იაპონიამ Nissan-ის ყოფილი დირექტორის ცოლის დაკავების ორდერი გასცა
კარლოს გონი და კეროლ ნაჰასი
ფოტო: Twitter
ტოკიოს პროკურატურამ Nissan-ის ყოფილი დირექტორის კარლოს გონის ცოლის კეროლ ნაჰასის დაკავების ორდერი მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ნაჰასს 2019 წელს, მისი ქმრის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ. კეროლ ნაჰასი ამჟამად ლიბანში იმყოფება, სადაც მისი ქმარი დეკემბრის ბოლოს გაიქცა. ლიბანსა და იაპონიას შორის ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ინტერპოლმა გონზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
გონი 2018 წლის ნოემბერში, 80 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლის დამალვის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად ასევე ედება პირადი ინვესტიციებით გამოწვეული 16-მილიონი ზარალის Nissan-ის სახსრებით ანაზღაურება. Nissan-მა გონი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლა.
2019 წლის აპრილში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ პასპორტები ჩამოართვეს და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. თავად ბრალდებებს უარყოფდა. სასამართლო პროცესი გონის საქმეზე რამდენიმე თვეში უნდა დაწყებულიყო.
ყველა სიახლე
17 ივლისი 2026, 11:54
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თურქმენეთის დელეგაციებთან ერთად გვქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობას
თურქმენეთის დელეგაციებთან ერთად ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვემართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდა საქართველო-თურქმენეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
17 ივლისი 2026, 11:51
პოლიტიკა
სერდარ ბერდიმუჰამედოვი: საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მნიშვნელოვანია, თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე
საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მნიშვნელოვანია და თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს დადებითი განვითარების კუთხით, - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
17 ივლისი 2026, 11:50
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას - განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას განათლების, კულტურის და ყველა სხვა სფეროებში
„კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს, გავაღრმაოთ ურთიერთობები, პარტნიორობა, მეგობრობა თურქმენეთთან. ამ ურთიერთობას ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას განათლების, კულტურის და ყველა სხვა სფეროებში დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პრეზიდენტის ეს ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ვიზიტისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრები და მიღწეული შეთანხმებები უფრო მეტად გააძლიერებს საქართველო-თურქმენეთის მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა პრემიერმა.
17 ივლისი 2026, 11:45
საზოგადოება
„თბილისი პრაიდის“ წევრები 8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავზე, ბელგიაში, ანტვერპენის პრაიდში მიიღებენ მონაწილეობას
წელს თბილისი პრაიდი და BelGeo ერთიანდებიან, რათა ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენის პრაიდზე საქართველოს ქვიარ თემი წარმოვადგინოთ გზავნილით, რომელიც საზღვრებს მიღმა გამძლეობას, წინააღმდეგობასა და სოლიდარობას ეყრდნობა, - ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" ავრცელებს.
17 ივლისი 2026, 11:41
რეგიონი
კურორტ ბახმაროსა და შაორის ტბასთან, საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიასა და კურორტ ბახმაროში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა.
17 ივლისი 2026, 11:36
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია, ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის
„შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17 ივლისი 2026, 11:32
ტაბლოიდი
პელეს მაისური აუქციონზე €4,3 მილიონად გაიყიდა
პელეს მაისური ნიუ-იორკში, აუქციონზე 4,3 მილიონ ევროდ გაიყიდა. ბრაზილიის ნაკრების სწორედ ამ ლურჯი, მე-10 ნომრიანი მაისურით მოუტანა 17 წლის პელემ, 1958 წლის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, თავის სამშობლოს ისტორიაში პირველი გამარჯვება მსოფლიო პირველობაზე.
17 ივლისი 2026, 11:21
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლაზე: საქართველოს გამოცდილება არის ძალიან საინტერესო მონაწილე ქვეყნებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ სამწუხაროდ, ჩვენ, ჩვენს ქვეყანაში ვიხილეთ არაერთი ხელშესახები გამოვლინება იმისა, რასაც ჰქვია პოლიტიკური ტერორიზმი, რასაც ჰქვია ექსტრემიზმი
ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალზე, საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ეხმაურება.
17 ივლისი 2026, 11:20
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში გამართულ მინისტერიალზე: კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის, მონაწილეობა მიმეღო და გვესაუბრა გამოწვევებზე, რომლების წინაშეც ჩვენი ქვეყანა დადგა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ჩვენ კარგი მაგალითი ვართ იმისა, თუ როგორ ხდება უცხოური დაფინანსებით რადიკალური ძალების წახალისება სახელმწიფო ინსტიტუტების, წინააღმდეგ
კარგი შესაძლებლობა იყო ჩვენთვის, მონაწილეობა მიმეღო და გვესაუბრა სწორედ იმ გამოწვევებზე, რომლების წინაშეც ჩვენი ქვეყანა დადგა ბოლო პერიოდის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, ვაშინგტონში გამართულ „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალის შესახებ.
17 ივლისი 2026, 11:20
საზოგადოება
Let's Visit Georgia - ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მაღალრეიტინგულმა ნიდერლანდურმა ტელევიზიამ, RTL 4-მა, საქართველოს შესახებ ვრცელი გადაცემა Let’s Visit Georgia მოამზადა.
17 ივლისი 2026, 11:19
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: პოლიტიკური ტერორი არის თანამედროვეობის გამოწვევა, სამწუხაროდ, საქართველოს ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს
პოლიტიკური ტერორი არის თანამედროვეობის გამოწვევა და საქართველოს სამწუხაროდ ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
17 ივლისი 2026, 11:15
მსოფლიო
ბრიტანელ მოზარდებს ენერგეტიკული სასმლის ყიდვა აეკრძალებათ
არსებული ინფორმაციით, საუბარია იმ ენერგეტიკულ საშუალებებზე, რომლებიც ერთ ლიტრზე 150 მილიგრამ ან მეტ კოფეინს შეიცავს. მოზარდები აკრძალული სასმლის შეძენას ვერც ჰიპერმარკეტებში და ვერც მიტანის სერვისით შეძლებენ.
17 ივლისი 2026, 11:15
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები -,,კოკაინი“ და ,,მდმა“ აღმოაჩინეს.
17 ივლისი 2026, 11:13
მსოფლიო
ტოკიოში თავდაცვის სფეროში ხარჯების ზრდა გააპროტესტეს
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მოქმედი მთავრობის მილიტარისტული პოლიტიკა ომისთვის მზადებისკენ არის მიმართული, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ შედის.
17 ივლისი 2026, 11:12
საზოგადოება
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის V ეტაპი 20 ივლისს დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
17 ივლისი 2026, 11:11
თავდაცვა
თურქმენეთის პრეზიდენტმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქმენეთის პრეზიდენტმა - სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად, გმირთა მოედანზე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
17 ივლისი 2026, 11:06
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია: „მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ამდენი მიუსაფარი ძაღლი უკონტროლოდ დადიოდეს ქუჩებში. ცნობისთვის, იტალიაში 1000 მოსახლეზე 10 მიუსაფარი ძაღლი მოდის, ესპანეთში 25, თურქეთში 47, გერმანიასა და ნიდერლანდებში ეს მაჩვენებელი თითქმის ნულის ტოლია, საქართველოში კი ყოველ 1000 მოსახლეზე 135 მიუსაფარი ძაღლი ფიქსირდება.“
17 ივლისი 2026, 11:05
მსოფლიო
ირანში ამერიკელი პატიმრების გათავისუფლების შესახებ ტრამპის განცხადებები უარყვეს
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანი ამერიკის იმ მოქალაქის გათავისუფლებას დათანხმდა, რომელიც 2024 წლის დეკემბრიდან უსამართლოდ იყო დაკავებული. ამერიკელი მოქალაქის, დენა კარარის გათავისუფლება მისმა ადვოკატმაც დაადასტურა.
17 ივლისი 2026, 10:58
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: სანამ ზოგიერთი კვლავ საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაზე საუბრობს, ქართული დელეგაცია ვაშინგტონში მაღალი დონის ღონისძიებებში მონაწილეობს
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ეხმიანება, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში.
17 ივლისი 2026, 10:56
მსოფლიო
ევროკავშირში გერმანიას საზღვრებზე შემოწმებების შეწყვეტას სთხოვენ
ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა გერმანიას საზღვრებზე შემოწმებების გაუქმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რაც მიგრანტების რაოდენობის შემცირებასა და თავშესაფრის მიცემის ახალი წესების შემოღებას უკავშირდება.


