imedi /  07 იანვარი 2020, 19:11 / სანდო წყარო

ბრიტანეთში ათობით კაცის გაუპატიურებაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

რეინარ სინაგუ

რეინარ სინაგუ

ბრიტანეთში სასამართლომ სერიულ მოძალადეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, რეინარ სინაგუმ სექსუალური ხასიათის 159 დანაშაული ჩაიდინა, მათ შორის 136 გაუპატიურება. გამოძიებამ დაადგინა, რომ სინაგუ კაცებს საკუთარ ბინაში იტყუებდა, სასმელში ნარკოტიკებს ურევდა, აუპატიურებდა და ყველაფერს ვიდეოზე იღებდა. 

ის 2017 წელს დააკავეს, როცა ერთ-ერთი მსხვერპლი გაუპატიურების დროს გონს მოვიდა, მოძალადეს მოერია და პოლიცია გამოიძახა. 

პოლიციელების ინფორმაციით, მათ იმის მტკიცებულება აქვთ, რომ 36 წლის დამნაშავის მსხვერპლი სულ ცოტა 190 კაცი გახდა. პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ სინაგა ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მან ბრიტანული სამართლის ისტორიაში ყველაზე მეტი გაუპატიურება ჩაიდინა. 

ყველა სიახლე

აქცია ლეიბორისტული პარტიის ოფისთან

18 თებერვალი 2020, 22:59

საქართველო

ლეიბორისტული პარტიის ოფისთან პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება სტუდენტებმა გააპროტესტეს

პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვა სტუდენტებმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ლეიბორისტული პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, „ევროპული საქართველოს” წევრებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვონ.

ირაკლი სესიაშვილი

18 თებერვალი 2020, 22:50

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: ირაკლი შოთაძემ გახსნა საქმეები, რომლებიც სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ უმსგავსო მმართველობის ფორმებს ააშკარავებდა

მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია სამართლიანობა აღადგინოს და ამ მიმართულებით პროკურატურამ შოთაძის ხელმძღვანელობით კარგად იმუშავა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შოთაძის კანდიდატურა ოპოზიციისთვის მისაღები ვერ იქნებოდა.

18 თებერვალი 2020, 22:46

საქართველო

სამოქალაქო აქტივისტებმა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს

სამოქალაქო აქტივისტებმა პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. ახალგაზრდებმა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებას გააპროტესტეს და ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის დეპუტატის მანდატის დატოვებისკენ მოუწოდეს.

18 თებერვალი 2020, 22:36

მსოფლიო

რუსეთი ჩინეთის მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე შესვლას დროებით აუკრძალავს

ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის ინფექციის გავრცელების აღკვეთის ოპერატიულმა შტაბმა მიიღო, რომელსაც ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა. „2020 წლის 20 თებერვლის 00:00 საათიდან დროებით უნდა შეჩერდეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეების რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე შემოშვება“, - ნათქვამია გადაწყვეტილებ

ირაკლი სესიაშვილი

18 თებერვალი 2020, 22:34

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: ჯგუფებს, რომლებიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბებიან, სწორება აქვთ სააკაშვილზე

ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ დემოკრატიის მიმართულებით საქართველოს აქვს უკუსვლა, მაგრამ ეს ის ხალხია, რომელიც იყო ხელისუფლებაში და დიქტატორული მეთოდებით მართავდა ქვეყანას და დემოკრატიაზე მათი მხრიდან საუბარი უბრალოდ უადგილოა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილი

18 თებერვალი 2020, 22:29

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიცია დღეს პოლიტიკურ დეპრესიაშია

„ისინი არიან, მე ვიტყოდი, პოლიტიკურ დეპრესიაში დღეს. იმიტომ რომ არ შემოდიან პარლამენტში, ქუჩის აქციებით ვერაფერს აკეთებენ“, - განაცხადა სესიაშვილმა. მისი თქმით, ის, რომ ოპოზიცია საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს პირველ რიგში ქვეყანას აზიანებს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს საკუთარ ინტერესებს სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებდა.

ისრაელი არმია

18 თებერვალი 2020, 22:25

მსოფლიო

ისრაელის არმიაში ირანზე პასუხისმგებელი სამმართველო შეიქმნება

ისრაელის არმიაში სპეციალური სამმართველო შეიქმნება, რომელიც მხოლოდ ირანზე იქნება ფოკუსირებული. როგორც ისრაელის თავდაცვითი ძალების სპეცსამსახურში განაცხადეს, ახალი სამმართველო ირანის საფრთხის ფონზე სამხედრო სტრატეგიისა და მოქმედებათა კოორდინაციის დაგეგმარებით იქნება დაკავებული.

ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფი დავით ზალკალიანი

18 თებერვალი 2020, 21:34

საქართველო

დავით ზალკალიანი მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ვიზიტით მყოფ მალაიზიის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ იუსოფს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-მალაიზიას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს, მათ შორის ხაზი გაესვა პოლიტიკურ, კულტურულ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას.

გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი

18 თებერვალი 2020, 21:11

კულტურა

ბოლივუდში ცნობილი გერმანული ფილმის „გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი“ რიმეიქს გადაიღებენ

ფილმის "გაიქეცი, ლოლა, გაიქეცი" რიმეიქზე კომპანია Sony Pictures India იმუშავებს. მთავარ როლებს ფილმში ტაპსი პანუ და ტაჰირ რაჯ ბასინი შეასრულებენ, რეჟისორი კი აკაშ ბჰატია. „გაიქეცი, ლოლა, გაიქეცის“ პრემიერა 1998 წელს, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. სურათმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და პარალელურად დიდ კომერციულ წარმატებასაც მიაღწია.

სალომე ზურაბიშვილი

18 თებერვალი 2020, 20:44

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი უკრაინულ პოზიციებზე პრორუსი სეპარატისტების იერიშს გამოეხმაურა

„აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევაა. შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯით, სინანულს გამოვხატავ მოვლენების ტრაგიკული განვითარების გამო და უკრაინელი ხალხის ღელვას ვიზიარებ“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

კამპანია ჰიმნი

18 თებერვალი 2020, 20:25

საქართველო

გიორგი ჩაკვეტაძე: ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატი უნდა დატოვონ

პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე აცხადებს, რომ დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა, რომლებმაც პარლამენტის სასესიო დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერეს, დეპუტატის მანდატი უნდა დატოვონ.

კალიების შემოსება

18 თებერვალი 2020, 20:24

მსოფლიო

კალიების შემოსევის გამო აფრიკა შიმშილის საშიშროების წინაშე დადგა

საშუალოდ, ერთ კალიას 2 500 ადამიანის გამოსაკვებად საკმარისი ბურღულეულის განადგურება შეუძლია. სპეციალისტები შიშობენ, რომ მწერების რაოდენობა, რომელიც უკვე ასობით მილიონს შეადგენს, ივნისისთვის 500-ჯერ გაიზრდება.

მაიკ პომპეო

18 თებერვალი 2020, 20:08

მსოფლიო

მაიკ პომპეო „როსნეფტისთვის“ დაწესებულ სანქციებზე: ისინი, ვინც მხარს უჭერენ კორუმპირებულ რეჟიმს, პასუხს აგებენ

„დღეს ჩვენ სანქციები დავუწესეთ რუსულ ნავთობკომპანია Rosneft Trading S.A.-ს, რითაც გავწყვიტეთ მადუროს მთავარი მაშველი თოკი, რომლითაც ვენესუელა ნავთობის სექტორზე დაწესებულ სანქციებს თავს არიდებდა. ისინი, ვინც მხარს უჭერენ კორუმპირებულ რეჟიმს და ვენესუელელი ხალხის დევნას შესაძლებელს ხდიან, პასუხს აგებენ“, - დაწერა პომპეომ.

როსნეფტი

18 თებერვალი 2020, 19:51

ეკონომიკა

აშშ-მა „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიას და მის პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსული ნავთობკომპანიის „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიას Rosneft Trading, S.A-ს და მის პრეზიდენტს, დიდიე კასიმიროს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში აღნიშნეს, სანქციების დაწესება ვენესუელიდან ნავთობის რეალიზაციას უკავშირდება.

სოზარ სუბარი

18 თებერვალი 2020, 19:49

საქართველო

სოზარ სუბარი მარგველაშვილსა და ოპოზიციურ გაერთიანებაზე: წარმატებას ვერ ვუსურვებთ ვერც ერთ მათგანს, რადგან ეს არ იქნება ქვეყნის წარმატება

„ძალიან საინტერესო იყო გიორგი მარგველაშვილის განცხადება. ერთი მხრივ, საუბრობენ რუსულ საფრთხეზე, პრორუსულ ძლებზე და მეორეს მხრივ, ერთად სხედან ბოკერია, ბურჯანაძე და მესამეს მხრივ, მისი პირველი გამოსვლა პოლიტიკაში დაბრუნების დღე აღინიშნა იმით, რომ ოდა მიუძღვნა ქალბატონ ბურჯანაძეს, როგორც გამოჩენილ პოლიტიკოსს და საქართველოს მომავალს. ძალიან საინტერესო იყო ყველას ამის ერთად ხილვა“, - დასძინა სუბარმა.

სოზარ სუბარი

18 თებერვალი 2020, 19:45

საქართველო

სოზარ სუბარი: მენტალური კრიზისია ოპოზიციის თავებში, როდესაც სხვას ვერაფერს ფიქრობენ, გარდა იმისა, პარლამენტში საწამლავი დაასხან

ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, უბრალოდ, ეს დიალოგი ვერ იქნება საკუთარ თავთან, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

პეტრას აუსტრევიჩიუსი

18 თებერვალი 2020, 19:41

საქართველო

პეტრას აუსტრევიჩიუსი: ასოცირებული ქვეყნებისთვის ევროპის საერთო ბაზარი და სხვა ძალიან ბევრი რამ უნდა გაიხსნას

სახელმწიფოები, რომლებსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და რომლებიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ევროპის საერთო ბაზრით, მწვანე შეთანხმებით ციფრული კავშირით და ენერგოკავშირით უნდა სარგებლობდნენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

პეტრას აუსტრევიჩიუსი

18 თებერვალი 2020, 19:36

საქართველო

პეტრას აუსტრევიჩიუსი: საქართველომ მეტი დახმარება უნდა მიიღოს, ვინაიდან ევროკავშირს ძლიერი პარტნიორები სჭირდება

ასოცირებულმა ქვეყნებმა უფრო მეტი დახმარება უნდა მიიღონ, ვინაიდან ევროკავშირს ძლიერი პარტნიორები სჭირდება. ტრანსფორმაცია მუშაობს და ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ამ ეტაპზე გაჩერება ისტორიული შეცდომა იქნება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა.

18 თებერვალი 2020, 19:19

საქართველო

დავით ზალკალიანმა უკრაინულ პოზიციებზე პრორუსი სეპარატისტების იერიშის გამო შეშფოთება გამოთქვა

„შეშფოთებული ვარ დასახლებულ პუნქტ ზოლოტესთან უკრაინულ პოზიციებზე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმით. სამხედრო ესკალაცია ძირს უთხრის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და პროგრესს აფერხებს“, - წერს ზალკალიანი Twitter-ზე.

სოზარ სუბარი

18 თებერვალი 2020, 19:11

საქართველო

სოზარ სუბარი: შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია, ძალიან პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით

მისი თქმით, შოთაძე თავის დროზე იმიტომ გადადგა, რომ იყო საზოგადოების პროტესტი და გაჩნდა ეჭვები, რამდენად სწორად წარიმართა გამოძიება. შოთაძის განცხადებით, კითხვის ნიშნები სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააჩინა და მაშინ შოთაძის გადაწყვეტილება საკმაოდ ვაჟკაცური ნაბიჯი იყო.