორია

27 იანვარი 2020, 22:20

საქართველო

ლევან იზორია გერმანიაში ელჩად ინიშნება

ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს და გერმანიაში ელჩად ინიშნება. ამის შესახებ თავად განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება 2019 წლის დეკემბერშია მიღებული, მისივე განმარტებით ეს არ უკავშირდება მის ძმასთან დაკავშირებულ ინციდენტს.

AirPods

27 იანვარი 2020, 22:15

ტექნოლოგიები

ყალბი AirPods-ის საფრთხე დასახელდა

ჟურნალისტების თქმით, ჩინურ მაღაზიაში შეკვეთილ უსადენო ყურასმენს ხმა 110 დეციბელის დონეზეა, რაც დაშვებულ ზღვარს 10 დეციბელით აღემატება. როგორც გამოცემა წერს, დროთა განმავლობაში ამან შესაძლოა ადამიანს სმენასთან დაკავშირებული პრობლემა შეუქმნას.

ბორის ჯონსონი

27 იანვარი 2020, 21:56

ტექნოლოგიები

ბორის ჯონსონი Huawei-ს 5G ტექნოლოგიის დაშვებას ემხრობა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, Huawei-ს 5G ტექნოლოგიას უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების გარეშე დაუშვებდა. ამის შესახებ მან მინისტრებთან 28 იანვარს დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა, რომელზეც უნდა გადაწყვიტონ, შეზღუდავენ თუ აკრძალავენ ჩინური ტექნოგიგანტის ამ ქსელს.

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 21:25

მსოფლიო

პეკინში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

50 წლის კაცს, რომელიც ქალაქ უხანში ჩავიდა, დაავადება 22 იანვარს დაუდგინეს. იანვრის ბოლოსთვის ჩინეთის დედაქალაქში დაინფიცირებულთა რიცხვმა დაახლოებით 80-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით უკვე 81 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 2800-ს მიაღწია.

Vivienne Westwood

27 იანვარი 2020, 20:59

ტაბლოიდი

ნაომი კემპბელი ვივიენ ვესტვუდის ფოტოსესიისთვის გაშიშვლდა

ერთ-ერთ ფოტოში 49 წლის კემპბელი სრულიად შიშველია: მას მხოლოდ ფეხსაცემლი აცვია და ქუდი ახურავს. კიდევ ერთ ფოტოში ტოპმოდელს ბრენდის წითელი კაბა აცვია. ფოტოსესიაში თავად დიზაინერი ვივიენ ვესტვუდიც მონაწილეობდა. ფოტოგრაფი კი გერმანელი იურგენ ტელერი იყო.

დონალდ ტრამპი

27 იანვარი 2020, 20:30

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჩინეთს დახმარებას სთავაზობს

დონალდ ტრამპი ჩინეთს დახმარებას სთავაზობს. აშშ-სა და ჩინეთს შორის კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით კომუნიკაცია შედგა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე წერს, რომ ჩინეთის პრეზიდენტს ესაუბრა.

თალიბანი

27 იანვარი 2020, 20:07

მსოფლიო

ავღანეთში თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო

მოძრაობა „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ღაზნის პროვინციაში თვითმფრინავი ჩამოაგდო. მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავს ამერიკელი სამხედროები, მათ შორის მაღალჩინოსანი ოფიცრები გადაჰყავდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

უხანი

27 იანვარი 2020, 19:50

საქართველო

ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ელჩმა მიმართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელის WeChat-ის მეშვეობით მიმართა. ვიდეომიმართვაში ელჩმა მოქალაქეებს კომუნიკაციის, საკვების, სასმელი წყლისა და მედიკამენტების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ბრედ პიტი

27 იანვარი 2020, 19:43

ტაბლოიდი

Mirror-ი ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის „საიდუმლო პაემნებზე“ წერს

ჰოლივუდის მსახიობები ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ერთმანეთს საიდუმლოდ ხვდებიან, ამის შესახებ Mirror წერს. ყოფილი წყვილის მეგობრები ამბობენ, რომ ბრედი და ჯენიფერ ენისტონი უკვე ხუთჯერ შეხვდნენ, რის შემდეგაც აღიარეს, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობები აქვთ. ყოფილმა ცოლ-ქმარმა საშობაო არდადეგებიც ერთად გაატარა.