Imedi /  26 დეკემბერი 2019, 19:30 / სანდო წყარო

იტალიის განათლების მინისტრი მთავრობის მხრიდან არასაკმარისი დაფინანსების გამო გადადგა

ლორენცო ფიორამონტი

ლორენცო ფიორამონტი

იტალიის მთავრობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ განათლების მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად ლორენცო ფიორამონტიმ მისი უწყებისთვის გამოყოფილი მწირი დაფინანსება დაასახელა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მინისტრმა სკოლების დაფინანსება პოლიტიკური ნების არსებობას დაუკავშირა.

ფიორამონტიმ ასევე აღნიშნა, რომ 21-ეს საუკუნის ეკონომიკა ადამიანის კაპიტალს ეფუძნება. ევროკავშირის მიერ 2018 წელს განათლების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში იტალიას ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი აქვს და განათლების სისტემაზე უფრო ნაკლებსაც ხარჯავს. 

იტალიის პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტი მხარეებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.   

ყველა სიახლე

05 მარტი 2021, 18:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვიქტორ ჯაფარიძის სახლში შეღწევა, მისი ნებართვის გარეშე ძალიან ცუდი საქციელია, მედიათავისუფლება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ კერძო საკუთრებაში შევიდეთ და იქ ფარულად გადავიღოთ

რაღაცა სტანდარტზე უნდა შევთანხმდეთ ამ ქვეყანაში - ძალიან კარგია მედიათავისუფლება და მემგონი „ქართულ ოცნებას“ ამაში რაღაც წვლილი აქვს, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ მედიათავისუფლება ისე გავიგოთ, რომ კერძო საკუთრებაში შევიდეთ და იქ ფარულად გადავიღოთ , არ არის სწორი საქციელი და გთხოვთ, ყველას, გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი. რაღაცა შეთანხმების ფარგლებში, რომ ასე არ მოიქცევა არავინ, უნდა ვიმოქმედოთ,- ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა და აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტო ჟურნალისტებს წარუდგინა.

ანდრია გვიდიანი

05 მარტი 2021, 18:48

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: ის უსაფუძვლო არგუმენტაცია, რაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ „ნამახვანჰესის“ მიმართ, უკვე გაბათილებულია

ძალიან კარგია, რომ ხელისუფლების მხრიდან გააქტიურდა კომუნიკაცია საზოგადოებასთან ნამახვანჰესის საკითხზე და მინისტრების დონეზე ხდება შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. იმ დეიზინფორმაციებს, რომელთან ავრცელებენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, უნდა გაეცეს დეტალური და ამომწურავი პასუხი, - ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 მარტი 2021, 18:45

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ომბუდსმენის განცხადებაზე: სასამართლოს ფუნქციების შეთავსებას არავის ვურჩევ

„კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, წინ სასამართლოა და სასამართლოს ფუნქციების შეთავსებას არავის ვურჩევ, არც აქ და არც იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია. რაღაც მოდაში შემოვიდა სამართლებრივი მოტივის გადაწონვა, სამართლებრივ მოტივს ვერასდროს ვერაფერი ვერ გადაწონის, ეს არის უმძიმესი შეცდომა, თუ ვინმე ასე ამბობს, რომ სამართლებრივ მოტივს რაღაც გადაწონის, ვერაფერი ვერ გადაწონის მითუმეტეს და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური მოტივაციის შესახებ მტკიცებულებები ვერ იარსებებს და ასეთი არ არსებობს“.

ეკატერინე მიქაბაძე

05 მარტი 2021, 18:35

ეკონომიკა

ეკატერინე ნიქაბაძე: პანდემიის მიუხედავად, ხელისუფლებას რეფორმები არ შეუჩერებია და ინვესტორების ნდობა მოიპოვა

„ჰერითიჯის ფონდის“ რეიტინგი ქვეყნის მაკროეკონომიკის სტაბილურობისა და სიძლიერის მაჩვენებელია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

05 მარტი 2021, 18:31

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები იძლევა იმის საფუძველს, რომ ეკონომიკური რეიტინგები იყოს პოზიტიური

რეიტინგების გამოქვეყნების დანიშნულება არის ის, რომ ბევრი კომპონენტის მიხედვით შეაფასო, რამდენად სწორად ვითარდება ქვეყანა. რამდენად სწორი მიმართულებით მიდის ის რეფორმები, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში, - ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

იგორ კოლომოისკი

05 მარტი 2021, 18:25

მსოფლიო

აშშ-მა იგორ კოლომოისკის სავიზო სანქციები დაუწესა

აშშ-მა უკრაინელ ბიზნესმენს, იგორ კოლომოისკის სავიზო სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 მარტი 2021, 18:25

COVID19

თამარ გაბუნია: „ფაიზერთან“ მიმართებაში სამინისტროს ხარვეზი არც არასდროს ჰქონია

„ფაიზერთან“ მიმართებაში სამინისტროს ხარვეზი არც არასდროს ჰქონია და „ფაიზერს“ არ მიუნიშნებია ამ ხარვეზია არსებობის შესახებ. საკითხი შეხებოდა დამატებითი პირობების დაზუსტებას. დღევანდელი სატელეფონო ზარი იყო სწორედ ამ პირობების დაზუსტებისთვის. ყველა ინფორმაცია, რომელიც ფაიზერს სჭირდება, იმისთვის, რომ ვაქცინაცია გამოუშვას, ფაიზერს აქვს. ასევე აქვს ვაქცინა იმ დოზებით, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს“, - განაცხად გაბუნიამ.

05 მარტი 2021, 18:17

სამართალი

პროკურატურა გარეჯის საქმეზე: ომბუდსმენი უსაფუძვლოდ ცდილობს, გააბათილოს და არასწორი შეფასება მისცეს ბრალდების მხარის მოპოვებულ ექსპერტიზის დასკვნებს

საქართველოს პროკურატურა განმარტებას აკეთებს სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით. საქმე ეხება ომბუდსმენის მიერ საჯაროდ გავრცელებულ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას (Amicus Curiae), რომლითაც მან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

გიორგი ვაშაძე

05 მარტი 2021, 18:12

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: პოლიტიკური სუბიექტები ხელოვნურად ქმნიან მოლაპარაკებებში წყალგამყოფებს, თუ ეს მათი გზაა, შესაძლოა ჩვენი გზები გაიყოს

მთელი ეს კამპანია პლებისციტის დამუნათების, არის შექმნილი ილუზიები, თითქოს რიგგარეშე არჩევნები მოპოვებული გვაქვს და ძალით ვიხევთ უკან. ეს არის ზღაპარი, ეს არის ილუზია, ეს არის ცრუ დილემები, რომელთაც გვიქმნიან და მე არ ვაპირებ ამ გზით სიარულს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.

ეკატერინე ნიქაბაძე

05 მარტი 2021, 18:10

ეკონომიკა

ეკატერინე მიქაბაძე: „ჰერითიჯის ფონდის“ რეიტინგი მნიშვნელოვანი გზავნილია ინვესტორებისთვის

„ჰერითიჯის ფონდის“ რეიტინგი საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესი და ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში გვქონდა, მივიტანოთ ინვესტორებთან, რათა მათ განწყობაზე ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.

თამარ გაბუნია

05 მარტი 2021, 18:08

COVID19

თამარ გაბუნიამ „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის თარიღი დაასახელა

დღეს შედგა სატელეფონო კომუნიკაცია „ფაიზერის“ სათაო ოფისთან, ასევე კოვაქსის წარმომადგენელთან - ეს იყო ის შეხვედრა, სადაც უნდა დაზუსტებულიყო დამატებითი პირობები ვაქცინის მოწოდებისთვის. ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი ვაქცინის ქვეყანაში შემიტანის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

05 მარტი 2021, 18:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე საქართველოში იაპონიის ელჩს იმამურა აკირას შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

დავით ზალკალიანი

05 მარტი 2021, 17:49

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის დონე თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა

„ეს იყო კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი და დასტური ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შეუქცევადობის. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის მაღალი თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კიდევ ერთხელ დადასტურდა, აშშ-ის მზაობა, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობები. ჩვენ ამ თვალსაზრისით ხელშესახები, პრაქტიკული თანამშრომლობა გვქონდა. დარწმუნებული ვარ, ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც ეს თანამშრომლობაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება.

გიორგი ცუცქირიძე

05 მარტი 2021, 17:48

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსზე: ყველა შეფასება ადასტურებს, რომ ეკონომიკა გაცილებით სწრაფად აღდგება, ვიდრე ეს გლობალური ეკონომიკის შემთხვევაშია ნავარაუდევი

„2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, წინა წლებისაგან განსხვავებით იმ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ იგი გარკვეულწილად ასახავს გლობალური პანდემიის ზეგავლენის ეფექტსაც ეკონომიკაზე, როგორც ეკონომიკის შემცირების, ისე ფისკალური დეფიციტის ზრდის ნეგატიური ფაქტორებიდან გამომდინარე“ - ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმიანება.

05 მარტი 2021, 17:47

პოლიტიკა

ირაკლი ანთაძე: ვიმედოვნებთ, უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე გათავისუფლდება

დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი საკითხი იყო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლება, - ამის შესახებ ერგნეთში მიმდინარე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 98-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 17:44

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: შსს-მ „ნაციონალურ მოძრაობას“ წერილობით მიმართა, მაგრამ სერვერები ჯერ არ წაუღიათ

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან სერვერები ამოვიღეთ ოფიციალურად. ვნახეთ იქ მოხდა ძალადობა პოლიციის წინააღმდეგ, ამოვიღეთ, დავათვალიერეთ ვიდეოფაილები და ვუბრუნებდით უკან, - ამის შესახებ შს მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

05 მარტი 2021, 17:41

პოლიტიკა

ნათია თურნავა: “ნამახვანჰესი” აშენდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომლებსაც მათ სახელმწიფო უწესებს და უკონტროლებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ინვესტორისთვის მიწის გადაცემის საკითხები განმარტა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პრემიერ-მინისტრის დავალებით გამართულ შეხვედრაში ნათია თურნავასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ექსპერტები და ადგილობრივი ხელისუფლებს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ნეიმარი

05 მარტი 2021, 17:39

სპორტი

ნეიმარმა შესაძლოა „ბარსელონასთან“ ითამაშოს

ნეიმარმა შესაძლოა „ბარსელონასთან“ ითამაშოს. აღნიშნულ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს. ბრაზილიელი თავს უკეთ გრძნობს და საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს, პარიზში იმედი აქვთ რომ „ბარსელონასთან“ 10 მარტს სათამაშო საპასუხო მატჩამდე ბრაზილიელი ოპტიმალურ ფიზიკურ კონდინციებში ჩადგება და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

ლურჯი მიკროავტობუსები

05 მარტი 2021, 17:37

საზოგადოება

1-ლი აპრილიდან ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური, 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება

აღნიშნულს „საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა" ითვალისწინებს, რომელსაც თბილისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ოთარ გრიგოლიას განცხადებით, გადახდის ინტეგრირებული სქემა კომპანია „სისტრამ" მოამზადა და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსითა და მიკროავტობუსით მგზავრობა.

ნათია თურნავა

05 მარტი 2021, 17:35

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ენერგეტიკაში ჰესის მშენებლობის ალტერნატივაა ის, რომ რომელიმე ქვეყანაში გავიდეს ჩვენი ვალუტა, იქიდან შემოვიტანოთ დენი და არა ინვესტიცია, რომელიც აქ ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს

რატომ აშენებს ჰესს უცხოელი ინვესტორი და არა - სახელმწიფო? ინვესტორი ქართველი უნდა იყოს, თუ - უცხოელი? - ამ და მსგავს შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად უპასუხა. მთავრობის წარმომადგენლები ცაგერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ.