imedi /  10 იანვარი 2020, 00:26 / სანდო წყარო

კანადის პრემიერმინისტრი: უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო

კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, „უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო, ამის შესახებ СNN წერს. გამოცემის ცნობით, კანადის დაზვერვის მონაცემებით, თვითმფრინავი ირანის რაკეტამ (მიწა-ჰაერი) ჩამოაგდო.  

„შესაძლოა ეს არ იყო გამიზნული,“- განაცხადა ტრიუდომ. კანადის პრემიერის განცხადებით, უნდა ჩატარდეს გამოძიება, რომ მომხდარის ზუსტი მიზეზები დადგინდეს. 

BBC-ის ცნობით, ამერიკის ოფიციალური პირები სატელიტის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ამბობენ, რომ Boeing 737-800-ის მიმართულებით სარაკეტო დარტყმას ჰქონდა ადგილი.

ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ავიაკატასტროფა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზები დაბომბა.  

CBS News-ი კი წერს, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, სატელიტმა ორი რაკეტის ინფრაწითელი გამოსახულება იპოვა, რომელსაც სხვა, აფეთქების ამსახველი გამოსახულებაც მოჰყვა. 

ეს ვერსია კატასტროფის პირველივე დღიდან უარყო თავად ირანმა, როდესაც ინფორმაცია იორდანული წყაროებით გავრცელდა.

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები 9 იანვარს გამოაქვეყნა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა.

თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.

ყველა სიახლე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

31 მარტი 2020, 15:12

COVID19

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კირონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ შვიდი თვის ხელფასი გაიღო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კირონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ეროვნული სოლიდარობის კამპანია გამოაცხადა და შვიდი თვის ხელფასი გაიღო. მისივე თქმით, აღნიშნულ კამპანიას თურქეთის მინისტრთა კაბინეტის კიდევ რამდენიმე წევრი შეუერთდა, - ინფორმაციას ამის შესახებ hurriyet dailynews ავრცელებს.

ნათია მეზვრიშვილი

31 მარტი 2020, 15:02

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: სამზე მეტი ადამიანის თავშეყრა გულისხმობს იმას, რომ ე.წ. ბირჟაზე 5 და 6 ადამიანი არ უნდა დადგეს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საყოველთაო კარანტინის პირობებში მოქალაქეების შეკრების წესი განმარტა. „ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვაა, რომელიც ეხება სამზე მეტი პირის თავშეყრას. აქამდე 10 იყო დასაშვები ზღვარი, მაგრამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეს უფრო მეტად შეიზღუდა. აქ იგულისხმება სამზე მეტი პირის თავშეყრის აკრძალვა“ - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

კორონავირუსი

31 მარტი 2020, 14:50

COVID19

ნათია მეზვრიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ე.წ. კომენდანტის საათის რეჟიმში თან ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები

საღამოს 21:00-საათიდან გადავდივართ სხვა რეჟიმზე, ე.წ კომენდანტის საათზე. მინდა, მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ დღეიდან აუცილებლად იქონიონ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, - ამის შესახებ ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

31 მარტი 2020, 14:49

COVID19

თურქმენეთში სიტყვა „კორონავირუსი“ აკრძალეს

უფლებადამცველების ინფორმაციით, ქვეყანაში სიტყვა „კორონავირუსის“ გამოყენება ყველა მედიასაშუალებას აეკრძალა. ის ამოიღეს აგრეთვე სპეციალური ბროშურებიდან, რომლებსაც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს, საავადყოფოებსა და სამუშაო ადგილებს ურიგებს.გარდა ამისა, შეიძლება დააპატიმრონ მოქალაქეები, რომლებიც ქუჩაში ნიღბებს ატარებენ და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შესახებ ლაპარაკობენ.

31 მარტი 2020, 14:45

COVID19

ბელგიაში კორონავირუსით კიდევ 192 ადამიანი დაიღუპა

ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 192 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 705-მდე გაიზარდა. გამოვლენილია ინფიცირების 876 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 12 700-ს აღემატება.

31 მარტი 2020, 14:42

COVID19

ესპანეთში კორონავირუსით კიდევ 476 პაციენტი გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-მა ქვეყანაში 476 პაციენტი იმსხვერპლა და დაღუპილთა საერთო რიცხვმა 8 189 შეადგინა. 6 461-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. დღეისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 94 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 19 000-ზე მეტი პაციენტი.

კორონავირუსი

31 მარტი 2020, 14:36

COVID19

ბელგიაში 12 წლის გოგო კირონავირუსით გარდაიცვალა

ამის შესახებ ბელგიის ეროვნული კრიზისული ცენტრის წარმომადგენელმა ემანუელ ანდრემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ემოციურად ურთულესი მომენტია, რადგან საუბარი ბავშვზეა.

ლევან გოფოძე

31 მარტი 2020, 14:22

COVID19

ლევან გოფოძე: სამედიცინო პერსონალი მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენს და მათ მიერ ეკიპირების წესების დაცვას მკაცრად ვაკონტროლებთ

„ჩვენი სამედიცინო პერსონალი სარგებლობს ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერაა რეკომენდირებული. პაციენტებთან, რომლებიც კორონავირუსზე საეჭვო არიან, ან რეანიმაციულ პაციენტებთან და სხვა შემთხვევებში, ექიმები, ექთნები და სანიტრები სრული ეკიპირებით შედიან. ჩვენ ამას მკაცრად ვაკონტროლებთ. ვცდილობთ, რომ უმნიშვნელო დარღვევაც კი არ გამოგვრჩეს, რათა რაც შეიძლებ მინიმუმამდე დავიყვანოთ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რისკი. დამერწმუნებით, ეს ძლიან მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც რამდენიმე ათეულობითა და ასეულობით ექიმია მთელ მსოფლიოში დაავადებული. ამიტომ, წესებს მკაცრად ვიცავთ. ჯერჯერობით მთლიანად ვართ აღჭურვილი ყველა იმ საშუალებით, რაც გვჭირდება და ვფიქრობ, ასე გავაგრძელებთ. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დასნებოვნების ყველაზე დიდი რისკია, როდესაც ექიმებს ექსტრემალურ სიტუაციში უწევთ მუშობა. ამდენად, იმ ზონაში, სადაც შესაძლებელია ექიმის დაინფიცირება, სრულად აღჭურვილი დადიან“, - განაცხადა გოფოძემ.

თამარ გაბუნია

31 მარტი 2020, 14:19

COVID19

თამარ გაბუნია: იმედია, აპრილის ბოლოს გვეცოდინება კონკრეტული თარიღი, როდის მიიღებს ქვეყანა „ცეფეიდის“ კარტრიჯებს

იმედია, აპრილის ბოლოს გვეცოდინება კონკრეტული თარიღი, როდის მიიღებს ქვეყანა „ცეფეიდის“ კარტრიჯებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, ინტენსიურად მუშაობენ „ცეფეიდთან“ დაკავშირებით და რომელიც ემაყრება „პისიარ“ ტექნოლოგიას. ეს კარტრიჯები გამოიყენება ბევრი ინფექციური დაავადების შემთხვევაში.

თამარ გაბუნია

31 მარტი 2020, 14:13

COVID19

თამარ გაბუნია: ხვალ დამტკიცდება ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა გამოვიყენოთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხვალ დამტკიცდება ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა იქნას გამოყენებული- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

31 მარტი 2020, 14:08

COVID19

საქართველოს ბანკი მომხმარებელს მობილბანკის მობილური ინტერნეტის გარეშე გამოყენებას სთავაზობს

„ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან უკვე შესაძლებელია ნებისმიერი საბანკო ოპერაცია მობილბანკით შეასრულო მაშინაც კი, როცა მობილურის ბალანსზე თანხა ან ინტერნეტის მეგაბაიტები ამოგეწურა. იმისათვის, რომ მომხმარებელმა მობილბანკის ინტერნეტის გარეშე შეძლოს გამოყენება, არაა საჭირო, რომელიმე კონკრეტული მობილური ოპერატორის აბონენტი იყოს. სიახლეა ისიც, რომ მობილბანკი უკვე გაცილებით ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს“, - ნათქვამია განცხადებაში.

31 მარტი 2020, 14:08

COVID19

საკარანტინო ზონიდან ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით 5 ადამიანი გადაიყვანეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ხუთ ადამიანს იკვლევენ. საეჭვო სიმპტომებით ისინი საკარანტინო ზონიდან კლინიკაში დღეს გადაიყვანეს. მათ ტემპერატურის მატება აღენიშნებათ. კვლევის შედეგები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 14:06

COVID19

პაატა იმნაძე: ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინას კორონავირუსისგან დამცველობითი ეფექტი აქვს

ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდება, რომ წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტს, დამცველობითი ეფექტი აქვს და კორონავირუსს ადვილად გადაიტანენ ადამიანები, თუ აცრილები არიან, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 14:02

COVID19

პაატა იმნაძე: აშშ-ში მყოფ ჩემს ნათესავს არა თუ ტესტს უტარებს ვინმე, ექიმიც კი ვერ ელაპარაკება და საქართველოდან ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ

ბევრი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიგინგზე განაცხადა. „ჩემს ნათესავს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და სახლიდან ვერ გადის, რადგან ვირუსის ყველა სიმპტომი აქვს, არა თუ ტესტს უტარებს ვინმე, ექიმიც კი ვერ ელაპარაკება და საქართველოდან ჩვენი ექიმები სატელეფონო კონსულტაციას უწევენ“, - აღნიშნა იმნაძემ.

31 მარტი 2020, 14:00

COVID19

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული სოციალურად დაუცველი და მარტოხელა მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო. სოციალური აქცია, რისკ ჯგუფების დასახმარებლად მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სოციალურ პროექტში ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოხალისეებთან ერთად მონაწილეობს. შალვა კიკნაველიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე რისკ-ჯგუფის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევაა პრიორიტეტული, რათა ადამიანები მაქსიმალურად დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. ასევე, იგეგმება სხვა სოციალური ჯგუფების დახმარებაც.

პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 13:59

COVID19

პაატა იმნაძე: რატომღაც მოგზაურობა ჰგონიათ მარტო ჩინეთსა და ანტარქტიდაზე წასვლა - მოგზაურობაა ისიც, როცა ჩხოროწყუელი კაცი წავა კახეთში

როცა ჩვენი შემთხვევის განსაზღვრებას კითხულობენ ხოლმე, რატომღაც მოგზაურობა ჰგონიათ, მოგზაურობა მარტო ანტარქტიდაზე ან ჩინეთში. მოგზაურობა ეხება იმას, როდესაც ჩხოროწყუელი კაცი წავა კახეთში - ესეც მოგზაურობაა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აჭარის მთავრობის სხდომა

31 მარტი 2020, 13:58

COVID19

აჭარის მთავრობის სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული გამკაცრებული მექანიზმების აღსრულებაზე ისაუბრეს

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის სხდომაზე საუბარი შეეხო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული გამკაცრებული მექანიზმების აღსრულებას და ახალ რეგულაციებს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით, საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო, მათ შორის, ბათუმშიც. აჭარაში საველე შტაბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს.

ლევან გოფოძე

31 მარტი 2020, 13:53

COVID19

კორონავირუსზე ტესტირება დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს 13 პაციენტს ჩაუტარდება

კორონავირუსზე ტესტირება დღეს რესპუბლიკური საავადმყოფოს 13 პაციენტს ჩაუტარდება, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად საავადმყოფოში 46 პაციენტს აკვირდებიან. გუშინ ტესტირება 7 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იყო. რეანიმაციულ განყოფილებაში 4 პაციენტი იმყოფება, მათგან ერთი გუშინ მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოიყვანეს. ერთი კი მარნეულიდან უფრო ადრე, რომლის მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა კვლავ მძიმეა.

31 მარტი 2020, 13:51

COVID19

თამარ გაბუნია: დიალიზის პროგრამაში ჩართულ პაციენტებს პრობლემა არ შეექმნებათ

სოციალური მომსახურების სააგენტო გუშინ საღამოდან მუშაობს დეტალურ სიებსა და იმ პაციენტების სპეციალურ საჭიროებებზე, რომლებიც ჩართული არიან დიალიზის პროგრამაში, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნია

31 მარტი 2020, 13:46

COVID19

მეთადონის პროგრამაში მონაწილე პირებს სახლში 5-დღიანი პერიოდისთვის საჭირო დოზას გაატანენ

მეთადონის პროგრამისთვის გამონაკლისის სახით დაშვებულია გარკვეული პირობები, რაც მედიკამენტების შედარებით მომატებული დოზის ბინაზე გატანას ითვალისწინებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას განმარტებით, მეთადონის პროგრამაში მონაწილე პირებისთვის 5 - დღიანი პერიოდისთვის საჭირო მედიკამენტების მიცემა იგეგმება. „ყველა პროგრამის ფარგლებში მუშაობს სოციალური მომსახურების სააგენტო და არც ერთ პაციენტს არ შეექმნება პრობლება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.