imedi /  15 იანვარი 2020, 00:19 / სანდო წყარო

ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა

ერაყ ბაზა

ტაჯის ბაზა

ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

ტაჯის ბაზა ბაღდადიდან 30 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამასთან, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

8 იანვარს ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. როგორც ირანში განაცხადეს, ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს. ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განცხადება გაავრცელა და აშშ- მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო ნაბიჯებისგან.  

5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერალის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა

ვინ არის ტრამპის ბრძანებით ბაღდადში მოკლული ირანელი გენერალი და დაიწყება თუ არა ომი, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2026, 14:09

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა და ომერ ბოლატმა სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლატთან ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა.

26 თებერვალი 2026, 14:04

ეკონომიკა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს საბანკო სისტემის პერსპექტივა (Ba2) უარყოფითიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანი

26 თებერვალი 2026, 13:58

მსოფლიო

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვას არ გეგმავს - „ჩვენ რუსეთთან უახლოესი პარტნიორები ვართ, გვაქვს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები“

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ოფიციალურ ერევანს ქალაქ გიუმრიში მდებარე რუსული ბაზის დახურვასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ აქვს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:56

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში

ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:54

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მთავარი მოტივი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენი ეროვნული ინტერესი პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას

„სამწუხაროდ ძალიან ბევრი უსამართლო დამოკიდებულება ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებაში, საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში, ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში და ქართველ ხალხთან მიმართებაში, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ხოლმე, ვინაიდან ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის საქართველოს ხელისუფლება და სწორედ ქართველი ხალხის ინტერესში მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენი მთავარი მოტივი და მთავარი მამოძრავებელი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და, რა თქმა უნდა, პარტნიორებთან ვსვამთ კითხვას - რა არის ის წინააღმდეგობა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ინტერესები მოდის მათ ინტერესებთან. ჩვენი ეროვნული ინტერესი არის გაცხადებული და პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

26 თებერვალი 2026, 13:52

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 13:51

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე: 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც „პოსტივის“ ან ტელეკომპანია „იმედის“ დასანქცირებას გაამართლებდა

დიდი ბრიტანეთის ელჩი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში, მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რა ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში მიიღეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის ელჩან შეხვედრაზე საუბრისას.

მარკო რუბიო

26 თებერვალი 2026, 13:34

მსოფლიო

მარკო რუბიო: ტრამპი ვერ ხვდება, რატომ ვერ ასრულებენ რუსეთი და უკრაინა ომს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვერ ხვდება, თუ რატომ ვერ აღწევენ შეთანხმებას რუსეთი და უკრაინა ომის დასრულების შესახებ.

26 თებერვალი 2026, 12:48

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, უკომენტაროდ დატოვა.

აბას არაღჩი სტივ უიტკოფი

26 თებერვალი 2026, 12:36

მსოფლიო

ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებები დაიწყო

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ჯეი დი ვენსი

26 თებერვალი 2026, 12:26

მსოფლიო

აშშ-ის მთავრობა მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილს აჩერებს

აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილი შეაჩეროს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

მიქაელ ჯაბაროვი მარიამ ქვრივიშვილი

26 თებერვალი 2026, 12:22

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. შეხვედრა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.

26 თებერვალი 2026, 12:22

ეკონომიკა

სებ-ი: პირველად ისტორიაში საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), ასევე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც.

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2026, 12:11

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ღიმილის მომგვრელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარე თუ შიდა მოწინააღმდეგეთა „დოგმატური პოსტულატები", რომ სოხუმისა და ცხინვალის საკითხების გადახედვას ადგილი არ ექნება „არასდროს"

რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს კუბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოსთან, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის აღნიშნავს, შექმნილი ვითარება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დიდი სახელმწიფოების შესაძლო მოლაპარაკებების ფონზე კუნძული შეიძლება იქცეს გავლენების გაძლიერების, ან შემსუბუქების ბერკეტად.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 12:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „პოსტ TV“ და „იმედი“ სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას!

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

გარეთ ოურდი

26 თებერვალი 2026, 11:50

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩი მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის გამო ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს

დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:47

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კონფლიქტი კონფლიქტად რჩება, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და მოლაპარაკებები აქვს ერთადერთ ფორმატში - ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, სადაც საქართველოსთან ერთად წარმოდგენილია აშშ, გაერო, ეუთო, ევროკავშირი.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვას ელოდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებზე.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:41

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ძალიან ნაკლებად ვხედავთ რეალობის აღქმის და იმის სურვილს, რომ რეალობის გათვალისწინებით წარიმართოს მუშაობა - დღევანდელ ბრიუსელში ჯერ კიდევ მძლავრია სურვილი, შეიქმნას რაღაც პარალელური რეალობები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატიის მიდგომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რეალურ სურათს არ ეფუძნება.

26 თებერვალი 2026, 11:41

ეკონომიკა

საქპატენტმა მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა დანერგა

2 მარტიდან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტში“ მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ახალი სისტემა მომხმარებელს სთავაზობს გადახდის განხორციელების უფრო სწრაფ, მარტივ და ეფექტიან პროცესს. უწყების მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება.