imedi /  23 დეკემბერი 2019, 12:34 / სანდო წყარო

ბერლინის ტერაქტის შემდეგ გერმანიაში 9 ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს

ტერაქტი ბერლინში

2016 წელს მომხდარი ბერლინის ტერაქტის შემდეგ გერმანელმა სამართალდამცველებმა 9 ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მათ შორის, ნოემბერში ორი ტერაქტის საფრთხე აირიდა ქვეყანამ თავიდან. ოფისის მაღალჩინოსნის სვენ კურენბახის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილმა თავდასხმების გააქტიურებას შეიძლება გაუკეთოს პროვოცირება. „ISIS-ის ლიდერის გარდაცვალების შემდეგ, რადიკალურ ისლამისტურ წრეებში დასავლეთში მზარდი ტერორისკენ მოწოდებები გაძლიერდა“, - განაცხადა მან.

ბერლინის საშობაო ბაზრობაზე ტერაქტი 2016 წლის 19 დეკემბერს მოხდა: წარმოშობით ტუნისელმა ანის ამრიმ სატვირთო ავტომობილი გაიტაცა და ხალხის ტალღაში შევარდა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

ყველა სიახლე

28 იანვარი 2020, 15:14

ძალოვნები

ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან რუსი ტურისტი გადავარდა

თვითმხილვების თქმით, ბიჭი მოაჯირზე ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და სიმაღლიდან გადავარდა. არასრულწლოვანს დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების თქმით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მოზარდი ბავშთა გამყოფილებაში გადაიყვანა.

ბეტმენი, სუპერგმირი.

28 იანვარი 2020, 15:14

კულტურა

რეჟისორმა მეტ რივზმა ახალი „ბეტმენის“ გადაღება დაიწყო

რეჟისორმა მეტ რივზმა ახალი „ბეტმენის“ გადაღების დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ამის შესახებ რეჟისორმა Twitter-ზე დაწერა. ფოტოზე ჩანს, რომ გადამღები ჯგუფი უკვე მე-17 სცენას იღებს. The Batman-ში ქალაქ გოთემის მცველს რობერტ პატინსონი შეასრულებს. ფილმი ეკრანებზე 2021 წელს გამოვა.

მწვანე სკოლა

28 იანვარი 2020, 15:11

საქართველო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა „მწვანე სკოლა“ დააჯარიმა

როგორც „მწვანე სკოლის“ დირექტორი კახა დავითური განმარტავს, დაჯარიმების საფუძველი მათი მხრიდან არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების სამართალდამცველებისთვის გადაცემა გახდა. საუბარია კამერების ჩანაწერებზე.

მალხაზ მაჩალიკაშვილი

28 იანვარი 2020, 14:50

საქართველო

მალხაზ მაჩალიკაშვილი პროკურატურის გადაწყვეტილებას ფარსს უწოდებს

ეს არის ფარსი. გამოძიება არც ყოფილა. დანარჩენს იურისტები უპასუხებენ, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არაფერი უთქვამს.

სალომე ზურაბიშვილი

28 იანვარი 2020, 14:43

საქართველო

ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. მათ მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტმა ჰენდრიკ დამსს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ეს ორგანიზაცია წლებია საქართველოს უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

28 იანვარი 2020, 14:35

მსოფლიო

ჯანმო-ს ხელმძღვანელი ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციას საჭიროდ არ მიიჩნევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ადჰანომ გებრეიესუსი ჩინეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციას საჭიროდ არ მიიჩნევს, ამის შესახებ Reuters-ი წერს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პეკინში ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველი ვან ისთან შეხვედრისას დადებითად შეაფასა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ზომები.

ამირან გამყრელაძე

28 იანვარი 2020, 14:29

საქართველო

გამყრელიძე არ ადასტურებს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკი გაიზარდა

ამირან გამყრელიძე „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსის თამარ ოგბაიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც „ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და გლობალურად ჩვენ უკვე ვხდებით მაღალი რისკის ქვეშ“.

გენერალური პროკურატურა

28 იანვარი 2020, 13:58

ძალოვნები

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

„დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო“, - თქვა გუმბერიძემ.

28 იანვარი 2020, 13:54

საქართველო

ქუთაისის აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა. რკინის კონსტრუქცია, რომელიც აეროპორტში სამშენებლო სამუშაოების გამო დგას, სავარაუდოდ, ქარის გამო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

აეროპორტი პირბადე კორონავირუსი

28 იანვარი 2020, 13:52

მსოფლიო

საფრანგეთი უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს

ამ რეისით ქვეყანაში დაბრუნდებიან ისინი, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები არ აღენიშნებათ. პარიზში დაშვების შემდეგ მათ კარანტინს დაუწესებენ. საფრანგეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვისც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, საგანგებო რეისი მოგვიანებით დაინიშნება. მათ მკურნალობაზე უკვე პარიზში იზრუნებენ.

საკონსტიტუციო სასამართლო

28 იანვარი 2020, 13:39

ძალოვნები

საკონსტიტუციო სასამართლო პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო პირადობის მოწმობის გაცემის წესის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს. საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. მოსარჩელეები ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა, აიდი ბარათების გაცემა ელექტრონული მატარებლით, ე.წ ჩიპით.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2020, 13:29

საქართველო

ვახტანგ გომელაური: უკაცრავად, კიტა იზორია მე უნდა დამესაჯა? რატომ გაუშვეს?

„რაც ამ ადამიანმა გააკეთა, ჩემთვის ძალიან მიუღებელია. კიტა იზორიას საქციელი, რა თქმა უნდა, მოსაწონი არ არის“, - აღნიშნა გომელაურმა. კითხვაზე, რატომ არ დაისაჯა კიტა იზორია პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, გომელაურმა უპასუხა, რომ ის პატრულ-ინსპექტორს უნდა დაესაჯა.

რაგბი

28 იანვარი 2020, 13:07

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნები 24 თებერვალს გაიმართება

საარჩევნო ყრილობის გადატანის მიზეზი პრეზიდენტობის ორი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძისა და ბაჩო ხურციძის შეტანილი განცხადებები გახდა, რომელთაც ითხოვეს მეტი დრო არსებული წესდებისა და დოკუმენტაციის გასაცნობად, რაც გამგეობამ დააკმაყოფილა.

ზაალ მიქელაძე

28 იანვარი 2020, 12:56

საქართველო

მინისტრი: ბათუმის აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე კორონავირუსზე უსაფრთხოების ზომები დაცულია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძის თქმით, კორონავირუსის საქართველოში გავრცელების რისკი დაბალია, თუმცა პრევენციისთვის მიღებულია ზომები. მინისტრის განმარტებით, ბათუმის აეროპორტსა და სარფის საბაჟოზე საგანგებო სიტუაციისა და ჯანდაცვის ცენტრის სპეციალური ჯგუფები მუშაობენ.

ვახტანგ გომელაური

28 იანვარი 2020, 12:50

ძალოვნები

შს მინისტრი: ლევან იზორიას ძმასთან ინციდენტში მონაწილე პოლიციელს მტკიცებულებები გენინსპექციაში ან პროკურატურაში უნდა წარედგინა

ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტზე საუბრისას მინისტრმა თქვა, რომ 6 წლის წინ მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეოს შენახვა და ახლა გამოქვეყნება მიუღებელია.

ნოე სულაბერიძე
ჯანეტ ქერდიყოშვილი

28 იანვარი 2020, 12:30

ტაბლოიდი

ნოე სულაბერიძესა და ჯანეტ ქერდიყოშვილს შვილი შეეძინათ

„იმედიას“ ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე და „მის სა­ქარ­თვე­ლო“ ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი მშობ­ლე­ბი გახდნენ. წყვი­ლს გოგო შეეძინა. ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი 2019 წელს დაქორწინდნენ.

ეკატერინე ტიკარაძე

28 იანვარი 2020, 12:24

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: ჩინეთთან ფრენები აიკრძალება, უხანიდან კი საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება

„ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რისკი, აქედან გამომდინარე, არის დაბალი. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშანვს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე საფრთხის გაჩენის რისკი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბელგიის მეფე

28 იანვარი 2020, 12:00

ტაბლოიდი

ბელგიის მეფე ალბერტ II-მ დელფინა ბოელის ბიოლოგიური მამობა აღიარა

ბელგიის მეფე ალბერტ II-მ დნმ-ის ანალიზის პასუხის შემდეგ, დელფინა ბოელის ბიოლოგიური მამობა აღიარა. ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია RTBF მეფის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. დელფინა ბოელმა დედისგან ბარონესა სიბილ დე სელისგან 18 წლისამ შეიტყო, რომ ის ალბერტ II-ს უკანონო შვილი იყო.

პროკურორი

28 იანვარი 2020, 11:43

საქართველო

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის 2 კანდიდატს უსმენენ

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასუბრება მიმდინარეობს. საპროკურორო საბჭო დღეს რაულ გაბისონიასა და მერაბ გამყრელიძეს უსმენს. თანამდებობის დასაკავებლად და კომპეტენციის დასადასტურებლად მათ საბჭოს წევრების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.

პრინცი ენდრიუ

28 იანვარი 2020, 11:33

მსოფლიო

პრინცი ენდრიუ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს

პრინცის დაკითხვა პროკურატურას და FBI-ს სურთ, რომლებიც ენდრიუს ადვოკატებს დაუკავშირდნენ, მაგრამ პრინცი თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. ბუკინგემის სასახლეში საქმეზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ, რადგან საქმით ენდრიუს ადვოკატები არიან დაკავებულები.